ავტორი:

როგორი იქნება 2020 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

როგორი იქნება 2020 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2020 წლის 25 იანვარს მეტალის თეთრი ვირთხის წელიწადის შემობრძანებას ველოდებით. ვირთხა აღმოსავლურ ჰოროსკოპში პირველი ნიშანია. საინტერესოა, რას ჰპირდება იგი თავის თავსა და 11 მეგობარ ცხოველს?!

2020 წელი საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება ყველა აღმოსავლური ნიშნისთვის. გამოიყენეთ ყველა შანსი, რომ გაიუმჯობესოთ მდგომარეობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. დამატებით მოგეთხოვებათ მოთმინების გამოვლენა, ემოციების კონტროლი, სტრესთან გამკლავება.

2020 წლის წარმატებული თვეები აღმოსავლური ზოდიაქის ნიშნებისთვის

ძაღლის, კურდღლის/კატა, ცხენისა და თხისთვის/ცხვარი მეტალის თეთრი ვირთხის წელი ყველაზე წარმატებულია.

თქვენთვის კარგი თვეებია: თებერვალი, მაისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ნოემბერი. ამ თვეებში მიაღწევთ წარმატებას საქმეებში, სამყარო გიგზავნით პოზიტივს, ჰარმონიას. თავად უნდა გააქტიურდეთ, რომ სასურველს მიაღწიოთ.

მოიწადინეთ, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ნუ იქნებით ზედაპირული მის მიმართ. დროდადრო უთანხმოებები გელით და ერთმანეთის საიმედოობაზე გამოცდაც მოგინდებათ. ასეთი მომენტები ძირითადად იანვარსა და აპრილში გელით. მიუხედავად ამისა, კარგი წელია ბუდის ასაშენებლად და შვილის გასაჩენად.

სამსახურში ყურადღება მიაქციეთ ისეთი ხელშეკრულებების გაფორმებას, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. მეტი დიპლომატია უნდა გამოავლინოთ და ნუ გგონიათ, რომ თქვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა გაკეთებს. როცა მატერიალურად მოძლიერდებით, მზად იყავით, რომ ახლობელი ადამიანებიც კი შურით დაბრმავდებიან და თქვენ გარშემო ჭორები და ინტრიგები მოიმატებს.

2020 წელს თვითგანვითარებისთვის უამრავი შანსი მოგეცემათ. მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ ისინი. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ეცადეთ, ყოველთვის გქონდეთ დეტალურად შედგენილი გეგმა და მის მიხედვით იმოქმედეთ. ნუ გაეკიდებით ილუზიებს, ფულსაც დაკარგავთ და წარმატებასაც.

ძაღლი, კურდღელი/კატა, ცხენი და თხა/ცხვარი 2020 წელს კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან. მხოლოდ ერთი გაფრთხილება გაქვს, არ გადაიღალოთ სამსახურში. ყველა ფულს ვერ გამოიმუშავებთ, დასვენება და ძალების აღდგენა კი გჭირდებათ. არ გასცეთ ფული ვალში. ნუ ჩაიციკლებით მატერიალურზე, გამოყავით დრო სულიერებისთვისაც.

2020 წლის წარმატებული თვეები გველის, ღორის, მამლისა და ვეფხვისთვის

თქვენს ცხოვრებაში დაისადგურებს ჰარმონია. უამრავი პოზიტიური მომენტი გელით.

თქვენთვის კარგი თვეებია: მარტი, მაისი, ივლისი, დეკემბერი.

პირად ცხოვრებაში აღმაფრენებისა და დაცემისთვის მოემზადეთ. ყველა ნეგატიური მოვლენა, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება ერთადერთ უარყოფით გრძნობასთან - ეჭვიანობასთანაა კავშირში. არჩევანის წინაშეც დადგებით: ან სასიყვარულო თავგადასავლები, ან მშვიდი სტაბილური ურთიერთობები.

საქმეების მიუხედავად, მეტი დრო უნდა დაუთმოთ რომანტიკული ურთიერთობების განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვარელი ადამიანის წუწუნს საზღვარი არ ექნება. ეცადეთ, დროდადრო ერთად იმოგზაუროთ. თუ დაქორწინება გაქვთ გადაწყვეტილი, მარტსა და დეკემბერს გირჩევთ. ოქტომბერში შეიძლება სკანდალებში ჩაგითრიონ. ამის მიზეზი არალეგალური შემოსავალია.

გველი, ღორი, მამალი და ვეფხვი დაბადებით ლიდერები არიან და კარიერის გაკეთებაში ხელი არ შეეშლებათ. ამ კუთხით 2020-ში განსაკუთრებით წარმატებული თვეა მაისი. ივნისში არც აიღოთ და არც გასცეთ ვალი.

ოლიმპს აუცილებლად დაიპყრობთ, მაგრამ ბევრი წინაღობის გადალახვა მოგიწევთ და მაქსიმალური მოთმინება გამოავლინეთ, არ დანებდეთ. თუ თავისუფალი თანხა გაქვთ, ის სარფიან საქმეში დააბანდეთ. გარკვეულწილად მომჭირნეობაც უნდა ისწავლოთ. ხანდახან ძალიან გიყვართ ფულის ფლანგვა.

გველი, ღორი, მამალი და ვეფხვი 2020 კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევით. ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, წყლის პირას. მოაწყვეთ პიკნიკები ბუნებაში.

2020 წლის წარმატებული თვეები დრაკონის, ხარის, ვირთხისა და მაიმუნისთვის

2019 წელს საკმარისი თანხა დააგროვეთ? ახალი წლიდან სიფრთხილე გმართებთ, არ დაკარგოთ ისინი, არ გახდეთ თაღლითების, უბედური შემთხვევების მსხვერპლი.

თქვენთვის კარგი თვეებია: მაისი, ივნისი, აგვისტო, ოქტომბერი.

პირად ცხოვრებაში უნდა აკონტროლოთ ემოციები, ეჭვიანობა, დაუშვებელია კონფლიქტები საყვარელ ადამიანთან. ახალი ურთიერთობების დასაწყებად და ქორწინებისთვის კარგი თვეებია: იანვარი, თებერვალი, სექტემბერი და ნოემბერი. თუ გსურთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ააწყოთ, ხშირად წადით კომპრომისზე, ნუ გაჯიუტდებით. გამოავლინეთ მოთმინება და ბევრ გაურკვევლობას აირიდებთ თავიდან.

დაგროვილი თანხა ეცადეთ შეინარჩუნოთ. განსაკუთრებით არ გარისკოთ ბიზნესმენებმა. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს და ნუ გააფართოებთ ბიზნესს, თუ დარწმუნებული არ ხართ გამარჯვებაში. მეტი ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. მატერიალურ მოგებას მაისში ნახავთ. თებერვალსა და ნოემბერში ფრთხილად და გააზრებულად იმოქმედეთ. დააკვირდით კონკურენტებს, რა ვითარებაა თქვენ გარშემო.

დრაკონს, ხარს, ვირთხასა და მაიმუნს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები არ ელით. საფრთხეა მოსალოდნელი მეტალის, ბასრი საგნებისგან.

2020 წელს ნანატრი შეხვედრა გელით საინტერესო ადამიანთან. ის შეიძლება გახდეს თქვენი დამრიგებელი, გურუ. დახმარების ხელი გამოგიწოდოთ თქვენთვის რთულ პერიოდში. დახმარების წყალობით ადვილად გადალახავთ სირთულეებს და გამარჯვებასაც მოიპოვებთ. იყავით მიზანმიმართული მთავარზე, ნუ მოცდებით წვრილმანებზე.

"გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით გაიარა..არავის გვიყურებდა... უკვე ვიცი რატომაც" - ქრისტინე იმედაძე გარდაცვლილ ბაბუას ემოციური პოსტით ემშვიდობება

საკუთარი პოლიცია, გოლფის კლუბი, კერძო სანაპირო - თეთრი სახლის შემდეგ ივანკა ტრამპი "მილიონრების ბუნკერში" ცხოვრებას გეგმავს (ფოტოები)

"ცოტა მაწვალა... მაგრამ, დღეს უკვე ერთად ვართ" - ჯეიჰუნ მუჰამედალი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული?