მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარდისფერი პროტესტი ვერაგ დაავადებას!
ვარდისფერი პროტესტი ვერაგ დაავადებას!

თბი­ლის­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ძუ­ძუს კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ “ვარ­დის­ფე­რი მსვლე­ლო­ბა” გა­ი­მარ­თა

15 ოქ­ტომ­ბერს, ძუ­ძუს კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ვარ­დის­ფე­რი ოქ­ტომ­ბრის ფარ­გლებ­ში, „ევ­რო­პა დონა სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და Pink Space - ვარ­დის­ფე­რი სივ­რცის ორ­გა­ნი­ზე­ბით თბი­ლის­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე “ვარ­დის­ფე­რი მსვლე­ლო­ბა” გა­ი­მარ­თა. მსვლე­ლო­ბის ფარ­გლებ­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ტრან­ფა­რან­ტე­ბით #ძუ­ძუს­კი­ბო­გა­ნა­ჩე­ნი­ა­რა­რის ფლეშ მობი მო­ა­წყვეს.

მსვლე­ლო­ბის მი­ზანს, ძუ­ძუს კი­ბოს რის­კე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა, რე­გუ­ლა­რუ­ლი თვით­შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებს ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და კი­ბოს სკრი­ნინ­გის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა წარ­მო­ად­გენ­და. მსვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, ექი­მე­ბი, მხარ­და­ჭე­რი კო­მა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი და მე­დია, რომ­ლე­ბიც კი­დევ ერ­თელ შე­ახ­სე­ნე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ძუ­ძუს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბულ ქა­ლა­ბა­ტო­ნებს თა­ნად­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მსვლე­ლო­ბის ბო­ლოს სიმ­ბო­ლუ­რად ჰა­ერ­ში ვარ­დის­ფე­რი ბუშ­ტე­ბი გა­უშ­ვეს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ „ვარ­დის­ფე­რი ოქ­ტომ­ბე­რის“ ფარ­გლებ­ში 17 ოქ­ტომ­ბერს, 12:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა „მრგვა­ლი მა­გი­დის“ ფორ­მატ­ში, რო­მელ­საც და­ეს­წრე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, ექი­მე­ბი, მე­რი­ის ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და ჯან­დასცვის სა­მინ­სიტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ძუ­ძუს კიბო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა ქა­ლებ­ში, ამა­ვე დროს, ნა­ად­რევ სტა­დი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­სას, 10-დან 8 შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბა გან­კურ­ნე­ბა­დია. „ვარ­დის­ფე­რი ოქ­ტომ­ბე­რი“ – ასე უწო­დე­ბენ ძუ­ძუს კი­ბოს­თან ბრძო­ლის თვეს და და­ა­ვა­დე­ბას სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით მსოფ­ლიო ეხ­მა­ი­ნე­ბა. სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის შე­ნო­ბე­ბი ვარ­დის­ფრად ნათ­დე­ბა , კომ­პა­ნი­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტთა მხარ­დამ­ჭერ მოძ­რა­ო­ბა­ში , სპე­ცი­ა­ლუ­რი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი ეძღვნე­ბა ოქ­ტომ­ბრის აქ­ტი­ვო­ბას:Coca-Cola , KFC , ბენ­ზო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი , სას­მე­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და უამ­რა­ვი ბიზ­ნე­სი ამ დროს აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს პა­ცი­ენ­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. „ვარ­დის­ფე­რი ოქ­ტომ­ბე­რი“ – ამ სა­ხელ­წო­დე­ბით ცნო­ბილ კამ­პა­ნი­ა­ში ძუ­ძუს კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლო უკვე არა­ერ­თი წე­ლია ჩარ­თუ­ლია. კამ­პა­ნია მიზ­ნად ისა­ხავს და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდას და იმის ჩვე­ნე­ბას, რომ კიბო გა­ნა­ჩე­ნი არ არის და რომ მისი და­მარ­ცხე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

„ძა­ლი­ან გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და და­ა­ვა­დე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ გვყავს 22, 24, 26 ,29 წლის პა­ცი­ენ­ტე­ბი , ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩა­ტარ­დეს ად­ვო­კა­ტი­რე­ბა, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, ამ სა­კი­თხის შე­სა­ხებ რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად და­ვა­ფიქ­როთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რათა დრო­უ­ლად მი­მარ­თონ ექიმს, დრო­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი პრობ­ლე­მა ხომ გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად მოგ­ვა­რე­ბა­დია. აღ­ნიშ­ნუ­ლი მსვლე­ლო­ბით ჩვენ კი­დევ ერთხელ გას­მევთ ხაზს მკურ­ნა­ლო­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას, დრო­ულ დიგ­ნოს­ტი­კის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად, ძუ­ძუს კი­ბოს 1400-ზე მეტი ახა­ლი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა და ამ სე­ნის­გან წე­ლი­წად­ში 900-ზე მეტი ქალი იღუ­პე­ბა. ეს არის 900 ოჯა­ხის ტრა­გე­დია და სამ­წუ­ხა­როდ ეს რი­ცხვი ყო­ველ­წლი­უ­რად იმა­ტებს,“ - გან­მარ­ტავს „ევ­რო­პა დონა სა­ქარ­თვე­ლოს“ პრე­ზი­დენ­ტი ანა მა­ზა­ნიშ­ვი­ლი.

„ვარ­დის­ფე­რი მსვლე­ლო­ბა“ იყო მათ­თვის, ვის­თვი­საც ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე უმ­თავ­რე­სია!!!!!

კიბო გა­ნა­ჩე­ნი არა არის! დრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა და მკურ­ნა­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! ჩვე­ნი ხმა მსოფ­ლი­ოს! ძალა სწო­რედ რომ ერ­თო­ბა­შია! ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მათ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით, ვინც ეხლა იწყებს ამ რთულ ბრძო­ლას! - ეს ის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბია, რომ­ლებ­საც „ვა­დის­ფე­რი სივ­რცი­დან“ პა­ცი­ენ­ტე­ბი თუ ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ყო­ველ­დღე უთ­ვლი­ან მათ, ვი­საც მათი თა­ნად­გო­მა ხე­ლე­წი­ფე­ბა!

„ლა­მა­ზი , ფე­რა­დი და სი­ცო­ცხლით სავ­სე დღე იყო ჩემ­თვის. გა­მოვ­ხა­ტეთ სო­ლი­და­რო­ბა ყვე­ლა ქალ­ბა­ტო­ნის მი­მართ , ვინც ამ ბრძო­ლა­შია, თუმ­ცა ეს ჩემ­თვის გა­ცი­ლე­ბით მეტს ნიშ­ნავ­და .

ეს იყო დღე ბევ­რი ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხით, ბევ­რი და­დე­ბი­თი მუხ­ტით, ბევ­რი ჩა­ხუ­ტე­ბით , ბევ­რი თბი­ლი და ტკბი­ლი სო­ტყვით - რაც ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია ჩვენ­თვის - ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის , და რაც ხში­რად ფრთებ­საც კი გა­მოგ­ვას­ხავს ხოლ­მე და ყოვ­ლის­შძ­ლე­ებს გვხდის ! ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვის დღეა - დო­ჩა­ნაშ­ვილ­მა თქვა , ეს სი­ტყვე­ბი თა­ვი­სი სიგ­რძე სი­გა­ნით ჩემი მკურ­ნა­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ვიგ­რძე­ნი, მაგ­რამ დღეს ეს შეგ­რძნე­ბა ისევ მეწ­ვია, ახლა უკვე სხვა სტა­ტუ­სით - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქა­ლის სტა­ტუ­სით ვამ­ბობ ამას. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ბაც გა­ცი­ლე­ბით ღრმა აქვს ამ სი­ტყვებს,“ - აღ­ნიშ­ნა თა­მარ დუნ­დუ­ამ, რო­მელ­მაც საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასაკ­ში ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხა და თა­ვი­სი შე­მარ­თე­ბით მი­სა­ბა­ზი გახ­და.

„ევ­რო­პა დონა ჯორ­ჯია“ 2006 წელს შე­უ­ერ­თდა ქა­ლაქ მი­ლან­ში 20 წლის წინ და­არ­სე­ბულ ევ­რო­პულ კო­ა­ლი­ცი­ას “EUROPA DONNA”_ს , რომ­ლის ძი­რი­თად მი­ზანს ძუ­ძუს კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა წარ­მო­ად­გენს. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია და­არ­სე­ბის დღი­დან იღწ­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. „ევ­რო­პა დონა სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რე­ბი რო­გორც ევ­რო­პუ­ლი კო­ა­ლი­ცია „EUROPA DONNA“-s მიერ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი, ამ სე­ნი­სა­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი არი­ან. მათი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი მი­სი­აა, რო­გორც ძუ­ძუს კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბა, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ქარ­თველ ქალ­ბა­ტო­ნებ­ში, რათა დრო­უ­ლად მოხ­დეს და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია. "ევ­რო­პა დონა " ევ­რო­პელ ქალ­ბა­ტონს ნიშ­ნავს და ვცდი­ლობთ ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი და­ვამ­კვიდ­როთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ძუ­ძუს კიბო გა­ნა­ჩე­ნი არ უნდა იყოს! ერ­თად დავ­დგეთ სი­ცო­ცხლის სა­და­რა­ჯო­ზე!!!

ავტორი:

ვარდისფერი პროტესტი ვერაგ დაავადებას!

ვარდისფერი პროტესტი ვერაგ დაავადებას!

თბილისში თავისუფლების მოედანზე ძუძუს კიბოს წინააღმდეგ “ვარდისფერი მსვლელობა” გაიმართა

15 ოქტომბერს, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, „ევროპა დონა საქართველოსა“ და Pink Space - ვარდისფერი სივრცის ორგანიზებით თბილისში თავისუფლების მოედანზე “ვარდისფერი მსვლელობა” გაიმართა. მსვლელობის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე მონაწილეებმა ტრანფარანტებით #ძუძუსკიბოგანაჩენიარარის ფლეშ მობი მოაწყვეს.

მსვლელობის მიზანს, ძუძუს კიბოს რისკების შესახებ ცნობადობის გაზრდა, რეგულარული თვითშემოწმების შესახებს ინფორმაციის გავრცელება და კიბოს სკრინინგის აუცილებლობა წარმოადგენდა. მსვლელობაში მონაწილეობენ პაციენტები, ექიმები, მხარდაჭერი კომანოების წარმომადგენელები და მედია, რომლებიც კიდევ ერთელ შეახსენებენ საზოგადოებას, რომ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალაბატონებს თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობის ბოლოს სიმბოლურად ჰაერში ვარდისფერი ბუშტები გაუშვეს.

მნიშვნელოვანია, რომ „ვარდისფერი ოქტომბერის“ ფარგლებში 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება სამუშაო შეხვედრა „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში, რომელსაც დაესწრებიან პაციენტები, ექიმები, მერიის ჯანდაცვის სამსახურის, თბილისის საკრებულოს და ჯანდასცვის სამინსიტროს წარმომადგენლები.

ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია. „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ასე უწოდებენ ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვეს და დაავადებას სხვადასხვა აქტივობებით მსოფლიო ეხმაინება. სხვადასხვა ქალაქებში მუნიციპალიტეტების შენობები ვარდისფრად ნათდება , კომპანიები აქტიურად ერთვებიან პაციენტთა მხარდამჭერ მოძრაობაში , სპეციალური ფასდაკლებები ეძღვნება ოქტომბრის აქტივობას:Coca-Cola , KFC , ბენზოგასამართი სადგურები , სასმელების მწარმოებელი კომპანიები და უამრავი ბიზნესი ამ დროს აქტიურ მონაწილეობას იღებს პაციენტების დასახმარებლად. „ვარდისფერი ოქტომბერი“ – ამ სახელწოდებით ცნობილ კამპანიაში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქართველო უკვე არაერთი წელია ჩართულია. კამპანია მიზნად ისახავს დაავადების შესახებ ცნობადობის გაზრდას და იმის ჩვენებას, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ მისი დამარცხება შესაძლებელია.

„ძალიან გაახალგაზრდავდა დაავადება, სამწუხაროდ გვყავს 22, 24, 26 ,29 წლის პაციენტები , ამიტომ მნიშვნელოვანია ჩატარდეს ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლება, ამ საკითხის შესახებ რაც შეიძლება ხშირად დავაფიქროთ საზოგადოება, რათა დროულად მიმართონ ექიმს, დროზე აღმოჩენილი პრობლემა ხომ გაცილებით მარტივად მოგვარებადია. აღნიშნული მსვლელობით ჩვენ კიდევ ერთხელ გასმევთ ხაზს მკურნალობის ხელმისაწვდომობას, დროულ დიგნოსტიკის აუცილებლობასა და ზოგადად, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. საქართველოში ყოველწლიურად, ძუძუს კიბოს 1400-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ამ სენისგან წელიწადში 900-ზე მეტი ქალი იღუპება. ეს არის 900 ოჯახის ტრაგედია და სამწუხაროდ ეს რიცხვი ყოველწლიურად იმატებს,“ - განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.

„ვარდისფერი მსვლელობა“ იყო მათთვის, ვისთვისაც ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესია!!!!!

კიბო განაჩენი არა არის! დროულად ჩატარებული კვლევა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენი ხმა მსოფლიოს! ძალა სწორედ რომ ერთობაშია! ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათთვის განსაკუთრებით, ვინც ეხლა იწყებს ამ რთულ ბრძოლას! - ეს ის შეტყობინებებია, რომლებსაც „ვადისფერი სივრციდან“ პაციენტები თუ ყოფილი პაციენტები ყოველდღე უთვლიან მათ, ვისაც მათი თანადგომა ხელეწიფება!

„ლამაზი , ფერადი და სიცოცხლით სავსე დღე იყო ჩემთვის. გამოვხატეთ სოლიდარობა ყველა ქალბატონის მიმართ , ვინც ამ ბრძოლაშია, თუმცა ეს ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა .

ეს იყო დღე ბევრი ღიმილიანი სახით, ბევრი დადებითი მუხტით, ბევრი ჩახუტებით , ბევრი თბილი და ტკბილი სოტყვით - რაც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის - ადამიანებისთვის , და რაც ხშირად ფრთებსაც კი გამოგვასხავს ხოლმე და ყოვლისშძლეებს გვხდის ! ადამიანი ადამიანისთვის დღეა - დოჩანაშვილმა თქვა , ეს სიტყვები თავისი სიგრძე სიგანით ჩემი მკურნალობის პერიოდში შევიგრძენი, მაგრამ დღეს ეს შეგრძნება ისევ მეწვია, ახლა უკვე სხვა სტატუსით - გამარჯვებული ქალის სტატუსით ვამბობ ამას. შესაბამისად, მნიშვნელობაც გაცილებით ღრმა აქვს ამ სიტყვებს,“ - აღნიშნა თამარ დუნდუამ, რომელმაც საკმაოდ პატარა ასაკში ვერაგი დაავადება დაამარცხა და თავისი შემართებით მისაბაზი გახდა.

„ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 20 წლის წინ დაარსებულ ევროპულ კოალიციას “EUROPA DONNA”_ს , რომლის ძირითად მიზანს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან იღწვის აღნიშნული სენით დაავადებული ქალბატონების გადასარჩენად. „ევროპა დონა საქართველოს“ წევრები როგორც ევროპული კოალიცია „EUROPA DONNA“-s მიერ სერტიფიცირებული ადვოკატები, ამ სენისაგან განკურნებული ქალბატონები არიან. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა, როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, ასევე შესაბამისი განათლების გავრცელება ქართველ ქალბატონებში, რათა დროულად მოხდეს დაავადების პრევენცია. "ევროპა დონა " ევროპელ ქალბატონს ნიშნავს და ვცდილობთ ევროპული ფასეულობები დავამკვიდროთ საქართველოში.

ძუძუს კიბო განაჩენი არ უნდა იყოს! ერთად დავდგეთ სიცოცხლის სადარაჯოზე!!!

ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტი - უნიკალური პროდუქტი და ყველაზე მარტივი გზა სურვილების ასასრულებლად

„ვენდიმ“  „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ჟინვალჰესის კაშხალზე ადრეული შეტყობინების სპეციალიზებული პროგრამა ამოქმედდა