12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, მძიმეა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, ამ დროისთვის მოზარდი მართვით სუნთქვაზეა.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად მოზარდი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება.