პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდოსტატის მარჯვენა" ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, გამსახურდიამ დაწერა "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" - შალვა თადუმაძე
"დიდოსტატის მარჯვენა" ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, გამსახურდიამ დაწერა "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" - შალვა თადუმაძე

"ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით გე­ტყვით, რომ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე ფსევ­დო­ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­მა გკი­თხოთ, მაგ­რამ "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა" ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბი არ არ­სე­ბობს. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ და­წე­რა "დი­დოს­ტა­ტის კონ­სტან­ტი­ნეს მარ­ჯვე­ნა" - ამ სი­ტყვე­ბით გახ­სნა პრო­კუ­რორ­თა კონ­ფე­რენ­ცია გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რორ­მა შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ.

მან საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს ყო­ფილ წევ­რებს გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და მო­მა­ვალ წევ­რებს წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც ელო­დე­ბათ.

"მე მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ წევ­რს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­და­ში ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და წა­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვო შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, თუმ­ცა კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს შე­სა­ბა­მის ვა­დას და ეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა დღეს იწუ­რე­ბა, რათა ავირ­ჩი­ოთ ახა­ლი წევ­რე­ბი.

ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მსურ­ვე­ლე­ბი არი­ან. თი­თო­ე­ულ მათ­განს ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბებს. იმე­დი მაქვს, რომ ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის ფარ­გლებ­ში საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭო იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ეფექ­ტი­ა­ნი. საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს ფუნ­ქცია თი­თო­ე­უ­ლი პრო­კუ­რო­რის­თვის არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმ ფონ­ზე, რო­დე­საც კონ­სტი­ტუ­ცი­ით სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნო. საბ­ჭოს, რო­მელ­საც უფ­ლე­ბა აქვს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, რო­გორც მე­ნე­ჯმენტზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, ასე­ვე უფ­ლე­ბა აქვს მი­ი­ღოს თი­თო­ე­უ­ლი პრო­კუ­რო­რის კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმი­სა, რომ თი­თო­ე­ულ პრო­კუ­რორს მი­ე­ცეს სა­მარ­თლი­ა­ნი კა­რი­რე­უ­ლი წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ეს არის არის ინ­სტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­მა­ვალ­ში კა­რი­ე­რუ­ლი პრო­კუ­რო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რო­გორც ასე­თის და აბ­სო­ლუ­ტუ­რად პო­ლი­ტი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხით სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მარ­თვას. კა­რი­ე­რუ­ლი პრო­კუ­რო­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს სის­ტე­მა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ყო­ველ­გვა­რი გარე და შიდა ფაქ­ტო­რე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას.

თქვენ გეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა შეძ­ლოთ და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეთ იმ პრო­კუ­რო­რე­ბად, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ სრუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად, კორ­პო­რა­ცი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მა­ღა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ სის­ტე­მა­ში და ამას რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პრო­კუ­რორს ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­ში დგო­მა სჭირ­დე­ბა და ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით გე­ტყვით, რომ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე ფსევ­დო­ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­მა გკი­თხოთ, მაგ­რამ „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა“ ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბი არ არ­სე­ბობს. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ამ და­წე­რა "დი­დოს­ტა­ტის კონ­სტან­ტი­ნეს მარ­ჯვე­ნა".

ამი­ტომ მე გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს. შე­გიძ­ლი­ათ, დღეს მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოთ და მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას სა­მო­მავ­ლოდ ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ცოტა ხნის წინ იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, სა­დაც გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ შალ­ვა თა­დუ­მა­ძეს, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტის რან­გში უს­მე­ნდნენ, თა­დუ­მა­ძემ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის, რო­მან გო­ცი­რი­ძის კი­თხვა­ზე, ვინ და­წე­რა „დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა“, უპა­სუ­ხა, რომ არ იცის.

ავტორი:

"დიდოსტატის მარჯვენა" ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, გამსახურდიამ დაწერა "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" - შალვა თადუმაძე

"დიდოსტატის მარჯვენა" ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, გამსახურდიამ დაწერა "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" - შალვა თადუმაძე

"ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ "დიდოსტატის მარჯვენა" ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" - ამ სიტყვებით გახსნა პროკურორთა კონფერენცია გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ.

მან საპროკურორო საბჭოს ყოფილ წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ წევრებს წარმატებები უსურვა იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ელოდებათ.

"მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ წევრს, რომელმაც თავისი უფლებამოსილების ვადაში ძალიან ეფექტიანი და წარმატებული საქმიანობა განახორციელა და წამატებები ვუსურვო შემდეგ საქმიანობაში, თუმცა კანონი ითვალისწინებს შესაბამის ვადას და ეს უფლებამოსილების ვადა დღეს იწურება, რათა ავირჩიოთ ახალი წევრები.

ძალიან მიხარია, რომ მსურველები არიან. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებებს. იმედი მაქვს, რომ ახალი კანონმდებლობის რეგულაციის ფარგლებში საპროკურორო საბჭო იქნება ძალიან წარმატებული და ეფექტიანი. საპროკურორო საბჭოს ფუნქცია თითოეული პროკურორისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ფონზე, როდესაც კონსტიტუციით საქართველოს პროკურატურა არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო. საბჭოს, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს, როგორც მენეჯმენტზე ზედამხედველობა, ასევე უფლება აქვს მიიღოს თითოეული პროკურორის კარიერულ წინსვლაში მონაწილეობა და ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ თითოეულ პროკურორს მიეცეს სამართლიანი კარირეული წინსვლის შესაძლებლობა.

ეს არის არის ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში კარიერული პროკურორის ჩამოყალიბებას, როგორც ასეთის და აბსოლუტურად პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხარისხით საქართველოს პროკურატურის მართვას. კარიერული პროკურორის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს სისტემაში მაღალი კვალიფიკაციის შენარჩუნებას და ყოველგვარი გარე და შიდა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას.

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შეძლოთ და ჩამოყალიბდეთ იმ პროკურორებად, რომლებსაც ექნებათ სრული შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კორპორაციული გადაწყვეტილების საფუძველზე მაღალი მენეჯმენტის საქმიანობა განახორციელოთ სისტემაში და ამას როგორც ინდივიდუალურ პროკურორს ძალიან დიდი გამოწვევების წინაში დგომა სჭირდება და ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა".

ამიტომ მე გისურვებთ წარმატებებს. შეგიძლიათ, დღეს მაქსიმალური ჩართულობა გამოავლინოთ და მთლიანად საქართველოს პროკურატურას სამომავლოდ ვუსურვებ წარმატებას", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში უსმენდნენ, თადუმაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვაზე, ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, უპასუხა, რომ არ იცის.

საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლისთვის ტექნიკურად მთავრობა მზად არის უკვე დღეს - პრემიერი

"მოგვიწევს შეზღუდვები მაღაზიებში, მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებზე... ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად"

ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული - 15 000-ით - კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმა წესდება