პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთს უშუქოდ დარჩენა ემუქრება - "მაღალჩინოსნებს სახლებში გენერატორები აქვთ და სხვები არ ანაღვლებთ"
აფხაზეთს უშუქოდ დარჩენა ემუქრება - "მაღალჩინოსნებს სახლებში გენერატორები აქვთ და სხვები არ ანაღვლებთ"

აფხა­ზეთს ისევ უშუ­ქოდ დარ­ჩე­ნა ემუქ­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გა­დატ­ვირ­თვის გამო, ავა­რი­უ­ლად გა­ი­თი­შა АТ-2-ის ტრანსფორ­მა­ტო­რი, რო­მე­ლიც ქვე­სად­გურ "ბზი­ფი–220"-ს ამუ­შა­ვებ­და. შე­დე­გად, გაგ­რი­სა და გუ­და­უ­თის რა­ი­ონ­ში დენი სრუ­ლად გა­ი­თი­შა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, არც ერთ ქვე­სას­დგურ­სა და ტრანსფორ­მა­ტორს, საბ­ჭო­თა დრო­ი­დან რე­მონ­ტი არ ჩა­ტა­რე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რად გა­მო­დის მწყობ­რი­დან.

ად­გი­უ­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი­დან გად­მო­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბი იხარ­ჯე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში, მათ შო­რის, კერ­ძო პი­რე­ბის ბიზ­ნეს­სა და ვი­ღა­ცე­ე­ბის ჯი­პებ­ში, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არა­ვის ახ­სოვს და არც მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ.

"მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს ოფი­სებ­სა და სახ­ლებ­ში გე­ნე­რა­ტო­რე­ბი აქვთ და სხვე­ბი არ ანაღ­ვლებთ..." - წე­რენ აფხა­ზე­ბი.

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის და ზამ­თრის ყო­ვე­ლი მო­ახ­ლო­ე­ბი­სას მო­სახ­ლე­ო­ბა ისევ და ისევ უშუ­ქოდ დარ­ჩე­ნის საფრ­თხის წი­ნა­შე დგე­ბა, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­სათ­ბო­ბად და სხვა, ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის­თვის ელექტრო­ე­ნერ­გი­ას იყე­ნე­ბენ.

აფხა­ზეთ­ში ელექტრო­კომ­პა­ნია Черноморэнерго-ს მთა­ვა­რი ინ­ჟი­ნე­რი ნი­კა­ლი ბა­რა­ნოვ­სკი აცხა­დებს, რომ ტრანსფორ­მა­ტო­რი იმ­დე­ნად ძვე­ლია, რომ რე­მონტს აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. მი­სი­ვე თქმით, უფრო მძლავ­რი ტრანსფორ­მა­ტო­რი უკვე შე­უკ­ვე­თა, თუმ­ცა აფხა­ზეთ­ში მხო­ლოდ დე­კემ­ბერ­ში ჩა­ი­ტა­ნენ და მის მონ­ტაჟს კი­დევ ერთი თვე დას­ჭირ­დე­ბა.

ბა­რა­ნოვ­სკის გან­ცხა­დე­ბის არ სჯე­რა ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მე­ლიც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია იმის შე­სა­ხებ, რომ რე­გი­ონ­ში, ბოლო წლებ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტი სულ უფრო მტკივ­ნე­უ­ლად დგას.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას უნდა, გა­და­სა­ხა­დი და­ა­წე­სოს, თუმ­ცა იმა­ზე არ ფიქ­რობს, შეძ­ლე­ბენ თუ არა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი თან­ხის გა­დახ­დას.

"არა­და, ზამ­თრის დად­გო­მას­თან ერ­თად, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა პიკს აღ­წევს. უკვე წლე­ბია სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა­ვენ, ეკო­ნო­მი­უ­რად მო­იხ­მა­რონ ელექტრო­ე­ნერ­გია, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, დენს თითო სო­ფელს ყო­ველ­დღი­უ­რად მხო­ლოდ ორი სა­ა­თით მი­აწ­ვდი­ან, რად­გან მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნი არ არის.." - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია.

თა­ვის მხრივ Черноморэнерго-ს ხელმღვა­ნე­ლო­ბა აცხა­დებს, რომ ბოლო 15 წელი ტრანსფორ­მა­ტო­რე­ბი რე­მონ­ტის გა­რე­შე მუ­შა­ობ­და და 2019 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს ძლი­ე­რი ჭექა-ქუ­ხი­ლი შე­დე­გად, ერთ-ერთი სა­ბო­ლო­ოდ და­ზი­ან­და.

"იმა­ზე არა­ვინ ლა­პა­რა­კობს, რომ აქ მყო­ფი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვი დე­ნით სარ­გებ­ლო­ბენ და საკ­მა­დო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მა­რენ, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მხო­ლოდ ჩვენ­სკენ იშ­ვერს თითს, ეკო­ნო­მი­უ­რად მო­იხ­მა­რეთ, თო­რემ ორ­სა­ა­თი­ან გრა­ფიკ­ზე გა­და­გიყ­ვან­თო. ერთი დე­ნია, რი­თაც ვგრძნობთ, რომ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე დას­რულ­და, ახლა ისიც გაგ­ვი­თი­შეთ და ისევ ჭრა­ქის ხა­ნა­ში დაგ­ვაბ­რუ­ნეთ" - წერს ერთ-ერთი აფხა­ზი.

"ხომ შე­იძ­ლე­ბა მთავ­რო­ბა­ში ვინც ხართ, დას­ხდეთ და პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გან­სა­ზღვროთ. ამ სა­უ­კუ­ნე­ში დე­ნის უწყვეტ მო­წო­დე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი და ესეც ვერ მო­გიგ­ვა­რე­ბი­ათ... ამის შემ­დეგ რო­მელ ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რობთ?! ზუს­ტად ვი­ცით, ამ ზამ­თარს რა გვე­ლო­დე­ბა... ხა­ჯიმ­ბა კი ისევ ავირ­ჩი­ეთ პრე­ზი­დენ­ტად, "ახალ" მთავ­რო­ბას ისევ ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. ალ­ბათ მოგ­ვწონს ეს სიბ­ნე­ლე" - წერს ნა­ი­რა შინ­კუ­ბა.

ავტორი:

აფხაზეთს უშუქოდ დარჩენა ემუქრება - "მაღალჩინოსნებს სახლებში გენერატორები აქვთ და სხვები არ ანაღვლებთ"

აფხაზეთს უშუქოდ დარჩენა ემუქრება - "მაღალჩინოსნებს სახლებში გენერატორები აქვთ და სხვები არ ანაღვლებთ"

აფხაზეთს ისევ უშუქოდ დარჩენა ემუქრება. რამდენიმე დღის წინ, გადატვირთვის გამო, ავარიულად გაითიშა АТ-2-ის ტრანსფორმატორი, რომელიც ქვესადგურ "ბზიფი–220"-ს ამუშავებდა. შედეგად, გაგრისა და გუდაუთის რაიონში დენი სრულად გაითიშა. ოფიციალური ვერსიით, არც ერთ ქვესასდგურსა და ტრანსფორმატორს, საბჭოთა დროიდან რემონტი არ ჩატარებია და შესაბამისად, ხშირად გამოდის მწყობრიდან.

ადგიულობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რუსეთიდან გადმორიცხული თანხები იხარჯება ყველაფერში, მათ შორის, კერძო პირების ბიზნესსა და ვიღაცეების ჯიპებში, თუმცა რეალური პრობლემები არავის ახსოვს და არც მის მოგვარებაზე ზრუნავენ.

"მაღალჩინოსნებს ოფისებსა და სახლებში გენერატორები აქვთ და სხვები არ ანაღვლებთ..." - წერენ აფხაზები.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ზამთრის ყოველი მოახლოებისას მოსახლეობა ისევ და ისევ უშუქოდ დარჩენის საფრთხის წინაშე დგება, რადგან ადგილობრივები გასათბობად და სხვა, ყოველდღიური მოხმარებისთვის ელექტროენერგიას იყენებენ.

აფხაზეთში ელექტროკომპანია Черноморэнерго-ს მთავარი ინჟინერი ნიკალი ბარანოვსკი აცხადებს, რომ ტრანსფორმატორი იმდენად ძველია, რომ რემონტს აღარ ექვემდებარება. მისივე თქმით, უფრო მძლავრი ტრანსფორმატორი უკვე შეუკვეთა, თუმცა აფხაზეთში მხოლოდ დეკემბერში ჩაიტანენ და მის მონტაჟს კიდევ ერთი თვე დასჭირდება.

ბარანოვსკის განცხადების არ სჯერა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ინფორმირებულია იმის შესახებ, რომ რეგიონში, ბოლო წლებში ელექტროენერგიის დეფიციტი სულ უფრო მტკივნეულად დგას.

მათივე ცნობით, ხელმძღვანელობას უნდა, გადასახადი დააწესოს, თუმცა იმაზე არ ფიქრობს, შეძლებენ თუ არა ადგილობრივები თანხის გადახდას.

"არადა, ზამთრის დადგომასთან ერთად, ელექტროენერგიის მოხმარება პიკს აღწევს. უკვე წლებია სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ, ეკონომიურად მოიხმარონ ელექტროენერგია, სხვა შემთხვევაში, დენს თითო სოფელს ყოველდღიურად მხოლოდ ორი საათით მიაწვდიან, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი გადახდისუნარიანი არ არის.." - წერს აფხაზური მედია.

თავის მხრივ Черноморэнерго-ს ხელმღვანელობა აცხადებს, რომ ბოლო 15 წელი ტრანსფორმატორები რემონტის გარეშე მუშაობდა და 2019 წლის 7 ოქტომბერს ძლიერი ჭექა-ქუხილი შედეგად, ერთ-ერთი საბოლოოდ დაზიანდა.

"იმაზე არავინ ლაპარაკობს, რომ აქ მყოფი რუსული სამხედრო ბაზებიც ადგილობრივი დენით სარგებლობენ და საკმადო დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ, ხელმძღვანელობა მხოლოდ ჩვენსკენ იშვერს თითს, ეკონომიურად მოიხმარეთ, თორემ ორსაათიან გრაფიკზე გადაგიყვანთო. ერთი დენია, რითაც ვგრძნობთ, რომ მეოცე საუკუნე დასრულდა, ახლა ისიც გაგვითიშეთ და ისევ ჭრაქის ხანაში დაგვაბრუნეთ" - წერს ერთ-ერთი აფხაზი.

"ხომ შეიძლება მთავრობაში ვინც ხართ, დასხდეთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ. ამ საუკუნეში დენის უწყვეტ მოწოდებაზეა საუბარი და ესეც ვერ მოგიგვარებიათ... ამის შემდეგ რომელ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრობთ?! ზუსტად ვიცით, ამ ზამთარს რა გველოდება... ხაჯიმბა კი ისევ ავირჩიეთ პრეზიდენტად, "ახალ" მთავრობას ისევ ძველი პრობლემები აქვს. ალბათ მოგვწონს ეს სიბნელე" - წერს ნაირა შინკუბა.

სოფელი აფხაზეთში, სადაც  რამდენიმე ქრისტიანი წმინდანი აწამეს - "კომანში სასწაულმოქმედი წყარო დღემდე ამოდის"

"სამხრეთ ოსეთის" ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიაში არ შეუშვეს

ოკუპირებულ ახალგორში 60 წლამდე ასაკის ქალი ჭაში ჩავარდა - ახლობლები მის თბილისში გადაყვანას ითხოვენ