პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადგილზე დანით დაბრუნებული პირველივე შემხვედრს გაუსწორდა" - ახმეტელთან დაჭრილი 15 წლის მოზარდის ახლობლები მომხდარის დეტალებს ყვებიან
"ადგილზე დანით დაბრუნებული პირველივე შემხვედრს გაუსწორდა" - ახმეტელთან დაჭრილი 15 წლის მოზარდის ახლობლები მომხდარის დეტალებს ყვებიან

ახ­მე­ტე­ლის მეტ­როს­თან დაჭ­რი­ლი 15 წლის მო­ზარ­დის ახ­ლობ­ლე­ბი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს ყვე­ბი­ან.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა ღა­მით, 03:00 სა­ა­თის­თვის მოხ­და, ინ­ცი­დენ­ტამ­დე კი მო­ზარ­დი კლა­სე­ლებ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

„კლა­სე­ლებ­თან ერ­თად იყო „ხინ­კლის სახ­ლში“. როცა წას­ვლას აპი­რებ­დნენ, გა­რეთ მოხ­და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ კაცი, რო­მელ­მაც ბავ­შვი დაჭ­რა, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. თურ­მე მას ჯერ სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან მო­უ­ვი­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა, რის შემ­დე­გაც და­ნის მო­სა­ტა­ნად წა­ვი­და, ად­გილ­ზე დაბ­რუ­ნე­ბულს კი ის პი­რე­ბი ად­გილ­ზე აღარ დახ­ვდნენ და პირ­ვე­ლი­ვე შემ­ხვედრს გა­უს­წორ­და ფი­ზი­კუ­რად. ეს „პირ­ვე­ლი­ვე შემ­ხვედ­რი“ ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ბავ­შვი იყო, რო­მელ­საც და­ნით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბე­ბი“, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ დაჭ­რი­ლი მო­ზარ­დის ერთ-ერ­თმა ნა­თე­სავ­მა.

ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარდს ხვალ კი­დევ ერთ ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ დაჭ­რი­ლი მო­ზარ­დის ექიმ­მა, ქე­თე­ვან კუ­პა­ტა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტა­პის­თვის სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა და კვლავ მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

„პა­ცი­ენტს მუც­ლის არე­ში ჰქონ­და ერთი ნაფ­ლე­თო­ვა­ნი ჭრი­ლო­ბა, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იყო პანკრე­ა­სი და კუჭი“, - გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან კუ­პა­ტა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, შემ­თხვე­ვა მეტ­რო­სად­გურ „ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. 15 წლის გი­ორ­გი ფა­ლე­ლაშ­ვი­ლი გამ­ვლელ­მა დაჭ­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­მა­კა­ცი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19/109 მუხ­ლით და­ი­წყო, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ადგილზე დანით დაბრუნებული პირველივე შემხვედრს გაუსწორდა" - ახმეტელთან დაჭრილი 15 წლის მოზარდის ახლობლები მომხდარის დეტალებს ყვებიან

"ადგილზე დანით დაბრუნებული პირველივე შემხვედრს გაუსწორდა" - ახმეტელთან დაჭრილი 15 წლის მოზარდის ახლობლები მომხდარის დეტალებს ყვებიან

ახმეტელის მეტროსთან დაჭრილი 15 წლის მოზარდის ახლობლები "ინტერპრესნიუსთან" მომხდარის შესახებ დეტალებს ყვებიან.

მათი ინფორმაციით, შემთხვევა ღამით, 03:00 საათისთვის მოხდა, ინციდენტამდე კი მოზარდი კლასელებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა.

„კლასელებთან ერთად იყო „ხინკლის სახლში“. როცა წასვლას აპირებდნენ, გარეთ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. ამბობენ, რომ კაცი, რომელმაც ბავშვი დაჭრა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თურმე მას ჯერ სხვა ადამიანებთან მოუვიდა შელაპარაკება, რის შემდეგაც დანის მოსატანად წავიდა, ადგილზე დაბრუნებულს კი ის პირები ადგილზე აღარ დახვდნენ და პირველივე შემხვედრს გაუსწორდა ფიზიკურად. ეს „პირველივე შემხვედრი“ ჩემი ახლობელი ბავშვი იყო, რომელსაც დანით მიაყენა ჭრილობები“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დაჭრილი მოზარდის ერთ-ერთმა ნათესავმა.

ექიმის ინფორმაციით, მოზარდს ხვალ კიდევ ერთ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაჭრილი მოზარდის ექიმმა, ქეთევან კუპატაძემ განუცხადა, მოზარდის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმეა და კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტს მუცლის არეში ჰქონდა ერთი ნაფლეთოვანი ჭრილობა, დაზიანებული იყო პანკრეასი და კუჭი“, - განაცხადა ქეთევან კუპატაძემ.

შეგახსენებთ, შემთხვევა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 15 წლის გიორგი ფალელაშვილი გამვლელმა დაჭრა. აღნიშნული მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბათუმში ზღვამ 25 წლის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სადისტრიბუციო მიკროავტობუსი დაიწვა

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს - ემიგრანტების ინფორმაციით, ქალი მანქანაში ჩაცხრილეს