საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე - მეტროში მძიმე მდგომარეობა გვაქვს... ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია
კახა კალაძე - მეტროში მძიმე მდგომარეობა გვაქვს... ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია

მეტ­რო­ში გვაქვს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა არა მხო­ლოდ შე­მად­გენ­ლო­ბე­ბი­სა და მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არის კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით და ჩემს სი­ტყვებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ. რაც მეტ­რო გა­იხ­სნა, ძი­რე­უ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ცვლი­ლე­ბე­ბი არა­ვის გა­უ­კე­თე­ბია, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

თბი­ლი­სის მერი დე­და­ქა­ლაქ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სატ­რასნ­პორ­ტო რე­ფორ­მა­ზე სა­უბ­რი­სას მეტ­რო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­საც შე­ე­ხო. რო­გორც კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მიმ­დი­ნა­რე­ობს გამ­ნი­ა­ვე­ბე­ლი აგ­რე­გა­ტე­ბის გა­მოც­ვლა, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. თბი­ლი­სი მე­რის თქმით, მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­ცუ­ლი იყოს უსაფრ­თხო­ე­ბა.

"აქაც შე­მიძ­ლია და­ვიტ­რა­ბა­ხო, რომ პირ­ვე­ლი, ჩვენ ვართ ის მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ასე­ულ მი­ლი­ონს ხარ­ჯავს, იმი­სათ­ვის, რომ მეტ­რო იყოს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ახლა, და­ვი­წყეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ეს არის ძა­ლო­ვა­ნი კა­ბე­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­ვე­დით და სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ღა­მის სა­ა­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბო­დი­შის მოხ­და მოგ­ვი­წია მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის იმი­ტომ, რომ ერთი სა­ა­თით ადრე წყვეტს მეტ­რო მუ­შა­ო­ბას, რათა სა­მუ­შა­ო­ე­ბი დრო­უ­ლად იქ­ნას წარ­მო­ე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კხა კა­ლა­ძემ.

ამას­თან, კახა კა­ლა­ძის თქმით, 60 ერ­თე­უ­ლი მწვა­ნე ავ­ტო­ბუ­სე­ბი, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლაქს უხ­დე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ძა­ლი­ან კომ­პაქ­ტუ­რია და დაკ­ვირ­ვე­ბე­ბით ჩანს, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მგზავ­რე­ბი ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბით გა­დად­გი­ლე­ბას ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას.

"მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, თუ რა პი­რო­ბებ­ში უწევთ მგზავ­რებს გა­დად­გი­ლე­ბა, რო­გო­რი მძი­მეა იქ სი­ტუ­ა­ცია... რა თქმა უნდა, არ­ჩე­ვა­ნი არის ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სი და რა თქმა უნდა, ისი­ნი (მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი) კარ­გა­ვენ მგზავ­რებს. 2030 წლამ­დე აქვთ მათ (მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მძღო­ლებს) ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც წინა მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში გა­ფორმ­და. ჩვენ­თვის მთა­ვა­რი არის, რომ კომ­პა­ნია და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლოთ, მოვ­თხო­ვოთ ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­მოყ­ვა­ნა. ამა­ზე უკვე გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და ჩვე­ნი მიდ­გო­მაა, რომ რო­გორც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­ნახ­ლე­ბა, ასე­ვე მი­კო­რავ­ტო­ბუ­სე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს კომ­პა­ნი­ამ. თუ რო­გო­რი ავ­ტო­ბუ­სე­ბი იქ­ნე­ბა და რა მარ­კა იქ­ნე­ბა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

კახა კალაძე - მეტროში მძიმე მდგომარეობა გვაქვს... ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია

კახა კალაძე - მეტროში მძიმე მდგომარეობა გვაქვს... ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია

მეტროში გვაქვს მძიმე მდგომარეობა არა მხოლოდ შემადგენლობებისა და მეტროს ვაგონების თვალსაზრისით, არამედ ინფრასტრუქტურა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ. რაც მეტრო გაიხსნა, ძირეული რეაბილიტაცია, ცვლილებები არავის გაუკეთებია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

თბილისის მერი დედაქალაქში განხორციელებულ სატრასნპორტო რეფორმაზე საუბრისას მეტროში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც შეეხო. როგორც კალაძემ განაცხადა, მიმდინარეობს გამნიავებელი აგრეგატების გამოცვლა, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს არის დამონტაჟებული. თბილისი მერის თქმით, მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს უსაფრთხოება.

"აქაც შემიძლია დავიტრაბახო, რომ პირველი, ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ასეულ მილიონს ხარჯავს, იმისათვის, რომ მეტრო იყოს მოწესრიგებული. ახლა, დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ეს არის ძალოვანი კაბელების ცვლილება. რამდენიმე დღის წინ ჩავედით და სამუშაოები დავათვალიერეთ, რომელიც ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს. ბოდიშის მოხდა მოგვიწია მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ ერთი საათით ადრე წყვეტს მეტრო მუშაობას, რათა სამუშაოები დროულად იქნას წარმოებული", - განაცხადა კხა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, 60 ერთეული მწვანე ავტობუსები, რომელიც დედაქალაქს უხდება და მოსახლეობას ემსახურება, ძალიან კომპაქტურია და დაკვირვებებით ჩანს, რომ მიკროავტობუსების მგზავრები ახალი ავტობუსებით გადადგილებას ანიჭებენ უპირატესობას.

"მიკროავტობუსების მდგომარეობა, თუ რა პირობებში უწევთ მგზავრებს გადადგილება, როგორი მძიმეა იქ სიტუაცია... რა თქმა უნდა, არჩევანი არის ახალი ავტობუსი და რა თქმა უნდა, ისინი (მიკროავტობუსები) კარგავენ მგზავრებს. 2030 წლამდე აქვთ მათ (მიკროავტობუსების მძღოლებს) ხელშეკრულება, რომელიც წინა მთავრობის პირობებში გაფორმდა. ჩვენთვის მთავარი არის, რომ კომპანია დავავალდებულოთ, მოვთხოვოთ ახალი ავტობუსების შემოყვანა. ამაზე უკვე გვაქვს მოლაპარაკებები და ჩვენი მიდგომაა, რომ როგორც მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ასევე მიკორავტობუსების ჩანაცვლება უნდა განახორციელოს კომპანიამ. თუ როგორი ავტობუსები იქნება და რა მარკა იქნება, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კომუნიკაციები აუცილებლად გვექნება“, - განაცხადა კალაძემ.

რას პასუხობს კახა კალაძე იმ ადამიანებს, რომლებმაც ბერა ამაზონის ტყის გადასარჩენად, ქველმოქმედებისთვის გააკრიტიკეს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

LIVE: გედევან ფოფხაძე "ნიუსრუმში"