ავტორი:

"სტალინის საყვარელი აგარაკი, სადაც ქართველი მეფე თამარი განიკურნა" - წყალტუბოს სანატორიუმი BBC Travel-ის ობიექტივში

"სტალინის საყვარელი აგარაკი, სადაც ქართველი მეფე თამარი განიკურნა" - წყალტუბოს სანატორიუმი BBC Travel-ის ობიექტივში

BBC Travel-ის ყურადღება წყალტუბოს სანატორიუმმა კიდევ ერთხელ მიიპყრო. "სტალინის საცურაო აუზი, სპა და განსაკუთრებული კურორტი საბჭოთა პარტიული ელიტისთვის" – წერს bbc.com-ის კორესპონდენტი ტეილორ უაიდმენი, რომელმაც ერთ დროს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე იმოგზაურა.

"1990-იან წლებიდან დანგრევის პირას მისული საბჭოთა კურორტი ტურისტების ყურადღებას ისევ იქცევს. საბჭოთა კავშირის დაშლამდე, დასავლეთ საქართველოში, ქუთაისიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მდებარე წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტი, თავისი მინერალური წყლებითა და სხვა სასარგებლო თვისებებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და დასასველებლად პოლიტიკური ელიტა სწორედ იმ ადგილს ირჩევდა და ამიტომაც "საბჭოთა მნიშვნელობის" იყო..." - წერს ჟურნალისტი, რომლის თქმითაც, იმ წლებში მოსკოვი-წყალტუბოს მატარებლის რეისიც კი დადიოდა.

მისივე ცნობით, სანატორიუმი პომპეზურ საბჭოთა სტილშია აშენებულია, 1950 წლის ბრძანების თანახმად და ის ყოველთვის სავსე იყო დამსვენებლებით.

"თუმცა, 1990-იანი წლების შემდეგ, სანატორიუმი დამსვენებლებისგან სწრაფად დაიცალა. დროთა განმავლობაში, შენობა ინგრეოდა და მისი შთამბეჭდავი ფასადებიც იშლებოდა... სანატორიუმთან ერთად, ქალაქმაც განადგურება და დაცლა დაიწყო... იქაურობას ტურისტები ძალიან იშვიათად სტუმრობდნენ, მხოლოდ სანატორიუმის შენობისა და საბჭოთა კვალის დასათვალიერებლად", - წერს ავტორი.

BBC Travel-ის ფოტოკორესპონდენტის თქმით, 2010 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ წყალტუბოს კურორტის აღდგენა დაიწყო. ინვესტორებმა მასში თანხის ჩადება დაიწყეს, რათა დანგრეული აღდგენილიყო, ან ძველის ნაცვლად ახალი აეშენებინათ.

"ტურისტებისთვის დაამონტაჟეს თანამედროვე სპა, სადაც მათ ახლა დასვენება და სამკურნალო პროცედურების მიღება შეუძლიათ და იმაზე არანაკლებ ხარისხიანად, როგორც ეს წლების წინ საბჭოთა ელიტას შეეძლო" - წერს ტეილორ უაიდმენი, რომელიც "საბჭოთა მოქალაქეებისთვის" წყალტუბოში მოხვედრის გზებზე, საშვებზე და იმ წლებში კარგად ცნობილ ე.წ. პუტიოვკაზე საუბრობს.

"წყალტუბო თავისი ულამაზესი ადგილებით, რბილი სუბტროპიკული ჰავითა და ძალიან ეფექტიანი, სამკურნალო ტალახის აბაზანებით, განსაკუთრებით პოპულარული იყო საბჭოთა ელიტაში... ლეგენდის თანახმად, იქ მკურნალობდა და განიკურნა ქართველი ქალი მეფე თამარი. შემდეგ მას რუსი მეფეები, სტალინი და მისი ახლო გარემოცვაც ხშირად სტუმრობდა..." - წერს გამოცემის ავტორი.

გამოცემა წყალტუბოს კურორტის ისტორიაზე საუბრისას აღწერს, რომ მისი მშენებლობა უფრო ადრე დაიწყო, თუმცა 1951 წელს მან დამსვენებლების რეკორდი მოხსნა. მისი გაფართოება გრძელდებოდა და ამ სამუშაოებს 4 ათასზე მეტი ადამიანი აწარმოებდა.

"ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგებლები ჰყვებოდნენ, რომ სანატორიუმში მკურნალობის შემდეგ, მოსკოვში დაბრუნებულმა სტალინმა ბრძანება გასცა, ყველა სამინისტროს წყალტუბოში თავისი სანატორიუმი აეშენებინა. 1950-იანი წლების მიწურულს 19 სანატორიუმის მშენებლობა მიმდინარეობდა და 1980-იანი წლების ჩათვლით, მოსკოვიდან დამსვენებლებით სავსე მატარებლები ყოველდღე დადიოდნენ...", - წერს BBC Travel-ის ფოტოკორესპონდენტი.

მისივე ცნობით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სანატორიუმი დაიცალა და ადგილობრივებმაც სამუშაოს საძებნელად სხვა ქალაქებს, ან სულაც ქვეყნებს მიაშურეს.

“თუმცა საქართველოს ხელისუფლებებმა მის აღსადგენად ძალისხმევა არ დაიშურეს და იქ თანამედროვე კომპლექსები და სასტუმროც აამუშავეს... ბოლო წლებში საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ხშირად ჩადიან ტურისტები, რათა წყალტუბოს საბჭოთა იმპერიული არქიტექტურა დაათვალიერონ. ტუნდაც "მედეას" მარმარილოს კოლონებთან ფოტოები გადაიღონ... მათ ასევე აინტერესებთ, როგორ ისვენებდა საბჭოთა ელიტა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ, ისტორიის ნაწილი გახდა", - წერს ტეილორ უაიდმენი.

"როდესაც მანქანაში ჩავხტით, ცეცხლი უკვე ჩვენს სახლთან იყო მოსული" - კალიფორნიაში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს

14 წლის გოგონებს სავალდებულო გინეკოლოგიურ გამოკვლევას ჩაუტარებენ - თურქმენეთში "მორალის გაკვეთილები" ტარდება

ბანგლადეშში, სადაც 19 წლის გოგო ცოცხლად დაწვეს, საქმეზე ბრალდებულ 16 ადამიანს სიკვდილით დასჯიან