Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქებისას მძიმედ დაშავებული მამაკაცი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელია - საავადმყოფოში ნათია თურნავა მივიდა
აფეთქებისას მძიმედ დაშავებული მამაკაცი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელია - საავადმყოფოში ნათია თურნავა მივიდა

39 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი სოსო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლია.

ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც ცოტა ხნის წინ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი ნა­თია თურ­ნა­ვა მი­ვი­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი იმ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და. 39 წლის მა­მა­კა­ცი ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მე­ლია.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვაა და ჩვენ­თვის ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბაა. ახლა პირ­ველ რიგ­ში, მინ­და სოსო, მისი ახ­ლობ­ლე­ბი და სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლო. ჩვენ გა­ვამ­კაც­რეთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა და წე­სე­ბი. გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ გეგ­მურ შე­მოვ­ლას და ამოწ­მე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბას, ყველ­გან, სა­დაც გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბია და ჭრი­ან იმ გა­ზის მო­წყო­ბი­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც თვით­ნე­ბუ­რა­დაა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, მაგ­რამ თუ თვი­თონ მო­სახ­ლე­ო­ბა არ გვე­თა­ნამ­შრომ­ლე­ბა და გა­გე­ბით არ მო­ე­კი­და ამ ყვე­ლა­ფერს, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცია რთუ­ლი იქ­ნე­ბა.

ამი­ტომ მინ­და მო­ვუ­წო­დო ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს: დად­გა გათ­ბო­ბის სე­ზო­ნი და მა­ქი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ვი­ჩი­ნოთ. აუ­ცი­ლებ­ლად მივ­ცეთ გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ კომ­პა­ნი­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ შე­მო­ვიდ­ნენ და შე­ა­მოწ­მონ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი.

თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და გა­მოც­ვლა და თუ მი­ი­ღეს რე­კო­მენ­და­ცია, რომ შეც­ვა­ლონ ეს მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, თვით­ნე­ბუ­რად არ მი­ა­ერ­თონ, რად­გან სა­უ­ბა­რია ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცო­ცხლე­ზე. ჩვენ ასე­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით შე­მოგ­ვაქვს დე­ტექ­ტო­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა, ეს ჰა­ერ­ში ზედ­მეტ გა­ზის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში შეგ­ვა­ტყო­ბი­ნებს და დაგ­ვი­ცავს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვი­სა­გან. ეს კი რო­გორც ახალ აშე­ნე­ბულ შე­ნო­ბებს, ისე - ძველ შე­ნო­ბებს შე­ე­ხე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ჯა­ვა­ხიშ­ვილს სხე­უ­ლის 60% აქვს დამ­წვა­რი. მას დამ­წვრო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვს ცე­ცხლის ალით და მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ძი­მე­სია. ძი­რი­თა­დად სა­სუნ­თქი გზე­ბი აქვს დამ­წვა­რი.

პა­ცი­ენ­ტი დამ­წვრო­ბი­თი შო­კის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და მიმ­დი­ნა­რე­ობს ძლი­ე­რი ან­ტი­შო­კუ­რი თე­რა­პია.

00:00 / 00:00
ავტორი:

აფეთქებისას მძიმედ დაშავებული მამაკაცი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელია - საავადმყოფოში ნათია თურნავა მივიდა

აფეთქებისას მძიმედ დაშავებული მამაკაცი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელია - საავადმყოფოში ნათია თურნავა მივიდა

39 წლის მამაკაცი, რომელიც გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი სოსო ჯავახიშვილია.

ის ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მივიდა.

არსებული ინფორმაციით, მძიმედ დაშავებული ჯავახიშვილი იმ ბინაში ცხოვრობს, სადაც აფეთქება მოხდა. 39 წლის მამაკაცი ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომელია.

"ძალიან სამწუხარო შემთხვევაა და ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ჯანმრთელობაა. ახლა პირველ რიგში, მინდა სოსო, მისი ახლობლები და სხვა დაზარალებულები მოვინახულო. ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა და წესები. გაზგამანაწილებელი კომპანიები ახორციელებენ გეგმურ შემოვლას და ამოწმებენ მოსახლეობას, ყველგან, სადაც გაზის მოწყობილობებია და ჭრიან იმ გაზის მოწყობილობებს, რომლებიც თვითნებურადაა დამონტაჟებული, მაგრამ თუ თვითონ მოსახლეობა არ გვეთანამშრომლება და გაგებით არ მოეკიდა ამ ყველაფერს, ასეთი შემთხვევების პრევენცია რთული იქნება.

ამიტომ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს: დადგა გათბობის სეზონი და მაქიმალური სიფრთხილე გამოვიჩინოთ. აუცილებლად მივცეთ გაზგამანაწილებელ კომპანიებს შესაძლებლობა, რომ შემოვიდნენ და შეამოწმონ მოწყობილობები.

თუ აუცილებელი გახდა გამოცვლა და თუ მიიღეს რეკომენდაცია, რომ შეცვალონ ეს მოწყობილობები, თვითნებურად არ მიაერთონ, რადგან საუბარია ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ჩვენ ასევე სავალდებულო წესით შემოგვაქვს დეტექტორების დამონტაჟება, ეს ჰაერში ზედმეტ გაზის არსებობის შემთხვევაში შეგვატყობინებს და დაგვიცავს უბედური შემთხვევისაგან. ეს კი როგორც ახალ აშენებულ შენობებს, ისე - ძველ შენობებს შეეხება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ექიმების განცხადებით, ჯავახიშვილს სხეულის 60% აქვს დამწვარი. მას დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით და მდგომარეობა უმძიმესია. ძირითადად სასუნთქი გზები აქვს დამწვარი.

პაციენტი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება და მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია.

უბედური შემთხვევა საქალაქო სასამართლოში - ადვოკატი პროცესის დროს გარდაიცვალა

ზუგდიდში მძღოლი, რომელსაც  საპატრულო პოლიცია მოძრაობის შეწყვეტას სთხოვდა,  ავარიას ემსხვერპლა

მეტრო "გოცირიძის" მიმდებარედ 12 წლის ბიჭს მატარებელი დაეჯახა, მისი მდგომარეობა მძიმეა