პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გეგმა აქვს მერიას თბილისში საცობების განსატვირთად - ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ახალ სისტემაზე
რა გეგმა აქვს მერიას თბილისში საცობების განსატვირთად - ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ახალ სისტემაზე

თბი­ლის­ში სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დე­ბის მო­სა­წეს­რი­გებ­ლად ქუ­ჩებ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბის დგო­მა მე­რი­ის დი­რექ­ტი­ვის შე­სა­ბა­მი­სად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მა­მუ­კა მუმ­ლა­ძემ, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს სატ­რან­სპორ­ტო სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მა­მუ­კა მუმ­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­მო­მავ­ლოდ, შე­საძ­ლოა, კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მი­ი­ღოს პატ­რულ­მა "ქუ­ჩე­ბის გა­ჭედ­ვის" დროს და მე­რი­ის დი­რექ­ტი­ვის ქვეშ მო­ექ­ცნენ სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბი.

"ჩვენ წა­ვე­დით იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ თუ ახლა 112-ში კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნია ზის და კა­მე­რე­ბის მარ­თვით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ეს გა­ა­კე­თოს მო­მა­ვალ­ში თვი­თონ მე­რი­ამ. შე­იქ­მნას სის­ტე­მა, სა­დაც გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან. იმ შუქ­ნიშ­ნე­ბის რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც გვაქვს, ჩვენ თვი­თონ მო­ვახ­დი­ნოთ ნა­კა­დე­ბის დათ­ვლა, კონ­კრე­ტულ კვან­ძებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი ქუ­ჩე­ბის დაპ­რო­ექ­ტე­ბა-მო­დე­ლი­რე­ბა, რაც შემ­დგომ გა­და­ე­ცე­მა ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურს.

ასე­ვე, კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მი­ი­ღოს პატ­რულ­მა ქუ­ჩე­ბის გა­ჭედ­ვის დროს და ჩვე­ნი დი­რექ­ტი­ვის ქვეშ მო­ექ­ცნენ სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბი",- გა­ნა­ცხა­და მუმ­ლა­ძემ.

რო­გორც მუმ­ლა­ძემ სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, სა­უ­ბა­რია არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

"არ­სე­ბუ­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გუ­ლის­ხმობს იმას, რომ თი­თო­ე­უ­ლი ახა­ლი ლო­კა­ცია რო­დე­საც კეთ­დე­ბა, აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, ეს არის დე­ტექ­ტო­რე­ბი, კა­მე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­კა­დებს თვლის და უნა­რე­ბი აქვს, რო­გორ მარ­თოს ეს ნა­კა­დე­ბი.

ასე­ვე, ის ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ამ ნა­კა­დე­ბის დათ­ვლის შე­დე­გად მო­დე­ლი­რე­ბის გა­კე­თე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, უკვე შე­ვი­ძი­ნეთ. კად­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ ამ ელექტრო­ნუ­ლი მარ­თვის დო­კუ­მენ­ტის სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ვის­წავ­ლოთ. ჯამ­ში, ამ პროგ­რა­მი­რე­ბით მო­ი­ცავთ მთელ ქა­ლაქს. შეგ­ვეძ­ლე­ბა ვთქვათ, რა მოხ­დე­ბა გმირ­თა მო­ე­დან­ზე, თუ პე­კი­ნის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ან ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რებ­ზე შუქ­ნიშ­ნე­ბის რე­ჟი­მებს შევ­ცვლით.

112-ში ჩვე­ნი ჯგუ­ფი უკვე ზის და მუ­შა­ობს. ხდე­ბა ამის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რაც გვაქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ მე­რი­ის დი­რექ­ტი­ვის ქვეშ მო­ექ­ცეს კონ­კრე­ტულ კვანძზე პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟის ქმე­დე­ბა, აქ ვი­გუ­ლის­ხმე შემ­დე­გი - თუ კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე პატ­რუ­ლის ეკი­პა­ჟია, ის ვერ ხე­დავს მის­გან 3 კი­ლო­მეტრში რა ხდე­ბა და ამას ხე­და­ვენ სის­ტე­მის მმარ­თვე­ლე­ბი. ჩვენ­გან მივა ინ­ფორ­მა­ცია სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას­თან კვანძზე, რომ შე­იც­ვა­ლოს რე­ჟი­მი, რა­საც ხე­ლით ჩა­რე­ვა სჭირ­დე­ბა ზოგ­ჯერ, საით გა­და­ირ­თოს ნა­კა­დე­ბი.

არა მარ­ტო სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში წავა ინ­ფორ­მა­ცია, სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­შიც, რომ ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­და­ლა­გე­ბა მოხ­დეს სხვა ხა­ზებ­ზე, ასე­ვე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის კომ­პა­ნი­ა­შიც წავა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე გა­ჭე­დი­ლია მოძ­რა­ო­ბა. ინ­ფორ­მა­ცია წავა მე­სი­ჯის ან მე­ი­ლის სა­ხით, რომ გა­და­ე­წყონ იმ დი­რექ­ტი­ვა­ზე, რა­ზეც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პატ­რულ­მა და ტრან­სპორ­ტის სამ­სა­ხურ­მა მი­ი­ღო ანა­ლი­ტი­კა­ზე დაყ­რდნო­ბით.

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გვე­ყო­ლე­ბა ჩვენ, ვინც ანა­ლი­ტი­კა­ზე გა­ა­კე­თებს და გა­და­წყვე­ტას მო­ი­ფიქ­რებს. თუმ­ცა, ამ პრო­ცე­სის დამ­სწრე იქ­ნე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც ახ­ლაც არის დამ­სწრე. ამ უნა­რებს ჩვენ ვი­ძენთ და პრაქ­ტი­კა­ში გა­ტა­რე­ბას და­ვი­წყებთ",- გა­ნა­ცხა­და მუმ­ლა­ძემ.

ავტორი:

რა გეგმა აქვს მერიას თბილისში საცობების განსატვირთად - ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ახალ სისტემაზე

რა გეგმა აქვს მერიას თბილისში საცობების განსატვირთად - ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ახალ სისტემაზე

თბილისში სატრანსპორტო ნაკადების მოსაწესრიგებლად ქუჩებზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დგომა მერიის დირექტივის შესაბამისად განხორციელდება.

ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მამუკა მუმლაძემ აღნიშნა, სამომავლოდ, შესაძლოა, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღოს პატრულმა "ქუჩების გაჭედვის" დროს და მერიის დირექტივის ქვეშ მოექცნენ საპატრულო ეკიპაჟები.

"ჩვენ წავედით იმ მიმართულებით, რომ თუ ახლა 112-ში კონტრაქტორი კომპანია ზის და კამერების მართვით არის დაკავებული, ეს გააკეთოს მომავალში თვითონ მერიამ. შეიქმნას სისტემა, სადაც გადამზადებული კადრები იქნებიან. იმ შუქნიშნების რესურსების გამოყენებით, რომელიც გვაქვს, ჩვენ თვითონ მოვახდინოთ ნაკადების დათვლა, კონკრეტულ კვანძებზე გადაწყვეტილებების მიღება, კონკრეტული ქუჩების დაპროექტება-მოდელირება, რაც შემდგომ გადაეცემა ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს.

ასევე, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღოს პატრულმა ქუჩების გაჭედვის დროს და ჩვენი დირექტივის ქვეშ მოექცნენ საპატრულო ეკიპაჟები",- განაცხადა მუმლაძემ.

როგორც მუმლაძემ სხდომის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, საუბარია არსებული სისტემის გაუმჯობესებაზე.

"არსებულის გაუმჯობესება გულისხმობს იმას, რომ თითოეული ახალი ლოკაცია როდესაც კეთდება, აღჭურვილი იქნება ახალი ტექნოლოგიებით, ეს არის დეტექტორები, კამერები, რომლებიც ნაკადებს თვლის და უნარები აქვს, როგორ მართოს ეს ნაკადები.

ასევე, ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ ნაკადების დათვლის შედეგად მოდელირების გაკეთებაში დაგვეხმარება, უკვე შევიძინეთ. კადრების გადამზადება მიმდინარეობს, რომ ამ ელექტრონული მართვის დოკუმენტის სისტემის გამოყენება ვისწავლოთ. ჯამში, ამ პროგრამირებით მოიცავთ მთელ ქალაქს. შეგვეძლება ვთქვათ, რა მოხდება გმირთა მოედანზე, თუ პეკინის, ვაჟა-ფშაველას ან ყაზბეგის გამზირებზე შუქნიშნების რეჟიმებს შევცვლით.

112-ში ჩვენი ჯგუფი უკვე ზის და მუშაობს. ხდება ამის გაუმჯობესება, რაც გვაქვს.

რაც შეეხება იმას, რომ მერიის დირექტივის ქვეშ მოექცეს კონკრეტულ კვანძზე პატრულის ეკიპაჟის ქმედება, აქ ვიგულისხმე შემდეგი - თუ კონკრეტულ ლოკაციაზე პატრულის ეკიპაჟია, ის ვერ ხედავს მისგან 3 კილომეტრში რა ხდება და ამას ხედავენ სისტემის მმართველები. ჩვენგან მივა ინფორმაცია საპატრულო პოლიციასთან კვანძზე, რომ შეიცვალოს რეჟიმი, რასაც ხელით ჩარევა სჭირდება ზოგჯერ, საით გადაირთოს ნაკადები.

არა მარტო საპატრულო პოლიციაში წავა ინფორმაცია, სატრანსპორტო კომპანიაშიც, რომ ავტობუსების გადალაგება მოხდეს სხვა ხაზებზე, ასევე მიკროავტობუსების კომპანიაშიც წავა ინფორმაცია, რომ კონკრეტულ ადგილზე გაჭედილია მოძრაობა. ინფორმაცია წავა მესიჯის ან მეილის სახით, რომ გადაეწყონ იმ დირექტივაზე, რაზეც გადაწყვეტილება პატრულმა და ტრანსპორტის სამსახურმა მიიღო ანალიტიკაზე დაყრდნობით.

ეს ადამიანები გვეყოლება ჩვენ, ვინც ანალიტიკაზე გააკეთებს და გადაწყვეტას მოიფიქრებს. თუმცა, ამ პროცესის დამსწრე იქნება საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ახლაც არის დამსწრე. ამ უნარებს ჩვენ ვიძენთ და პრაქტიკაში გატარებას დავიწყებთ",- განაცხადა მუმლაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ