პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება - დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება - დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მეტ­რო­სად­გურ „ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არას­რულ­წლოვ­ნის დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ სერ­გო ოს­მინ­კინს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ეკა კუ­ლუ­ლაშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და. სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და, ვი­ნა­ი­დან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნია.

სხდო­მის და­ხურ­ვის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რემ და­ა­ყე­ნა, რა­საც დაც­ვის მხა­რეც და­ე­თან­ხმა.

და­კა­ვე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ი­თხო­ვა. დაც­ვის მხა­რემ კი და­კა­ვე­ბუ­ლის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა.

ცნო­ბის­თვის, არას­რულ­წლო­ვა­ნი ორი დღის წინ, შემ­თხვე­ვით გამ­ვლელ­მა, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა მა­მა­კაც­მა დაჭ­რა.

მა­მა­კა­ცი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს.

დაჭ­რი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა. ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარდს კი­დევ ერთი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა.

„პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ისევ საკ­მა­ოდ მძი­მეა. ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­ში, სა­დაც და­გეგ­მი­ლი გან­მე­ო­რე­ბი­თი ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ჯერ­ჯე­რო­ბით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და შე­სა­ბა­მი­სად, ოპე­რა­ცი­ის მას­შტაბ­ზე სა­უ­ბა­რი ამ ეტაპ­ზე გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­მა ქე­თე­ვან კუ­პა­ტა­ძემ.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19/109 მუხ­ლით და­ი­წყო, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ავტორი:

გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება - დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება - დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ სერგო ოსმინკინს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა კულულაშვილმა გამოაცხადა. სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ვინაიდან დაზარალებული არასრულწლოვანია.

სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. დაცვის მხარემ კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.

ცნობისთვის, არასრულწლოვანი ორი დღის წინ, შემთხვევით გამვლელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა.

მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.

დაჭრილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, მოზარდს კიდევ ერთი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ საკმაოდ მძიმეა. ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში, სადაც დაგეგმილი განმეორებითი ოპერაციული ჩარევა მიმდინარეობს. ქირურგიული ჩარევა ჯერჯერობით არ დასრულებულა და შესაბამისად, ოპერაციის მასშტაბზე საუბარი ამ ეტაპზე გაგვიჭირდება", - განაცხადა რეანიმატოლოგმა ქეთევან კუპატაძემ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

მუხრან ფანგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

სასტიკი მკვლელობა ბოლნისში - ქმარმა ცოლი, სავარაუდოდ, ქამრით გაგუდა