პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ ლამაზ, წვიმიან საღამოს მივხვდი, როგორ ძალიან მიყვარდა..." - გრიგოლ გეგელია დაქორწინდა
"ერთ ლამაზ, წვიმიან საღამოს მივხვდი, როგორ ძალიან მიყვარდა..." - გრიგოლ გეგელია დაქორწინდა

პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რი­კო­სი გრი­გოლ გე­გე­ლია და­ქორ­წინ­და. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ის­ტო­რი­კო­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და ფო­ტო­ებ­საც აქ­ვეყ­ნებს. გრი­გოლ გე­გე­ლი­ას რჩე­უ­ლი სა­ლო­მე კან­დე­ლა­კია.

"ერ­თმა­ნე­თი სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ვი­ცა­ნით ოთხი წლის წინ. მე იტა­ლი­ა­ში ვცხოვ­რობ­დი, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში. წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მქონ­და, რა მე­ლო­და რამ­დე­ნი­მე დღით სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულს. მაგ­რამ ერთ ლა­მაზ, წვი­მი­ან სა­ღა­მოს მივ­ხვდი, რო­გორ ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. მას მერე სულ მიყ­ვარს. ერ­თად გა­ვი­ა­რეთ ათა­სი სი­გი­ჟე, სირ­თუ­ლე, გა­მოწ­ვე­ვა, მრა­ვა­ლი ლხი­ნი. არას­დროს, წა­მით არ დაგ­ვი­ხე­ვია უკან. ჩვე­ნი მედ­გა­რი სი­ჯი­უ­ტით ვებ­რძვით ხოლ­მე ჯერ ერ­თმა­ნეთს და მერე ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას. რა გა­და­რე­უ­ლე­ბიც ჩვენ ვართ, ასე­თი­ვე გა­და­რე­ულ ტემპში გა­მო­ვი­ა­რეთ გზა ნი­ქო­ზის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან თბი­ლი­სამ­დე, სა­დაც სა­კუ­თარ ხელ­მო­წე­რა­ზე ვაგ­ვი­ა­ნებ­დით და რომ არა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის ბრწყინ­ვა­ლე წარ­მო­მად­გენ­ლის კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა, ჯე­რაც არ გვექ­ნე­ბო­და ხელი მო­წე­რი­ლი. მაგ­რამ, ცხა­დია, ასე უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ჩვენ ასე­თი ვართ და სხვაგ­ვა­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

ვმად­ლობ გან­გე­ბას ამ დიდი სა­ჩუქ­რის­თვის!" - წერს გრი­გოლ გე­გე­ლია.

სა­ლო­მე კან­დე­ლა­კის მეჯ­ვა­რე გა­ე­რო-ში სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდო­ბის ყო­ფი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­თია დო­ლი­ძეა, რო­მე­ლიც წყვილს გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას სა­ჯა­რო პოს­ტით ულო­ცავს და ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ერთ ლამაზ, წვიმიან საღამოს მივხვდი, როგორ ძალიან მიყვარდა..." - გრიგოლ გეგელია დაქორწინდა

"ერთ ლამაზ, წვიმიან საღამოს მივხვდი, როგორ ძალიან მიყვარდა..." - გრიგოლ გეგელია დაქორწინდა

პოლიტიკის ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია დაქორწინდა. ამასთან დაკავშირებით ისტორიკოსი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს. გრიგოლ გეგელიას რჩეული სალომე კანდელაკია.

"ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით ოთხი წლის წინ. მე იტალიაში ვცხოვრობდი, ის საქართველოში. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა მელოდა რამდენიმე დღით სამშობლოში დაბრუნებულს. მაგრამ ერთ ლამაზ, წვიმიან საღამოს მივხვდი, როგორ ძალიან მიყვარდა. მას მერე სულ მიყვარს. ერთად გავიარეთ ათასი სიგიჟე, სირთულე, გამოწვევა, მრავალი ლხინი. არასდროს, წამით არ დაგვიხევია უკან. ჩვენი მედგარი სიჯიუტით ვებრძვით ხოლმე ჯერ ერთმანეთს და მერე ყველა გამოწვევას. რა გადარეულებიც ჩვენ ვართ, ასეთივე გადარეულ ტემპში გამოვიარეთ გზა ნიქოზის საკათედრო ტაძრიდან თბილისამდე, სადაც საკუთარ ხელმოწერაზე ვაგვიანებდით და რომ არა იუსტიციის სახლის ბრწყინვალე წარმომადგენლის კეთილშობილება, ჯერაც არ გვექნებოდა ხელი მოწერილი. მაგრამ, ცხადია, ასე უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენ ასეთი ვართ და სხვაგვარად წარმოუდგენელია.

ვმადლობ განგებას ამ დიდი საჩუქრისთვის!" - წერს გრიგოლ გეგელია.

სალომე კანდელაკის მეჯვარე გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენელი თათია დოლიძეა, რომელიც წყვილს გაბედნიერებას საჯარო პოსტით ულოცავს და ფოტოებს აქვეყნებს.

"სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი "ჯდება"... ხმა უნდა ამოვიღოთ" - ეროვნული ბიბლიოთეკა აზარტული თამაშების წინააღმდეგ

"ხედავდით ჩემს განადგურებულ თვალებს და მაინც გაგვწირეთ რამდენიმეთვიანი ტანჯვისთვის" - ახალგაზრდა ქალი ექიმის შეცდომაზე ვრცელ პოსტს წერს

დღის ფოტო : ჩირის "ფარდებით" მორთული სახლები სამეგრელოში