ავტორი:

გელით მნიშვნელოვანი ცვლილებები პირად ცხოვრებაში, სამსახურში, ფინანსებში - რას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს თეთრი ვირთხის წელიწადი

გელით მნიშვნელოვანი ცვლილებები პირად ცხოვრებაში, სამსახურში, ფინანსებში - რას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს თეთრი ვირთხის წელიწადი

2020 წლის 25 იანვარს ღორის (ტახის) წელს გავაცილებთ და წლის ახალ მმართველად თეთრი მეტალის ვირთხას მოვიპატიჟებთ. აღმოსავლურ ჰოროსკოპში ვირთხა პირველი ნიშანია, ხოლო ღორმა 12-წლიანი ციკლი დაასრულა. ვერ ვიტყვით, რომ ვირთხა კეთილი, მიმტევებელი და დამთმობი არსებაა. უფრო მეტიც, იგი მიზანსწრაფულობას, სიჯიუტეს, ინტელექტსა და ინტუიციას ფლობს. ზოგ შემთხვევაში კი აფერისტობაც შეუძლია. თუმცა, ვირთხა სტაბილურ წელს გვიპირდება. ის დაგეხმარებათ სიმდიდრის დაგროვებაში. მთავარია, დაძლიოთ სიზარმაცე, სისუსტე და თავად გქონდეთ მოქმედების, განვითარების სურვილი, იყოთ მიზანიმამართული სასურველის მისაღწევად.

დასავლეთში ვირთხა დაავადების გამავრცელებელ ცხოველად მიიჩნევა. აღმოსავლეთის ქვეყნებში კი - წმინდა ცხოველია. იგი სიმამაცის, აფერისტობის გამოვლენით მუდამ იმარჯვებს.

  • რას გვირჩევს მეტალის თეთრი ვირთხა

2020 წელი ამბიციური და კრეატიული ადამიანებისთვის წარმატებული იქნება. ვირთხა გირჩევთ, არ გაჩერდეთ უპერსპექტივო თანამდებობაზე დიდი ხნით. უნდა შეცვალოთ ყველაფერი: პირადი ცხოვრება, სამსახური, ფინანსები. ნუ იყურებით წარსულისკენ, გაშვებულ შესაძლებლობებზე ჩივილი, იმედგაცრუება და ჩიხში აღმოჩენაც კი არ გეპატიებათ. ბევრისთვის ცვლილებები უკვე ზამთარ-გაზაფხულზე დაიწყება. ზაფხული შეიძლება შედარებით მშვიდი პერიოდი იყოს, წლის დასაწყისში დაწყებულმა საქმეებმა ნაყოფი გამოიღოს. აგვისტოში უნდა მოიკრიბოთ ძალები, დაისახოთ მომავალი მიზნები და აქტიურად ამოქმედდეთ. სექტემბერი კარგი თვეა ნებისმიერი საქმეების დასასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ მეტალის თეთრი ვირთხის ბატონობა 2021 წლის 5 თებერვლამდე გასტანს, უმჯობესია, დაგროვილ პრობლემებს ნოემბრის ბოლომდე გაუმკლავდეთ.

  • ოჯახური ღირებულებები 2020 წელს

ყველა საპატარძლოსა და სასიძოს დაძაბული წელი ელის, რადგან მეტალის თეთრი ვირთხა ნაკლებად რომანტიკული ტიპაჟია. მისთვის პრიორიტეტულია: მუშაობა, სამსახური, ბიზნესი, კარიერა, თვითგანვითარება და მატერიალური კეთილდღეობა. ამასთანავე, ვირთხა ხელს მოუმართავს უკვე დაქორწინებულ წყვილებს. თუმცა, თუ დაქორწინება გადაწყვეტილი გაქვთ, გახსოვდეთ, რომ ვირთხის წელში შექმნილი კავშირი იქნება მყარი და სამუდამო. ამასთანავე, შემცირდება განქორწინებები. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან. ვირთხის წელი კარგია დაფეხმძიმებისა და შვილების გაჩენისთვისაც.

2020 წელს დაფეხმძიმებისთვის კარგი თვეებია: აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი.

2020 წელს დაოჯახებისთვის კარგი თვეებია: თებერვალი, აგვისტო, სექტემბერი.

ქალები მეტად ეცდებიან სილამაზის, ქალურობის გამოვლენას, მათ თაყვანისმცემლების რაოდენობის მომატება კი არა, კარიერული მიღწევები და სარფიანი შემოთავაზებები უფრო გაახარებთ. რაც შეეხება მამაკაცებს. ისინი მეტად რაციონალურები და პრაქტიკულები გახდებიან. მათი მთავარი საზრუნავი კარიერა და ფინანსები იქნება.

  • ფინანსები და კარიერა

2020 წელს წარმატებით განვითარდება ახალი პროექტები ბიზნესის, მეცნიერების, ხელოვნების, ეკონომიკის სფეროებში. მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი სახელმწიფო სტრუქტურებში, ფინანსებისა და დაზღვევის სფეროებში. ვირთხა ითხოვს, მეტად დაკმაყოფილდეს პენსიონერთა და სოციალურად დაუცველთა პირობები.

ვირთხა დაეხმარება ყველას, ვისაც სურს მუშაობა, დაწინაურება, გეგმების განხორციელება. მეტად უნდა გამოავლინოთ ორგანიზატორული ნიჭი. მისასალმებელია კაპიტალდაბანდებაც. ფულის ხარჯვა მოგიწევთ თვალსაწიერის გაფართოებაზე, მოგზაურობაზე, სწავლაზე. გახშირდება პრეზენტაციები, შეიძლება გამოჩნდნენ ახალი ლიდერები, პოლიტიკური რეფორმატორები.

ვირთხა გირჩევთ, მოერიდოთ ჭორების გავრცელებას, კრიტიკას, წვრილმანებზე გამოკიდებას, დროს ნუ დაკარგავთ არაფრისმომცემ კონტაქტებზე. აგრეთვე, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

  • ჯანმრთელობა

მეტალის თეთრი ვირთხის წელიწადში მეტად უნდა გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. კარგ შედეგს მოგიტანთ გამწმენდი პროცედურები, სულიერი პრაქტიკები. ხშირად უნდა ეწვიოთ აბანოს, საუნას, სასურველია, ჩაეწეროთ აუზზე, ამასთანავე, მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებთან.

  • 2020 წლის მფარველია მთვარე

ჰოროსკოპში მზის შემდეგ მთვარეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მთვარე ქალებისა და მამაკაცების გრძნობებზე მოქმედებს. ცვლილებებია მოსალოდნელი სიყვარულში, სამსახურში, ემოციურ სფეროში. შეიძლება მოგიწიოთ საცხოვრებელი მისამართის შეცვლამ, ახალ კლიმატურ პირობებთან, ახალ ადამიანებთან შეგუებამ. სტაბილურობა ყველა ინდივიდისთვის მნიშვნელოვანია, მოულოდნელობას ავადმყოფურად განიცდიან.

2020 წელს დაბადებული ადამიანი ძლიერი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა. როგორც წესი, ვირთხის წელში დაბადებული ადამიანები კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან და ხანდაზმულ ასაკამდე აღწევენ. აქვთ სტაბილური ოჯახი, სამსახური, ფინანსური მდგომარეობა. ბუნებით არიან ოპტიმისტები, კეთილგონიერები. არ კონფლიქტობენ, არ ახასიათებთ ჭირვეულობა. თუმცა, სულ სხვა სიტუაციას ვხედავთ მთვარის გათვალისწინებით. მთვარის წელში დაბადებულები შეიძლება იყვნენ არასაიმედოები ურთიერთობაში, ქარაფშუტულები, მომჭირნეები, კონფლიქტურები და უპასუხისმგებლოები.

  • რა გვმართებს 2020 წელს

მეტალის თეთრი ვირთხის წელიწადში გააზრებულად უნდა იმოქმედოთ, კონკრეტული გამოსავალი უნდა მოძებნოთ. თუ ქარაფშუტულად და ზედაპირულად მოიქცევით, უსიამოვნებები და კრიზისი არ აგცდებათ. მეტად გამოავლინეთ ქარიზმა, ტალანტი, მშვიდობიანად და დიპლომატიურად გადალახეთ გზაზე წარმოქმნილი ყველა ბარიერი. იყავით მოთმინებით აღჭურვილი. ხშირად გმართებთ სიტუაციის, მოვლენების გააზრება.

ერთდროულად ყველა საქმეს ნუ შეეჭიდებით. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური და საქმიანი საკითხებისადმი. თეთრი ვირთხა პატივმოყვარე და ანგარიშიანი ცხოველია. მოერიდეთ გაუთვალისწინებელ რისკსა და ავანტიურას. საკუთარი მიზნებისთვის სხვა ადამიანების რესურს ბოროტად ნუ გამოიყენებთ.

მეტალის თეთრი ვირთხის წელიწადში მრავალი საიდუმლო გამომჟღავნდება. ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ სიტუაციების ჩახლართვას. ექსტრემალურ სიტუაციებში ნუ დაკარგავთ ოპტიმიზმს. ცხოვრებისეული გამოწვევები ამაყად თავაწეულმა უნდა მიიღოთ.

2020 წელს მეტად მომთხოვნი უნდა იყოთ არა გარშემო მყოფების, არამედ საკუთარი თავის მიმართ. კოლეგებს პატივი ეცით, დირექტორთან ნაკლები იკამათეთ. მოსალოდნელია სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმება, კონტაქტები. მეტად გამოავლინეთ ცოდნა. ნუ დააყოვნებთ გადაწყვეტილებების მიღებას. ყველა ეჭვი და თავის მოტყუება კრახისკენ წაგიყვანთ. უმჯობესია, ყველაფერი დაგეგმოთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ, შეაფასოთ სიტუაცია, თქვენი შესაძლებლობები და, რა თქმა უნდა, საფუძვლიანად დაისვენოთ.

2020 წლის საუკეთესო თვეებია: თებერვალი, აპრილი, აგვისტო.

სიფრთხილე მოგეთხოვებათ: იანვარში, ივნისში, ივლისსა და დეკემბერში.

  • 2020 წლის ბედნიერი ფერები

ასტროლოგიურად, 2020 წელს ყველაზე აქტუალური ლურჯი და თეთრი ფერი იქნება. როგორც ცნობილია, ჩინურ კულტურაში ყველა ელემენტს თავისი ფერი შეესაბამება. მეტალი თეთრია, წყალი - შავი, ხე - მწვანე, ცეცხლი - წითელი, ხოლო მიწა - ყავისფერი. მეტალის ვირთხის წელი თეთრი ფერისაა, მაგრამ მას პირველი ტოტემის ფერიც ემატება და ამიტომ მივიღეთ ლურჯიც. სწორედ ამ ფერების კომბინაციის გამოყენება მოგვიტანს წარმატებას 2020 წლის 25 იანვრიდან. ეს ფერებში შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ ჩაცმულობაში, დიზაინში, ბინის ინტერიერში. წლის მმართველი ორი ფერი - თეთრი და ლურჯი - შეგიძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილი, კონკრეტულად თქვენთვის განკუთვნილ ფერებს შეუხამოთ.

  • ზოდიაქის აღმოსავლური ნიშნებისთვის 2020 წელს ბედნიერი ფერები ასე გამოიყურება:

ვირთხისთვის - წარმატების მომტანია: ვარდისფერი და ყვითელი. უნდა მოერიდოს შავის გამოყენებას.

ხარისთვის - წარმატების მომტანია: ფუქსია, კრემისფერი. უნდა მოერიდოს: მწვანის გამოყენებას.

ვეფხვისთვის - წარმატების მომტანია: ნაცრისფერი, იასამნისფერი. ეს ფერი სასურველია, შაბათობით გამოიყენოთ. უნდა მოერიდოს: ცისფრის გამოყენებას.

კურდღლისთვის/კატა - წარმატების მომტანია: ვარდისფერი, ყვითელი. ფულისა და ჯანმრთელობის მისაზიდად ყვითელი ხუთშაბათობით ჩაიცვით. უნდა მოერიდოს: წითლის გამოყენებას.

დრაკონისთვის - წარმატების მომტანია: ლალისფერ-წითელი, ნაცრისფერი. უნდა მოერიდოს: ნარინჯისფერის გამოყენებას.

გველისთვის - წარმატების მომტანია: მკვეთრი ყვითელი, ცისფერი, გარგრისფერი. უნდა მოერიდოს: შავის გამოყენებას.

ცხენისთვის - წარმატების მომტანია: თეთრი, ვერცხლისფერი, ვანილისფერი. უნდა მოერიდოს: მწვანის გამოყენებას.

თხისთვის/ცხვარისთვის - წარმატების მომტანია: ნაცრისფერი, ლურჯი, შაბათობით - შავი. უნდა მოერიდოს: ვარდისფრის გამოყენებას.

მაიმუნისთვის - წარმატების მომტანია: ყვითელი, მკვეთრი ვარდისფერი, ღია ყვითელი ხუთშაბათობით ბედნიერებას გპირდებათ. უნდა მოერიდოს: წითლის გამოყენებას.

მამლისთვის - წარმატების მომტანია: ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი, ვერცხლისფერი. უნდა მოერიდოს: იასამნისფერის გამოყენებას.

ძაღლისთვის - წარმატების მომტანია: წითელი, ყვითელი, თეთრი. უნდა მოერიდოს: მწვანის გამოყენებას.

ღორისთვის - წარმატების მომტანია: მკვეთრი წითელი, ყვითელი. უნდა მოერიდოს: წითლის გამოყენებას.

როგორია ევროპის ყველაზე ტრენდული ნაძვის ხეები და როგორ გამოიყურება თბილისის ნაძვის ხე - "დოლარებით მაინც გაგეფორმებინათ ეს ჯონჯოლის ხე..."

"ტრენდია მსოფლიოში, ცდილობენ, რომ მსგავსება იყოს ნატურალურ ნაძვის ხეებთან" - კალაძე დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო (ფოტო)