სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟინვალჰესის კაშხალზე ადრეული შეტყობინების სპეციალიზებული პროგრამა ამოქმედდა
ჟინვალჰესის კაშხალზე ადრეული შეტყობინების სპეციალიზებული პროგრამა ამოქმედდა

კომ­პა­ნია „ჰიდ­რო­დი­აგ­ნოს­ტი­კამ“ ჟინ­ვალ­ჰე­სის ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლა და სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­შიც წარ­მა­ტე­ბით გა­უშ­ვა. შე­დე­გად, პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მა ჟინ­ვალ­ჰე­სის კაშხლის მიმ­დე­ბა­რედ მცხოვ­რებ მო­ქა­ლა­ქე­ებს სი­რე­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით წი­ნას­წარ გა­აფრ­თხი­ლებს.

პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა კომ­პა­ნია „ჰიდ­რო­დი­აგ­ნოს­ტი­კამ“ 2018 წლის და­სა­წყის­ში იტა­ლი­ელ პარტნი­ო­რებ­თან „CAE” და „FIELD“-თან ერ­თად და­ი­წყო. რო­გორც კომ­პა­ნია „ჰიდ­რო­დი­აგ­ნოს­ტი­კის“ დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი გა­გუა აცხა­დებს, სი­რე­ნე­ბი 5 სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მა სენ­სო­რე­ბი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ას იღებს და აა­ნა­ლი­ზებს. სტან­დარ­ტუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის ცვლი­ლე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი პროგ­რა­მა ავ­ტო­მა­ტუ­რად რთავს სი­რე­ნებს.

„“ჯორ­ჯი­ან უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ დაკ­ვე­თით კომ­პა­ნია „ჰიდ­რო­დი­აგ­ნოს­ტი­კამ“ გა­ნა­თავ­სა არაგ­ვის­ხევ­ში, კერ­ძოდ, ჟინ­ვალ­ჰე­სი­სა და ბო­დორ­ნა ჰე­სის მო­ნაკ­ვეთ­ზე სი­რე­ნე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ამა­ვე კომ­პა­ნი­ის მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი სენ­სო­რე­ბის სის­ტე­მას­თან. სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მა ახორ­ცი­ე­ლებს ჟინ­ვალ­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სენ­სო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ის კონ­ტროლ­სა და შეს­წავ­ლას.

ამავდრო­უ­ლად, სის­ტე­მას აქვს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სმს-ისა და მე­ი­ლის სა­ხით გა­ავ­რცე­ლოს ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა სა­ჭი­რო დე­პარ­ტა­მენ­ტსა თუ სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რა­ში, რათა შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის მეტი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ“. - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი გა­გუ­ამ.

ლო­ჯის­ტი­კის და შეს­ყიდ­ვე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რის გივი გო­გუ­ას გან­ცხა­დე­ბით, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გარ­კვე­ულ გა­მოწ­ვე­ვებს უკავ­შირ­დე­ბო­და, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ამ მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სრულ­ყო­ფი­ლად შეძ­ლო.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი მაშ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი საკ­მა­ოდ დიდი გა­მოწ­ვე­ვა იყო ლო­ჯის­ტი­კის მხრივ ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის, თუმ­ცა საკ­მა­ოდ დიდი წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თვით თავი", - აღ­ნიშ­ნა გივი გო­გუ­ამ.

ჟინ­ვალ­ჰე­სის ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს პრო­ექ­ტის ინ­ჟი­ნე­რი ზუ­რაბ გორ­ჯო­ლა­ძეც.

„კომ­პა­ნია „ჰიდ­რო­დი­აგ­ნოს­ტი­კა“ გეგ­მავს, რომ მსგავ­სი პრო­ექ­ტე­ბი სხვა ობი­ექ­ტებ­ზეც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ზო­გა­დად, ქვეყ­ნი­სა და მისი ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ გორ­ჯო­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა „ჰიდ­რო­დი­აგ­ნოს­ტი­კას“, ის წამ­ყვა­ნი ქარ­თუ­ლი სა­ინ­ჟინ­რო და სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც 2006 წელს ენერ­გე­ტი­კი­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე და­არ­სდა. ის მომ­ხმა­რე­ბელს სა­მო­ქა­ლა­ქო და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ინ­ჟი­ნე­რი­ის სფე­რო­ში სხვა­დას­ხვა ტი­პის მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს, მათ შო­რის წი­ნას­წარ შე­მოწ­მე­ბას, დე­ტა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის შექ­მნას, და­გეგ­მვა­სა და მშე­ნებ­ლო­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ად­გი­ლობ­რივ და უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

ავ­ტო­რი: ნა­თია ჩა­დუ­ნე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ჟინვალჰესის კაშხალზე ადრეული შეტყობინების სპეციალიზებული პროგრამა ამოქმედდა

ჟინვალჰესის კაშხალზე ადრეული შეტყობინების სპეციალიზებული პროგრამა ამოქმედდა

კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმშიც წარმატებით გაუშვა. შედეგად, პოტენციური საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, სპეციალიზებული პროგრამა ჟინვალჰესის კაშხლის მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეებს სირენების მეშვეობით წინასწარ გააფრთხილებს.

პროექტზე მუშაობა კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ 2018 წლის დასაწყისში იტალიელ პარტნიორებთან „CAE” და „FIELD“-თან ერთად დაიწყო. როგორც კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკის“ დირექტორი ირაკლი გაგუა აცხადებს, სირენები 5 სხვადასხვა ლოკაციაზეა განთავსებული.

სპეციალიზებული პროგრამა სენსორებიდან ინფორმაციას იღებს და აანალიზებს. სტანდარტული მონაცემების ცვლილების დაფიქსირების შემთხვევაში კი პროგრამა ავტომატურად რთავს სირენებს.

„“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაკვეთით კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ განათავსა არაგვისხევში, კერძოდ, ჟინვალჰესისა და ბოდორნა ჰესის მონაკვეთზე სირენების სისტემა, რომელიც დაკავშირებულია ამავე კომპანიის მიერ დაყენებული სენსორების სისტემასთან. სპეციალიზებული პროგრამა ახორციელებს ჟინვალზე არსებული ყველა სენსორის ინფორმაციის კონტროლსა და შესწავლას.

ამავდროულად, სისტემას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სმს-ისა და მეილის სახით გაავრცელოს ინფორმაცია ყველა საჭირო დეპარტამენტსა თუ სამთავრობო სტრუქტურაში, რათა შესაბამისი სტრუქტურები მოსახლეობის მეტი უსაფრთხოებისთვის ინფორმირებულნი იყვნენ“. - განაცხადა ირაკლი გაგუამ.

ლოჯისტიკის და შესყიდვების კოორდინატორის გივი გოგუას განცხადებით, პროექტის განხორციელება გარკვეულ გამოწვევებს უკავშირდებოდა, თუმცა კომპანიამ მისი განხორციელება სრულყოფილად შეძლო.

"აღნიშნული მაშტაბური პროექტი საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო ლოჯისტიკის მხრივ ჩვენი ორგანიზაციისთვის, თუმცა საკმაოდ დიდი წარმატებით გავართვით თავი", - აღნიშნა გივი გოგუამ.

ჟინვალჰესის ადრეული გაფრთხილების სისტემის მნიშვნელობაზე საუბრობს პროექტის ინჟინერი ზურაბ გორჯოლაძეც.

„კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკა“ გეგმავს, რომ მსგავსი პროექტები სხვა ობიექტებზეც განახორციელოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, ქვეყნისა და მისი ენერგეტიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ზურაბ გორჯოლაძემ.

რაც შეეხება „ჰიდროდიაგნოსტიკას“, ის წამყვანი ქართული საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 2006 წელს ენერგეტიკისა და ენერგეტიკული სტრუქტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საფუძველზე დაარსდა. ის მომხმარებელს სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის სფეროში სხვადასხვა ტიპის მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის წინასწარ შემოწმებას, დეტალური დიზაინის შექმნას, დაგეგმვასა და მშენებლობის ზედამხედველობას ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ავტორი: ნათია ჩადუნელი

ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტი - უნიკალური პროდუქტი და ყველაზე მარტივი გზა სურვილების ასასრულებლად

ვარდისფერი პროტესტი ვერაგ დაავადებას!

„ვენდიმ“  „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა