საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებში - რა იწვევს პრობლემას და როგორ გავუმკლავდეთ მას?
სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებში - რა იწვევს პრობლემას და როგორ გავუმკლავდეთ მას?

სიმ­სუქ­ნე და ჭარ­ბი წონა ბავ­შვებ­ში გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მად იქცა. 2016 წელს ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მოზ­რდი­ლე­ბის 65%-ზე მეტი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ან სიმ­სუქ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყო, 2010 წელს კი, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი 56%-ს უტოლ­დე­ბო­და.

და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მო­ზარ­დე­ბი­სა და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის რი­ცხვი თან­და­თა­ნო­ბით იზ­რდე­ბა ევ­რო­პა­ში. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­ქარ­თვე­ლოა.

სიმ­სუქ­ნის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი, რო­გორც წესი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვო­ბი­დან იჩენს თავს, პრობ­ლე­მის პრე­ვენ­ცი­ის­თვის კი, პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლის მონ­დო­მე­ბა და ყუ­რა­დღე­ბაა სა­ჭი­რო.

იმი­სათ­ვის, რომ თქვენს შვილს ნორ­მა­ლუ­რი წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­როთ, და­ა­ბა­ლან­სეთ მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი და და­ხარ­ჯუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბი.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რი დღის რე­ჟი­მი აქვს თქვენს შვილს და მხო­ლოდ ამის მი­ხედ­ვით და­გეგ­მეთ მისი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი. გახ­სოვ­დეთ, მი­ზა­ნი ბავ­შვის­თვის, რო­მელ­საც ჭარ­ბი წო­ნის პრობ­ლე­მა აქვს - არის წო­ნის მა­ტე­ბის დი­ნა­მი­კის შემ­ცი­რე­ბა, ნორ­მა­ლუ­რი ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. ექი­მის კონ­სულ­ტა­ცი­ის გა­რე­შე, ბავ­შვის­თვის ან მო­ზარ­დის თვით­ნე­ბუ­რად წო­ნის კლე­ბის მკაც­რი დი­ე­ტის და­ნიშ­ვნა არ შე­იძ­ლე­ბა.

იმის­თვის, რომ ბავ­შვებს ჯან­სა­ღი კვე­ბის ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ სა­ჭი­როა მათი გა­ნათ­ლე­ბა საკ­ვე­ბის შე­სა­ხებ, ბავ­შვმა უნდა იცო­დეს რო­მე­ლი საკ­ვე­ბია მის­თვის მავ­ნე ან სა­სარ­გებ­ლო. მათ უნდა შე­ეძ­ლოთ საყ­ვა­რე­ლი საკ­ვე­ბის ჯან­სა­ღი გზით მი­ღე­ბა.

შე­ე­ცა­დეთ:

  • მო­ა­მა­რა­გოთ თქვე­ნი შვი­ლი ბოსტნე­უ­ლით, ხი­ლით და მსხვილ­მარ­ცვლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბით
  • გა­მო­ი­ყე­ნეთ და­ბა­ლი კა­ლო­რი­უ­ლო­ბის მქო­ნე რძე და რძის პრო­დუქ­ტე­ბი
  • ცი­ლის მა­რა­გის­თვის აირ­ჩი­ეთ მჭლე ხორ­ცი, თევ­ზი, ფრინ­ვე­ლის ხორ­ცი, პარ­კოს­ნე­ბი
  • ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ პორ­ცი­ებს. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ბავ­შვის ასა­კი
  • წა­ა­ხა­ლი­სეთ ოჯახ­ში მეტი წყლის და­ლე­ვა
  • შე­ამ­ცი­რეთ ტკბი­ლი, გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი
  • შე­ამ­ცი­რეთ შაქ­რის და გა­ჯე­რე­ბუ­ლი ცხი­მის მი­ღე­ბა
  • გახ­სოვ­დეთ, ყო­ველ­დღი­უ­რი, მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბით თქვენ შვილს ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს უყა­ლი­ბებთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებში - რა იწვევს პრობლემას და როგორ გავუმკლავდეთ მას?

სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებში - რა იწვევს პრობლემას და როგორ გავუმკლავდეთ მას?

სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებში გლობალურ პრობლემად იქცა. 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოზრდილების 65%-ზე მეტი ჭარბწონიანი ან სიმსუქნით დაავადებული იყო, 2010 წელს კი, ეს მონაცემები 56%-ს უტოლდებოდა.

დაავადებული მოზარდებისა და სკოლის მოსწავლეების რიცხვი თანდათანობით იზრდება ევროპაში. გამონაკლისი არც საქართველოა.

სიმსუქნის გამომწვევი მიზეზები, როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში, ბავშვობიდან იჩენს თავს, პრობლემის პრევენციისთვის კი, პირველ რიგში მშობლის მონდომება და ყურადღებაა საჭირო.

იმისათვის, რომ თქვენს შვილს ნორმალური წონის შენარჩუნებაში დაეხმაროთ, დააბალანსეთ მის მიერ მიღებული და დახარჯული კალორიები.

გაითვალისწინეთ, რამდენად აქტიური დღის რეჟიმი აქვს თქვენს შვილს და მხოლოდ ამის მიხედვით დაგეგმეთ მისი კვების რაციონი. გახსოვდეთ, მიზანი ბავშვისთვის, რომელსაც ჭარბი წონის პრობლემა აქვს - არის წონის მატების დინამიკის შემცირება, ნორმალური ზრდისა და განვითარების პარალელურად. ექიმის კონსულტაციის გარეშე, ბავშვისთვის ან მოზარდის თვითნებურად წონის კლების მკაცრი დიეტის დანიშვნა არ შეიძლება.

იმისთვის, რომ ბავშვებს ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავებაში დავეხმაროთ საჭიროა მათი განათლება საკვების შესახებ, ბავშვმა უნდა იცოდეს რომელი საკვებია მისთვის მავნე ან სასარგებლო. მათ უნდა შეეძლოთ საყვარელი საკვების ჯანსაღი გზით მიღება.

შეეცადეთ:

  • მოამარაგოთ თქვენი შვილი ბოსტნეულით, ხილით და მსხვილმარცვლოვანი პროდუქტებით
  • გამოიყენეთ დაბალი კალორიულობის მქონე რძე და რძის პროდუქტები
  • ცილის მარაგისთვის აირჩიეთ მჭლე ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი, პარკოსნები
  • ყურადღება მიაქციეთ პორციებს. გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი
  • წაახალისეთ ოჯახში მეტი წყლის დალევა
  • შეამცირეთ ტკბილი, გაზიანი სასმელები
  • შეამცირეთ შაქრის და გაჯერებული ცხიმის მიღება
  • გახსოვდეთ, ყოველდღიური, მცირე ცვლილებებით თქვენ შვილს ცხოვრების ჯანსაღ წესს უყალიბებთ!

„არჩევნი შენია“ - ქართველი არტისტები ალკოჰილიზმით გამოწვეულ პრობლემებს გამოეხმაურნენ

12 წლის ბავშვი, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზეა

"როცა ბესომ გააცნობიერა რომ ძმა მოკლა, ჯერ ვენების გადაჭრა სცადა, მერე ენგურში ხტებოდა" - საზარელი ტრაგედიის დეტალები