პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი გიგა ბოკერია და "ქართული ოცნების" დეპუტატი სიმონ ნოზაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
გიგა ბოკერიას გაღიზიანება სიმონ ნოზაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. პარლამენტში ვითარება ისე დაიძაბა, რომ გიგა ბოკერია დარბაზიდან მანდატურებს მოუწიათ.