პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით 3 მამაკაცი დააკავეს - მათ შორის არის ერთ-ერთი დაჭრილი
ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით 3 მამაკაცი დააკავეს - მათ შორის არის ერთ-ერთი დაჭრილი

შსს-მ ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ დაჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით სულ 3 მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის ის პი­რიც, რო­მელ­საც ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მიმ­დი­ნა­რე წლის 30 სექ­ტემ­ბერს ვა­კე­ში, ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, 1972 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.ძ. და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლად ედე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლით, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი და კომ­პლექ­სუ­რი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ამა­ვე ფაქ­ტზე ორი პირი 10 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. 1962 წელს და­ბა­დე­ბულ ზ.ც.-ს და 1973 წელს და­ბა­დე­ბულ დ.ჯ.-ს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნათ. მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბით დად­გინ­და, რომ 1962 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ზ.ც.-მ და 1973 წელს და­ბა­დე­ბულ­მა დ.ჯ.-მ, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1972 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.ძ.-ს ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს.

თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ ზ.ც.-ს და დ.ჯ. მიერ ლ.ძ.-ის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას წინ უძღო­და ლ.ძ.-ს მიერ გ.ც.-ის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტი" - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით 3 მამაკაცი დააკავეს - მათ შორის არის ერთ-ერთი დაჭრილი

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით 3 მამაკაცი დააკავეს - მათ შორის არის ერთ-ერთი დაჭრილი

შსს-მ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით სულ 3 მამაკაცი დააკავა, მათ შორის ის პირიც, რომელსაც ჭრილობები მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ. დააკავეს. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული ინტენსიური და კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ამავე ფაქტზე ორი პირი 10 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. 1962 წელს დაბადებულ ზ.ც.-ს და 1973 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1962 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1973 წელს დაბადებულმა დ.ჯ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიაყენეს.

თუმცა, გამოძიებით ასევე გამოიკვეთა, რომ ზ.ც.-ს და დ.ჯ. მიერ ლ.ძ.-ის მკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა ლ.ძ.-ს მიერ გ.ც.-ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება - დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მუხრან ფანგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს