პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას საქმიანობს უკრაინულ "ვოისში" გამარჯვების შემდეგ 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი - "ჩემი და დედაჩემის დიდი სურვილია, ასეთ ბავშვებს დავეხმაროთ..."
რას საქმიანობს უკრაინულ "ვოისში" გამარჯვების შემდეგ 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი - "ჩემი და დედაჩემის დიდი სურვილია, ასეთ ბავშვებს დავეხმაროთ..."

12 წლის ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ბავ­შვო "ვო­ი­სის" 2019 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც უზარ­მა­ზა­რი პუბ­ლი­კის მო­ხიბ­ვლა და ურ­თუ­ლეს კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა შეძ­ლო, არ ჩერ­დე­ბა, კონ­ცერ­ტებს, ტურ­ნე­ებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში აგ­რძე­ლებს. რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, უკ­რა­ი­ნულ "ვო­ი­სამ­დე" მას სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­უ­მარ­ჯვია ერთ-ერთ კონ­კურ­სზე და ცოტა ხნის წინ კარ­ნე­გი ჰოლ­ში იყო მიწ­ვე­უ­ლი, სა­დაც ასე­ვე კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა მო­უხ­და.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვი­მარ­ჯვე კონ­კურ­სზე, სა­ი­და­ნაც ამე­რი­კა­ში კარ­ნე­გი ჰოლ­ში წა­ვე­დი, და­ვით ღვი­ნი­ა­ნი­ძის ფონდმა და­მა­ფი­ნან­სა. კონ­ცერ­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე შტატ­ში მქონ­და, სა­დაც მა­ყუ­რე­ბელ­თა შო­რის ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ემიგ­რან­ტე­ბიც იყ­ვნენ. ისი­ნი, სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­სა­ხა­ტად, სა­ჩუქ­რებს მი­ძღვნიდ­ნენ. კონ­ცერ­ტი კარ­ნე­გი ჰო­ლის სცე­ნა­ზე 10 უნი­ჭი­ე­რეს ქარ­თველ ბავ­შვთან ერ­თად გავ­მარ­თე, რომ­ლებ­საც ბა­რი­ტო­ნი და­ვით ღვი­ნი­ა­ნი­ძე აფი­ნან­სებ­და. ბა­ტო­ნი და­ვი­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან შე­მაყ­ვა­რა თავი. მე მას­თან ერ­თად დიდი გეგ­მე­ბი მაქვს", - გვე­უბ­ნე­ბა ალექ­სან­დრე, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამე­რი­კა­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით, გა­და­წყვი­ტა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის პა­ტა­რებს დახ­მა­რე­ბო­და, თუმ­ცა მა­ნამ­დე უკ­რა­ი­ნა­ში თა­ვი­სი მენ­ტო­რე­ბის სოლო-კონ­ცერ­ტზე იყო.

"უკ­რა­ი­ნის დიდ სცე­ნა­ზე ვიმ­ღე­რე, შემ­დეგ ყა­ზა­ხეთ­ში ქა­ლაქ ალმა-ათა­შიც მქონ­და კონ­ცერ­ტი... მერე კი ამე­რი­კე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­გან მო­ძღვნი­ლი სა­ჩუქ­რე­ბით ქა­რე­ლის ბავ­შვთა სახ­ლში შე­ზღუ­დულ შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პა­ტა­რებს და­ვეხ­მა­რე, სა­ჩუქ­რე­ბი, ტკბი­ლე­უ­ლი მი­ვუ­ტა­ნე და მათ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ვარ­კვიე, თუ რა უყ­ვართ მათ, რაზე ოც­ნე­ბო­ბენ და ეს სურ­ვი­ლე­ბი ფურ­ცელ­ზე და­ვა­წე­რი­ნე.

ჩემი და ასე­ვე დე­და­ჩე­მის დიდი სურ­ვი­ლია, ასეთ ბავ­შვებს და­ვეხ­მა­როთ და დავ­პირ­დით, რომ ჩვე­ნი მათ­თან სტუმ­რო­ბა არ იქ­ნე­ბა ერთჯე­რა­დი. ბავ­შვე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას ისევ და მალე ვა­პი­რებთ - ავუს­რუ­ლებთ იმ სურ­ვი­ლებს და ოც­ნე­ბებს, რაც აქვთ და რაც ფურ­ცელ­ზე და­წე­რეს, რად­გა­ნაც სით­ბოს მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გვერ­დში დგო­მას და ყუ­რა­დღე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ­სა­ხუ­რე­ბენ", - აღ­ნიშ­ნავს პა­ტა­რა ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რას საქმიანობს უკრაინულ "ვოისში" გამარჯვების შემდეგ 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი - "ჩემი და დედაჩემის დიდი სურვილია, ასეთ ბავშვებს დავეხმაროთ..."

რას საქმიანობს უკრაინულ "ვოისში" გამარჯვების შემდეგ 12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი - "ჩემი და დედაჩემის დიდი სურვილია, ასეთ ბავშვებს დავეხმაროთ..."

12 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული საბავშვო "ვოისის" 2019 წლის გამარჯვებული, რომელმაც უზარმაზარი პუბლიკის მოხიბვლა და ურთულეს კონკურსში გამარჯვება შეძლო, არ ჩერდება, კონცერტებს, ტურნეებს სხვადასხვა ქვეყანაში აგრძელებს. როგორც გვეუბნება, უკრაინულ "ვოისამდე" მას საქართველოშიც გაუმარჯვია ერთ-ერთ კონკურსზე და ცოტა ხნის წინ კარნეგი ჰოლში იყო მიწვეული, სადაც ასევე კონცერტის გამართვა მოუხდა.

"საქართველოში გავიმარჯვე კონკურსზე, საიდანაც ამერიკაში კარნეგი ჰოლში წავედი, დავით ღვინიანიძის ფონდმა დამაფინანსა. კონცერტები რამდენიმე შტატში მქონდა, სადაც მაყურებელთა შორის ქართველი და უკრაინელი ემიგრანტებიც იყვნენ. ისინი, სიყვარულის გამოსახატად, საჩუქრებს მიძღვნიდნენ. კონცერტი კარნეგი ჰოლის სცენაზე 10 უნიჭიერეს ქართველ ბავშვთან ერთად გავმართე, რომლებსაც ბარიტონი დავით ღვინიანიძე აფინანსებდა. ბატონი დავითი კარგი ადამიანია, ძალიან შემაყვარა თავი. მე მასთან ერთად დიდი გეგმები მაქვს", - გვეუბნება ალექსანდრე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ამერიკაში მიღებული საჩუქრებით, გადაწყვიტა შეზღუდული შესაძლებლობის პატარებს დახმარებოდა, თუმცა მანამდე უკრაინაში თავისი მენტორების სოლო-კონცერტზე იყო.

"უკრაინის დიდ სცენაზე ვიმღერე, შემდეგ ყაზახეთში ქალაქ ალმა-ათაშიც მქონდა კონცერტი... მერე კი ამერიკელი ემიგრანტებისგან მოძღვნილი საჩუქრებით ქარელის ბავშვთა სახლში შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პატარებს დავეხმარე, საჩუქრები, ტკბილეული მივუტანე და მათთან საუბარში გავარკვიე, თუ რა უყვართ მათ, რაზე ოცნებობენ და ეს სურვილები ფურცელზე დავაწერინე.

ჩემი და ასევე დედაჩემის დიდი სურვილია, ასეთ ბავშვებს დავეხმაროთ და დავპირდით, რომ ჩვენი მათთან სტუმრობა არ იქნება ერთჯერადი. ბავშვების მონახულებას ისევ და მალე ვაპირებთ - ავუსრულებთ იმ სურვილებს და ოცნებებს, რაც აქვთ და რაც ფურცელზე დაწერეს, რადგანაც სითბოს მოყვარული ადამიანები გვერდში დგომას და ყურადღებას ყველაზე მეტად იმსახურებენ", - აღნიშნავს პატარა ნიჭიერი და წარმატებული მომღერალი...

იუბილარი ევა ბარბაქაძე და წვეულება მეგობრებთან ერთად - როგორ აღნიშნა დაბადების დღე შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა

"ფარული ვნება“ მალე მეორე სეზონით დაბრუნდება

"საკუთარ შეცდომებზე ვერაფერიც ვერ ვისწავლე"  - მერაბ სეფაშვილი ოჯახზე, პანდემიასა და სინანულზე