მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გმადლობ, ერდოღან!" - თურქეთმა ქურთების დაბომბვა დროებით შეაჩერა, ტრამპი კი მადლობას საჯაროდ უხდის
"გმადლობ, ერდოღან!" - თურქეთმა ქურთების დაბომბვა დროებით შეაჩერა, ტრამპი კი მადლობას საჯაროდ უხდის

თურ­ქე­თი თა­ნახ­მაა, შე­წყვი­ტოს ცე­ცხლი სი­რი­ის ჩრდი­ლო­ე­თით, რათა ქურ­თულ სამ­ხედ­რო ძა­ლებს ტე­რი­ტო­რი­ი­დან გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ან­კა­რა­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მი­ი­ღეს - რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღან­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად თურ­ქეთ­ში აშშ-ს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ჩა­ვი­და.

მაიკ პენ­სის თქმით, ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სრუ­ლი სიმ­შვი­დე იქ­ნე­ბა და აშშ და­ეხ­მა­რე­ბა ქურთ სამ­ხედ­რო­ებს, გა­ვიდ­ნენ სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, რო­მელ­საც თურ­ქე­თი „მშვი­დო­ბი­ან ზო­ნას“ უწო­დებს.

უც­ნო­ბია, და­ე­თან­ხმე­ბი­ან თუ არა სრუ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ქურ­თე­ბი. ამას­თან, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სი­რი­უ­ლი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მდე­ბა­რე­ობს, ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ შე­თან­ხმე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ზღვარ­თან მდე­ბა­რე ქა­ლაქ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მა­ინც გრძელ­დე­ბა.

ბოლო 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად სი­რი­ა­ში 72 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 300 ათას­ზე მეტ­მა კი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და­ტო­ვა.

თურ­ქეთ­მა სა­ზღვრის­პი­რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­დას­ხმა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც დო­ნალდ ტრამპმა სი­რი­ი­დან ამე­რი­კუ­ლი ჯა­რის გაყ­ვა­ნის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის მი­ზა­ნი იყო, ტე­რი­ტო­რია გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ ქურ­თი მი­ლი­ცი­ის­გან, რო­მელ­საც თურ­ქე­თი ტე­რო­რის­ტე­ბად მი­იჩ­ნევს. ქურ­თე­ბის­გან შემ­დგა­რი „სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბი“ „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ამე­რი­კის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­კავ­ში­რე იყო.

თურ­ქეთს სურს, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2 მი­ლი­ო­ნი სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლი გა­ნა­სახ­ლოს.

პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი მო­კავ­ში­რე­ე­ბის მი­ტო­ვე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მან გა­ნა­ცხა­და, რომ „არც ქურ­თე­ბი არი­ან ან­გე­ლო­ზე­ბი“ :

„ეს არ არის ჩვე­ნი სა­ზღვა­რი, ამას ამე­რი­კე­ლე­ბის სი­ცო­ცხლე არ უნდა შევ­წი­როთ“.

გუ­შინ კი გა­სა­ჯა­როვ­და წე­რი­ლი, რო­მე­ლიც აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა ერ­დო­ღანს მის­წე­რა. წე­რი­ლი 9 ოქ­ტომ­ბრით თა­რიღ­დე­ბა და მას­ში ტრამ­პი თურქ კო­ლე­გას ურ­ჩევ­და, „არ ყო­ფი­ლი­ყო სუ­ლე­ლი“.

„ნუ იქ­ნე­ბი ხის­ტი და სუ­ლე­ლი! შეგ­ვიძ­ლია, კარ­გი გა­რი­გე­ბა დავ­დოთ. შენ არ გსურს ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სის­ხლისღვრა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ისე­ვე რო­გორც მე არ მსურს, თურ­ქე­თის ეკო­ნო­მი­კის გა­ნად­გუ­რე­ბა­ზე ვიყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი - და მე ვიქ­ნე­ბი.

ის­ტო­რია და­გი­ფა­სებს, თუკი ამას სწო­რად და ჰუ­მა­ნუ­რად გა­ა­კე­თებ, მაგ­რამ შეგ­რა­ცხავს სა­ტა­ნად, თუ მოვ­ლე­ნე­ბი კარ­გად არ გან­ვი­თარ­დე­ბა. ნუ იქ­ნე­ბი ხის­ტი, ნუ იქ­ნე­ბი სუ­ლე­ლი!

მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­გი­რე­კავ,“ - წერ­და ტრამ­პი.

„ბი­ბი­სის“ წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­დო­ღან­მა წე­რი­ლი სა­ნაგ­ვე­ში გა­და­აგ­დო.

მას შემ­დეგ კი, რაც პენ­სმა და თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს, ტრამპმა „ტვი­ტერ­ზე“ და­წე­რა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩე­ბა.

„არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ახა­ლი ამ­ბა­ვი თურ­ქე­თი­დან. გმად­ლობ, ერ­დო­ღან! მი­ლი­ო­ნო­ბით სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩე­ბა“.

პოსტს „ტვი­ტერ­ზე“ გა­მო­ეხ­მა­უ­რა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტიც :

„ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, კი­დევ უფრო მეტი სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩე­ბა, როცა ტე­რო­რიზმს და­ვა­მარ­ცხებთ, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ო­ბის მტე­რია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით მო­ვა­ხერ­ხებთ, რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას,“ - წერს ერ­დო­ღა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

"გმადლობ, ერდოღან!" - თურქეთმა ქურთების დაბომბვა დროებით შეაჩერა, ტრამპი კი მადლობას საჯაროდ უხდის

"გმადლობ, ერდოღან!" - თურქეთმა ქურთების დაბომბვა დროებით შეაჩერა, ტრამპი კი მადლობას საჯაროდ უხდის

თურქეთი თანახმაა, შეწყვიტოს ცეცხლი სირიის ჩრდილოეთით, რათა ქურთულ სამხედრო ძალებს ტერიტორიიდან გასვლის საშუალება მისცეს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გადაწყვეტილება ანკარაში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს - რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან მოსალაპარაკებლად თურქეთში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდა.

მაიკ პენსის თქმით, ხუთი დღის განმავლობაში ტერიტორიაზე სრული სიმშვიდე იქნება და აშშ დაეხმარება ქურთ სამხედროებს, გავიდნენ საზღვართან ახლოს მდებარე ტერიტორიიდან, რომელსაც თურქეთი „მშვიდობიან ზონას“ უწოდებს.

უცნობია, დაეთანხმებიან თუ არა სრულად გადაწყვეტილებას ქურთები. ამასთან, ადამიანის უფლებების სირიული სადამკვირვებლო ცენტრი, რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, ავრცელებს ინფორმაციას, რომ შეთანხმების მიუხედავად, საზღვართან მდებარე ქალაქში შეიარაღებული დაპირისპირება მაინც გრძელდება.

ბოლო 8 დღის განმავლობაში საომარი მოქმედებების შედეგად სირიაში 72 ადამიანი გარდაიცვალა, 300 ათასზე მეტმა კი საცხოვრებელი ადგილი დატოვა.

თურქეთმა საზღვრისპირა ტერიტორიაზე თავდასხმა მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის შესახებ განაცხადა.

სამხედრო ოპერაციის მიზანი იყო, ტერიტორია გაეთავისუფლებინათ ქურთი მილიციისგან, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს. ქურთებისგან შემდგარი „სირიის დემოკრატიული ძალები“ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის უმნიშვნელოვანესი მოკავშირე იყო.

თურქეთს სურს, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე 2 მილიონი სირიელი ლტოლვილი განასახლოს.

პრეზიდენტი ტრამპი მოკავშირეების მიტოვებაში დაადანაშაულეს. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ „არც ქურთები არიან ანგელოზები“ :

„ეს არ არის ჩვენი საზღვარი, ამას ამერიკელების სიცოცხლე არ უნდა შევწიროთ“.

გუშინ კი გასაჯაროვდა წერილი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა ერდოღანს მისწერა. წერილი 9 ოქტომბრით თარიღდება და მასში ტრამპი თურქ კოლეგას ურჩევდა, „არ ყოფილიყო სულელი“.

„ნუ იქნები ხისტი და სულელი! შეგვიძლია, კარგი გარიგება დავდოთ. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე იყო პასუხისმგებელი, ისევე როგორც მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი - და მე ვიქნები.

ისტორია დაგიფასებს, თუკი ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ, მაგრამ შეგრაცხავს სატანად, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება. ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი!

მოგვიანებით დაგირეკავ,“ - წერდა ტრამპი.

„ბიბისის“ წყაროს ინფორმაციით, ერდოღანმა წერილი სანაგვეში გადააგდო.

მას შემდეგ კი, რაც პენსმა და თურქეთის პრეზიდენტმა შეთანხმებას მიაღწიეს, ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ გადაწყვეტილების შედეგად მილიონობით ადამიანი გადარჩება.

„არაჩვეულებრივი ახალი ამბავი თურქეთიდან. გმადლობ, ერდოღან! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება“.

Great news out of Turkey. News Conference shortly with @VP and @SecPompeo. Thank you to @RTErdogan. Millions of lives will be saved!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 17, 2019

პოსტს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტიც :

„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება, როცა ტერორიზმს დავამარცხებთ, რომელიც კაცობრიობის მტერია. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას,“ - წერს ერდოღანი.

მინსკში საპროტესტო აქცია სპეცტექნიკის გამოიყენებით დაშალეს

"აშშ, რუსეთი და საფრანგეთი სომხეთს ყოველგვარ მხარდაჭერას უცხადებენ შეიარაღების სახით" - ერდოღანი

მორწმუნეებს მექას მთავარ მეჩეთში ლოცვის უფლება 7 თვის შემდეგ პირველად მისცეს - კადრები ადგილიდან