საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეითს პაკისტანში იგივე სამოსი აცვია, რაც წლების წინ ისლამაბადში დაიანას ეცვა
ქეითს პაკისტანში იგივე სამოსი აცვია, რაც წლების წინ ისლამაბადში დაიანას ეცვა

ქეით მიდლტო­ნი და პრინ­ცი უი­ლი­ა­მი პა­კის­ტან­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში დღეს ქვეყ­ნის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში გა­ემ­გზავრნენ. კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცოგ­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას, გუ­შინ­დე­ლის მსგავ­სად, კვლავ ტრა­დი­ცი­უ­ლი პა­კის­ტა­ნუ­რი სა­მო­სი აც­ვი­ათ, ქეით მიდლტო­ნის თავ­სა­ბუ­რა­ვი და შე­მო­საც­მე­ლი კი ზუს­ტად ისე­თია, რომ­ლი­თაც წლე­ბის წინ პა­კის­ტან­ში ვი­ზი­ტი­სას პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნა გა­მოჩ­ნდა.

უი­ლი­ა­მი ცოლ­თან ერ­თად პა­კის­ტან­ში იმ მარ­შრუ­ტით მოძ­რა­ობს, რომ­ლი­თაც 1991 წელს მის­მა დე­დამ იმოგ­ზა­უ­რა.

წყვი­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შერ­ჩე­უ­ლი სა­მო­სით ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გუ­ში­ნაც მო­ექ­ცა- ის­ლა­მა­ბად­ში, მუ­ზე­უმ­ში გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ქე­ი­თი და უი­ლი­ა­მი ფე­რა­დი რიქ­შა­თი მი­ვიდ­ნენ. ჰერ­ცო­გი­ნი­ას ულა­მა­ზე­სი კაბა ეცვა, რო­მე­ლიც ჯენი პეკ­ჰემ­მა შექ­მნა, უი­ლი­ა­მის ტრა­დი­ცი­უ­ლი პა­კის­ტა­ნუ­რი კოს­ტი­უ­მის დი­ზა­ი­ნე­რი კი კა­რა­ჩე­ლი ნა­უ­შე­მი­ა­ნია.

VIDEO : რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ პა­კის­ტან­ში ჩა­სუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რე­ბი

ხუთ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კავ­ში­რი კი­დევ უფრო გან­მტკიც­დეს. დიდი ბრი­ტა­ნე­თი ბრექ­სი­ტის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ცდი­ლობს, პა­კის­ტანს კი იმე­დი აქვს, რომ ქვეყ­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის წარ­მო­ჩე­ნას შეძ­ლებს.

სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს, ათას­ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი და­ი­ცავს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

ქეითს პაკისტანში იგივე სამოსი აცვია, რაც წლების წინ ისლამაბადში დაიანას ეცვა

ქეითს პაკისტანში იგივე სამოსი აცვია, რაც წლების წინ ისლამაბადში დაიანას ეცვა

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი პაკისტანში ვიზიტის ფარგლებში დღეს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გაემგზავრნენ. კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას, გუშინდელის მსგავსად, კვლავ ტრადიციული პაკისტანური სამოსი აცვიათ, ქეით მიდლტონის თავსაბურავი და შემოსაცმელი კი ზუსტად ისეთია, რომლითაც წლების წინ პაკისტანში ვიზიტისას პრინცესა დაიანა გამოჩნდა.

უილიამი ცოლთან ერთად პაკისტანში იმ მარშრუტით მოძრაობს, რომლითაც 1991 წელს მისმა დედამ იმოგზაურა.

წყვილი არაჩვეულებრივად შერჩეული სამოსით ყურადღების ცენტრში გუშინაც მოექცა- ისლამაბადში, მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე ქეითი და უილიამი ფერადი რიქშათი მივიდნენ. ჰერცოგინიას ულამაზესი კაბა ეცვა, რომელიც ჯენი პეკჰემმა შექმნა, უილიამის ტრადიციული პაკისტანური კოსტიუმის დიზაინერი კი კარაჩელი ნაუშემიანია.

VIDEO : როგორ გამოიყურებოდნენ პაკისტანში ჩასული სამეფო ოჯახის წევრები

ხუთდღიანი ვიზიტის მიზანია, ორ ქვეყანას შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდეს. დიდი ბრიტანეთი ბრექსიტის მოახლოებასთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს, პაკისტანს კი იმედი აქვს, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას შეძლებს.

სამეფო ოჯახის წარმომადგენლების უსაფრთხოებას, ქვეყანაში მოგზაურობის დროს, ათასზე მეტი პოლიციელი დაიცავს.

39 გვამი სატვირთო მანქანაში - ბრიტანეთის პოლიცია ცდილობს გარდაცვლილების ვინაობა დაადგინოს

პრინცს და ეპშტეინს ორგია 9 არასრულწლოვან გოგონასთან ერთად ჰქონდათ - სამეფო ოჯახში სკანდალი გრძელდება

ჰარი ადასტურებს, რომ ძმასთან უთანხმოება აქვს - "თუმცა, მე ის ძალიან მიყვარს..."