პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს
ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებს მი­მარ­თავს. პატ­რი­არ­ქი ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლე­ბი­სად­მი წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­ჭირ­და სი­მარ­თლის გზა­ზე სვლა, მაგ­რამ არ უნდა შე­უ­შინ­დნენ გან­საც­დელს და მთა­ვა­რია, სწო­რი პა­სუ­ხი გას­ცენ გა­მოწ­ვე­ვებს.

„გუ­ლი­თა­დად მო­გე­სალ­მე­ბით და გლო­ცავთ. თქვენ, ისე­ვე რო­გორც გა­ჭირ­ვე­ბის, ან სხვა მი­ზე­ზის გამო სა­ზღვარ­გა­რეთ წა­სუ­ლი სხვა თა­ნა­მე­მა­უ­ლე­ნი, ჩვე­ნი ტკი­ვი­ლი ხართ, და, ამას­თან, იმე­დიც იმი­სა, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვის გარ­და, შეძ­ლებთ უმ­თავ­რესს, ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ქარ­თუ­ლი სუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

ტაძ­რე­ბი, საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცენ­ტრე­ბი, რაც დღეს ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა და ჩვენ ვმად­ლობთ აქ მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნებს.

პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბას ვუხ­დით მე­უ­ფე საბა (ინწკირ­ველს), ასე­ვე, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს და, სა­ერ­თოდ ყვე­ლას, ვინც კი დღი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის აქ და­არ­სე­ბი­სა, იშ­რო­მა და იმუ­შა­კა ღვთი­სა და მოყ­ვა­სის სამ­სა­ხუ­რად.

მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და იმ პი­როვ­ნე­ბებს, ვინც უსამ­შობ­ლოდ ყოფ­ნა შე­გიმ­სუ­ბუ­ქათ და თა­ნად­გო­მა გა­გი­წი­ათ.

დღეს რთუ­ლი დროა, გა­ჭირ­და სი­მარ­თლის გზა­ზე სვლა, მაგ­რამ არ შე­უ­შინ­დეთ გან­საც­დელს; მთა­ვა­რია, სწო­რი პა­სუ­ხი გას­ცეთ გა­მოწ­ვე­ვებს. თქვენ ხართ სახე ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა. ამი­ტო­მაც, თქვე­ნი კარ­გი, თუ ცუდი ქმე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას.

არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხარ, ან რა მო­ვა­ლე­ო­ბა გა­კის­რი­ათ; ვი­სურ­ვებ­დი თქვე­ნი ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბით ყო­ფი­ლი­ყა­ვით სამ­შობ­ლოს წარ­მომ­ჩენ­ნი და დამ­ფა­სე­ბელ­ნი.

შევ­თხოვ ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბას, მო­გა­ნი­ჭოთ თა­ვი­სი მად­ლი, და­ლო­ცოს თქვე­ნი ოჯა­ხე­ბი და მშვი­დო­ბით და სი­ხა­რუ­ლით აღ­გავ­სოთ.

ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი, ჩვე­ნი დიდი დედა იყოს თქვე­ნი მე­ო­ხი და შემ­წე და სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გზის გამ­კვლე­ვი, რათა თქვე­ნი ცოდ­ნა და მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სამ­შობ­ლო­საც მო­ახ­მა­როთ“ - აღნშნუ­ლია პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვა­ში.

ავტორი:

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. პატრიარქი ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისადმი წერილში აღნიშნავს, რომ გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ უნდა შეუშინდნენ განსაცდელს და მთავარია, სწორი პასუხი გასცენ გამოწვევებს.

„გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. თქვენ, ისევე როგორც გაჭირვების, ან სხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ წასული სხვა თანამემაულენი, ჩვენი ტკივილი ხართ, და, ამასთან, იმედიც იმისა, რომ მატერიალური პრობლემის დაძლევის გარდა, შეძლებთ უმთავრესს, ღვთის სიყვარულისა და ქართული სულის შენარჩუნებას.

ტაძრები, საკვირაო სკოლები და შემოქმედებითი ცენტრები, რაც დღეს ამერიკაში საქართველოს ეკლესიის სახელით ფუნქციონირებს, სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ჩვენ ვმადლობთ აქ მოღვაწე ადამიანებს.

პირველ რიგში, მადლობას ვუხდით მეუფე საბა (ინწკირველს), ასევე, სასულიერო პირებს და, საერთოდ ყველას, ვინც კი დღიდან საქართველოს ეკლესიის აქ დაარსებისა, იშრომა და იმუშაკა ღვთისა და მოყვასის სამსახურად.

მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას და იმ პიროვნებებს, ვინც უსამშობლოდ ყოფნა შეგიმსუბუქათ და თანადგომა გაგიწიათ.

დღეს რთული დროა, გაჭირდა სიმართლის გზაზე სვლა, მაგრამ არ შეუშინდეთ განსაცდელს; მთავარია, სწორი პასუხი გასცეთ გამოწვევებს. თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა. ამიტომაც, თქვენი კარგი, თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას.

არა აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობაზე ხარ, ან რა მოვალეობა გაკისრიათ; ვისურვებდი თქვენი ღირსეული ცხოვრებით ყოფილიყავით სამშობლოს წარმომჩენნი და დამფასებელნი.

შევთხოვ ყოვლადწმინდა სამებას, მოგანიჭოთ თავისი მადლი, დალოცოს თქვენი ოჯახები და მშვიდობით და სიხარულით აღგავსოთ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ჩვენი დიდი დედა იყოს თქვენი მეოხი და შემწე და საქართველოსკენ გზის გამკვლევი, რათა თქვენი ცოდნა და მიღებული გამოცდილება სამშობლოსაც მოახმაროთ“ - აღნშნულია პატრიარქის მიმართვაში.

სიმსუქნე და ჭარბი წონა ბავშვებში - რა იწვევს პრობლემას და როგორ გავუმკლავდეთ მას?

"როცა ბესომ გააცნობიერა რომ ძმა მოკლა, ჯერ ვენების გადაჭრა სცადა, მერე ენგურში ხტებოდა" - საზარელი ტრაგედიის დეტალები

Bocuse d’Or Georgia-ს ჟიურის წევრები და კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები