პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვა დრო, როცა ქართველები მიხვდებიან, რომ ჩასაქოლი ადამიანი არ ვარ" - ლიზა ყენიას ინტერვიუ ოჯახზე, ნარკოტიკებსა და ყოფილ სიყვარულზე
"მოვა დრო, როცა ქართველები მიხვდებიან, რომ ჩასაქოლი ადამიანი არ ვარ" - ლიზა ყენიას ინტერვიუ ოჯახზე, ნარკოტიკებსა და ყოფილ სიყვარულზე

ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რა­ლი ლიზა ყე­ნია, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის მაია ჯა­ბუ­ას ქა­ლიშ­ვი­ლია, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა მას სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი­დან იც­ნობს. ლი­ზამ პო­პუ­ლა­რო­ბა პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე მო­ი­პო­ვა და ხან­და­ხან სკან­და­ლე­ბის ქარ­ცე­ცხლშიც ეხ­ვე­ვა.

ლი­ზას ცხოვ­რე­ბა­ში ახლა ახა­ლი ეტა­პი დად­გა, უმ­შვე­ნი­ე­რეს­მა გო­გო­ნამ გა­და­წყვი­ტა დრო­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბას და სწავ­ლას და­უთ­მოს. ლიზა ყე­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, სა­დაც ტუ­რიზ­მის და ბიზ­ნე­სის მარ­თვის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს.

სულ მალე ეკ­რა­ნებ­ზე მომ­ღერ­ლის ახა­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია სკან­და­ლუ­რი და ეპა­ტა­ჟუ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი იქ­ნე­ბა. ლი­ზას არ უყ­ვარს ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი და სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბი, თუმ­ცა "რე­ი­ტინ­გის­თვის" გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა და გუ­ლახ­დი­ლი ინ­ტერ­ვიუ მოგ­ვცა, სა­დაც ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. ლი­ზას­თან სა­უ­ბა­რი ზა­ფხუ­ლით და­ვი­წყეთ, წელს მან სა­ოც­ნე­ბო კუ­რორ­ტებ­ზე და­ის­ვე­ნა და საყ­ვა­რელ მუ­სი­კა­ლურ დი­ჯე­ი­საც შეხ­ვდა.

- ლიზა, რო­გორ გა­ა­ტა­რეთ ზა­ფხუ­ლი?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ზა­ფხუ­ლი მქონ­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რომ თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასა­კი­დან დაგ­რო­ვი­ლი ოც­ნე­ბე­ბი ამიხ­და. ყო­ველ­თვის მინ­დო­და იბი­ცა­ზე მოხ­ვედ­რა, ეს ოც­ნე­ბა ამიხ­და, ჩემს დას­თან და მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი იბი­ცა­ზე. იქ შევ­ხვდი, ჩემ­თვის ICON ადა­მი­ა­ნის, Black Coffee-ს, მას­თან მოვ­ხვდი პი­რის­პირ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს მუ­სი­კო­სი, ჩემი ინ­სპი­რა­ცი­აა. ასე­ვე ვი­ყა­ვი ბარ­სე­ლო­ნა­ში ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად. მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ერთ-ერ­თია რაც დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებს.

- თუმ­ცა დიდ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი...

- ნამ­დვი­ლად დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ბოლო პე­რი­ოდ­ში შევ­ძე­ლი და გავ­ხდი ოჯა­ხის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი. ჩემს მიერ და­ბან­დე­ბუ­ლი თან­ხე­ბით მო­ვა­ხერ­ხე იბი­ცა­ზეც და ბარ­სე­ლო­ნა­შიც დას­ვე­ნე­ბა.

- რა არის შენი შე­მო­სავ­ლის წყა­რო?

- კონ­ცერ­ტე­ბი და ინ­სტაგ­რამ ინფლუ­ენ­სე­რო­ბით დაგ­რო­ვი­ლი ფული - ესაა ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი. მარ­თა­ლია ბევ­რი კონ­ცერ­ტე­ბი არ არის, მაგ­რამ ამის დროც მოვა. მე მინ­და ჩემი შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რე­ბი ვიმ­ღე­რო. თუ გინ­და არ­ტის­ტი გექრვას, არ უნდა იყო ვი­ღა­ცის კო­პი­რე­ბა, თუ შენ არ შე­გიძ­ლია სიმ­ღე­რე­ბის შექ­მნა, სხვამ უნდა შე­გიქ­მნას. ახ­ლა­ხანს აღ­მო­ვა­ჩი­ნე სა­კუ­თარ თავ­ში, რომ შე­მიძ­ლია სიმ­ღე­რე­ბის და­წე­რა და რამ­დე­ნი­მე დავ­წე­რე კი­დეც.

- ცნო­ბი­ლია, რომ ერთ-ერთ სიმ­ღე­რა­ზე ახალ კლიპს იღებთ, მოგ­ვი­ყე­ვით ამ კლი­პის შე­სა­ხებ?

- ლონ­დონ­ში არის მუ­სი­კო­სი სკარლ­ზი, რო­მელ­მაც გა­მი­კე­თა დიდი სა­ჩუ­ქა­რი, სწო­რედ მან გა­მიმ­ზა­და ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი, რო­მელ­ზეც ავა­წყვე სიმ­ღე­რა, ტექ­სტი და მე­ლო­დია. ახლა ვი­ღებ კლიპს. ვცდი­ლობ მაქ­სი­მა­ლუ­რად ეს­თე­ტი­უ­რი და ლა­მა­ზი გა­მო­ვი­დეს კლი­პი. ვი­ცეკ­ვებ გო­გო­ნებ­თან და ბი­ჭებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩემს კლიპ­ში ასე­ვე იცეკ­ვებს ირაკ­ლი ფი­ფია, რო­მე­ლიც კლი­პის ქო­რე­ოგ­რა­ფიც იქ­ნე­ბა. კლი­პის გა­და­ღე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­სა­ბა­მი­სი ლო­კა­ცი­აც, ამი­ტომ რეს­ტო­რან „დორსზე“ გა­ვა­კე­თე არ­ჩე­ვა­ნი. ვი­დე­ო­ში ჩემი მე­გობ­რე­ბიც იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, კლი­პის რე­ჟი­სო­რი ლაშა ცე­რი­აშ­ვი­ლია, მაგ­რამ სცე­ნა­რი ჩემი ინ­სპი­რა­ცი­ის შე­დე­გია.

- ვი­ცით, რომ ასე­ვე ფე­რად­კა­ნი­ა­ნი მა­მა­კა­ცი გა­გი­წევს პარტნი­ო­რო­ბას ახალ კლიპ­ში, რა­ტომ შე­ა­ჩე­რე არ­ჩე­ვა­ნი ფე­რად­კა­ნი­ან მსა­ხი­ობ­ზე?

- კი, ფე­რად­კა­ნი­ან მსა­ხი­ობ­საც იხი­ლავთ ჩემს კლიპ­ში. მას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კარ­გად იც­ნო­ბენ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და არამ­ხო­ლოდ, ზოგ­ჯერ რა­სიზ­მი პრობ­ლე­მაა, მე კი ამ ფორ­მით მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაჩ­ვე­ნო, რომ არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი რა­სიზ­მი.

- კმა­ყო­ფი­ლი ხარ სა­კუ­თა­რი თა­ვით?

- ჩემი პლი­უ­სია თუ მი­ნუ­სი ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ არას­დროს ვარ ამა­ყი სა­კუ­თა­რი თა­ვით. მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ვი­პო­ვე, ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. მარ­ტი­ვი არ არის და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა.

- ოჯა­ხი რო­გორ შეხ­ვდა თქვენს და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას, ცალ­კე გა­დახ­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად?

- მა­ი­ამ და­მო­უ­კი­დებ­ლად გამ­ზარ­და, მაგ­რამ მა­ტე­რი­ა­ლურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ჯერ მხო­ლოდ დუ­მი­ლის დო­ნე­ზე იმ­ჩნევს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ უხა­რია. რაც შე­ე­ხე­ბა ცალ­კე ცხოვ­რე­ბას, ცალ­კე სა­ცხოვ­რებ­ლად არ გა­დავ­სულ­ვარ.

- რითი ჰგავ­ხართ დე­დას - მაია ჯა­ბუ­ას?

- დე­დამ მას­წავ­ლა ვიყო უშუ­ა­ლო, მიმ­ტე­ვე­ბე­ლი, მიმ­ნდო­ბი. მას­წავ­ლა სიყ­ვა­რუ­ლი ჩემი მსმე­ნე­ლის და ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვი­საც დიდი წვლი­ლი შე­აქვს ჩემს საქ­მე­ში.

- არ გი­ფიქ­რი­ათ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა და სხვა­გან გა­დას­ვლა?

- ამ კი­თხვა­ზე ჩემი და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში აგ­რე­სი­ას იწ­ვევს. ეტყო­ბა ვერ ვა­გე­ბი­ნებ ხალ­ხს რომ სა­ქარ­თვე­ლო არ მძულს, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია დე­და­მი­წის ზურ­გზე, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვია წას­ვლა და სხვა ქვეყ­ნის შოუ-ბიზ­ნეს­ში სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვა მი­ფიქ­რია. თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ოდ­ში მივ­ხვდი, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა რე­სურ­სიც მაქვს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ეს ჯერ სხვა­გან არ მექ­ნე­ბა და ბო­ლომ­დე უნდა ამოვ­წუ­რო აქ სა­კუ­თა­რი რე­სურ­სი. წას­ვლაც ჩემი ნე­ბაა, მა­გის დროც მოვა და ეს კარ­გი იქ­ნე­ბა რო­გორც ჩემ­თვის, ასე­ვე ჩემი ქვეყ­ნის­თვის...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"მოვა დრო, როცა ქართველები მიხვდებიან, რომ ჩასაქოლი ადამიანი არ ვარ" - ლიზა ყენიას ინტერვიუ ოჯახზე, ნარკოტიკებსა და ყოფილ სიყვარულზე

"მოვა დრო, როცა ქართველები მიხვდებიან, რომ ჩასაქოლი ადამიანი არ ვარ" - ლიზა ყენიას ინტერვიუ ოჯახზე, ნარკოტიკებსა და ყოფილ სიყვარულზე

ახალგაზრდა მომღერალი ლიზა ყენია, ცნობილი ქართველი მომღერლის მაია ჯაბუას ქალიშვილია, თუმცა საზოგადოება მას სხვადასხვა მუსიკალური პროექტებიდან იცნობს. ლიზამ პოპულარობა პატარა ასაკიდანვე მოიპოვა და ხანდახან სკანდალების ქარცეცხლშიც ეხვევა.

ლიზას ცხოვრებაში ახლა ახალი ეტაპი დადგა, უმშვენიერესმა გოგონამ გადაწყვიტა დროის უმეტესი ნაწილი საკუთარ შემოქმედებას და სწავლას დაუთმოს. ლიზა ყენია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტია, სადაც ტურიზმის და ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს.

სულ მალე ეკრანებზე მომღერლის ახალი ვიდეორგოლი გამოჩნდება, რომელიც ბუნებრივია სკანდალური და ეპატაჟური ნამუშევარი იქნება. ლიზას არ უყვარს ინტერვიუები და სატელევიზიო გადაცემები, თუმცა "რეიტინგისთვის" გამონაკლისი დაუშვა და გულახდილი ინტერვიუ მოგვცა, სადაც ყველა საინტერესო თემაზე გულახდილად ისაუბრა. ლიზასთან საუბარი ზაფხულით დავიწყეთ, წელს მან საოცნებო კურორტებზე დაისვენა და საყვარელ მუსიკალურ დიჯეისაც შეხვდა.

- ლიზა, როგორ გაატარეთ ზაფხული?

- არაჩვეულებრივი ზაფხული მქონდა, შეიძლება ითქვას რომ თინეიჯერობის ასაკიდან დაგროვილი ოცნებები ამიხდა. ყოველთვის მინდოდა იბიცაზე მოხვედრა, ეს ოცნება ამიხდა, ჩემს დასთან და მის მეგობრებთან ერთად ვიყავი იბიცაზე. იქ შევხვდი, ჩემთვის ICON ადამიანის, Black Coffee-ს, მასთან მოვხვდი პირისპირ, ძალიან მიყვარს ეს მუსიკოსი, ჩემი ინსპირაციაა. ასევე ვიყავი ბარსელონაში ჩემს მეგობრებთან ერთად. მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ერთ-ერთია რაც დიდ ბედნიერებას მანიჭებს.

- თუმცა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული...

- ნამდვილად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ბოლო პერიოდში შევძელი და გავხდი ოჯახისგან დამოუკიდებელი ადამიანი. ჩემს მიერ დაბანდებული თანხებით მოვახერხე იბიცაზეც და ბარსელონაშიც დასვენება.

- რა არის შენი შემოსავლის წყარო?

- კონცერტები და ინსტაგრამ ინფლუენსერობით დაგროვილი ფული - ესაა ჩემი შემოსავალი. მართალია ბევრი კონცერტები არ არის, მაგრამ ამის დროც მოვა. მე მინდა ჩემი შექმნილი სიმღერები ვიმღერო. თუ გინდა არტისტი გექრვას, არ უნდა იყო ვიღაცის კოპირება, თუ შენ არ შეგიძლია სიმღერების შექმნა, სხვამ უნდა შეგიქმნას. ახლახანს აღმოვაჩინე საკუთარ თავში, რომ შემიძლია სიმღერების დაწერა და რამდენიმე დავწერე კიდეც.

- ცნობილია, რომ ერთ-ერთ სიმღერაზე ახალ კლიპს იღებთ, მოგვიყევით ამ კლიპის შესახებ?

- ლონდონში არის მუსიკოსი სკარლზი, რომელმაც გამიკეთა დიდი საჩუქარი, სწორედ მან გამიმზადა ინსტრუმენტალი, რომელზეც ავაწყვე სიმღერა, ტექსტი და მელოდია. ახლა ვიღებ კლიპს. ვცდილობ მაქსიმალურად ესთეტიური და ლამაზი გამოვიდეს კლიპი. ვიცეკვებ გოგონებთან და ბიჭებთან ერთად, რომლებიც საუკეთესოები არიან საქართველოში. ჩემს კლიპში ასევე იცეკვებს ირაკლი ფიფია, რომელიც კლიპის ქორეოგრაფიც იქნება. კლიპის გადაღებისას მნიშვნელოვანია შესაბამისი ლოკაციაც, ამიტომ რესტორან „დორსზე“ გავაკეთე არჩევანი. ვიდეოში ჩემი მეგობრებიც იღებენ მონაწილეობას, კლიპის რეჟისორი ლაშა ცერიაშვილია, მაგრამ სცენარი ჩემი ინსპირაციის შედეგია.

- ვიცით, რომ ასევე ფერადკანიანი მამაკაცი გაგიწევს პარტნიორობას ახალ კლიპში, რატომ შეაჩერე არჩევანი ფერადკანიან მსახიობზე?

- კი, ფერადკანიან მსახიობსაც იხილავთ ჩემს კლიპში. მას ჩვენს ქვეყანაში კარგად იცნობენ, წარმატებული მსახიობია. ჩვენს ქვეყანაში და არამხოლოდ, ზოგჯერ რასიზმი პრობლემაა, მე კი ამ ფორმით მინდა საზოგადოებას ვაჩვენო, რომ არ არის გამართლებული რასიზმი.

- კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით?

- ჩემი პლიუსია თუ მინუსი ვერ გეტყვით, მაგრამ არასდროს ვარ ამაყი საკუთარი თავით. მაგრამ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვე, ეს ძალიან მახარებს. მარტივი არ არის დამოუკიდებლად ცხოვრება.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს დამოუკიდებელ ცხოვრებას, ცალკე გადახვედით საცხოვრებლად?

- მაიამ დამოუკიდებლად გამზარდა, მაგრამ მატერიალურ დამოუკიდებლობას ჯერ მხოლოდ დუმილის დონეზე იმჩნევს, დარწმუნებული ვარ უხარია. რაც შეეხება ცალკე ცხოვრებას, ცალკე საცხოვრებლად არ გადავსულვარ.

- რითი ჰგავხართ დედას - მაია ჯაბუას?

- დედამ მასწავლა ვიყო უშუალო, მიმტევებელი, მიმნდობი. მასწავლა სიყვარული ჩემი მსმენელის და ადამიანების მიმართ, ვისაც დიდი წვლილი შეაქვს ჩემს საქმეში.

- არ გიფიქრიათ ქვეყნის დატოვება და სხვაგან გადასვლა?

- ამ კითხვაზე ჩემი დადებითი პასუხი საზოგადოების ნაწილში აგრესიას იწვევს. ეტყობა ვერ ვაგებინებ ხალხს რომ საქართველო არ მძულს, ძალიან მიყვარს, ჩემთვის საუკეთესო ადგილია დედამიწის ზურგზე, მაგრამ ბუნებრივია წასვლა და სხვა ქვეყნის შოუ-ბიზნესში საკუთარი ძალების მოსინჯვა მიფიქრია. თუმცა, ბოლო პერიოდში მივხვდი, საქართველოში რა რესურსიც მაქვს განვითარებისთვის ეს ჯერ სხვაგან არ მექნება და ბოლომდე უნდა ამოვწურო აქ საკუთარი რესურსი. წასვლაც ჩემი ნებაა, მაგის დროც მოვა და ეს კარგი იქნება როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ქვეყნისთვის...წაიკითხეთ სრულად

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი აღარ არის: "ვრჩები ეპარქიაში"

"მე ეს უწმინდესს 10 დღე არ ვუთხარი..." - რისთვის უხდის საზოგადოებას ბოდიშს მეუფე იაკობი

BTU-ს სტუდენტი, Perspektywy Women in Tech Summit-ზე წარადგინეს