მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 12 წლის ბიჭს მატარებელი დაეჯახა. მომხდარის შედეგად მოზარდი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს, ამ დროისთვის მოზარდი მართვის სუნთქვაზეა.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად მოზარდი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.