პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში საგზაო ნიშნებს საერთოდ არ ცნობენ, აქ თავი უნდა გადაირჩინო" - ირლანდიელი ჟურნალისტი საქართველოზე
"თბილისში საგზაო ნიშნებს საერთოდ არ ცნობენ, აქ თავი უნდა გადაირჩინო" - ირლანდიელი ჟურნალისტი საქართველოზე

ირ­ლან­დი­ე­ლი სპორ­ტის მი­მომ­ხილ­ვე­ლი გე­ვინ კუნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და მისი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და, სა­კუ­თა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ პორ­ტალ­ზე The 42 წერს. ჟურ­ნა­ლის­ტი გა­ოგ­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბით და ამ­ბობს, რომ თბი­ლის­ში „თავი უნდა გა­და­ირ­ჩი­ნო, საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი კი აქ უმ­ნიშ­ვნე­ლოდ მი­იჩ­ნე­ვა“. სატ­რან­სპორ­ტო ქა­ო­სის მი­უ­ხე­და­ვად, გე­ვინ კუნი თბი­ლი­სით მო­ხიბ­ლუ­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო­სა და ირ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბე­ბის­თვის 2003 წლის შემ­დეგ ეს რი­გით მე­სა­მე შეხ­ვედ­რა იყო. კუ­ნის გან­ცხა­დე­ბით, რომ ირ­ლან­დი­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თბი­ლისს იმ­დე­ნად ხში­რად სტუმ­რო­ბენ, რომ მათი ლეპ­ტო­პე­ბი სტა­დი­ო­ნის ინ­ტერ­ნეტს ავ­ტო­მა­ტუ­რად უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან პა­რო­ლე­ბი და­მახ­სოვ­რე­ბუ­ლია.

„ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბით თბი­ლი­სი ღა­რი­ბი ქა­ლა­ქია და ირ­ლან­დი­ე­ლი ვი­ზი­ტო­რის­თვის ძა­ლი­ან იაფი. სა­უ­კე­თე­სო კერ­ძის მირ­თმე­ვა აქ 15 ევ­რო­ზე ძვი­რი არ ღირს, სას­მე­ლი კი - ჭიქა და­ახ­ლო­ე­ბით 1 ევრო,“ - წერს მი­მომ­ხილ­ვე­ლი.

იმის გამო, რომ ალ­კოჰო­ლი ძა­ლი­ან იაფი ღირს, კუნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ფეხ­ბურ­თის ირ­ლან­დი­ელ­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა თბი­ლის­ში „ზედ­მე­ტად“ მო­ილ­ხი­ნეს.

„სა­უ­კე­თე­სო კერ­ძე­ბი თბი­ლის­ში ერთ პა­ტა­რა რეს­ტო­რან­ში გავ­სინ­ჯე - „ბარ­ბა­რეს­თან“ ბა­ქოს ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს და ყვე­ლა­ფე­რი მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის კუ­ლი­ნა­რი­ის წიგ­ნის რე­ცეპ­ტე­ბის მი­ხედ­ვით მზად­დე­ბა, რო­მე­ლიც ბარ­ბა­რე ჯორ­ჯა­ძემ შე­ად­გი­ნა,“ - აღ­ნიშ­ნავს ირ­ლან­დი­ე­ლი და ამ­ბობს, რომ თბი­ლი­სი ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ვლე­ლი ად­გი­ლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
8

ამ კაცს ირანი არ უნახავს და თეირანის მოძრაობის წესები :) 3–ჯერ ტროტუარზე ამომივარდა მოტოროლერი და კინაღამ გამიტანა :) შუქნიშანზე მწვანე კაცუნას რომ ველოდებოდი, ხალხი ირონიულად მიყურებდა, ვისი მანქანა ვის გზაზე მიდიოდა, კაცმა არ იცის :))

ავტორი:

"თბილისში საგზაო ნიშნებს საერთოდ არ ცნობენ, აქ თავი უნდა გადაირჩინო" - ირლანდიელი ჟურნალისტი საქართველოზე

"თბილისში საგზაო ნიშნებს საერთოდ არ ცნობენ, აქ თავი უნდა გადაირჩინო" - ირლანდიელი ჟურნალისტი საქართველოზე

ირლანდიელი სპორტის მიმომხილველი გევინ კუნი, რომელიც საქართველოსა და მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებისთვის თბილისში ჩამოვიდა, საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ პორტალზე The 42 წერს. ჟურნალისტი გაოგნებულია ქართული სატრანსპორტო მოძრაობით და ამბობს, რომ თბილისში „თავი უნდა გადაირჩინო, საგზაო ნიშნები კი აქ უმნიშვნელოდ მიიჩნევა“. სატრანსპორტო ქაოსის მიუხედავად, გევინ კუნი თბილისით მოხიბლულია.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებისთვის 2003 წლის შემდეგ ეს რიგით მესამე შეხვედრა იყო. კუნის განცხადებით, რომ ირლანდიელი ჟურნალისტები თბილისს იმდენად ხშირად სტუმრობენ, რომ მათი ლეპტოპები სტადიონის ინტერნეტს ავტომატურად უკავშირდება, რადგან პაროლები დამახსოვრებულია.

„ევროპული სტანდარტებით თბილისი ღარიბი ქალაქია და ირლანდიელი ვიზიტორისთვის ძალიან იაფი. საუკეთესო კერძის მირთმევა აქ 15 ევროზე ძვირი არ ღირს, სასმელი კი - ჭიქა დაახლოებით 1 ევრო,“ - წერს მიმომხილველი.

იმის გამო, რომ ალკოჰოლი ძალიან იაფი ღირს, კუნი აღნიშნავს, რომ ფეხბურთის ირლანდიელმა თაყვანისმცემლებმა თბილისში „ზედმეტად“ მოილხინეს.

„საუკეთესო კერძები თბილისში ერთ პატარა რესტორანში გავსინჯე - „ბარბარესთან“ ბაქოს ქუჩაზე მდებარეობს და ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნის კულინარიის წიგნის რეცეპტების მიხედვით მზადდება, რომელიც ბარბარე ჯორჯაძემ შეადგინა,“ - აღნიშნავს ირლანდიელი და ამბობს, რომ თბილისი ძალიან მომხიბვლელი ადგილია.