ასტროლოგი ხათუნა ნოელი კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებთან დაკავშირებით ინფორმაციას გვაწვდის და რეკომენდაციებსაც გვთავაზობს:
"ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა, უდავოდ, 23 ოქტომბერს, ოთხშაბათს მზის მიერ ნიშნის შეცვლაა. ჩვენი დღის მნათობი ტოვებს სასწორის ნიშანს და მორიელის ზოდიაქოში გადადის. რასაც ცხადია ვულოცავთ ამ ნიშნის წარმომადგენლებს და ვუსურვებთ წარატებულად გამოეყენებინოთ ეს პერიოდი.
აქვე ვიტყვი, რომ მიმდინარე ერთი თვე ასევე წარმატებული შეიძლება იყოს თევზებისთვისაც და კირჩხიბებისთვისაც. იხეირებენ კუროებიც, ქალწულებიც და თხის რქებიც.
ახლა კი კვირის პროგნოზს დავუბრუნდეთ:
21 ოქტომბერი, ორშაბათი ამ კვირის ერთ-ერთი შედარებით პოზიტიური დღეა. ვენერა ნეპტუნის ურთიერთჰარმონიული ასპექტი შესაძლებელს ხდის ჩვენი ურთიერთობებიც ასევე ჰარმონიულად დავალაგოთ. ვინაიდან ეს ასპექტი მორიელისა და თევზების ზოდიაქოებიდან კეთდება, განსაკუთრებულად კარგი შანსები სწორედ წყლის ნიშნის წარმომადგენლებს ექნებათ საამისოდ. ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად.
წარმატებული დღეა შემოქმედებითი ადამიანებისათვის, აგრეთვე რელიგიის სფეროში დასაქმებულთათვის.
გაითვალისწინეთ, რომ მთვარე კირჩხიბშია და უკურსოა 16:40 -19:30. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი წამოწყებები ურეზულტატოდ მთავრდება. სჯობს დავკავდეთ მიმდინარე საქმეებით. არახელსაყრელი დროა საყიდლებისთვისაც.
22 ოქტომბერი, სამშაბათი, მთვარე ლომშია.
მარსს დაძაბული ასპექტები აქვს მთვარის კვანძებთან.დააკვირდით საკუთარ ქმედებებს. ნურაფერს ჩაიდენთ ისეთს, რაზედაც სამყარო მკაცრ პასუხს მოგთხოვთ.
კარგი დღეა რეკლამისა და თვითრეკლამისათვის. მდიდრული, ფუფუნების საგნების შესაძენად. ლატარიის ან სხვადასხვა გათამაშებების ბილებების საყიდლად. აგრეთვე დაწინაურებისათვის უფროსობაზე მისამართად.
23 ოქტომბერს ოთხშაბათს მთვარე თითქმის მთელ დღეს უკურსოა, რასაც მზის მიერ ზოდიაქოს შეცვლაც ერთვის. 13:14- დან 23:30-მდე დროის პერიოდი მოვერიდოთ მკვეთრ ცვლილებებს ახალ წამოწყებებს, აქტიურ ნაბიჯებს. არ აკრიტიკოთ არავინ, განსაკუთრებით კი უფროსობა. კარგი პერიოდია გეგმების მოსაფიქრებლად, დასაწყობად.
24 ოქტომბერი ხუთშაბათი - მნიშვნელოვანი მოვლენები არ გვაქვს. მთვარე ქალწულში იძლევა კარგ მითითებას ნებისმიერი ტიპის დალაგებებზე, გინდ შინ, ვთქვათ გარდერობის სეზონური გადარჩევისათვის, გინდ სამუშაო ადგილის მოსაწესრიგებლად.
შეგიძლიათ ასევე ეს დღე წვრილ-წვრილი ყოფითი საყდლების შეძენისთვისაც გამოიყენოთ.
25 ოქტომბერი, პარასკევი დღის პირველი ნახევარი საკმაოდ დადებითია ვენერასა და პლუტონის სექსტილის გამო, რომელიც მორიელისა და თხისრქის ნიშნების. 21°-ე გრადუსიდან კეთდება. ეს დღე ალბათ შემდგომში სასიანოვნო მოგონებების დღედ გაგახსენდებათ, რადგან სასურველი შედეგების მიღწევა საკმაოდ იოლი იქნება, როგორც პირად ურთიერთობებში, ისე საქმიანშიც. ამასთან ფინანსურ საკითხებთან მიმართებაში, განსაკუთრებით კი თუ მსხვილ კაპიტალდაბანდებებს აპირებთ. კარგი დღეა ბანკებთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვისაც.
17:00-დან დღის ბოლომდე მთვარე კვლავ უკურსოა. მითითებები უკვე იცით - ეს დრო რუტინული საქმეებისათვის უნდა გამოიყენოთ.
26 ოქტომბერი შაბათი, მთვარე სასწორში იძლევა ბალანსის აუცილებლობას, რაც არცთუ იოლი იქნება მოახლოვებული მარსისა და სატურნის კვადრატის გამო.
27 ოქტომბერი, კვირა
ზემოთხსენებული მარსი-სატურნთან დაძაბული ასპექტი სასწორებისა და თხის რქებისათვის გარკვეულ პრობლემებს წარმოქმნის. რასაც უკურსო მთვარის პერიოდიც ემატება კერძოდ 12:20-დან დღის ბოლომდე. კერძოდ, შესაძლოა ამ ადამიანებს შეექმნათ აუცილებლობა კიდევ უფრო მეტი დატვირთვით იმუშაონ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობები აიღონ თავიანთ თავზე, ვიდრე სხვა დროს. შესაძლოა კონფლიქტი უფროსობასთან, ოფიციალურ ორგანოებთან. სჯობს გადადოთ ვიზიტები ბიოროკრატიულ დაწესებულებებში დოკუმენტების გასაფორმებლად. დღე ტრავმატულობის, მოტეხილობების მაღალი ალბათობით გამოირჩევა. მაღალია რისკი ორგანიზმის გადატვირთვის, გაციების.