პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა ცისკარიძემ სომეხ მსახიობზე იქორწინა? - რას ამბობს მუსიკოსი რუსულ პრესაში გავრცელებულ ამბავზე
კახა ცისკარიძემ სომეხ მსახიობზე იქორწინა? - რას ამბობს მუსიკოსი რუსულ პრესაში გავრცელებულ ამბავზე

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი კახა ცის­კა­რი­ძე იგი­ვე კა­ხა­ბე­რი, რუ­სუ­ლი ყვი­თე­ლი პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. იქა­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, კა­ხა­ბერ­მა ერთი წლის წინ, Comedy Woman-ის მსა­ხი­ობ­ზე ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ან­ზე იქორ­წი­ნა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა 2017 წელს და­ი­წყო, ხოლო სა­ჯა­როდ ერ­თად ერთი წლის წინ ერე­ვან­ში, Comedy Woman-ის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­მოჩ­ნდნენ.

თუ რუ­სულ პრე­სას და­ვუ­ჯე­რებთ, ისი­ნი ბა­თუმ­ში ცხოვ­რო­ბენ და უფრო მე­ტიც, სა­ერ­თო შვი­ლის მო­ლო­დინ­ში არი­ან. ჭო­რე­ბი ეპ­რი­კი­ა­ნის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ერ­თმა ფო­ტომ გა­ა­ჩი­ნა, რო­მე­ლიც მის­მა მე­გო­ბარ­მა ეკა­ტე­რი­ნა ვარ­ნა­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მას მოზ­რდი­ლი მუ­ცე­ლი აქვს.

რო­გორც ჩანს, გრძნო­ბებს აღარც თა­ვად ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ა­ნი მა­ლავს, რად­გან ინ­სტაგ­რა­მის პი­რად გვერ­დზე კა­ხა­ბერ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი არა­ერ­თი ფოტო უდევს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გა­მომ­წე­რე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ ისი­ნი მამა-შვილს ჰგვა­ნან, თუმ­ცა ნა­წი­ლი კა­ხა­ბე­რის მუ­სი­კით და გა­რეგ­ნო­ბით მო­ხიბ­ლუ­ლია.

ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ა­ნი 1978 წელს თბი­ლი­სე­ლი სომ­ხე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლობ­და, თუმ­ცა 14 წლის ასაკ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

ეპ­რი­კი­ა­ნის ოჯახ­მა რუ­სეთ­ში იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. ნა­ტა­ლი­ამ რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და პრო­ფე­სი­ით მა­თე­მა­ტი­კოს-ეკო­ნო­მის­ტია.

2006 წელს ნა­ტა­ლი­ამ იუ­მო­რის­ტუ­ლი პრო­ექ­ტი Made in Woman შექ­მნა, რო­მე­ლიც "ტე ენ ტე"-ს არხზე 2008 წლის 21 ნო­ემ­ბერს გა­ვი­და და სა­ხე­ლიც შე­ეც­ვა­ლა. სწო­რედ ეთერ­ში გას­ვლი­სას ეწო­და პრო­ექტს Comedy Woman. ნა­ტა­ლი­ას ჰყავს ძმა გა­რი­კა, რო­მე­ლიც მუ­სი­კო­სია.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხა­ბერს, ის ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სია, რო­მე­ლიც ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნეს­ში თავ­და­პირ­ვე­ლად კა­ხუ­ჩე­ლას სა­ხე­ლით გა­მოჩ­ნდა. წარ­სულ­ში და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო მი­რან­და ბაქ­რა­ძე­ზე, წყვილს შვი­ლიც ჰყავთ, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, ოჯა­ხი და­ინ­გრა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, კა­ხუ­ჩე­ლამ სას­ცე­ნო ფსევ­დო­ნი­მი შე­იც­ვა­ლა და კა­ხა­ბე­რი გახ­და. სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილ­თან ერ­თად ჰქონ­და საპ­რო­დი­უ­სე­რო კომ­პა­ნია "არტ ფო­რუ­მი", შემ­დეგ კი სა­კუ­თა­რი ჯგუ­ფი "კა­ხა­ბე­რი და ხა­ნუ­მე­ბი" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა, რო­მე­ლიც დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ. მუ­სი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად, ის დი­ზა­ი­ნე­რო­ბი­თაც არის და­კა­ვე­ბუ­ლი და მა­ი­სუ­რე­ბის სა­კუ­თა­რი ხაზი აქვს.

AMBEBI.GE ეპ­რი­კი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად კა­ხა­ბერს და­უ­კავ­შირ­და. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მუ­სი­კოს­მა არ ისურ­ვა და არ­ცერთ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ გაგ­ვცა.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სულ პრე­სა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, კა­ხა­ბერ­მა თქვა, რომ მისი და ნა­ტა­ლია ეპ­რი­კი­ა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე პრე­სა­ში არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია იწე­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

კახა ცისკარიძემ სომეხ მსახიობზე იქორწინა? - რას ამბობს მუსიკოსი რუსულ პრესაში გავრცელებულ ამბავზე

კახა ცისკარიძემ სომეხ მსახიობზე იქორწინა? - რას ამბობს მუსიკოსი რუსულ პრესაში გავრცელებულ ამბავზე

ცნობილი ქართველი მუსიკოსი კახა ცისკარიძე იგივე კახაბერი, რუსული ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. იქაური მედიის ცნობით, კახაბერმა ერთი წლის წინ, Comedy Woman-ის მსახიობზე ნატალია ეპრიკიანზე იქორწინა.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობა 2017 წელს დაიწყო, ხოლო საჯაროდ ერთად ერთი წლის წინ ერევანში, Comedy Woman-ის ფესტივალზე გამოჩნდნენ.

თუ რუსულ პრესას დავუჯერებთ, ისინი ბათუმში ცხოვრობენ და უფრო მეტიც, საერთო შვილის მოლოდინში არიან. ჭორები ეპრიკიანის ორსულობის შესახებ ერთმა ფოტომ გააჩინა, რომელიც მისმა მეგობარმა ეკატერინა ვარნავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც მას მოზრდილი მუცელი აქვს.

როგორც ჩანს, გრძნობებს აღარც თავად ნატალია ეპრიკიანი მალავს, რადგან ინსტაგრამის პირად გვერდზე კახაბერთან გადაღებული არაერთი ფოტო უდევს. სოციალური ქსელის გამომწერების ნაწილი წერს, რომ ისინი მამა-შვილს ჰგვანან, თუმცა ნაწილი კახაბერის მუსიკით და გარეგნობით მოხიბლულია.

ნატალია ეპრიკიანი 1978 წელს თბილისელი სომხების ოჯახში დაიბადა. ის ფიზიკა-მათემატიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, თუმცა 14 წლის ასაკში საქართველოს დატოვება მოუხდა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

ეპრიკიანის ოჯახმა რუსეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსი მიიღო. ნატალიამ რუსეთის ეკონომიკური უნივერსიტეტი დაამთავრა და პროფესიით მათემატიკოს-ეკონომისტია.

2006 წელს ნატალიამ იუმორისტული პროექტი Made in Woman შექმნა, რომელიც "ტე ენ ტე"-ს არხზე 2008 წლის 21 ნოემბერს გავიდა და სახელიც შეეცვალა. სწორედ ეთერში გასვლისას ეწოდა პროექტს Comedy Woman. ნატალიას ჰყავს ძმა გარიკა, რომელიც მუსიკოსია.

რაც შეეხება კახაბერს, ის ცნობილი ქართველი მუსიკოსია, რომელიც ქართულ შოუ-ბიზნესში თავდაპირველად კახუჩელას სახელით გამოჩნდა. წარსულში დაქორწინებული იყო მირანდა ბაქრაძეზე, წყვილს შვილიც ჰყავთ, თუმცა როგორც ჩანს, ოჯახი დაინგრა.

რამდენიმე წლის წინ, კახუჩელამ სასცენო ფსევდონიმი შეიცვალა და კახაბერი გახდა. სტეფანე მღებრიშვილთან ერთად ჰქონდა საპროდიუსერო კომპანია "არტ ფორუმი", შემდეგ კი საკუთარი ჯგუფი "კახაბერი და ხანუმები" ჩამოაყალიბა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. მუსიკის პარალელურად, ის დიზაინერობითაც არის დაკავებული და მაისურების საკუთარი ხაზი აქვს.

AMBEBI.GE ეპრიკიანთან ურთიერთობის შესახებ ჭორების გადასამოწმებლად კახაბერს დაუკავშირდა. პირად ცხოვრებაზე საუბარი მუსიკოსმა არ ისურვა და არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაგვცა.

რაც შეეხება რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, კახაბერმა თქვა, რომ მისი და ნატალია ეპრიკიანის ურთიერთობაზე პრესაში არასწორი ინფორმაცია იწერება.

"ძალიან ვინერვიულე და მალე მუცელი მომეშალა...მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბა" - რა სირთულეები მოჰყვა თიკა მახალდიანის ცხოვრებაში "ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს

ორსული მეგან მარკლი შვილთან ერთად - პატარა არჩის ახალი ფოტოები, რომელზეც ამბობენ, რომ "მამის ასლია"

ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან