პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთ ვარსკვლავებთან ვმუშაობდი, რომ ვიხსენებ, სიზმარი მგონია" - ვინ არის ანგელა მერკელის ფავორიტი ულამაზესი ქართველი ბალერინა
"ისეთ ვარსკვლავებთან ვმუშაობდი, რომ ვიხსენებ, სიზმარი მგონია" - ვინ არის ანგელა მერკელის ფავორიტი ულამაზესი ქართველი ბალერინა

"ბერ­ლი­ნის შტა­ცო­პე­რა­ში ისეთ ვარ­სკვლა­ვებ­თან ვმუ­შა­ობ­დი, დღეს რომ ვიხ­სე­ნებ, ხან­და­ხან ლა­მა­ზი სიზ­მა­რი მგო­ნია. ბევრ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვის და სწო­რედ აქ შე­მამ­ჩნია ან­გე­ლა მერ­კელ­მაც", - ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი ბა­ლე­რი­ნა თათა ჯაში თა­ვის წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რა­ზე ჟურ­ნალ "გზას­თან" სა­უბ­რობს:

- ახ­ლა­ხან კონ­კურ­სზე "მსოფ­ლიო დე­დო­ფა­ლი" დიდი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვეთ... გვი­ამ­ბეთ ამის შე­სა­ხებ...

- "მსოფ­ლიო დე­დო­ფალ­ზე" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სპონ­ტა­ნუ­რად გა­დავ­წყვი­ტე, არც ვე­ლო­დი თუ ყვე­ლა­ფე­რი ასე წარ­მა­ტე­ბით აე­წყო­ბო­და და გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დი... ფა­ტუ­ნა ბუ­ში­ჰედ­მა და "მა­რი­გოლდმა" იზ­რუ­ნეს ჩემს სა­კონ­კურ­სო ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე. ნამ­დვი­ლად არ მაქვს სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნა, მაგ­რამ ვარ მონ­დო­მე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან შრო­მის­მოყ­ვა­რე, შე­სა­ბა­მი­სად მქონ­და ამ­ბი­ცია, რომ კონ­კურ­სზე წარ­მა­ტე­ბის­თვის უნდა მი­მეღ­წია. ტო­პა­თე­ულ­ში მოვ­ხვდი. სამ­წუ­ხა­როდ, მსგავს სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ზე დიდ როლს თა­მა­შობს პო­ლი­ტი­კა. ხუ­თე­ულ­ში სწო­რედ დიდი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ვიდ­ნენ.

- ვინ აღ­მო­ა­ჩი­ნა თქვენ­ში ბა­ლე­რი­ნა?

- ცეკ­ვა ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად ბა­ლეტ­ზე არ მქო­ნია გარ­თუ­ლე­ბა. დე­დას მე­გო­ბარ­მა დოიმ ურ­ჩია ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზე გა­ვეყ­ვა­ნე. წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ და არც ვი­ცო­დი, რა მე­ლო­და იქ. მი­მი­ღეს და სწავ­ლაც გა­ვაგ­რძე­ლე, მაგ­რამ დე­დას ვე­ცო­დე­ბო­დი ამ ულე­ვი შრო­მის­თვის და უნ­დო­და გა­მო­ვეყ­ვა­ნე... თუმ­ცა ჩემ­მა იმ­ჟა­მინ­დელ­მა პე­და­გოგ­მა ნა­ტა­ლია დიღ­მე­ლაშ­ვილ­მა უთხრა, რომ სულ მცი­რე დრო­ში მე უკვე სო­ლის­ტის სა­ხით მნა­ხავ­და სცე­ნა­ზე, რაც გა­მარ­თლდა კი­დეც! იმა­ვე წელს, 8 წლი­სამ შე­ვას­რუ­ლე პა­ტა­რა სა­ბა­ლე­ტო ნომ­რე­ბი, სა­დაც სოლო მქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა დარ­გებს, უკვე ზრდას­რუ­ლი რამ­დე­ნი­მე თვე ვო­კალ­ზე დავ­დი­ო­დი.

ეგეც სა­სა­ცი­ლოდ და­ი­წყო, და­გეგ­მილ წვე­უ­ლე­ბა­ზე კა­რა­ო­კე­ში შე­ჯიბ­რე­ბა უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო. ეს რომ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე და გა­დავ­წყვი­ტე 2-3 გაკ­ვე­თი­ლი ამე­ღო, პი­რის სწო­რად გა­ღე­ბა მა­ინც შემ­ძლე­ბო­და... ესეც ალ­ბათ, რა­ღაც დო­ნე­ზე ამ­ბი­ცი­აა, როცა არ შე­გიძ­ლია ამა თუ იმ დარ­გში შენი სი­სუს­ტე აჩ­ვე­ნო. ისე მოხ­და, რომ კა­რა­ო­კეს გარ­და, სა­ო­პე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით 3-4 თვე გა­ვაგ­რძე­ლე მომ­ზა­დე­ბა ჩემი პე­და­გო­გის, ავთო რე­ვიშ­ვი­ლის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით. ძა­ლი­ან უნ­დო­და ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი ცეკ­ვა იყო. ასე­ვე 3-4 თვე დავ­დი­ო­დი ხატ­ვა­ზე. იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ტრავ­მის გამო ვერ ვცეკ­ვავ­დი, რა­ი­მე­ზე გა­დარ­თვა მჭირ­დე­ბო­და და ხატ­ვა შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მო­სა­ვა­ლი იყო. მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ცენ­ტრში დავ­დი­ო­დი და ამ უდი­დეს­მა ხე­ლო­ვან­მა დე­და­ჩე­მი და­ი­ბა­რა, - ფერ­თა აღ­ქმის გა­მორ­ჩე­უ­ლად კარ­გი უნა­რი აქვს და ხატ­ვა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ნაგ­რძო­სო. აქაც ცეკ­ვის სიყ­ვა­რულ­მა მძლია და გა­დავ­წყვი­ტე, მთე­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია სა­ცეკ­ვაო ფორ­მის მალე დაბ­რუ­ნე­ბა­ზე მქო­ნო­და. ახლა რომ ვფიქ­რობ, შე­იძ­ლე­ბა ასე ძა­ლი­ან რომ მა­ქებ­დნენ, ამა­ნაც იმოქ­მე­და, თით­ქოს უკვე მი­ვი­ღე რაც მინ­დო­და და ამ დარ­გებ­ში ჩემს თავ­ზე მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი დავ­კარ­გე. თუმ­ცა, ცეკ­ვის სიყ­ვა­რუ­ლი და მო­ცეკ­ვა­ვის ამ­ბი­ცია დღემ­დე მომ­ყვე­ბა.

- წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აი­წყვეთ სა­ზღვარ­გა­რეთ...

- გერ­მა­ნი­ა­ში, კერ­ძოდ ბერ­ლინ­ში, 5 წელი ვი­ცხოვ­რე, იქ და­ვამ­თავ­რე ბერ­ლი­ნის ერნსტ ბუ­შის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე სა­ბა­ლე­ტო კონ­კურ­სზე, სა­დაც მე­ო­რე ად­გი­ლი ავი­ღე და დღემ­დე გან­ვიც­დი, რად­გან პირ­ველ­ზე შე­მეძ­ლო გას­ვლა და ალ­ბათ, მონ­დო­მე­ბა და­ვა­კე­ლი. მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბი­ე­ნა­ლე­ში. ვი­ცეკ­ვე ბევრ სა­ბა­ლე­ტო სცე­ნა­ზე, ვმუ­შა­ობ­დი ბერ­ლი­ნის შტა­ცო­პე­რა­ში ისეთ ვარ­სკვლა­ვებ­თან, დღეს რომ ვიხ­სე­ნებ, ხან­და­ხან ლა­მა­ზი სიზ­მა­რი მგო­ნია. ბევრ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვის მქო­ნე­ებ­ში და სწო­რედ აქ შე­მამ­ჩნია ან­გე­ლა მერ­კელ­მაც. მერე ისე მოხ­და, ბევრ მის­თვის გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სწო­რედ მე მიწ­ვევ­დნენ.

- რა­ტომ გქონ­დათ ოთხი წელი სცე­ნა­ზე პა­უ­ზა?

- იმ­დე­ნად კარ­გად და იმ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბით ვიზ­რდე­ბო­დი პრო­ფე­სი­უ­ლად, რომ ალ­ბათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მე­ტად ბევ­რი იყო ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან და იღ­ბალ­მა ერ­თი­ა­ნად მაქ­ცია ზურ­გი. მი­ვი­ღე ხერ­ხემ­ლის ტრავ­მა. მდგო­მა­რე­ო­ბა პრინ­ციპ­ში თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მძიმ­დე­ბო­და და ჩემი ბრა­ლიც არის, რომ ამ დო­ნემ­დე მი­ვიყ­ვა­ნე თავი. უბ­რა­ლოდ, წარ­მა­ტე­ბამ თავ­ბრუ და­მახ­ვია, მე­ნა­ნე­ბო­და თუნ­დაც ერთი სპექ­ტაკ­ლის და ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ტო­ვე­ბა, გა­მა­ყუ­ჩე­ბელს ვი­კე­თებ­დი და ისე ვცეკ­ვავ­დი. ერთ-ერთ სა­გას­ტრო­ლო სპექ­ტაკლზე კი ისე მოხ­და, რომ ბა­ლან­ჩი­ნის ბა­ლე­ტის შეს­რუ­ლე­ბი­სას, რო­მელ დად­გმა­შიც 3 სო­ლის­ტი ცეკ­ვავს, ერთ-ერ­თმა სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას მი­ი­ღო ტრავ­მა და კუ­ლი­სებ­ში და­ვარ­და, ვე­ღარ დგე­ბო­და. მე ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და ჩემი სოლო პარ­ტია, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ტრავ­მი­რე­ბულ მო­ცეკ­ვა­ვეს ფი­ზი­კუ­რად არ შე­ეძ­ლო გას­ვლა, ბევ­რი არც მი­ფიქ­რია, ისევ გა­ვე­დი სცე­ნა­ზე და მისი პარ­ტი­აც შე­ვას­რუ­ლე, მერე ჩე­მიც მი­ვა­ყო­ლე - ერთი სი­ტყვით, სპექ­ტაკ­ლი ჩა­ვარ­დნის­გან ვიხ­სე­ნი. სამ­წუ­ხა­როდ, ჩა­ნა­წე­რი არ მო­მე­პო­ვე­ბა, რად­გან ბა­ლან­ჩი­ნის ფონ­დი დად­გმებს მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს და მსგავ­სი არე­ვა, სო­ლის­ტე­ბის ცვლი­ლე­ბა რომ ენა­ხათ, დასს დიდ ჯა­რი­მას და­ა­კის­რებ­დნენ. ამ თავ­გან­წირ­ვამ ჩემი ტრავ­მის მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო და­ამ­ძი­მა და სა­ბო­ლო­ოდ, როცა უკვე გა­დავ­წყვი­ტე შეს­ვე­ნე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა, გვი­ა­ნი იყო. დიდი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­ვი­ა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ოდ­ში, მაგ­რამ არა­ნაკ­ლე­ბი დიდი ტკი­ვი­ლი იყო ცეკ­ვას რომ ჩა­მოვ­შორ­დი, მით უმე­ტეს, რომ ყვე­ლა ექი­მი, ვის­თა­ნაც ვი­ყა­ვი, ცეკ­ვის გაგ­რძე­ლე­ბის იმედს ვერ მაძ­ლევ­და. უზო­მოდ გა­მი­ჭირ­და იმის გა­აზ­რე­ბა, რომ ის ცხოვ­რე­ბა, კა­რი­ე­რა, წარ­მა­ტე­ბა ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მე­ში ერ­თი­ა­ნად დას­რულ­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, აღარ მინ­და ამის გახ­სე­ნე­ბა, რად­გან წლე­ბი დამ­ჭირ­და ყვე­ლაფ­რის და­საძ­ლე­ვად, ხე­ლახ­ლა ფეხ­ზე და­სად­გო­მად.

- რო­გორ და­უბ­რუნ­დით ისევ სცე­ნას?

- დაბ­რუ­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ამას არ ვგეგ­მავ­დი... რად­გან და­მარ­წმუ­ნეს, რომ ვე­ღარ ვი­ცეკ­ვებ­დი, და­ვი­წყე ახა­ლი პრო­ფე­სი­ის შე­ძე­ნა­ზე ზრუნ­ვა, გა­ვი­ა­რე პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის კურ­სე­ბი და მა­ლე­ვე და­ვი­წყე საკ­მა­ოდ პრეს­ტი­ჟულ ად­გი­ლას მუ­შა­ო­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ისეთ ვარსკვლავებთან ვმუშაობდი, რომ ვიხსენებ, სიზმარი მგონია" - ვინ არის ანგელა მერკელის ფავორიტი ულამაზესი ქართველი ბალერინა

"ისეთ ვარსკვლავებთან ვმუშაობდი, რომ ვიხსენებ, სიზმარი მგონია" - ვინ არის ანგელა მერკელის ფავორიტი ულამაზესი ქართველი ბალერინა

"ბერლინის შტაცოპერაში ისეთ ვარსკვლავებთან ვმუშაობდი, დღეს რომ ვიხსენებ, ხანდახან ლამაზი სიზმარი მგონია. ბევრ საერთაშორისო დონის ღონისძიებაში ვმონაწილეობდი, მათ შორის პოლიტიკური დატვირთვის და სწორედ აქ შემამჩნია ანგელა მერკელმაც", - ულამაზესი ქართველი ბალერინა თათა ჯაში თავის წარმატებულ კარიერაზე ჟურნალ "გზასთან" საუბრობს:

- ახლახან კონკურსზე "მსოფლიო დედოფალი" დიდი აღიარება მოიპოვეთ... გვიამბეთ ამის შესახებ...

- "მსოფლიო დედოფალზე" მონაწილეობა სპონტანურად გადავწყვიტე, არც ველოდი თუ ყველაფერი ასე წარმატებით აეწყობოდა და გავემგზავრებოდი... ფატუნა ბუშიჰედმა და "მარიგოლდმა" იზრუნეს ჩემს საკონკურსო ჩაცმულობაზე. ნამდვილად არ მაქვს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, მაგრამ ვარ მონდომებული და ძალიან შრომისმოყვარე, შესაბამისად მქონდა ამბიცია, რომ კონკურსზე წარმატებისთვის უნდა მიმეღწია. ტოპათეულში მოვხვდი. სამწუხაროდ, მსგავს სილამაზის კონკურსებზე დიდ როლს თამაშობს პოლიტიკა. ხუთეულში სწორედ დიდი ქვეყნის წარმომადგენლები გავიდნენ.

- ვინ აღმოაჩინა თქვენში ბალერინა?

- ცეკვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ კონკრეტულად ბალეტზე არ მქონია გართულება. დედას მეგობარმა დოიმ ურჩია ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მისაღებ გამოცდაზე გავეყვანე. წინასწარ მომზადებული არ ვყოფილვარ და არც ვიცოდი, რა მელოდა იქ. მიმიღეს და სწავლაც გავაგრძელე, მაგრამ დედას ვეცოდებოდი ამ ულევი შრომისთვის და უნდოდა გამოვეყვანე... თუმცა ჩემმა იმჟამინდელმა პედაგოგმა ნატალია დიღმელაშვილმა უთხრა, რომ სულ მცირე დროში მე უკვე სოლისტის სახით მნახავდა სცენაზე, რაც გამართლდა კიდეც! იმავე წელს, 8 წლისამ შევასრულე პატარა საბალეტო ნომრები, სადაც სოლო მქონდა. რაც შეეხება ხელოვნების სხვა დარგებს, უკვე ზრდასრული რამდენიმე თვე ვოკალზე დავდიოდი.

ეგეც სასაცილოდ დაიწყო, დაგეგმილ წვეულებაზე კარაოკეში შეჯიბრება უნდა გამართულიყო. ეს რომ გავიგე, ძალიან ვინერვიულე და გადავწყვიტე 2-3 გაკვეთილი ამეღო, პირის სწორად გაღება მაინც შემძლებოდა... ესეც ალბათ, რაღაც დონეზე ამბიციაა, როცა არ შეგიძლია ამა თუ იმ დარგში შენი სისუსტე აჩვენო. ისე მოხდა, რომ კარაოკეს გარდა, საოპერო მიმართულებით 3-4 თვე გავაგრძელე მომზადება ჩემი პედაგოგის, ავთო რევიშვილის დაჟინებული თხოვნით. ძალიან უნდოდა ნიჭიერთა ათწლედში ჩამებარებინა, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი ცეკვა იყო. ასევე 3-4 თვე დავდიოდი ხატვაზე. იმ პერიოდში, როცა ტრავმის გამო ვერ ვცეკვავდი, რაიმეზე გადართვა მჭირდებოდა და ხატვა შესანიშნავი გამოსავალი იყო. მერაბ ბერძენიშვილის ცენტრში დავდიოდი და ამ უდიდესმა ხელოვანმა დედაჩემი დაიბარა, - ფერთა აღქმის გამორჩეულად კარგი უნარი აქვს და ხატვა აუცილებლად უნდა განაგრძოსო. აქაც ცეკვის სიყვარულმა მძლია და გადავწყვიტე, მთელი კონცენტრაცია საცეკვაო ფორმის მალე დაბრუნებაზე მქონოდა. ახლა რომ ვფიქრობ, შეიძლება ასე ძალიან რომ მაქებდნენ, ამანაც იმოქმედა, თითქოს უკვე მივიღე რაც მინდოდა და ამ დარგებში ჩემს თავზე მუშაობის სურვილი დავკარგე. თუმცა, ცეკვის სიყვარული და მოცეკვავის ამბიცია დღემდე მომყვება.

- წარმატებული კარიერა აიწყვეთ საზღვარგარეთ...

- გერმანიაში, კერძოდ ბერლინში, 5 წელი ვიცხოვრე, იქ დავამთავრე ბერლინის ერნსტ ბუშის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი, მონაწილეობა მივიღე საბალეტო კონკურსზე, სადაც მეორე ადგილი ავიღე და დღემდე განვიცდი, რადგან პირველზე შემეძლო გასვლა და ალბათ, მონდომება დავაკელი. მივიღე მონაწილეობა ბიენალეში. ვიცეკვე ბევრ საბალეტო სცენაზე, ვმუშაობდი ბერლინის შტაცოპერაში ისეთ ვარსკვლავებთან, დღეს რომ ვიხსენებ, ხანდახან ლამაზი სიზმარი მგონია. ბევრ საერთაშორისო დონის ღონისძიებაშიც ვმონაწილეობდი, მათ შორის პოლიტიკური დატვირთვის მქონეებში და სწორედ აქ შემამჩნია ანგელა მერკელმაც. მერე ისე მოხდა, ბევრ მისთვის გამართულ ღონისძიებაზე სწორედ მე მიწვევდნენ.

- რატომ გქონდათ ოთხი წელი სცენაზე პაუზა?

- იმდენად კარგად და იმხელა წარმატებით ვიზრდებოდი პროფესიულად, რომ ალბათ, ეს ყველაფერი ზედმეტად ბევრი იყო ახალგაზრდა გოგონასთვის საქართველოდან და იღბალმა ერთიანად მაქცია ზურგი. მივიღე ხერხემლის ტრავმა. მდგომარეობა პრინციპში თვეების განმავლობაში მძიმდებოდა და ჩემი ბრალიც არის, რომ ამ დონემდე მივიყვანე თავი. უბრალოდ, წარმატებამ თავბრუ დამახვია, მენანებოდა თუნდაც ერთი სპექტაკლის და ღონისძიების გამოტოვება, გამაყუჩებელს ვიკეთებდი და ისე ვცეკვავდი. ერთ-ერთ საგასტროლო სპექტაკლზე კი ისე მოხდა, რომ ბალანჩინის ბალეტის შესრულებისას, რომელ დადგმაშიც 3 სოლისტი ცეკვავს, ერთ-ერთმა სპექტაკლის მსვლელობისას მიიღო ტრავმა და კულისებში დავარდა, ვეღარ დგებოდა. მე ახალი დამთავრებული მქონდა ჩემი სოლო პარტია, მაგრამ ვინაიდან ტრავმირებულ მოცეკვავეს ფიზიკურად არ შეეძლო გასვლა, ბევრი არც მიფიქრია, ისევ გავედი სცენაზე და მისი პარტიაც შევასრულე, მერე ჩემიც მივაყოლე - ერთი სიტყვით, სპექტაკლი ჩავარდნისგან ვიხსენი. სამწუხაროდ, ჩანაწერი არ მომეპოვება, რადგან ბალანჩინის ფონდი დადგმებს მკაცრად აკონტროლებს და მსგავსი არევა, სოლისტების ცვლილება რომ ენახათ, დასს დიდ ჯარიმას დააკისრებდნენ. ამ თავგანწირვამ ჩემი ტრავმის მდგომარეობა უფრო დაამძიმა და საბოლოოდ, როცა უკვე გადავწყვიტე შესვენება და მკურნალობა, გვიანი იყო. დიდი ფიზიკური ტკივილი გავიარე სარეაბილიტაციო პერიოდში, მაგრამ არანაკლები დიდი ტკივილი იყო ცეკვას რომ ჩამოვშორდი, მით უმეტეს, რომ ყველა ექიმი, ვისთანაც ვიყავი, ცეკვის გაგრძელების იმედს ვერ მაძლევდა. უზომოდ გამიჭირდა იმის გააზრება, რომ ის ცხოვრება, კარიერა, წარმატება ჩემს საყვარელ საქმეში ერთიანად დასრულდა. სიმართლე გითხრათ, აღარ მინდა ამის გახსენება, რადგან წლები დამჭირდა ყველაფრის დასაძლევად, ხელახლა ფეხზე დასადგომად.

- როგორ დაუბრუნდით ისევ სცენას?

- დაბრუნებას რაც შეეხება, ამას არ ვგეგმავდი... რადგან დამარწმუნეს, რომ ვეღარ ვიცეკვებდი, დავიწყე ახალი პროფესიის შეძენაზე ზრუნვა, გავიარე პიარისა და მარკეტინგის კურსები და მალევე დავიწყე საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას მუშაობა...წაიკითხეთ სრულად

როგორია გურამიშვილზე მომხდარი აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა - 39 წლის მამაკაცს სხეულის 60% აქვს დამწვარი

საგანგებო სიტუაციების სამსახური გურამიშვილზე მომხდარ აფეთქებაზე ინფორმაციას ავრცელებს

გურამიშვილზე მდებარე იმ კორპუსის მცხოვრებლებს, რომელშიც აფეთქება მოხდა, სასტუმროებში გადაიყვანენ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"