გურამიშვილის გამზირზე მდებარე იმ კორპუსის მცხოვრებლებს, რომელშიც აფეთქება მოხდა, სასტუმროებში გადაიყვანენ, მოგვიანებით კი, საჭიროების შემთხვევაში, მათი ქირით უზრუნველყოფა დაიწყება. აღნიშნული განცხადება „ინტერპრესნიუსისა“ და „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტთან გლდანი-ნაძალადევის გამგებელმა გააკეთა.
„შევქმენით საორგანიზაციო ჯგუფი. კორპუსის მცხოვრებლებს ჯერ გავიყვანთ სასტუმროებში, მერე კი, თუ საჭირო გახდა, დავიწყებთ ქირის გაყვანის პროცესს. გაკეთდება დასკვნა, რის შემდეგაც გვეცოდინება, რამდენად უსაფრთხოა კორპუსში ცხოვრება. გამგეობა მზადაა ყველანაირი დახმარებისთვის“, - განაცხადა გამგებელმა.