სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, კორპუსში კუსტარულად დამონტაჟებული გამაცხელებელი ჩახსნეს - "თბილისი ენერჯი" გურამიშვილის გამზირის ინციდენტზე
აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, კორპუსში კუსტარულად დამონტაჟებული გამაცხელებელი ჩახსნეს - "თბილისი ენერჯი" გურამიშვილის გამზირის ინციდენტზე

"თბი­ლი­სი ენერ­ჯის" წარ­მო­მად­გენ­ლის ნა­თია მი­ქი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, გუ­რა­მიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე კორ­პუს­ში, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, შემ­თხვე­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე შე­მოწ­მე­ბის ჯგუფ­მა კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი წყალ­გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი ჩახ­სნა.

რო­გორც ნა­თია მი­ქი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, აბო­ნენტს მი­ე­თი­თა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლის ჩარ­თვა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში იყო.

"კი­დევ ერთხელ მინ­და მივ­მარ­თო აბო­ნენ­ტებს, რომ კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი და­ნად­გა­რე­ბი ჩაჭ­რან! ამ წუ­თას, ჩემ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე ჩახ­სნი­ლი იქნა „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ შე­მოწ­მე­ბის ჯგუ­ფის მიერ კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი წყალ­გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი და კონ­კრე­ტუ­ლად აბო­ნენტს მი­ე­თი­თა, რომ სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლის ჩარ­თვა.

"თბი­ლი­სი ენერ­ჯი“ წე­ლი­წად­ში ერთხელ აკე­თებს გეგ­მურ შე­მოწ­მე­ბას და ყო­ველ­წლი­უ­რად, ყვე­ლა მი­სა­მარ­თზე მე­ორ­დე­ბა ასე­თი ტი­პის შე­მოწ­მე­ბა. ამას გარ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსას­ყიდ­ლოდ, ნე­ბის­ნი­ე­რი აბო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც და­რე­კავს და „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ სა­ინ­ფორ­მა­ციო ხაზ­ზე მო­ი­თხოვს, რომ შე­მოწ­მდეს მის სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში გაზ­და­ნად­გა­რე­ბი და გა­ზის ქსე­ლის გა­მარ­თუ­ლო­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსას­ყიდ­ლოდ ხდე­ბა გა­ზის ქსე­ლის შე­მოწ­მე­ბა და ამის შემ­დეგ გა­ი­ცე­მა სა­ბუ­თი უსაფრ­თხოა თუ არა, აღ­ნიშ­ნუ­ლი გაზ­და­ნად­გა­რი.

შემ­თხვე­ვე­ბის 99% და­ქი­რა­ვე­ბულ, ან და­გი­რა­ვე­ბულ ბი­ნებ­ში ხდე­ბა. ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს გვინ­და მივ­მარ­თოთ, რომ ბი­ნის ქი­რა­ო­ბის, ან გი­რა­ო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თქვენ გაქვთ უფ­ლე­ბა ბი­ნის მფლო­ბელს მოს­თხო­ვოთ „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ მიერ გა­ცე­მუ­ლი სა­ბუ­თი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ამ კონ­კრე­ტულ სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თში გაზ­და­ნად­გა­რე­ბი­სა და გა­ზის ქსე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მი­ქი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, რო­გორც „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გან­მარ­ტავს, რომ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კა არის, ვი­ნა­ი­დან აბო­ნენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ჩახ­სნილ გაზ­და­ნად­გა­რებს თვით­ნე­ბუ­რად კვლავ აერ­თე­ბენ.

„გვაქვს შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კა. „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ შე­მოწ­მე­ბის ჯგუ­ფის მიერ კუს­ტა­რუ­ლად ჩახ­სნი­ლი და­ნა­გა­რე­ბის რი­ცხვი 7 000-ს სცილ­დე­ბო­და.

ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში ხელ­მე­ო­რე შე­მოწ­მე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და და აღ­მოჩ­ნდა, რომ ხელ­მე­ო­რე შე­მოწ­მე­ბი­სას, 5 000-მდე აბო­ნენ­ტმა ხელ­მე­ო­რედ მო­ახ­დი­ნა კუს­ტა­რუ­ლად და­ნად­გა­რის და­ერ­თე­ბა. მივ­მარ­თავთ ყვე­ლა აბო­ნენტს, თქვენ ხართ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არამ­ხო­ლოდ სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლე­ზე, არა­მედ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი­სა და მე­ზობ­ლე­ბის სი­ცო­ცხლე­ზეც.

ასე, რომ დაგ­ვი­რე­კეთ, შეგ­ვა­ტყო­ბი­ნეთ არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ და „თბი­ლი­სი ენერ­ჯის“ შე­მოწ­მე­ბის ჯგუ­ფი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­მოფრხვის ამ ტი­პის საქ­მე­ებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­სა­მარ­თი­დან გა­ზის შე­საძ­ლო კონ­ცენ­ტრა­ცი­ის, სუ­ნის, ან რა­ი­მე ტი­პის გა­უ­მარ­თა­ვო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ შე­მო­სუ­ლა. მომ­ხდა­რის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი რამ­დე­ნი­მე დღე­ში შეგ­ვეძ­ლე­ბა, როცა შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა და­ას­რუ­ლებს მი­ზე­ზის დად­გე­ნას.

აუ­ცი­ლებ­ლად ფო­ტო­მა­სა­ლა­საც გა­ვავ­რცე­ლებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ მი­სა­მარ­თზე ჩახ­ნი­ლია წყა­ლა­გამ­ცხე­ლე­ბე­ლი და მი­თი­თე­ბუ­ლია ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლის მიერ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ამ წყალ­გა­მა­ცხე­ლებ­ლის ჩარ­თვა, რად­გან ის სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში იყო“, - გა­ნა­ცხა­და მი­ქი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, კორპუსში კუსტარულად დამონტაჟებული გამაცხელებელი ჩახსნეს - "თბილისი ენერჯი" გურამიშვილის გამზირის ინციდენტზე

აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, კორპუსში კუსტარულად დამონტაჟებული გამაცხელებელი ჩახსნეს - "თბილისი ენერჯი" გურამიშვილის გამზირის ინციდენტზე

"თბილისი ენერჯის" წარმომადგენლის ნათია მიქიაშვილის განმარტებით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე შემოწმების ჯგუფმა კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩახსნა.

როგორც ნათია მიქიაშვილი განმარტავს, აბონენტს მიეთითა, რომ აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იყო.

"კიდევ ერთხელ მინდა მივმართო აბონენტებს, რომ კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები ჩაჭრან! ამ წუთას, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილი იქნა „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და კონკრეტულად აბონენტს მიეთითა, რომ სიცოცხლისთვის საშიში იყო აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა.

"თბილისი ენერჯი“ წელიწადში ერთხელ აკეთებს გეგმურ შემოწმებას და ყოველწლიურად, ყველა მისამართზე მეორდება ასეთი ტიპის შემოწმება. ამას გარდა, აბსოლუტურად უსასყიდლოდ, ნებისნიერი აბონენტი, რომელიც დარეკავს და „თბილისი ენერჯის“ საინფორმაციო ხაზზე მოითხოვს, რომ შემოწმდეს მის საცხოვრებელ ფართში გაზდანადგარები და გაზის ქსელის გამართულობა, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ხდება გაზის ქსელის შემოწმება და ამის შემდეგ გაიცემა საბუთი უსაფრთხოა თუ არა, აღნიშნული გაზდანადგარი.

შემთხვევების 99% დაქირავებულ, ან დაგირავებულ ბინებში ხდება. ყველა მოქალაქეს გვინდა მივმართოთ, რომ ბინის ქირაობის, ან გირაობის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება ბინის მფლობელს მოსთხოვოთ „თბილისი ენერჯის“ მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს ამ კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში გაზდანადგარებისა და გაზის ქსელის უსაფრთხოებას“, - განაცხადა მიქიაშვილმა.

ამასთან, როგორც „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ შემაშფოთებელი სტატისტიკა არის, ვინაიდან აბონენტების უმეტესობა, ჩახსნილ გაზდანადგარებს თვითნებურად კვლავ აერთებენ.

„გვაქვს შემაშფოთებელი სტატისტიკა. „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად ჩახსნილი დანაგარების რიცხვი 7 000-ს სცილდებოდა.

ერთ-ერთ რაიონში ხელმეორე შემოწმება განხორციელდა და აღმოჩნდა, რომ ხელმეორე შემოწმებისას, 5 000-მდე აბონენტმა ხელმეორედ მოახდინა კუსტარულად დანადგარის დაერთება. მივმართავთ ყველა აბონენტს, თქვენ ხართ პასუხისმგებელი არამხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე, არამედ გარშემომყოფებისა და მეზობლების სიცოცხლეზეც.

ასე, რომ დაგვირეკეთ, შეგვატყობინეთ არსებული საფრთხეების შესახებ და „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფი დაუყოვნებლივ აღმოფრხვის ამ ტიპის საქმეებს.

აღნიშნული მისამართიდან გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის, ან რაიმე ტიპის გაუმართავობის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მომხდარის მიზეზებზე საუბარი რამდენიმე დღეში შეგვეძლება, როცა შესაბამისი სპეციალისტები და საგამოძიებო უწყება დაასრულებს მიზეზის დადგენას.

აუცილებლად ფოტომასალასაც გავავრცელებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე ჩახნილია წყალაგამცხელებელი და მითითებულია ჩვენი თანამშრომლის მიერ, რომ არ შეიძლება ამ წყალგამაცხელებლის ჩართვა, რადგან ის სიცოცხლისთვის საშიში იყო“, - განაცხადა მიქიაშვილმა.

მეტრო "გოცირიძის" მიმდებარედ 12 წლის ბიჭს მატარებელი დაეჯახა, მისი მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა - 80 წლის კაცი დაკავებულია

მესტიაში ძმამ ძმა მოკლა - მოკლული პედაგოგი იყო