სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოხუმიდან აფხაზმა ბიჭმა წამომიყვანა, გზაზე მანქანაში ქართული სიმღერები ჩამირთო" - რას ყვება ექიმი, რომელმაც დედის საფლავზე ქართული წარწერით ქვა ჩაიტანა
"სოხუმიდან აფხაზმა ბიჭმა წამომიყვანა, გზაზე მანქანაში ქართული სიმღერები ჩამირთო" - რას ყვება ექიმი, რომელმაც დედის საფლავზე ქართული წარწერით ქვა ჩაიტანა

წელს, 26 წლის შემ­დეგ, უკვე მე­ო­რედ აღ­მოჩ­ნდა აფხა­ზეთ­ში, რი­თაც უბედ­ნი­ე­რე­სია, რად­გა­ნაც მო­ი­ნა­ხუ­ლა ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც უზო­მოდ ენატ­რე­ბო­და, ნა­თე­სა­ვე­ბი და წი­ნა­პარ­თა საფ­ლა­ვე­ბი...

ექი­მი-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი მა­ნა­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი აფხა­ზეთ­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლია, მაგ­რამ ომმა, რო­გორც ბევ­რი ქარ­თვე­ლი, მშობ­ლი­ურ კუ­თხეს და­ა­შო­რა...

ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ ორი­ვე ვი­ზი­ტი­სას რე­პორ­ტი­ო­რის ფუნ­ქცი­აც მშვე­ნივ­რად შე­ი­თავ­სა და სო­ხუ­მი­დან პირ­და­პირ რე­პორ­ტა­ჟებს გვაწ­ვდი­და. AMBEBI.GE-ს ახლა უკვე სა­კუ­თარ გან­ცდებ­ზე უამ­ბობს...

- ამ­ჟა­მად ჩემი მთავ­რი მი­ზა­ნი იყო, დე­დის საფ­ლავ­ზე საფ­ლა­ვის ქვა ჩა­მე­ტა­ნა, რო­მელ­ზეც მისი სა­ხე­ლი და გვა­რი ეწე­რე­ბო­და... ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვა არ ედო. თბი­ლის­ში და­ვამ­ზა­დე­ბი­ნე და აფ­ზა­ხურ-ქარ­თუ­ლად და­ვა­წე­რი­ნე. რაც ვნა­ხე, იქა­ურ საფ­ლა­ვებს, მხო­ლოდ რუ­სუ­ლად ეწე­რა. მე აფხა­ზურ-ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა მინ­დო­და, რომ ჰქო­ნო­და.

მა­ნამ­დე კი, მე და ჩემს და-ძმებს მო­ფიქ­რე­ბუ­ლი გვქო­და, დედა თბი­ლის­ში გად­მოგ­ვეს­ვე­ნე­ბი­ნა. ისე­ვე, რო­გორც სხვებ­მა გა­ა­კე­თეს, აფხა­ზე­თი­დან თა­ვი­სი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი გად­მო­ას­ვე­ნეს. 26 წელი საფ­ლა­ვი მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ როცა ჩა­ვე­დი და ვნა­ხე, იქა­უ­რო­ბას გა­დავ­ხე­დე, ყვე­ლა­ფე­რი ისე­თი მშობ­ლი­უ­რი და ბუ­ნებ­რი­ვი იყო, რომ თით­ქოს ეს 26 წელი არც ყო­ფი­ლა... საფ­ლა­ვი შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზეა და იქი­დან ზღვა ჩანს, ლა­მა­ზი ხე­დია და ვი­ფიქ­რე, დე­და­ჩე­მი აქ უნდა იყოს-მეთ­ქი... თან, ძი­რძვე­ლი სო­ხუ­მე­ლია, მისი წი­ნაპ­რე­ბიც იქ არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლი. ალ­ბათ თვი­თო­ნაც არ მო­უნ­დე­ბო­და, რომ აქეთ გად­მოგ­ვე­სე­ვე­ნე­ბი­ნა, რა­შიც ჩემი და-ძმე­ბიც და­მე­თან­ხმნენ.

- სო­ხუმ­ში ყოფ­ნი­სას, „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით თვალს ვა­დევ­ნებ­დი თქვენს მოგ­ზა­უ­რო­ბას - ხში­რად რთავ­დით ამა თუ იმ ად­გი­ლი­დან „ლა­ივს“. სა­საფ­ლა­ო­ზე ყოფ­ნი­სას სხვა ქარ­თვე­ლე­ბის საფ­ლა­ვებ­საც უღებ­დით ფო­ტო­ებს...

- კი, სხვა, ჩემ­თვის უც­ნობ ქარ­თვე­ლე­ბის საფ­ლა­ვებ­საც ვუ­ღებ­დი სუ­რა­თებს, სან­თლე­ბი რო­გორც მეყო და შევ­ძე­ლი, ყვე­ლა მიც­ვა­ლე­ბულს და­ვუნ­თე. ბევ­რმა ფო­ტო­ებ­ზე თა­ვი­ან­თი წი­ნაპ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის საფ­ლა­ვე­ბი ამო­იც­ნო და ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, ოჯა­ხის წევ­რის, მე­გობ­რის, ნა­თე­სა­ვის საფ­ლა­ვი პირ­ვე­ლად ნახა და ჩემი ატ­ვირ­თუ­ლი ფო­ტო­ე­ბის ქვე­მოთ მად­ლო­ბას იხ­დიდ­ნენ... ორი საფ­ლა­ვი გა­ვა­სუფ­თა­ვე­ბი­ნე კი­დეც, რად­გან სულ ეკ­ლებ­ში იყო გახ­ვე­უ­ლი.

- ამ­ჯე­რა­დაც ნა­თე­სა­ვებ­თან ჩახ­ვე­დით სტუმ­რად?

- კი და ბევრ ოჯახ­შიც მიწ­ვევ­დნენ, სუფ­რას მიშ­ლიდ­ნენ (სუფ­რის ტრა­დი­ცი­ე­ბი ჩვენ და აფხა­ზებს თით­ქმის ერ­თნა­ი­რი გვაქვს). მოკ­ლედ, ძა­ლი­ან თბი­ლად შემ­ხვდნენ. ერ­თმა ქალ­მა მი­თხრა - შენ ჩვენ შო­რის მშვი­დო­ბის მტრე­დი­ვით ხარ, სა­ოც­რად კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და ჩვენ სხვა­ნა­ი­რე­ბი ვერ ვიქ­ნე­ბით შენ მი­მარ­თო... 5 დღე ვი­ყა­ვი იქ და მარ­თლაც, ხომ ვამ­ბობ, სით­ბოს მეტი არა­ფე­რი მიგ­რძვნია. სა­უ­ბარ­ში ხში­რად ახ­სე­ნებ­დნენ - რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის­გან გა­ვი­გე, რომ „კარგ ცხოვ­რე­ბა­ში ხომ ასე იყო“... „კარგ ცხოვ­რე­ბა­ში“ ომამ­დე პე­რი­ოდს გუ­ლის­ხმობ­დნენ, როცა ქარ­თვე­ლე­ბი და აფხა­ზე­ბი ერ­თად ვი­ყა­ვით. მოკ­ლედ, უბ­რა­ლო, ადა­მი­ა­ნურ სა­უბ­რებ­ში ასე იყო...

მა­ჩუ­ქეს 2 ბოთ­ლი ბიჭ­ვინ­თის ღვი­ნო და თან, იქ ქალ­ბა­ტო­ნი მიხ­სნი­და, - სა­ო­ცა­რი ღვი­ნოა, მერე მის­მა მე­უღ­ლემ უთხრა, - ამას ღვი­ნით რას გა­აკ­ვირ­ვებ, მა­გათ კა­ხუ­რი ღვი­ნო აქვთ, მაგ­რამ იმან და­ა­მა­ტა, რომ ეს მის­თვის მშობ­ლი­უ­რია და ძვირ­ფა­სი იქ­ნე­ბაო... ისი­ნიც ისე მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აფხა­ზეთ­ში ჩემ­თვის მშობ­ლი­უ­რია ყვე­ლა­ფე­რი და რომ ის ჩვე­ნი სამ­შობ­ლოა.

- აგ­რე­სი­უ­ლი ნა­წილ­თან არ გქო­ნი­ათ შე­ხე­ბა, რომ­ლე­ბიც არ გი­ღე­ბენ და მორ­ჩა?

- აგ­რე­სია არ­სად მიგ­რძვნია, ქუ­ჩა­ში მარ­ტო დავ­დი­ო­დი ვი­დე­ო­ლა­ი­ვებს რომ ვდებ­დი, თბი­ლი­სი­დან მეხ­მა­უ­რე­ბოდ­ნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - არ გე­ში­ნი­აო? გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­ვირ­დათ ქარ­თუ­ლად რომ ვლა­პა­რა­კობ­დი. მინ­და ვთქვა, რომ არც მაქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღე­ბას, მეც ამი­ტომ გავ­თა­მამ­დი და ქა­ლაქ­შიც მარ­ტო მხო­ლოდ ამი­ტომ დავ­დი­ო­დი.

- რო­გორც ვიცი, აფხა­ზი მხატ­ვა­რიც გა­ი­ცა­ნით...

- კი და იმ „ლა­ივს“ 20.000 ნახ­ვა ჰქონ­და... თა­ვი­დან შე­მე­შინ­და და მის­თვის არ მით­ქვამს, ქარ­თვე­ლი ვარ და თბი­ლი­სი­დან ჩა­მო­ვე­დი-მეთ­ქი. ვუ­თხა­რი, - სო­ხუ­მე­ლი ვარ, აქ და­ვი­ბა­დე, მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ-მეთ­ქი. ცოტა ხან­ში კი მი­თხრა, - ქარ­თულ­ნა­რე­ვი აქ­ცენ­ტი გაქ­ვთო. მიხ­ვდა, რა­შიც იყო საქ­მე. მერე ვუ­პა­სუ­ხე - ჩვენს სა­უ­ბარ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა რომ არ შე­მე­ტა­ნა, ასე ამი­ტომ გი­თხა­რით. დიახ, ქარ­თვე­ლი ვარ, თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ, თუმ­ცა სო­ხუმ­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე-მეთ­ქი. რას ამ­ბობთ, მე მყავს ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბიო... ბო­ლოს რო­გორც ხე­ლო­ვან­მა მხატ­ვრუ­ლად მი­თხრა კომ­პლი­მენ­ტე­ბი, ხელი ჩა­მო­მარ­თვა და და­მემ­შვი­დო­ბა... ასე­თი თბი­ლი შეხ­ვედ­რაც მქონ­და... ურ­თი­ერ­თო­ბებს რაც შე­ხე­ბა, ასეთ ეპი­ზოდსაც მოვ­ყვე­ბი - ენ­გუ­რის ხიდს რომ გად­მოვ­დი­ო­დი, უფ­როს­მა მე­სა­ზღვრემ, ეროვ­ნე­ბით აფხაზ­მა (ასა­კო­ვა­ნი იყო) მკი­თხა - ღა­მით მარ­ტო ხართ ქალი სა­ზღვარ­ზე? სად მი­დი­ხარ­თო? - თბი­ლის­ში-მეთ­ქი. სად იყა­ვით და ვინ ხარ­თო? ვუ­პა­სუ­ხე... ისიც თბი­ლად გა­ნე­წყო - გვი­ა­ნია, ავ­ტო­ბუ­სი აღარ არის, რომ გა­და­გიყ­ვა­ნოთ. - პი­რი­ქით, უკე­თე­სია, თუ ფე­ხით გა­და­ვალ-მეთ­ქი. იმ მი­წა­ზე ფე­ხით სი­ა­რუ­ლი მარ­თლა მი­ხა­რო­და, თან, ბევრ რა­ღა­ცას ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი. რომ გა­მო­მა­ცი­ლა მი­თხრა - ჩვენ­თან კი­დევ ჩა­მო­დიო.

იმ პე­რი­ოდ­ში და­ვი­ნა­ხე, ორი სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა, რო­მე­ლებ­საც აფხა­ზე­თი­დან, ენ­გუ­რის ხიდ­ზე მწო­ლი­ა­რე ავად­მყო­ფე­ბი გად­მოჰ­ყავ­და... ერთი ტაქ­სის­ტიც შემ­ხვდა, რო­მელ­მაც თქვა, რომ ოპე­რა­ცია თბი­ლის­ში ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, რომ ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი. ცხოვ­რე­ბა­ში ორი ადა­მი­ა­ნი მყავს ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი - დე­და­ჩე­მი, ვინც გა­მა­ჩი­ნა და მე­ო­რე ქარ­თვე­ლი ექი­მი, გვა­რად ჩხო­ტუა, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლე მე­ო­რედ მა­ჩუ­ქაო.

ასე­ვე ქუ­ჩა­ში ერთი კა­ციც შემ­ხვდა, რო­მე­ლიც ჩემ­თან მო­ვი­და, მო­მე­სალ­მა, გა­მი­ღი­მა და მი­თხრა - „ფე­ის­ბუ­ქი­დან“ გიც­ნობთ. მა­ნა­ნა არ ხართ? თბი­ლი­სი­დან ჩა­მოხ­ვე­დით და ვიცი, რომ აქ ხარ­თო. რო­გორც ჩანს, ჩემს ლა­ი­ვებს უყუ­რებ­და. მერე მი­თხრა, მა­მათ­ქვე­ნი ანა­ტო­მი­ას მას­წავ­ლი­და, ძა­ლი­ან კე­თი­ლი და რბი­ლი ლექ­ტო­რი იყოო. ჩემი ძმაც მო­ი­კი­თხა და თბი­ლად და­მემ­შვი­დო­ბა... ჰო, ოჯა­ხებ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბიც მი­ვი­ღე, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ვუ­წიე.

- რო­გორ ცხოვ­რობს დღეს სო­ხუ­მი?

- ქა­ლაქ­ში ზო­გა­დად სი­წყნა­რეა. ბევ­რი ხალ­ხი არ მოძ­რა­ობს, სა­ცო­ბე­ბი არ არის, არა­ნა­ი­რი მშე­ნებ­ლო­ბა იქ არ მი­ნა­ხავს, გარ­შე­მო სულ სიმწვა­ნეა. პარ­კე­ე­ბი ხე­ე­ბი­თაა სავ­სე, გა­ჩე­ხი­ლი თით­ქმის არა­ფე­რია, ეს ჩემს ლა­ი­ვებ­შიც ჩანს... რაც შე­ე­ხე­ბა სა­კუ­რორ­ტო სე­ზონს, - წელს კი იყ­ვნენ დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, მაგ­რამ რო­გორც იქა­უ­რებ­მა მი­თხრეს, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, უფრო ნაკ­ლე­ბი... ტუ­რის­ტე­ბი ძი­რი­თა­დად რუ­სე­ბი არი­ან...

- ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი ამ ვი­ზი­ტი­სას პი­რა­დად თქვენ­თვის რა იყო?

- ეს მხო­ლოდ სო­ხუ­მე­ლებ­მა იცი­ან - იმ ად­გი­ლე­ბის, ქუ­ჩის ნა­წი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, სა­დაც მუდ­მი­ვად ბევ­რი ხალ­ხი ირე­ო­და, ვის­ხე­დით, ვიკ­რი­ბე­ბო­დით. რო­დე­საც „ლა­ი­ვებს“ ამ ად­გი­ლე­ბი­დან ვრთავ­დი, მა­ყუ­რე­ბე­ლი მა­ტუ­ლობ­და... ჩვენ­თვის ძვირ­ფას და სა­მახ­სოვ­რო ად­გი­ლებ­ში წლე­ბის შემ­დეგ სი­ა­რუ­ლი, ემო­ცი­უ­რი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო გზა სო­ხუ­მი­დან ენ­გუ­რამ­დე... ერ­თმა აფხაზ­მა ბიჭ­მა წა­მო­მიყ­ვა­ნა და გზა­ზე მან­ქა­ნა­ში ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი ჩა­მირ­თო. „ლა­ი­ვი“ მა­ში­ნაც ჩავ­რთე, რად­გა­ნაც ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო.

კო­მან­ში მოგ­ზა­უ­რო­ბამ არ­ნაკ­ლე­ბი ემო­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია...

კო­მა­ნი სო­ხუ­მი­დან შორს არ არის, 30 კი­ლო­მეტრში იქ­ნე­ბა, მთებ­შია, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბუ­ნე­ბაა, სა­დაც ასე­ვე მდი­ნა­რე გუ­მის­თა მი­ე­დი­ნე­ბა. გუ­მის­თას წყა­ლიც დავ­ლიე ისე, რო­გორც ამას წლე­ბის წინ, ბავ­შვო­ბა­ში ვა­კე­თებ­დი ხოლ­მე, უსუფ­თა­ვე­სია...

კო­მა­ნი წმინ­და ად­გი­ლია, იქ იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი აღეს­რუ­ლა, მერე კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­ში გა­და­ას­ვე­ნეს, ხოლო სარ­კო­ფა­გი, სა­დაც იყო დას­ვე­ნე­ბუ­ლი, იქ ინა­ხე­ბა. ტა­ძა­რი უძ­ვე­ლე­სია - V-VI სა­უ­კუ­ნის. იქუ­რო­ბა ძა­ლი­ან მოვ­ლი­ლია.

ძი­რი­თა­დად რუ­სე­ბი მსა­ხუ­რე­ბენ (ბე­რე­ბი, მორ­ჩი­ლე­ბი). იქ­ვეა მამა ან­დრი­ას საფ­ლა­ვიც, რომ­ლე­ბიც აფხა­ზებ­მა დახ­ვრი­ტეს... საფ­ლავს სა­ხე­ლი და გვა­რი არ აქვს, მაგ­რამ რომ ვი­კი­თხე, მაჩ­ვე­ნეს, სა­დაც იყო. მისი საფ­ლა­ვიც მოვ­ლი­ლია. მო­ვი­ნა­ხუ­ლე წმინ­და ვა­სი­ლის­კოს საფ­ლა­ვიც, სა­დაც სას­წა­ულ­მოქ­მე­დი წყა­რო და პა­ტა­რა სამ­ლოც­ვე­ლოა. წმინ­და ვა­სი­ლის­კოს საფ­ლავ­ზე ქვე­ბი იდო და მას­ზე სულ რუ­სუ­ლად ეწე­რა ადა­მინ­თა სურ­ვი­ლე­ბი. მეც შე­მეძ­ლო ქვა­ზე და­წე­რა და ჩემი სურ­ვი­ლის იქ და­დე­ბა, ჩემი სურ­ვი­ლე­ბი ორ ქვა­ზე ქარ­თუ­ლად დავ­წე­რე და დავ­დე.

ამ­რა­ზეც გა­ვი­სე­ირ­ნე. იქ ასე­თი ეპი­ზო­დიც იყო - ერ­თმა აფხაზ­მა ბიჭ­მა დიდი სი­ხა­რუ­ლით მი­თხრა, რომ იქ სვა­ნუ­რი კოშ­კი­აო და მარ­თლაც და­ვი­ნა­ხე სვა­ნუ­რი კოშ­კი, რო­მე­ლიც უზარ­მა­ზა­რი და ლა­მა­ზია. ისიც მი­თხრეს, რომ სვა­ნი კა­ცის, არე­თა კვი­ცი­ა­ნის მიერ ყო­ფი­ლა აშე­ნე­ბუ­ლი... ამის „ფე­ის­ბუქ­ზე“ აღ­ნიშ­ვნის შემ­დეგ, არე­თას შვი­ლი და­მი­კავ­შირ­და და უზო­მოდ მად­ლი­ე­რი იყო... მოკ­ლედ, ამ­ჯე­რად ეს არის, რისი მო­ყო­ლაც თქვენ­თვის შევ­ძე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

"სოხუმიდან აფხაზმა ბიჭმა წამომიყვანა, გზაზე მანქანაში ქართული სიმღერები ჩამირთო" - რას ყვება ექიმი, რომელმაც დედის საფლავზე ქართული წარწერით ქვა ჩაიტანა

"სოხუმიდან აფხაზმა ბიჭმა წამომიყვანა, გზაზე მანქანაში ქართული სიმღერები ჩამირთო" - რას ყვება ექიმი, რომელმაც დედის საფლავზე ქართული წარწერით ქვა ჩაიტანა

წელს, 26 წლის შემდეგ, უკვე მეორედ აღმოჩნდა აფხაზეთში, რითაც უბედნიერესია, რადგანაც მოინახულა ადგილები, რომელიც უზომოდ ენატრებოდა, ნათესავები და წინაპართა საფლავები...

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი აფხაზეთში დაბადებულ-გაზრდილია, მაგრამ ომმა, როგორც ბევრი ქართველი, მშობლიურ კუთხეს დააშორა...

ქალბატონმა მანანამ ორივე ვიზიტისას რეპორტიორის ფუნქციაც მშვენივრად შეითავსა და სოხუმიდან პირდაპირ რეპორტაჟებს გვაწვდიდა. AMBEBI.GE-ს ახლა უკვე საკუთარ განცდებზე უამბობს...

- ამჟამად ჩემი მთავრი მიზანი იყო, დედის საფლავზე საფლავის ქვა ჩამეტანა, რომელზეც მისი სახელი და გვარი ეწერებოდა... ამ წლების განმავლობაში ქვა არ ედო. თბილისში დავამზადებინე და აფზახურ-ქართულად დავაწერინე. რაც ვნახე, იქაურ საფლავებს, მხოლოდ რუსულად ეწერა. მე აფხაზურ-ქართული წარწერა მინდოდა, რომ ჰქონოდა.

მანამდე კი, მე და ჩემს და-ძმებს მოფიქრებული გვქოდა, დედა თბილისში გადმოგვესვენებინა. ისევე, როგორც სხვებმა გააკეთეს, აფხაზეთიდან თავისი მიცვალებული გადმოასვენეს. 26 წელი საფლავი მიტოვებული იყო, მაგრამ როცა ჩავედი და ვნახე, იქაურობას გადავხედე, ყველაფერი ისეთი მშობლიური და ბუნებრივი იყო, რომ თითქოს ეს 26 წელი არც ყოფილა... საფლავი შემაღლებულ ადგილზეა და იქიდან ზღვა ჩანს, ლამაზი ხედია და ვიფიქრე, დედაჩემი აქ უნდა იყოს-მეთქი... თან, ძირძველი სოხუმელია, მისი წინაპრებიც იქ არიან დაბადებული. ალბათ თვითონაც არ მოუნდებოდა, რომ აქეთ გადმოგვესევენებინა, რაშიც ჩემი და-ძმებიც დამეთანხმნენ.

- სოხუმში ყოფნისას, „ფეისბუქის“ საშუალებით თვალს ვადევნებდი თქვენს მოგზაურობას - ხშირად რთავდით ამა თუ იმ ადგილიდან „ლაივს“. სასაფლაოზე ყოფნისას სხვა ქართველების საფლავებსაც უღებდით ფოტოებს...

- კი, სხვა, ჩემთვის უცნობ ქართველების საფლავებსაც ვუღებდი სურათებს, სანთლები როგორც მეყო და შევძელი, ყველა მიცვალებულს დავუნთე. ბევრმა ფოტოებზე თავიანთი წინაპრების, ახლობლების საფლავები ამოიცნო და ამდენი წლის შემდეგ, ოჯახის წევრის, მეგობრის, ნათესავის საფლავი პირველად ნახა და ჩემი ატვირთული ფოტოების ქვემოთ მადლობას იხდიდნენ... ორი საფლავი გავასუფთავებინე კიდეც, რადგან სულ ეკლებში იყო გახვეული.

- ამჯერადაც ნათესავებთან ჩახვედით სტუმრად?

- კი და ბევრ ოჯახშიც მიწვევდნენ, სუფრას მიშლიდნენ (სუფრის ტრადიციები ჩვენ და აფხაზებს თითქმის ერთნაირი გვაქვს). მოკლედ, ძალიან თბილად შემხვდნენ. ერთმა ქალმა მითხრა - შენ ჩვენ შორის მშვიდობის მტრედივით ხარ, საოცრად კეთილგანწყობილი და ჩვენ სხვანაირები ვერ ვიქნებით შენ მიმართო... 5 დღე ვიყავი იქ და მართლაც, ხომ ვამბობ, სითბოს მეტი არაფერი მიგრძვნია. საუბარში ხშირად ახსენებდნენ - რამდენიმე ადამიანისგან გავიგე, რომ „კარგ ცხოვრებაში ხომ ასე იყო“... „კარგ ცხოვრებაში“ ომამდე პერიოდს გულისხმობდნენ, როცა ქართველები და აფხაზები ერთად ვიყავით. მოკლედ, უბრალო, ადამიანურ საუბრებში ასე იყო...

მაჩუქეს 2 ბოთლი ბიჭვინთის ღვინო და თან, იქ ქალბატონი მიხსნიდა, - საოცარი ღვინოა, მერე მისმა მეუღლემ უთხრა, - ამას ღვინით რას გააკვირვებ, მაგათ კახური ღვინო აქვთ, მაგრამ იმან დაამატა, რომ ეს მისთვის მშობლიურია და ძვირფასი იქნებაო... ისინიც ისე მიიჩნევენ, რომ აფხაზეთში ჩემთვის მშობლიურია ყველაფერი და რომ ის ჩვენი სამშობლოა.

- აგრესიული ნაწილთან არ გქონიათ შეხება, რომლებიც არ გიღებენ და მორჩა?

- აგრესია არსად მიგრძვნია, ქუჩაში მარტო დავდიოდი ვიდეოლაივებს რომ ვდებდი, თბილისიდან მეხმაურებოდნენ და მეუბნებოდნენ - არ გეშინიაო? განსაკუთრებით უკვირდათ ქართულად რომ ვლაპარაკობდი. მინდა ვთქვა, რომ არც მაქცევდნენ ყურადღებას, მეც ამიტომ გავთამამდი და ქალაქშიც მარტო მხოლოდ ამიტომ დავდიოდი.

- როგორც ვიცი, აფხაზი მხატვარიც გაიცანით...

- კი და იმ „ლაივს“ 20.000 ნახვა ჰქონდა... თავიდან შემეშინდა და მისთვის არ მითქვამს, ქართველი ვარ და თბილისიდან ჩამოვედი-მეთქი. ვუთხარი, - სოხუმელი ვარ, აქ დავიბადე, მოსკოვში ვცხოვრობ-მეთქი. ცოტა ხანში კი მითხრა, - ქართულნარევი აქცენტი გაქვთო. მიხვდა, რაშიც იყო საქმე. მერე ვუპასუხე - ჩვენს საუბარსა და ურთიერთობაში დაძაბულობა რომ არ შემეტანა, ასე ამიტომ გითხარით. დიახ, ქართველი ვარ, თბილისში ვცხოვრობ, თუმცა სოხუმში დავიბადე და გავიზარდე-მეთქი. რას ამბობთ, მე მყავს ქართველი მეგობრებიო... ბოლოს როგორც ხელოვანმა მხატვრულად მითხრა კომპლიმენტები, ხელი ჩამომართვა და დამემშვიდობა... ასეთი თბილი შეხვედრაც მქონდა... ურთიერთობებს რაც შეხება, ასეთ ეპიზოდსაც მოვყვები - ენგურის ხიდს რომ გადმოვდიოდი, უფროსმა მესაზღვრემ, ეროვნებით აფხაზმა (ასაკოვანი იყო) მკითხა - ღამით მარტო ხართ ქალი საზღვარზე? სად მიდიხართო? - თბილისში-მეთქი. სად იყავით და ვინ ხართო? ვუპასუხე... ისიც თბილად განეწყო - გვიანია, ავტობუსი აღარ არის, რომ გადაგიყვანოთ. - პირიქით, უკეთესია, თუ ფეხით გადავალ-მეთქი. იმ მიწაზე ფეხით სიარული მართლა მიხაროდა, თან, ბევრ რაღაცას ვათვალიერებდი. რომ გამომაცილა მითხრა - ჩვენთან კიდევ ჩამოდიო.

იმ პერიოდში დავინახე, ორი სასწრაფოს მანქანა, რომელებსაც აფხაზეთიდან, ენგურის ხიდზე მწოლიარე ავადმყოფები გადმოჰყავდა... ერთი ტაქსისტიც შემხვდა, რომელმაც თქვა, რომ ოპერაცია თბილისში ჰქონდა გაკეთებული. ძალიან გაუხარდა, რომ ქართველი ვიყავი. ცხოვრებაში ორი ადამიანი მყავს ყველაზე ძვირფასი - დედაჩემი, ვინც გამაჩინა და მეორე ქართველი ექიმი, გვარად ჩხოტუა, რომელმაც სიცოცხლე მეორედ მაჩუქაო.

ასევე ქუჩაში ერთი კაციც შემხვდა, რომელიც ჩემთან მოვიდა, მომესალმა, გამიღიმა და მითხრა - „ფეისბუქიდან“ გიცნობთ. მანანა არ ხართ? თბილისიდან ჩამოხვედით და ვიცი, რომ აქ ხართო. როგორც ჩანს, ჩემს ლაივებს უყურებდა. მერე მითხრა, მამათქვენი ანატომიას მასწავლიდა, ძალიან კეთილი და რბილი ლექტორი იყოო. ჩემი ძმაც მოიკითხა და თბილად დამემშვიდობა... ჰო, ოჯახებში პაციენტებიც მივიღე, კონსულტაციები გავუწიე.

- როგორ ცხოვრობს დღეს სოხუმი?

- ქალაქში ზოგადად სიწყნარეა. ბევრი ხალხი არ მოძრაობს, საცობები არ არის, არანაირი მშენებლობა იქ არ მინახავს, გარშემო სულ სიმწვანეა. პარკეები ხეებითაა სავსე, გაჩეხილი თითქმის არაფერია, ეს ჩემს ლაივებშიც ჩანს... რაც შეეხება საკურორტო სეზონს, - წელს კი იყვნენ დამსვენებლები, მაგრამ როგორც იქაურებმა მითხრეს, შარშანდელთან შედარებით, უფრო ნაკლები... ტურისტები ძირითადად რუსები არიან...

- ყველაზე ემოციური ამ ვიზიტისას პირადად თქვენთვის რა იყო?

- ეს მხოლოდ სოხუმელებმა იციან - იმ ადგილების, ქუჩის ნაწილების მონახულება, სადაც მუდმივად ბევრი ხალხი ირეოდა, ვისხედით, ვიკრიბებოდით. როდესაც „ლაივებს“ ამ ადგილებიდან ვრთავდი, მაყურებელი მატულობდა... ჩვენთვის ძვირფას და სამახსოვრო ადგილებში წლების შემდეგ სიარული, ემოციური იყო. განსაკუთრებული იყო გზა სოხუმიდან ენგურამდე... ერთმა აფხაზმა ბიჭმა წამომიყვანა და გზაზე მანქანაში ქართული სიმღერები ჩამირთო. „ლაივი“ მაშინაც ჩავრთე, რადგანაც ამაღელვებელი იყო.

კომანში მოგზაურობამ არნაკლები ემოციები გამოიწვია...

კომანი სოხუმიდან შორს არ არის, 30 კილომეტრში იქნება, მთებშია, ძალიან ლამაზი ბუნებაა, სადაც ასევე მდინარე გუმისთა მიედინება. გუმისთას წყალიც დავლიე ისე, როგორც ამას წლების წინ, ბავშვობაში ვაკეთებდი ხოლმე, უსუფთავესია...

კომანი წმინდა ადგილია, იქ იოანე ოქროპირი აღესრულა, მერე კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, ხოლო სარკოფაგი, სადაც იყო დასვენებული, იქ ინახება. ტაძარი უძველესია - V-VI საუკუნის. იქურობა ძალიან მოვლილია.

ძირითადად რუსები მსახურებენ (ბერები, მორჩილები). იქვეა მამა ანდრიას საფლავიც, რომლებიც აფხაზებმა დახვრიტეს... საფლავს სახელი და გვარი არ აქვს, მაგრამ რომ ვიკითხე, მაჩვენეს, სადაც იყო. მისი საფლავიც მოვლილია. მოვინახულე წმინდა ვასილისკოს საფლავიც, სადაც სასწაულმოქმედი წყარო და პატარა სამლოცველოა. წმინდა ვასილისკოს საფლავზე ქვები იდო და მასზე სულ რუსულად ეწერა ადამინთა სურვილები. მეც შემეძლო ქვაზე დაწერა და ჩემი სურვილის იქ დადება, ჩემი სურვილები ორ ქვაზე ქართულად დავწერე და დავდე.

ამრაზეც გავისეირნე. იქ ასეთი ეპიზოდიც იყო - ერთმა აფხაზმა ბიჭმა დიდი სიხარულით მითხრა, რომ იქ სვანური კოშკიაო და მართლაც დავინახე სვანური კოშკი, რომელიც უზარმაზარი და ლამაზია. ისიც მითხრეს, რომ სვანი კაცის, არეთა კვიციანის მიერ ყოფილა აშენებული... ამის „ფეისბუქზე“ აღნიშვნის შემდეგ, არეთას შვილი დამიკავშირდა და უზომოდ მადლიერი იყო... მოკლედ, ამჯერად ეს არის, რისი მოყოლაც თქვენთვის შევძელი.

რუსეთმა ყირიმიდან ჯარის გაყვანა დაიწყო

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი