საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისევ გვღობავენ, ამჯერად უკვე ატოცში" - ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ
"ისევ გვღობავენ, ამჯერად უკვე ატოცში" - ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ

ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ატო­ცის გა­ნა­პი­რას შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ლი­თო­ნის ბა­დე­ე­ბი მი­ი­ტა­ნეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მოძ­რა­ო­ბა "ძალა ერ­თო­ბა­ში­ას" ლი­დერ­მა და­ვით ქა­ცა­რა­ვამ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­ავ­რცე­ლა:

"რო­გორც იცით, ისევ გვღო­ბა­ვენ, ამ­ჯე­რად უკვე ატოც­ში, იქ სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­უ­რო­ბით და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ ჩვენ შე­ვა­ჩე­რეთ ბორ­დე­რი­ზა­ცია.

პო­ლი­ცია სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­თან ახ­ლოს არ უშ­ვებს ჩვენს ჯგუფს, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად აღ­ვუდ­გეთ წინ ამ პრო­ცესს. მე­ტიც, გა­ცე­მუ­ლია ბრძა­ნე­ბა შაქ­შა­ქე­თის პოსტთან გზის გა­და­კეტვის შე­სა­ხებ, რათა თბი­ლი­სი­დან წა­მო­სუ­ლი ხალ­ხი არ გა­ა­ტა­რონ ატო­ცის­კენ.

ამ პი­რო­ბებ­ში რჩე­ბა ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი: წინ აღ­ვუდ­გეთ ამ უკა­ნა­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ბორ­დე­რი­ზა­ცი­ას.

ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, ვი­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, და­იძ­რას ატო­ცის­კენ. მარ­შრუ­ტი ამ­გვა­რია: ავ­ტო­ბა­ნი­დან გა­და­სახ­ვე­ვია აგა­რა­ში, აგა­რის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან მი­სუ­ლე­ბი გა­და­უხ­ვევთ მარ­ჯვნივ, ქვე­ნატ­კო­ცის მი­მარ­თუ­ლე­ბით და გზა მი­გიყ­ვანთ შაქ­შა­ქე­თის პო­ლი­ცი­ის პოს­ტამ­დე, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­და­კე­ტი­ლი დაგ­ხვდე­ბათ, თუმ­ცა, ჩვენ უნდა შევ­ძლოთ და გა­ვი­დეთ ატო­ცის­კენ - გა­და­ად­გი­ლე­ბა ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბაა, მისი შე­ზღუდ­ვის უფ­ლე­ბა პო­ლი­ცი­ას არა აქვს. ძალა ერ­თო­ბა­შია, ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი!" - ვკი­თხუ­ლობთ "ძალა ერ­თო­ბა­ში­ას"-ს გვერ­დზე.

იმას, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი ატო­ცის გა­ნა­პი­რას გა­მოჩ­ნდნენ, „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ადას­ტუ­რებს ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი ზაზა გუ­ლი­აშ­ვი­ლი:

"მათ აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ი­ტა­ნეს ლი­თო­ნის ბა­დე­ე­ბი. ეს პი­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან იმ ად­გილ­ზე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბო­ძე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟეს. ბო­ძე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია გამ­ყო­ფი ხა­ზის პე­რი­მეტ­რის და­ახ­ლო­ე­ბით 500-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და გუ­ლი­აშ­ვილ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია "ცხე­ლი ხაზი" და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია.

„რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ პრო­ვო­კა­ცი­ულ ქმე­დე­ბებს სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ. ამ­ჟა­მად, ისი­ნი უკა­ნო­ნო ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ატოც­ში, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს ად­გილ­ზე არ­სე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია "ცხე­ლი ხაზი" და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია“, - ნათ­ქვა­მია სუს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე მავ­თულხლარ­თე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვის უკა­ნო­ნო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც:

"სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გმობს ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ატოც­ში სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე მავ­თულხლარ­თე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვის უკა­ნო­ნო პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბას. ბოლო დროს ად­გილ­ზე უკი­დუ­რე­სად გამ­წვა­ვე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის ფონ­ზე, სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა წარ­მო­ად­გენს მი­ზან­მი­მარ­თულ პრო­ვო­კა­ცი­ას, რაც მიზ­ნად ისა­ხავს ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას.

სი­ტუ­ა­ცი­ის ხე­ლოვ­ნუ­რად და­ძაბ­ვის ეს უკა­ნო­ნო მცდე­ლო­ბა კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს ად­გილ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მხრივ არ­სე­ბულ რთულ მდგო­მა­რე­ო­ბას, ზღუ­დავს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ვი­სუ­ფალ გა­და­ად­გი­ლე­ბა­სა და წვდო­მას სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წებ­ზე. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტოს დესტრუქ­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი, უზ­რუნ­ველ­ყოს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა და შე­ას­რუ­ლოს ნა­კის­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის, 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით და­დე­ბუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სო­ფელ ატოც­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ა­ყე­ნა საქ­მის კურ­სში სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი. შედ­გა სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ებ­თან. ქარ­თულ­მა მხა­რემ მათ სთხო­ვა, ყვე­ლა ზომა მი­ი­ღონ ად­გილ­ზე პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია, გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია ცხე­ლი ხაზი. ინ­ფორ­მა­ცია აგ­რეთ­ვე მი­ე­წო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს”, - ნათ­ქვა­მია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ისევ გვღობავენ, ამჯერად უკვე ატოცში" - ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ

"ისევ გვღობავენ, ამჯერად უკვე ატოცში" - ოკუპანტები უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე ლითონის ბადეები მიიტანეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ "ფეისბუქზე" გაავრცელა:

"როგორც იცით, ისევ გვღობავენ, ამჯერად უკვე ატოცში, იქ სადაც სამოქალაქო აქტიურობით დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ შევაჩერეთ ბორდერიზაცია.

პოლიცია საოკუპაციო ზოლთან ახლოს არ უშვებს ჩვენს ჯგუფს, რომ მშვიდობიანად აღვუდგეთ წინ ამ პროცესს. მეტიც, გაცემულია ბრძანება შაქშაქეთის პოსტთან გზის გადაკეტვის შესახებ, რათა თბილისიდან წამოსული ხალხი არ გაატარონ ატოცისკენ.

ამ პირობებში რჩება ერთადერთი გამოსავალი: წინ აღვუდგეთ ამ უკანანო გადაწყვეტილებას და ბორდერიზაციას.

ყველას მოგიწოდებთ, ვისაც შესაძლებლობა აქვს, დაიძრას ატოცისკენ. მარშრუტი ამგვარია: ავტობანიდან გადასახვევია აგარაში, აგარის პოლიციის შენობასთან მისულები გადაუხვევთ მარჯვნივ, ქვენატკოცის მიმართულებით და გზა მიგიყვანთ შაქშაქეთის პოლიციის პოსტამდე, რომელიც, სავარაუდოდ, გადაკეტილი დაგხვდებათ, თუმცა, ჩვენ უნდა შევძლოთ და გავიდეთ ატოცისკენ - გადაადგილება ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, მისი შეზღუდვის უფლება პოლიციას არა აქვს. ძალა ერთობაშია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!" - ვკითხულობთ "ძალა ერთობაშიას"-ს გვერდზე.

იმას, რომ შეიარაღებული პირები ატოცის განაპირას გამოჩნდნენ, „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ადასტურებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი:

"მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოიტანეს ლითონის ბადეები. ეს პირები იმყოფებიან იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ბოძები დაამონტაჟეს. ბოძები დამონტაჟებულია გამყოფი ხაზის პერიმეტრის დაახლოებით 500-მეტრიან მონაკვეთზე“, - განაცხადა გულიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ამჟამად, ისინი უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტროც:

"საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას. ბოლო დროს ადგილზე უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას.

სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის ეს უკანონო მცდელობა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობას, ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და წვდომას სასოფლო-სამეურნეო მიწებზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფელ ატოცში განვითარებული მოვლენების შესახებ დაუყოვნებლივ ჩააყენა საქმის კურსში საერთაშორისო პარტნიორები. შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებთან. ქართულმა მხარემ მათ სთხოვა, ყველა ზომა მიიღონ ადგილზე პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად.

ინფორმირებულია ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია აგრეთვე მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი - ქართული ძალები საზღვართან ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ

"შემწვარი თხები  სუფრაზე ტრადიციის ნაწილია და მისი დაცინვა არ შეიძლება" -  სოხუმში ქორწილის ფოტოებზე კომენტარის გამო, მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

სუს-ი პატიმარ ლაშა ხეთერელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს