კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი ანგელა მერკელმა დაბლოკა" - რას ამბობს მეთიუ ბრაიზა რასმუსენის იდეაზე
"2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი ანგელა მერკელმა დაბლოკა" - რას ამბობს მეთიუ ბრაიზა რასმუსენის იდეაზე

ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, მე­თიუ ბრა­ი­ზა „სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუტ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო-ნა­ტოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ 2008 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, მათ შე­ი­მუ­შა­ვეს გეგ­მა ვა­შინგტონ­ში, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს თავი და­ეძ­ვრი­ნა იმ მა­ხის­გან, რო­მე­ლის და­გე­ბა­საც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ცდი­ლობ­და“.

მისი გან­ცხა­დე­ბით, პუ­ტი­ნის მახე სა­ა­კაშ­ვილს ორ გა­მო­სა­ვალს უტო­ვებ­და: უსი­ტყვოდ და­თან­ხმე­ბო­და რუ­სეთს კონ­ტრო­ლი აეღო აფხა­ზეთ­სა და „სამ­ხრეთ ოსეთ­ზე“, ან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში შე­სუ­ლი­ყო.

„ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გვჭირ­დე­ბო­და სხვა გეგ­მის გან­ხილ­ვა და შე­ვი­მუ­შა­ვეთ მთე­ლი რიგი ზო­მე­ბი, რო­მე­ლიც მათ შო­რის მო­ი­ცავ­და კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ცი­ის ყოფ­ნას, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, გერ­მა­ნე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც „სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბარ­თა ჯგუფს“ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ, ამო­ი­ღეს ყვე­ლა ის პი­რო­ბა, რო­მელ­საც რუ­სე­თი შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და ბრა­ი­ზამ.

მე­თიუ ბრა­ი­ზა 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­საც იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ბუში მყა­რად უჭერ­და მხარს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მაპ-ის მი­ნი­ჭე­ბას, თუმ­ცა ეს სა­კი­თხი გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა, ან­გე­ლა მერ­კელ­მა დაბ­ლო­კა. მი­სი­ვე თქმით, მსგავ­სი რამ შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­შიც მოხ­დეს.

„გერ­მა­ნე­ლე­ბი ნატო-ს წევრ ქვეყ­ნებს შო­რის, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად ცდი­ლობ­დნენ კონფრონ­ტა­ცი­ა­ში არ შე­სუ­ლიყ­ვნენ რუ­სეთ­თან. ეს გა­სა­გე­ბია, ქვეყ­ნის დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი შტა­ინ­მა­ი­ე­რი, რო­დე­საც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო, ცდი­ლობ­და არ გა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ისე­თი პო­ლი­ტი­კა, რა­საც და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და რუ­სეთ­თან“, - აცხა­დებს ბრა­ი­ზა.

ამას­თან, ბრა­ი­ზა კონ­ფლიქ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ევ­რო­კავ­ში­რის პო­ლი­ტი­კა­საც აკ­რი­ტი­კებს.

„რო­დე­საც კონ­ფლიქ­ტი არ­სე­ბობს, კერ­ძოდ სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტი, ისი­ნი მხა­რე­ებს დი­ა­ლო­გის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ თან ისე, რომ არა­ვის და­ნა­შა­ულ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ. ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა მხა­რე ნა­წი­ლობ­რივ დამ­ნა­შა­ვეა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წელს, დამ­ნა­შა­ვე ერთი მხა­რე იყო: სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, სულ და­ვი­ჯე­რებ, რომ რუ­სეთ­მა მო­ახ­დი­ნა ამის პრო­ვო­ცი­რე­ბა, რუ­სეთ­მა და­ი­წყო თავ­დას­ხმა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხი, სა­უ­ბე­დუ­როდ ისე­თი იყო, რომ სა­ბო­ლო­ოდ მის ინ­ტე­რე­სებს ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ბრა­ი­ზამ.

ბრა­ი­ზას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლომ უნდა მო­ა­ხერ­ხოს ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ-ს დარ­წმუ­ნე­ბა, რომ ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვა მომ­გე­ბი­ა­ნია.

რას­მუ­სე­ნის იდე­ა­ზე, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს, სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის მე­ხუ­თე მუხ­ლის გა­უვრცე­ლებ­ლად სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ო­ნებ­ზე - სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ზე, ბრა­ი­ზა „სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ინ­სტი­ტუტ­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს.

„რას­მუ­სე­ნის იდეა შე­სა­ნიშ­ნა­ვია სი­ტუ­ა­ცი­ის შე­საც­ვლე­ლად. ეს გა­მო­ყო­ფილ რე­გი­ო­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს არ და­უბ­რუ­ნებს, მაგ­რამ ქვე­ყა­ნას მის­ცემს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებს და ალი­ან­სის წევ­რო­ბას. შე­საძ­ლოა, ეს წარ­მო­სახ­ვი­თია, მაგ­რამ არა უპ­რე­ცე­დენ­ტო. კვიპ­როს­შიც მსგავ­სი რამ მოხ­და, როცა ევ­რო­კავ­შირ­მა მი­ი­ღო კუნ­ძუ­ლი მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში...რო­დე­საც მსგავ­სი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვსა­უბ­რობთ აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ზე, შეგ­ვიძ­ლია გან­ვი­ხი­ლოთ, რომ ყვე­ლა რე­გი­ო­ნი გახ­დეს ნატო-ს წევ­რი, მხო­ლოდ მე­ხუ­თე მუხ­ლი არ გავ­რცელ­დეს ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე“, - აცხა­დებს მე­თიუ ბრა­ი­ზა.

ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის შეშ­ფო­თე­ბას, რომ თუ მოვ­ლე­ნე­ბი ამ­გვა­რად გან­ვი­თარ­დე­ბა, ეს შე­საძ­ლოა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის აღი­ა­რე­ბას ნიშ­ნავ­დეს. მისი თქმით, მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბი­ან გარ­კვე­უ­ლი რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ზე ზე­წო­ლას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, აღი­ა­როს აფხა­ზე­თი და „სამ­ხრეთ ოსე­თი“ და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვეყ­ნე­ბად.

„ნატო-ს წევრ ქვეყ­ნებს ჯერ ეს სა­კი­თხი არ გა­ნუ­ხი­ლავთ. ისი­ნი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყ­ვნენ, რომ აი­ცი­ლონ წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის კრი­ტი­კა, გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ. თუ პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი და­ი­წყებს ან წი­ნა­და­დე­ბა­ზე სა­უ­ბარს, თუნ­დაც ან­გე­ლა მერ­კე­ლი ან პრე­ზი­დენ­ტი მაკ­რო­ნი, მა­შინ გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნიც უფრო გახ­სნი­ლად ისა­უბ­რებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. პირ­ველ რიგ­ში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფომ უნდა მი­ი­ღოს... ჯერ ისი­ნი მხარს არ უჭე­რენ ამ იდე­ას, თუმ­ცა იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­ში ასე მოხ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ინ­ტერ­ვი­უ­ში ბრა­ი­ზა. ნა­ხეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი ანგელა მერკელმა დაბლოკა" - რას ამბობს მეთიუ ბრაიზა რასმუსენის იდეაზე

"2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი ანგელა მერკელმა დაბლოკა" - რას ამბობს მეთიუ ბრაიზა რასმუსენის იდეაზე

ამერიკელი დიპლომატი, მეთიუ ბრაიზა „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან" ინტერვიუში საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2008 წლის გაზაფხულზე, მათ შეიმუშავეს გეგმა ვაშინგტონში, რომ „საქართველოს თავი დაეძვრინა იმ მახისგან, რომელის დაგებასაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა“.

მისი განცხადებით, პუტინის მახე სააკაშვილს ორ გამოსავალს უტოვებდა: უსიტყვოდ დათანხმებოდა რუსეთს კონტროლი აეღო აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“, ან შეიარაღებულ კონფლიქტში შესულიყო.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდებოდა სხვა გეგმის განხილვა და შევიმუშავეთ მთელი რიგი ზომები, რომელიც მათ შორის მოიცავდა კოდორის ხეობაში ევროკავშირის პოლიციის ყოფნას, მაგრამ საბოლოოდ, გერმანელებმა, რომლებიც „საქართველოს მეგობართა ჯგუფს“ ხელმძღვანელობდნენ, ამოიღეს ყველა ის პირობა, რომელსაც რუსეთი შეეწინააღმდეგებოდა“, - განაცხადა ბრაიზამ.

მეთიუ ბრაიზა 2008 წლის ბუქარესტის სამიტსაც იხსენებს და ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მყარად უჭერდა მხარს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას, თუმცა ეს საკითხი გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაბლოკა. მისივე თქმით, მსგავსი რამ შესაძლოა, მომავალშიც მოხდეს.

„გერმანელები ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, ყოველთვის ყველაზე მეტად ცდილობდნენ კონფრონტაციაში არ შესულიყვნენ რუსეთთან. ეს გასაგებია, ქვეყნის დრამატული ისტორიიდან გამომდინარე. გერმანიის პრეზიდენტი შტაინმაიერი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ცდილობდა არ გატარებულიყო ისეთი პოლიტიკა, რასაც დაპირისპირება მოჰყვებოდა რუსეთთან“, - აცხადებს ბრაიზა.

ამასთან, ბრაიზა კონფლიქტებთან მიმართებაში ევროკავშირის პოლიტიკასაც აკრიტიკებს.

„როდესაც კონფლიქტი არსებობს, კერძოდ სამხედრო კონფლიქტი, ისინი მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ თან ისე, რომ არავის დანაშაულზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ ყველა მხარე ნაწილობრივ დამნაშავეა. რაც შეეხება საქართველოს 2008 წელს, დამნაშავე ერთი მხარე იყო: სანამ ცოცხალი ვარ, სულ დავიჯერებ, რომ რუსეთმა მოახდინა ამის პროვოცირება, რუსეთმა დაიწყო თავდასხმა, მაგრამ საქართველოს პასუხი, საუბედუროდ ისეთი იყო, რომ საბოლოოდ მის ინტერესებს ზიანი მიაყენა“, - განაცხადა ბრაიზამ.

ბრაიზას განცხადებით, საქართველომ უნდა მოახერხოს ნატო-ს წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით აშშ-ს დარწმუნება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ინიციატივა მომგებიანია.

რასმუსენის იდეაზე, რომელიც გულისხმობს, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლის გაუვრცელებლად სეპარატისტულ რეგიონებზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, ბრაიზა „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტთან“ ინტერვიუში საუბრობს.

„რასმუსენის იდეა შესანიშნავია სიტუაციის შესაცვლელად. ეს გამოყოფილ რეგიონებს საქართველოს არ დაუბრუნებს, მაგრამ ქვეყანას მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს და ალიანსის წევრობას. შესაძლოა, ეს წარმოსახვითია, მაგრამ არა უპრეცედენტო. კვიპროსშიც მსგავსი რამ მოხდა, როცა ევროკავშირმა მიიღო კუნძული მის შემადგენლობაში...როდესაც მსგავსი მიმართულებით ვსაუბრობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ყველა რეგიონი გახდეს ნატო-ს წევრი, მხოლოდ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ამ ტერიტორიებზე“, - აცხადებს მეთიუ ბრაიზა.

ამერიკელი დიპლომატი ასევე ეხმაურება ქართული საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას, რომ თუ მოვლენები ამგვარად განვითარდება, ეს შესაძლოა, ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავდეს. მისი თქმით, მომავალში იქნებიან გარკვეული რუსეთთან დაახლოებული ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოზე ზეწოლას განახორციელებენ, აღიაროს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ ქვეყნებად.

„ნატო-ს წევრ ქვეყნებს ჯერ ეს საკითხი არ განუხილავთ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ აიცილონ წევრი სახელმწიფოების კრიტიკა, განსაკუთრებით აშშ. თუ პრეზიდენტი ტრამპი დაიწყებს ან წინადადებაზე საუბარს, თუნდაც ანგელა მერკელი ან პრეზიდენტი მაკრონი, მაშინ გენერალური მდივანიც უფრო გახსნილად ისაუბრებს ამ მიმართულებით. პირველ რიგში, გადაწყვეტილება წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს... ჯერ ისინი მხარს არ უჭერენ ამ იდეას, თუმცა იმედი მაქვს, მომავალში ასე მოხდება“, - აღნიშნავს ინტერვიუში ბრაიზა. ნახეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ფაქტს ვაღიარებთ,რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ ინფლაციური პროცესები გააქტიურდა" - ფინანსთა მინისტრი

"ოპონენტების საყვარელი ფრაზაა, "ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა" -  3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში" - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ილია მეორე მოინახულეს - რაზე ისაუბრეს ექს-პრემიერმა და პატრიარქმა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"