საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

კი­დევ ერთი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი 16 ოქ­ტომ­ბერს ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ტა­ლა­ვერ­ში მოხ­და. მსხვერ­პლი ისევ ქა­ლია, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კი მისი მე­უღ­ლე. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 30 წლის მა­მა­კაც­მა ილ­გარ ნა­სი­ბოვ­მა მე­უღ­ლე ქამ­რით გა­გუ­და, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის ცხე­და­რი პო­ლი­ცი­ა­ში მი­ას­ვე­ნა და თა­ვა­დაც ბრა­ლის აღი­ა­რე­ბით პო­ლი­ცი­ას ჩა­ბარ­და.

სო­ფელ­ში მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რას ამ­ბობს ჩვე­ნე­ბა­ში თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი ილ­გარ ნა­სი­ბო­ვი. ახალ­გაზ­რდა წყვილს სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს, მათ­გან უმ­ცრო­სი 7 თვი­საა. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბით აღიძ­რა. მე­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ტა­ლა­ვერ­ში ნოვ­რუზ აი­ვა­ზო­ვი ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბა სა­ღა­მო ხანს მოხ­და. მოკ­ლუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეა და მისი ცხე­და­რი უკვე გა­და­ას­ვე­ნეს ბა­ქო­ში. რო­გორც ირ­კვე­ვა, წყვი­ლი მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებ­თან ერ­თად ბა­ქო­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 დღის ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

ნოვ­რუზ აი­ვა­ზო­ვი: - მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ჩვე­ნი სოფ­ლის მკვიდ­რია, ეს ბიჭი ბოლო წლე­ბი ძი­რი­თა­დად ბა­ქო­ში იყო, იქ მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და და მისი მე­უღ­ლეც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია. სამი შვი­ლი ჰყავთ, რო­გორც ბი­ჭის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, ისი­ნი სულ 2 დღის ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ ბა­ქო­დან. იმ დღეს ილ­გარ­მა თურ­მე მე­უღ­ლეს უთხრა, რომ ნა­თე­სა­ვის სახ­ლში მი­დი­ოდ­ნენ სტუმ­რად, თა­ვი­სი მა­მის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვა ცოლი და ერ­თად გა­ვიდ­ნენ სახ­ლი­დან. სახ­ლში ილ­გა­რის მშობ­ლე­ბი და ძმა ცხოვ­რობს. ბავ­შვე­ბი მათ­თან დარ­ჩნენ. მერე გზა­ში რა მოხ­და და რაზე იჩხუ­ბა ცოლ-ქმარ­მა, არ ვი­ცით. მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან სა­დღაც 2 კი­ლო­მეტრშია სოფ­ლის სა­საფ­ლაო და სწო­რედ იმ სა­საფ­ლა­ოს­თან მო­უკ­ლავს ცოლი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

00:00 / 00:00
ავტორი:

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

კიდევ ერთი უმძიმესი დანაშაული 16 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მოხდა. მსხვერპლი ისევ ქალია, მკვლელობაში ბრალდებული კი მისი მეუღლე. არსებული ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცმა ილგარ ნასიბოვმა მეუღლე ქამრით გაგუდა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გარდაცვლილი მეუღლის ცხედარი პოლიციაში მიასვენა და თავადაც ბრალის აღიარებით პოლიციას ჩაბარდა.

სოფელში მკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობა სახელდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რას ამბობს ჩვენებაში თავად ბრალდებული ილგარ ნასიბოვი. ახალგაზრდა წყვილს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მათგან უმცროსი 7 თვისაა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, განზრახ მკვლელობით აღიძრა. მერიის წარმომადგენელი სოფელ ტალავერში ნოვრუზ აივაზოვი ამბობს, რომ მკვლელობა საღამო ხანს მოხდა. მოკლული ქალბატონი აზერბაიჯანის მოქალაქეა და მისი ცხედარი უკვე გადაასვენეს ბაქოში. როგორც ირკვევა, წყვილი მცირეწლოვან შვილებთან ერთად ბაქოდან საქართველოში 2 დღის ჩამოსულები იყვნენ.

ნოვრუზ აივაზოვი: - მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ჩვენი სოფლის მკვიდრია, ეს ბიჭი ბოლო წლები ძირითადად ბაქოში იყო, იქ მაღაზიაში მუშაობდა და მისი მეუღლეც აზერბაიჯანელია. სამი შვილი ჰყავთ, როგორც ბიჭის ოჯახის წევრები ამბობენ, ისინი სულ 2 დღის ჩამოსულები იყვნენ ბაქოდან. იმ დღეს ილგარმა თურმე მეუღლეს უთხრა, რომ ნათესავის სახლში მიდიოდნენ სტუმრად, თავისი მამის ავტომანქანაში ჩაისვა ცოლი და ერთად გავიდნენ სახლიდან. სახლში ილგარის მშობლები და ძმა ცხოვრობს. ბავშვები მათთან დარჩნენ. მერე გზაში რა მოხდა და რაზე იჩხუბა ცოლ-ქმარმა, არ ვიცით. მათი საცხოვრებელი სახლიდან სადღაც 2 კილომეტრშია სოფლის სასაფლაო და სწორედ იმ სასაფლაოსთან მოუკლავს ცოლი...წაიკითხეთ სრულად

7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გოგონას მეუღლე მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა

გლდანის ციხეში 39 წლის პატიმარი გარდაიცვალა - "ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა, ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიოდა"

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გოგონას მეუღლეს ბრალი წაუყენეს