მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა
კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა

კას­პში 7 თვის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ არას­რულ­წლო­ვან დე­დას ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, შე­ზღუ­დუ­ლი შე­რა­ცხა­დო­ბა და­უდ­გინ­და. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­მა წყა­რომ აც­ნო­ბა.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით არ სა­უბ­რობს მსჯავ­რდე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ად­ვო­კა­ტი ერ­მი­ლე ჭე­იშ­ვი­ლი.

რო­გორც ის აცხა­დებს, ვი­ნა­ი­დან საქ­მე არას­რულ­წლოვ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ეხე­ბა და ამას გარ­და, სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რის უფ­ლე­ბა არ აქვს.

„ინ­ფორ­მა­ცი­ას ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვერ და­გი­დას­ტუ­რებთ და ვერც უარ­ვყოფ. პო­ზი­ცია ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ მაქვს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საქ­მე ეხე­ბა არას­რუ­წლოვ­ნის ინ­ტე­რე­სებს”, - გა­ნა­ცხა­და ჭე­იშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქტს, ექ­სპერ­ტი­ზის დასვნის სა­ფუძ­ველ­ზე შე­უ­ფარ­და თუ არა მო­სა­მარ­თლემ მსჯავ­რდე­ბულს შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი სას­ჯე­ლი - 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ან იკ­ვე­თე­ბო­და თუ არა სხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბიც, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ სა­სა­მარ­თლოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ ჩა­ბა­რე­ბია, შე­სა­ბა­მი­სად, ის ვერ ისა­უბ­რებს, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ე­ფარ­და მო­ზარდს 6-წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ არას­რუ­წლო­ვანს გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 8 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა, რაც არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის 73-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის შე­სა­ბა­მი­სად 1/4-ით შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ აღა­ი­ან­ში, 7 თვის ბავ­შვის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით ჩვი­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი, 16 წლის დედა 21 მა­ისს და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ საუბრობს მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ერმილე ჭეიშვილი.

როგორც ის აცხადებს, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ამას გარდა, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დეტალებთან დაკავშირებით საუბრის უფლება არ აქვს.

„ინფორმაციას ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ვერ დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. პოზიცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებული არ მაქვს. მოგეხსენებათ, საქმე ეხება არასრუწლოვნის ინტერესებს”, - განაცხადა ჭეიშვილმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, ექსპერტიზის დასვნის საფუძველზე შეუფარდა თუ არა მოსამართლემ მსჯავრდებულს შედარებით მსუბუქი სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ან იკვეთებოდა თუ არა სხვა გარემოებებიც, ამასთან დაკავშირებით ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, შესაბამისად, ის ვერ ისაუბრებს, თუ რის საფუძველზე შეეფარდა მოზარდს 6-წლიანი სასჯელი.

შეგახსენებთ, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრუწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სამართალდამცავებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გოგონას მეუღლეს ბრალი წაუყენეს

სასამართლომ "რუსთავი 2"-ის 60%-იანი წილი დააყადაღა

თბილისში კრიმინალური დაჯგუფების 5 წევრი დააკავეს