სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტალინის საყვარელი აგარაკი, სადაც ქართველი მეფე თამარი განიკურნა" - წყალტუბოს სანატორიუმი BBC Travel-ის ობიექტივში
"სტალინის საყვარელი აგარაკი, სადაც ქართველი მეფე თამარი განიკურნა" - წყალტუბოს სანატორიუმი BBC Travel-ის ობიექტივში

BBC Travel-ის ყუ­რა­დღე­ბა წყალ­ტუ­ბოს სა­ნა­ტო­რი­უმ­მა კი­დევ ერთხელ მი­ი­პყრო. "სტა­ლი­ნის სა­ცუ­რაო აუზი, სპა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კუ­რორ­ტი საბ­ჭო­თა პარ­ტი­უ­ლი ელი­ტის­თვის" – წერს bbc.com-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი ტე­ი­ლორ უა­იდ­მე­ნი, რო­მელ­მაც ერთ დროს სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ კუ­რორტზე იმოგ­ზა­უ­რა.

"1990-იან წლე­ბი­დან დან­გრე­ვის პი­რას მი­სუ­ლი საბ­ჭო­თა კუ­რორ­ტი ტუ­რის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბას ისევ იქ­ცევს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლამ­დე, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქუ­თა­ი­სი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 8 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე წყალ­ტუ­ბოს ბალ­ნე­ო­ლო­გი­უ­რი კუ­რორ­ტი, თა­ვი­სი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი­თა და სხვა სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და და­სას­ვე­ლებ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა სწო­რედ იმ ად­გილს ირ­ჩევ­და და ამი­ტო­მაც "საბ­ჭო­თა მნიშ­ვნე­ლო­ბის" იყო..." - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლის თქმი­თაც, იმ წლებ­ში მოს­კო­ვი-წყალ­ტუ­ბოს მა­ტა­რებ­ლის რე­ი­სიც კი და­დი­ო­და.

მი­სი­ვე ცნო­ბით, სა­ნა­ტო­რი­უ­მი პომ­პე­ზურ საბ­ჭო­თა სტილ­შია აშე­ნე­ბუ­ლია, 1950 წლის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად და ის ყო­ველ­თვის სავ­სე იყო დამ­სვე­ნებ­ლე­ბით.

"თუმ­ცა, 1990-იანი წლე­ბის შემ­დეგ, სა­ნა­ტო­რი­უ­მი დამ­სვე­ნებ­ლე­ბის­გან სწრა­ფად და­ი­ცა­ლა. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­ნო­ბა ინ­გრე­ო­და და მისი შთამ­ბეჭ­და­ვი ფა­სა­დე­ბიც იშ­ლე­ბო­და... სა­ნა­ტო­რი­უმ­თან ერ­თად, ქა­ლაქ­მაც გა­ნად­გუ­რე­ბა და დაც­ლა და­ი­წყო... იქა­უ­რო­ბას ტუ­რის­ტე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად სტუმ­რობ­დნენ, მხო­ლოდ სა­ნა­ტო­რი­უ­მის შე­ნო­ბი­სა და საბ­ჭო­თა კვა­ლის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად", - წერს ავ­ტო­რი.

BBC Travel-ის ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტის თქმით, 2010 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წყალ­ტუ­ბოს კუ­რორ­ტის აღ­დგე­ნა და­ი­წყო. ინ­ვეს­ტო­რებ­მა მას­ში თან­ხის ჩა­დე­ბა და­ი­წყეს, რათა დან­გრე­უ­ლი აღ­დგე­ნი­ლი­ყო, ან ძვე­ლის ნაც­ვლად ახა­ლი აე­შე­ნე­ბი­ნათ.

"ტუ­რის­ტე­ბის­თვის და­ა­მონ­ტა­ჟეს თა­ნა­მედ­რო­ვე სპა, სა­დაც მათ ახლა დას­ვე­ნე­ბა და სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ და იმა­ზე არა­ნაკ­ლებ ხა­რის­ხი­ა­ნად, რო­გორც ეს წლე­ბის წინ საბ­ჭო­თა ელი­ტას შე­ეძ­ლო" - წერს ტე­ი­ლორ უა­იდ­მე­ნი, რო­მე­ლიც "საბ­ჭო­თა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის" წყალ­ტუ­ბო­ში მოხ­ვედ­რის გზებ­ზე, საშ­ვებ­ზე და იმ წლებ­ში კარ­გად ცნო­ბილ ე.წ. პუ­ტი­ოვ­კა­ზე სა­უბ­რობს.

"წყალ­ტუ­ბო თა­ვი­სი ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბით, რბი­ლი სუბტ­რო­პი­კუ­ლი ჰა­ვი­თა და ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნი, სამ­კურ­ნა­ლო ტა­ლა­ხის აბა­ზა­ნე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო საბ­ჭო­თა ელი­ტა­ში... ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, იქ მკურ­ნა­ლობ­და და გა­ნი­კურ­ნა ქარ­თვე­ლი ქალი მეფე თა­მა­რი. შემ­დეგ მას რუსი მე­ფე­ე­ბი, სტა­ლი­ნი და მისი ახლო გა­რე­მოც­ვაც ხში­რად სტუმ­რობ­და..." - წერს გა­მო­ცე­მის ავ­ტო­რი.

გა­მო­ცე­მა წყალ­ტუ­ბოს კუ­რორ­ტის ის­ტო­რი­ა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­წერს, რომ მისი მშე­ნებ­ლო­ბა უფრო ადრე და­ი­წყო, თუმ­ცა 1951 წელს მან დამ­სვე­ნებ­ლე­ბის რე­კორ­დი მოხ­სნა. მისი გა­ფარ­თო­ე­ბა გრძელ­დე­ბო­და და ამ სა­მუ­შა­ო­ებს 4 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აწარ­მო­ებ­და.

"ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წარ­მო­მად­გებ­ლე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ სა­ნა­ტო­რი­უმ­ში მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა სტა­ლინ­მა ბრძა­ნე­ბა გას­ცა, ყვე­ლა სა­მი­ნის­ტროს წყალ­ტუ­ბო­ში თა­ვი­სი სა­ნა­ტო­რი­უ­მი აე­შე­ნე­ბი­ნა. 1950-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს 19 სა­ნა­ტო­რი­უ­მის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და 1980-იანი წლე­ბის ჩათ­ვლით, მოს­კო­ვი­დან დამ­სვე­ნებ­ლე­ბით სავ­სე მა­ტა­რებ­ლე­ბი ყო­ველ­დღე და­დი­ოდ­ნენ...", - წერს BBC Travel-ის ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენ­ტი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ სა­ნა­ტო­რი­უ­მი და­ი­ცა­ლა და ად­გი­ლობ­რი­ვებ­მაც სა­მუ­შა­ოს სა­ძებ­ნე­ლად სხვა ქა­ლა­ქებს, ან სუ­ლაც ქვეყ­ნებს მი­ა­შუ­რეს.

“თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­მა მის აღ­სად­გე­ნად ძა­ლის­ხმე­ვა არ და­ი­შუ­რეს და იქ თა­ნა­მედ­რო­ვე კომ­პლექ­სე­ბი და სას­ტუმ­როც აა­მუ­შა­ვეს... ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ხში­რად ჩა­დი­ან ტუ­რის­ტე­ბი, რათა წყალ­ტუ­ბოს საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა და­ათ­ვა­ლი­ე­რონ. ტუნ­დაც "მე­დე­ას" მარ­მა­რი­ლოს კო­ლო­ნებ­თან ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღონ... მათ ასე­ვე აინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ ის­ვე­ნებ­და საბ­ჭო­თა ელი­ტა, რო­მე­ლიც არც ისე დიდი ხნის წინ, ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლი გახ­და", - წერს ტე­ი­ლორ უა­იდ­მე­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"სტალინის საყვარელი აგარაკი, სადაც ქართველი მეფე თამარი განიკურნა" - წყალტუბოს სანატორიუმი BBC Travel-ის ობიექტივში

"სტალინის საყვარელი აგარაკი, სადაც ქართველი მეფე თამარი განიკურნა" - წყალტუბოს სანატორიუმი BBC Travel-ის ობიექტივში

BBC Travel-ის ყურადღება წყალტუბოს სანატორიუმმა კიდევ ერთხელ მიიპყრო. "სტალინის საცურაო აუზი, სპა და განსაკუთრებული კურორტი საბჭოთა პარტიული ელიტისთვის" – წერს bbc.com-ის კორესპონდენტი ტეილორ უაიდმენი, რომელმაც ერთ დროს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტზე იმოგზაურა.

"1990-იან წლებიდან დანგრევის პირას მისული საბჭოთა კურორტი ტურისტების ყურადღებას ისევ იქცევს. საბჭოთა კავშირის დაშლამდე, დასავლეთ საქართველოში, ქუთაისიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მდებარე წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტი, თავისი მინერალური წყლებითა და სხვა სასარგებლო თვისებებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და დასასველებლად პოლიტიკური ელიტა სწორედ იმ ადგილს ირჩევდა და ამიტომაც "საბჭოთა მნიშვნელობის" იყო..." - წერს ჟურნალისტი, რომლის თქმითაც, იმ წლებში მოსკოვი-წყალტუბოს მატარებლის რეისიც კი დადიოდა.

მისივე ცნობით, სანატორიუმი პომპეზურ საბჭოთა სტილშია აშენებულია, 1950 წლის ბრძანების თანახმად და ის ყოველთვის სავსე იყო დამსვენებლებით.

"თუმცა, 1990-იანი წლების შემდეგ, სანატორიუმი დამსვენებლებისგან სწრაფად დაიცალა. დროთა განმავლობაში, შენობა ინგრეოდა და მისი შთამბეჭდავი ფასადებიც იშლებოდა... სანატორიუმთან ერთად, ქალაქმაც განადგურება და დაცლა დაიწყო... იქაურობას ტურისტები ძალიან იშვიათად სტუმრობდნენ, მხოლოდ სანატორიუმის შენობისა და საბჭოთა კვალის დასათვალიერებლად", - წერს ავტორი.

BBC Travel-ის ფოტოკორესპონდენტის თქმით, 2010 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ წყალტუბოს კურორტის აღდგენა დაიწყო. ინვესტორებმა მასში თანხის ჩადება დაიწყეს, რათა დანგრეული აღდგენილიყო, ან ძველის ნაცვლად ახალი აეშენებინათ.

"ტურისტებისთვის დაამონტაჟეს თანამედროვე სპა, სადაც მათ ახლა დასვენება და სამკურნალო პროცედურების მიღება შეუძლიათ და იმაზე არანაკლებ ხარისხიანად, როგორც ეს წლების წინ საბჭოთა ელიტას შეეძლო" - წერს ტეილორ უაიდმენი, რომელიც "საბჭოთა მოქალაქეებისთვის" წყალტუბოში მოხვედრის გზებზე, საშვებზე და იმ წლებში კარგად ცნობილ ე.წ. პუტიოვკაზე საუბრობს.

"წყალტუბო თავისი ულამაზესი ადგილებით, რბილი სუბტროპიკული ჰავითა და ძალიან ეფექტიანი, სამკურნალო ტალახის აბაზანებით, განსაკუთრებით პოპულარული იყო საბჭოთა ელიტაში... ლეგენდის თანახმად, იქ მკურნალობდა და განიკურნა ქართველი ქალი მეფე თამარი. შემდეგ მას რუსი მეფეები, სტალინი და მისი ახლო გარემოცვაც ხშირად სტუმრობდა..." - წერს გამოცემის ავტორი.

გამოცემა წყალტუბოს კურორტის ისტორიაზე საუბრისას აღწერს, რომ მისი მშენებლობა უფრო ადრე დაიწყო, თუმცა 1951 წელს მან დამსვენებლების რეკორდი მოხსნა. მისი გაფართოება გრძელდებოდა და ამ სამუშაოებს 4 ათასზე მეტი ადამიანი აწარმოებდა.

"ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგებლები ჰყვებოდნენ, რომ სანატორიუმში მკურნალობის შემდეგ, მოსკოვში დაბრუნებულმა სტალინმა ბრძანება გასცა, ყველა სამინისტროს წყალტუბოში თავისი სანატორიუმი აეშენებინა. 1950-იანი წლების მიწურულს 19 სანატორიუმის მშენებლობა მიმდინარეობდა და 1980-იანი წლების ჩათვლით, მოსკოვიდან დამსვენებლებით სავსე მატარებლები ყოველდღე დადიოდნენ...", - წერს BBC Travel-ის ფოტოკორესპონდენტი.

მისივე ცნობით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სანატორიუმი დაიცალა და ადგილობრივებმაც სამუშაოს საძებნელად სხვა ქალაქებს, ან სულაც ქვეყნებს მიაშურეს.

“თუმცა საქართველოს ხელისუფლებებმა მის აღსადგენად ძალისხმევა არ დაიშურეს და იქ თანამედროვე კომპლექსები და სასტუმროც აამუშავეს... ბოლო წლებში საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ხშირად ჩადიან ტურისტები, რათა წყალტუბოს საბჭოთა იმპერიული არქიტექტურა დაათვალიერონ. ტუნდაც "მედეას" მარმარილოს კოლონებთან ფოტოები გადაიღონ... მათ ასევე აინტერესებთ, როგორ ისვენებდა საბჭოთა ელიტა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ, ისტორიის ნაწილი გახდა", - წერს ტეილორ უაიდმენი.

"როდესაც მანქანაში ჩავხტით, ცეცხლი უკვე ჩვენს სახლთან იყო მოსული" - კალიფორნიაში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს

14 წლის გოგონებს სავალდებულო გინეკოლოგიურ გამოკვლევას ჩაუტარებენ - თურქმენეთში "მორალის გაკვეთილები" ტარდება

ბანგლადეშში, სადაც 19 წლის გოგო ცოცხლად დაწვეს, საქმეზე ბრალდებულ 16 ადამიანს სიკვდილით დასჯიან