პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ედუარდ შევარდნაძის პირველი შვილიშვილი, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს
ვინ არის ედუარდ შევარდნაძის პირველი შვილიშვილი, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ხში­რად იწე­რე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებს.

მა­გა­ლი­თად სო­ფი­კო შე­ვარ­დნა­ძე, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტია და წლე­ბია მოს­კოვ­ში მოღ­ვა­წე­ობს, ხში­რად ექ­ცე­ვა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში.

ასე­ვე, წლე­ბის წინ ბევ­რი იწე­რე­ბო­და მის ძმა­ზე, ლაშა შე­ვარ­დნა­ძე­ზე, რო­მე­ლიც პი­ა­ნისტ თა­თია შა­რან­გი­ა­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და წყვი­ლი ორი შვი­ლის შე­ძე­ნის შემ­დეგ და­შორ­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას წა­რუდ­გი­ნა და გა­აც­ნო სო­ფომ თა­ვი­სი უმ­ცრო­სი და ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე, რო­მე­ლიც პა­რიზ­ში ცხოვ­რობს და სწავ­ლობს.

ამ­ჯე­რად შე­ვარ­დნა­ძის პირ­ველ შვი­ლიშ­ვილს თა­მუ­ნა მო­საშ­ვი­ლი-შე­ვარ­დნა­ძეს წარ­მო­გიდ­გენთ, რო­მე­ლიც ერ­თა­დერ­თხელ გა­მოჩ­ნდა ტე­ლე­ვი­ზი­ით, ეკა ხო­ფე­რი­ას გა­და­ცე­მა­ში, სა­დაც დე­და­მი­სი მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობ­და.

თა­მუ­ნა მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძის ერ­თა­დერ­თი შვი­ლია. პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილს ის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძე მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­შია გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძეს­თან.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­მუ­ნა მო­საშ­ვი­ლი-შე­ვარ­დნა­ძე, მე­დი­ის­თვის და­ხუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, მის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რე­ბის სხვა­დას­ხვა დროს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი მო­ვი­ძი­ეთ.

1998 წელს მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებ­და, რომ თა­მუ­ნა ხში­რად აპ­რო­ტეს­ტებ­და ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ბა­ბუ­ის გამო, რომ დაც­ვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ უწევ­და ყოფ­ნა:

"ზა­ფხუ­ლი მო­ვი­დო­და თუ არა, და­სას­ვე­ნებ­ლად ლი­ძა­ვა­ში მივ­დი­ო­დით. აგა­რა­კი შე­მო­სა­ზღვრულ და და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო. ჩემი შვი­ლი სულ წუ­წუ­ნებ­და: არ მინ­და "რე­ზერ­ვა­ცი­ა­ში", გა­მიშ­ვით ჩვე­უ­ლებ­რივ ტურ­ბა­ზა­შიო. თუმ­ცა, ბა­ბუა-შვი­ლიშ­ვილს შო­რის უფა­ქი­ზე­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო, ისე­თი, ხან­და­ხან შვი­ლებ­თა­ნაც რომ არ ჰქო­ნია..."

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 2009 მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის შე­სა­ხე­ბაც სა­უბ­რობ­და:

"მა­ნა­ნას ქა­ლიშ­ვი­ლი თა­მუ­ნა გა­თხო­ვი­ლია ბერ­ძენ­ზე. სა­რან­თო­სი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ეუფ­ლე­ბა ქარ­თულს, ძა­ლი­ან თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ახალ­გაზ­რდაა. ამა წლის სექ­ტემ­ბერ­ში ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რეს - შე­ე­ძი­ნათ ვაჟი, ასე რომ, გავ­ხდი დიდი ბა­ბუა".

2014 წელ ეკა ხო­ფე­რი­ას შო­უ­ში სტუმ­რად მყო­ფი მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძე შვილ­ზე ჰყვე­ბა:

„ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ჩა­კე­ტი­ლი პი­რო­ნე­ბაა, ორი გვა­რი აქვს. თა­ვად გა­და­წყვი­ტა გარ­კვე­ულ ასაკ­ში მე­ო­რე გვა­რი - შე­ვარ­დნა­ძე აეღო. სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­ზე და­დი­ო­და და უსა­ზღვროდ ბედ­ნი­ე­რი იყო, ამით ის­წავ­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას­თან.

დე­და­ზე და ბა­ბუ­ა­ზე მოკ­ლე სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­დან თა­მუ­ნას მო­გო­ნე­ბა ასე­თია:

„დედა ჩემს მი­მართ სუ­ბი­ექ­ტუ­რია, ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ, მაგ­რამ კრი­ტი­კულ მო­მენ­ტებ­ში ყო­ველ­თვის ობი­ექ­ტუ­რად მირ­ჩევს ყვე­ლა­ფერს. მას ყო­ველ­თვის ჰქონ­და თა­ვი­სი საქ­მე, დავ­ყავ­დი კონ­ცერ­ტებ­ზე, გა­და­ღე­ბებ­ზე. მახ­სოვს ჩაგ­ვის­ვამ­და მან­ქა­ნა­ში მე და ჩემ მე­გობ­რებს, თვი­თონ სა­ჭეს­თან იჯდა და თე­ლავ­ში მივ­დი­ო­დით.

მუ­სი­კა­ზე შე­მიყ­ვა­ნა და მა­მე­ცა­დი­ნებ­და, მაგ­რამ არ მომ­წონ­და. ერთხელ გაბ­რაზ­და და თმა­ზე მომ­ქა­ჩა და დღემ­დე ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებ­დი, მირ­ტყამ­დი (იცი­ნის). არც ნიჭი მქონ­და და არც სურ­ვი­ლი, ბო­ლოს მიხ­ვდა და მუ­სი­კი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნა.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე არის ძა­ლი­ან თბი­ლი, ტაქ­ტი­ა­ნი და გამ­გე­ბი ადა­მი­ა­ნი. მას­თან ისეთ პი­რად სა­კი­თხებ­ზე შე­მიძ­ლია რჩე­ვის კი­თხვა, რომ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ" - ამ­ბობ­და ბა­ბუ­ა­ზე თა­მუ­ნა მო­საშ­ვი­ლი.

თა­მუ­ნას ერ­თა­დერ­თი შვი­ლი თე­ო­დო­რე-ან­დრია ხარ­პო­პუ­ლის-შე­ვარ­დნა­ძე ჰყავს. ბავ­შვის­თვის მე­ო­რე გვა­რის მი­ცე­მის სურ­ვი­ლი თა­მუ­ნას ბერ­ძენ ქმარ­საც ჰქონ­და, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ბავ­შვს სა­ა­მა­ყო დიდი ბა­ბუა ჰყავს.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და ქარ­თუ­ლი სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც ერთი წლის წინ გა­იხ­სნა. მუ­ზე­უმ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძის და მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძის ოჯა­ხის კერ­ძო კო­ლექ­ცია - ასზე მეტი ხე­ლო­ვა­ნის მიერ შექ­მნი­ლი 3 500-ზე მეტი ნა­მუ­შე­ვა­რი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mm-
18

Vicit magram araa sachiro Shen kvelaperi ilaparako...uchvenid itkvian Tu sachirod chatvlian....

OMG
50

აფხაზეთის ჩამბარებელ შევარდნაძის შთამომავალთ თუ ყოფნის თვეში 8 ₾არი, ძალიან საინტერესოა... ბებია ნანული ხომ მოძღვრავდა ქართველ დიასახლისებს თვეში 8 კუპონოთ შეიძლება ოჯახის რჩენაო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ვინ არის ედუარდ შევარდნაძის პირველი შვილიშვილი, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს

ვინ არის ედუარდ შევარდნაძის პირველი შვილიშვილი, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მრავალრიცხოვანი ოჯახის შესახებ მედიაში ხშირად იწერება და საზოგადოება კარგად იცნობს ექსპრეზიდენტის შვილებსა და შვილიშვილებს.

მაგალითად სოფიკო შევარდნაძე, რომელიც ჟურნალისტია და წლებია მოსკოვში მოღვაწეობს, ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში.

ასევე, წლების წინ ბევრი იწერებოდა მის ძმაზე, ლაშა შევარდნაძეზე, რომელიც პიანისტ თათია შარანგიაზე იყო დაქორწინებული და წყვილი ორი შვილის შეძენის შემდეგ დაშორდა.

საზოგადოებას წარუდგინა და გააცნო სოფომ თავისი უმცროსი და ნანული შევარდნაძე, რომელიც პარიზში ცხოვრობს და სწავლობს.

ამჯერად შევარდნაძის პირველ შვილიშვილს თამუნა მოსაშვილი-შევარდნაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც ერთადერთხელ გამოჩნდა ტელევიზიით, ეკა ხოფერიას გადაცემაში, სადაც დედამისი მანანა შევარდნაძე პირად ცხოვრებაზე გულახდილად საუბრობდა.

თამუნა მანანა შევარდნაძის ერთადერთი შვილია. პრეზიდენტის ქალიშვილს ის პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მოგეხსენებათ, მანანა შევარდნაძე მეორე ქორწინებაშია გია ჯოხთაბერიძესთან.

მიუხედავად იმისა, რომ თამუნა მოსაშვილი-შევარდნაძე, მედიისთვის დახურული ცხოვრებით ცხოვრობს, მის შესახებ ოჯახის წევრების სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან საინტერესო დეტალები მოვიძიეთ.

1998 წელს მანანა შევარდნაძე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ თამუნა ხშირად აპროტესტებდა ცნობილი პოლიტიკოსი ბაბუის გამო, რომ დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ უწევდა ყოფნა:

"ზაფხული მოვიდოდა თუ არა, დასასვენებლად ლიძავაში მივდიოდით. აგარაკი შემოსაზღვრულ და დაცულ ტერიტორიაზე იყო. ჩემი შვილი სულ წუწუნებდა: არ მინდა "რეზერვაციაში", გამიშვით ჩვეულებრივ ტურბაზაშიო. თუმცა, ბაბუა-შვილიშვილს შორის უფაქიზესი დამოკიდებულება იყო, ისეთი, ხანდახან შვილებთანაც რომ არ ჰქონია..."

ედუარდ შევარდნაძე 2009 მიცემულ ინტერვიუში პირველი შვილიშვილის და მისი ოჯახის შესახებაც საუბრობდა:

"მანანას ქალიშვილი თამუნა გათხოვილია ბერძენზე. სარანთოსი საკმაოდ წარმატებულად ეუფლება ქართულს, ძალიან თბილი და ყურადღებიანი ახალგაზრდაა. ამა წლის სექტემბერში ძალიან გამახარეს - შეეძინათ ვაჟი, ასე რომ, გავხდი დიდი ბაბუა".

2014 წელ ეკა ხოფერიას შოუში სტუმრად მყოფი მანანა შევარდნაძე შვილზე ჰყვება:

„ის აბსოლუტურად განსხვავებულია, ჩაკეტილი პირონებაა, ორი გვარი აქვს. თავად გადაწყვიტა გარკვეულ ასაკში მეორე გვარი - შევარდნაძე აეღო. სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა და უსაზღვროდ ბედნიერი იყო, ამით ისწავლა ურთიერთობა ხელოვნებასთან.

დედაზე და ბაბუაზე მოკლე სატელევიზიო ინტერვიუდან თამუნას მოგონება ასეთია:

„დედა ჩემს მიმართ სუბიექტურია, ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის ობიექტურად მირჩევს ყველაფერს. მას ყოველთვის ჰქონდა თავისი საქმე, დავყავდი კონცერტებზე, გადაღებებზე. მახსოვს ჩაგვისვამდა მანქანაში მე და ჩემ მეგობრებს, თვითონ საჭესთან იჯდა და თელავში მივდიოდით.

მუსიკაზე შემიყვანა და მამეცადინებდა, მაგრამ არ მომწონდა. ერთხელ გაბრაზდა და თმაზე მომქაჩა და დღემდე ვეუბნები ხოლმე ფიზიკურ შეურაცხყოფას მაყენებდი, მირტყამდი (იცინის). არც ნიჭი მქონდა და არც სურვილი, ბოლოს მიხვდა და მუსიკიდან გამომიყვანა.

ედუარდ შევარდნაძე არის ძალიან თბილი, ტაქტიანი და გამგები ადამიანი. მასთან ისეთ პირად საკითხებზე შემიძლია რჩევის კითხვა, რომ გაგიკვირდებათ" - ამბობდა ბაბუაზე თამუნა მოსაშვილი.

თამუნას ერთადერთი შვილი თეოდორე-ანდრია ხარპოპულის-შევარდნაძე ჰყავს. ბავშვისთვის მეორე გვარის მიცემის სურვილი თამუნას ბერძენ ქმარსაც ჰქონდა, რადგან მიაჩნია, რომ ბავშვს საამაყო დიდი ბაბუა ჰყავს.

ედუარდ შევარდნაძის უფროსი შვილიშვილი ამჟამად თბილისში ცხოვრობს და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში მუშაობს, რომელიც ერთი წლის წინ გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილია გია ჯოხთაბერიძის და მანანა შევარდნაძის ოჯახის კერძო კოლექცია - ასზე მეტი ხელოვანის მიერ შექმნილი 3 500-ზე მეტი ნამუშევარი.