კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუს-ის სპეცოპერაცია დიდი ხნით ადრე დაიგეგმა..." - ქრთამის აღებისთვის დაკავებული საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ის შეთქმულების მსხვერპლია
"სუს-ის სპეცოპერაცია დიდი ხნით ადრე დაიგეგმა..." - ქრთამის აღებისთვის დაკავებული საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ის შეთქმულების მსხვერპლია

გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი წყალ­ტუ­ბოს საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ის შეთ­ქმუ­ლე­ბის მსხვერ­პლია.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ბრალ­დე­ბულ­მა გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ის უდა­ნა­შა­უ­ლოა, შეთ­ქმუ­ლე­ბის მსხვერ­პლია და ქრთა­მის აღე­ბა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

"მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ. ერთი პრო­ცენ­ტი­თაც თავს დამ­ნა­შა­ვედ რომ ვგრძნობ­დე, სა­ერ­თოდ გავ­ჩუმ­დე­ბო­დი. მი­მუ­შა­ვია იმ პე­რი­ოდ­შიც, როცა ხელ­ფა­სი 40 ლარი იყო, მაგ­რამ ეს მა­ში­ნაც შორს იყო ჩემ­გან, რა­საც ქრთა­მი ჰქვია.

ბა­ტონ­მა შალ­ვა თა­დუ­მა­ძემ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, ბრა­ლის ახა­ლი სტან­დარ­ტი უნდა დამ­კვიდ­რდე­სო. მე მე­ეჭ­ვე­ბა, რომ ჩემ შემ­თხვე­ვა­ში ასეა.

წა­ი­კი­თხეთ: 130 000-ლა­რი­ა­ნი მან­ქა­ნა, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბი - რა ქო­ნე­ბას ფლობს ქრთა­მის აღე­ბა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი წყალ­ტუ­ბო­ე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კი

სუს-ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს. ეს დიდი ხნით ადრე და­ი­გეგ­მა, ვიდ­რე საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი შე­ნო­ბის აუქ­ცი­ონ­ზე გა­ტა­ნა. სუს-ი იმა­ზე მე­ტად ერე­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში, ვიდ­რე ამას კონ­სტი­ტუ­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე­იშ­ვილ­მა.

გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი წყალ­ტუ­ბოს საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. პრო­ცე­სი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვილ­თან ერ­თად ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია ვა­კის გამ­გებ­ლის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუ­აც. ჩო­ჩუ­ა­სა და ივა­ნე­იშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სუს-მა წყალ­ტუ­ბოს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გრი­გოლ ივა­ნე­იშ­ვი­ლი 25 იან­ვარს და­ა­კა­ვა. გა­მო­ძი­ე­ბა მას გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბას ედა­ვე­ბა. ამა­ვე საქ­მე­ზე, 26 იან­ვარს სუს-მა ვა­კის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე თე­ი­მუ­რაზ ჩო­ჩუა ქრთა­მის აღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"სუს-ის სპეცოპერაცია დიდი ხნით ადრე დაიგეგმა..." - ქრთამის აღებისთვის დაკავებული საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ის შეთქმულების მსხვერპლია

"სუს-ის სპეცოპერაცია დიდი ხნით ადრე დაიგეგმა..." - ქრთამის აღებისთვის დაკავებული საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ის შეთქმულების მსხვერპლია

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი აცხადებს, რომ ის შეთქმულების მსხვერპლია.

როგორც სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა გრიგოლ ივანეიშვილმა განაცხადა, ის უდანაშაულოა, შეთქმულების მსხვერპლია და ქრთამის აღება მისთვის მიუღებელია.

"მე აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ. ერთი პროცენტითაც თავს დამნაშავედ რომ ვგრძნობდე, საერთოდ გავჩუმდებოდი. მიმუშავია იმ პერიოდშიც, როცა ხელფასი 40 ლარი იყო, მაგრამ ეს მაშინაც შორს იყო ჩემგან, რასაც ქრთამი ჰქვია.

ბატონმა შალვა თადუმაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ბრალის ახალი სტანდარტი უნდა დამკვიდრდესო. მე მეეჭვება, რომ ჩემ შემთხვევაში ასეა.

წაიკითხეთ: 130 000-ლარიანი მანქანა, მიწის ნაკვეთები, კომერციული ფართები - რა ქონებას ფლობს ქრთამის აღებაზე დაკავებული წყალტუბოელი ჩინოვნიკი

სუს-ის მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციას თავისი მიზეზები აქვს. ეს დიდი ხნით ადრე დაიგეგმა, ვიდრე საკრებულოს ყოფილი შენობის აუქციონზე გატანა. სუს-ი იმაზე მეტად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ვიდრე ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს", - განაცხადა ივანეიშვილმა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ივანეიშვილი სასამართლოში ჩვენებას აძლევს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

გრიგოლ ივანეიშვილთან ერთად ასევე დაკავებულია ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუაც. ჩოჩუასა და ივანეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე, 26 იანვარს სუს-მა ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

ქარელის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები დააკავეს

ყოფილი თანამშრომლის პოსტთან დაკავშირებით პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო

"გავიქეცი თავის მოსაკლავად და არა მიმალვისთვის" - რა თქვა პროცესზე ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელსაც პატიმრობა მიესაჯა