საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნოემბრის თვის ასტროლოგიური  პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვის ელის ახალი სიყვარული და ფინანსური წარმატება
ნოემბრის თვის ასტროლოგიური  პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვის ელის ახალი სიყვარული და ფინანსური წარმატება

სა­შე­მოდ­გო­მო უგუ­ნე­ბო­ბა ნო­ემ­ბერ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, ადა­მი­ა­ნი, ბუ­ნე­ბის კვალ­დაკ­ვალ, მე­ტად პა­სი­უ­რი და მო­წყე­ნი­ლი ხდე­ბა. მაგ­რამ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ნო­ემ­ბე­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით? რა სა­სი­ა­მოვ­ნო თუ უსი­ა­მოვ­ნო სურპრი­ზებს უმ­ზა­დებს შე­მოდ­გო­მის ბოლო თვე ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს?

ას­ტრო­ლო­გე­ბის თქმით, ნო­ემ­ბერ­ში ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნი­შანს მეტი აქ­ტი­უ­რო­ბა და ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მო­ჩე­ნა მარ­თებს, რათა წარ­მა­ტე­ბით შეძ­ლოს საქ­მე­ე­ბის დაგ­ვირ­გვი­ნე­ბა და თა­ვი­დან აი­რი­დოს პრობ­ლე­მე­ბი.

სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა მშვი­დო­ბი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­სა და გრძელ­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებს გვპირ­დე­ბა.

ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, რად­გან ისი­ნი შე­საძ­ლოა აფე­რის­ტე­ბი და თაღ­ლი­თე­ბი გა­მოდ­გნენ. ბიზ­ნეს­ში მეტი პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ, ფული რომ არ და­კარ­გოთ და პო­ზი­ცი­ე­ბიც შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. ეცა­დეთ, გარ­შე­მო მყოფ­თა მი­მართ მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნოთ სუ­ლი­ე­რე­ბა და სირ­ბი­ლე.

აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ნა­ხეთ დრო მე­გობ­რუ­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის, გარ­თო­ბის­თვის. ფრთხი­ლად იყა­ვით, არა­ვინ და­არ­ღვი­ოს უხე­შად თქვე­ნი პი­რა­დი სივ­რცე და სიმ­ყუდ­რო­ვე, როცა გან­მარ­ტო­ე­ბა მო­გინ­დე­ბათ. შან­სი მო­გე­ცე­მათ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოთ, ვინც გულ­წრფე­ლად მოგ­წონთ.

ნო­ემ­ბერ­ში ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღი გვე­ლო­დე­ბა:

20 ნო­ემ­ბრამ­დე (31 ოქ­ტომ­ბრი­დან) პლა­ნე­ტა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია (უკან­მა­ვა­ლი). ამ პე­რი­ოდ­ში მო­ე­რი­დეთ ინ­ვეს­ტი­რე­ბას, შო­პინგს, მივ­ლი­ნე­ბას შორ მან­ძილ­ზე. აგ­რეთ­ვე, ახა­ლი საქ­მე­ე­ბის, სწავ­ლის და­წყე­ბას, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, პრო­ფე­სი­ი­სა და სამ­სა­ხუ­რის შეც­ვლას. ეს პე­რი­ო­დი და­უთ­მეთ თვი­თა­ნა­ლიზ­სა და იმ მოვ­ლე­ნე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას, რაც თქვენ გარ­შე­მო ხდე­ბა. აგ­რეთ­ვე, და­ას­რუ­ლეთ უკვე და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი.

მე­ო­რე თა­რი­ღი გახ­ლავთ 11 ნო­ემ­ბე­რი. ამ დღეს, ორ­შა­ბათს ახალმთვა­რე­ო­ბა გვე­ლის. მო­ე­რი­დეთ ხალ­ხმრა­ვალ, ხმა­უ­რი­ან ად­გი­ლებს. მეტი დრო და­უთ­მეთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, შინ ჰარ­მო­ნი­ის შექ­მნას. მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­რეთ კონ­ფლიქ­ტე­ბი.

ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს 20-25 ნო­ემ­ბრის პე­რი­ო­დი. გახ­სოვ­დეთ ან­და­ზა: "შვიდ­ჯერ გა­ზო­მე, ერთხელ გა­ჭე­რი". 25 ნო­ემ­ბერს ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს აგ­რე­სია და უხე­შო­ბა. თუმ­ცა, 28 ნო­ემ­ბრი­დან სი­ტუ­ა­ცია დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა და უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა.

ზო­გა­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქის ნიშ­ნე­ბის­თვის

  • ვერ­ძი

სტა­ბი­ლუ­რი და პრო­დუქ­ტი­უ­ლი თვე გე­ლით, მო­აგ­ვა­რეთ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი. სხვა­თა შო­რის, რთულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­საც მარ­ტი­ვად გა­არ­თმევთ თავს, გან­სა­კუთ­რე­ბით 4-18 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში. გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლი და­წი­ნა­უ­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ტრანსფორ­მა­ცი­ას ითხოვს კავ­ში­რე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ჯა­ხოთ ტყუ­ილს, ღა­ლატს. გა­აქ­ტი­ურ­დნენ ფა­რუ­ლი მტრე­ბი. მშვი­დად და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად და­ი­ცა­ვით თქვე­ნი პო­ზი­ცია. მეტი დრო გა­მო­ნა­ხეთ პი­რა­დი გეგ­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. მო­სა­ლოდ­ნე­ლია პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბა ოჯახ­ში. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ახა­ლი ცოდ­ნის და­უფ­ლე­ბა. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი რე­ი­ტინ­გი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში. ახა­ლი რო­მა­ნი იქ­ნე­ბა ვნე­ბი­ა­ნი და და­უ­ვი­წყა­რი, ისე­თი რო­გორც თქვენ გიყ­ვართ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, არა ხან­გრძლი­ვი. 25 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით - ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი­სა და აღ­მო­ჩე­ნის პე­რი­ო­დი.

8-12 აპ­რილს და­ბა­დე­ბულ ვერძთათ­ვის: ნო­ემ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მო­ე­რი­დეთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბას, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის გა­ნა­წყე­ნე­ბას. ნუ და­უშ­ვებთ შეც­დო­მებს საქ­მე­ებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 4, 9, 13, 18, 22, 26.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 2, 6, 11, 16, 20, 24, 30.

  • კურო

მშვი­დი, სტა­ბი­ლუ­რი თვე გე­ლით. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ შან­სე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. კა­რი­ე­რა­ში წინსვლის პერ­სპექ­ტი­ვაც გე­ლით. ზო­გი­ერ­თი იმი­ჯის შეც­ვლას გა­და­წყვეტს, ზოგი - პარტნი­ო­რის. შე­იძ­ლე­ბა აღად­გი­ნოთ გა­წყვე­ტი­ლი კავ­ში­რე­ბი. თა­ნა­მო­აზ­რებ­თან ერ­თად და­ას­რუ­ლოთ პრო­ექ­ტე­ბი. 20-25 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში არ შე­გა­ში­ნოთ დრო­ე­ბით­მა სირ­თუ­ლე­ებ­მა და შე­ფერ­ხე­ბე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ცხელ გულ­ზე ნუ მი­ი­ღებთ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი თვის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა მგზავ­რო­ბი­სას შეხ­ვდეთ თქვენს მო­მა­ვალ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს.

მა­ი­სის კუ­რო­ებს პარტნი­ო­რებ­თან და ოპო­ნენ­ტებ­თან დის­კუ­სი­ე­ბი ელით.

23-25 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბულ კუ­რო­თათ­ვის: შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეთ მაის-ივ­ნი­სის თავ­გა­და­სავ­ლებს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოთ. მე­ტად გა­უფრ­თხილ­დით გულს, აკონ­ტრო­ლეთ არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ აა­ლე­ბად ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 2, 7, 12, 17, 21, 25, 29.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 4, 10, 14, 19, 23, 27.

  • ტყუ­პი

მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით რთულ და­ვა­ლე­ბებს და ავ­ტო­რი­ტეტ­საც აი­მაღ­ლებთ. რო­გორც წესი, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მეს­თან მო­გი­წევთ გამ­კლა­ვე­ბა. მო­ი­მა­ტებს ნერ­ვი­უ­ლო­ბა და გა­დაღ­ლი­ლო­ბა. მო­უგ­ვა­რე­ბელ­მა სა­კი­თხებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­გირ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პარტნი­ორ­თან. 5-16 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად თავ­და­ჭე­რი­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა სა­ინ­ტე­რე­სო და პერ­სპექ­ტი­უ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მი­ი­ღოთ, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს პრო­ფე­სია, სამ­სა­ხუ­რი. ახალ მე­გობ­რებს გა­ი­ჩენთ. მო­ი­მა­ტებს სა­სიყ­ვა­რუ­ლო შეხ­ვედ­რე­ბი. თუ მო­ინ­დო­მებთ, შე­იძ­ლე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რა ხან­გრძლივ რო­მან­ში გა­და­ზარ­დოთ. თვის ბო­ლოს მო­ე­რი­დეთ კონ­კუ­რენ­ტებ­თან აქ­ტი­ურ და­პი­რის­პი­რე­ბას.

14-21 ივ­ნისს და­ბა­დე­ბულ ტყუ­პთათ­ვის: არა­კომ­პე­ტენ­ტურ და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ პარტნი­ო­რებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­შე­კა­ვე­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 5, 9, 13, 19, 22, 26.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 2, 7, 11, 17, 20, 24, 29.

  • კირჩხი­ბი

ნო­ემ­ბერ­ში ენერ­გი­ით აღ­სავ­სე, ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნი ხართ. სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებთ. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი პე­რი­ო­დი გე­ლით 5-16 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. იმ­დე­ნად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხართ სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში, რომ მთე­ბის გა­დად­გმა­საც კი არ შე­უ­შინ­დე­ბით. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში იმ­დე­ნა­და კარ­გად იმუ­შა­ვებთ, რომ "ერთი გას­რო­ლით ორ კურ­დღელს მოკ­ლავთ". ზო­გი­ერ­თი გა­რეგ­ნო­ბის, იმი­ჯის შეც­ვლას გა­და­წყვეტს. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მო­ი­მა­ტებს რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­კენ გა­გი­წევთ გული. იმ­დე­ნად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებთ, რომ კონ­კუ­რენ­ტებ­საც კი მო­კავ­ში­რე­ე­ბად აქ­ცევთ. უი­მე­დო სი­ტუ­ა­ცი­ი­დან კი "მშრა­ლი" გა­მოხ­ვალთ. 16-24 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კო­ლექ­ტი­ურ პრო­ექ­ტებ­ში. ივ­ლი­სის კირჩხი­ბე­ბის­თვის კარ­გი პე­რი­ო­დია ნო­ემ­ბრის პირ­ვე­ლი ორი დე­კა­და, ხოლო ივ­ნის­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს ფორ­ტუ­ნა ნო­ემ­ბრის ბო­ლოს გა­გი­ღი­მებთ.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 2, 6, 12, 16, 21, 25, 29.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 4, 10, 14, 18, 23, 27.

  • ლომი

თქვე­ნი გე­ნი­ა­ლუ­რო­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ. ახა­ლი იდე­ე­ბით სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებს და­ა­ინ­ტე­რე­სებთ. კარ­გად შეძ­ლებთ საქ­მე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, აი­მაღ­ლებთ ავ­ტო­რი­ტეტს გარ­შე­მო მყო­ფებ­ში და ფი­ნან­სუ­რა­დაც მოძ­ლი­ერ­დე­ბით. ჰარ­მო­ნია და სტა­ბი­ლუ­რო­ბა და­ი­სად­გუ­რებს ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­ში. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­რე­მოც­ვას­თან. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი პე­რი­ო­დი და­გიდ­გე­ბათ 25 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში, ცხოვ­რე­ბა ნა­თე­ლი ფე­რე­ბით გა­ფე­რად­დე­ბა.

25-28 ივ­ლისს და­ბა­დე­ბულ ლომ­თათ­ვის: მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ 24-27 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში. გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას, აკონ­ტრო­ლეთ არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა. ნუ მი­ი­ღებთ და­უ­ფიქ­რე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და გზებ­ზე ნუ შექ­მნით ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებს.

16-23 აგ­ვის­ტოს და­ბა­დე­ბულ ლომ­თათ­ვის: მო­ი­მა­ტებს წარ­მა­ტე­ბის შან­სე­ბი და თქვე­ნი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა, ად­ვი­ლად მი­იქ­ცევთ გარ­შე­მო მყოფ­თა ყუ­რა­დღე­ბას. კარ­გი პე­რი­ო­დია მოგ­ზა­უ­რო­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი, პე­და­გო­გი­უ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 4, 10, 15, 19, 22, 28.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 1, 6, 12, 17, 20, 25, 30.

  • ქალ­წუ­ლი

სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ნო­ემ­ბე­რი გე­ლით. იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ. ენერ­გი­უ­ლი, აქ­ტი­უ­რი ხართ, სურ­ვი­ლი გაქვთ მი­ი­ღოთ ახა­ლი ცოდ­ნა, გა­იც­ნოთ ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბას მო­ი­თხოვს. შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა. აი­მაღ­ლებთ ავ­ტო­რი­ტეტს, გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო და რო­მან­ტი­კუ­ლი გა­ტა­ცე­ბა გახ­დეს. თვის ბო­ლოს მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ნა­თე­სა­ვებს, შვი­ლებს. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ქალ­წუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­და­წყვეტს ბი­ნა­ში ინ­ტე­რი­ე­რის შეც­ვლას, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნას.

7-11 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბულ ქალ­წულ­თათ­ვის: მე­ტად გა­უფრ­თხილ­დით ნერ­ვებს, მო­ე­რი­დეთ ემო­ცი­ურ გა­დაღ­ლი­ლო­ბას.

16-22 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბულ ქალ­წულ­თათ­ვის: აკონ­ტრო­ლეთ სი­ა­მა­ყე და სი­ზარ­მა­ცე. ნუ იქ­ნე­ბით ზედ­მე­ტად კრი­ტი­კუ­ლი გა­რე­მოც­ვის მი­მართ.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 2, 7, 11, 16, 20, 24, 29.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 5, 9, 13, 18, 22, 26.

  • სას­წო­რი

გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა (შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო გა­მო­გიჩ­ნდეთ) და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. სამ­სა­ხურ­ში მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბა, მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა. 25 ნო­ემ­ბრი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით: შეხ­ვედ­რე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თის შეც­ვლა, მგზავ­რო­ბა.

26-29 სექ­ტემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სას­წო­რე­ბის­თვის: თქვე­ნი იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას შეძ­ლებთ. ნო­ემ­ბერSი და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი მი­ნი­მუმ 7 წელი გაგ­რძელ­დე­ბა.

12-23 ოქ­ტომ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სას­წო­რე­ბის­თვის: ნო­ემ­ბრის პირ­ვე­ლი სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­გი­წევთ მუ­შა­ო­ბა. მაგ­რამ თა­ნამ­დე­ბო­ბით ბო­რო­ტად არ ისარ­გებ­ლოთ და არც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას არ გა­და­ა­ჭარ­ბოთ. ნურც დას­ვე­ნე­ბას და­ი­ვი­წყებთ.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 4, 10, 15, 19, 23, 28.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 1, 6, 12, 17, 21, 25, 29.

  • მო­რი­ე­ლი

წლის ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნი თვე და­გიდ­გათ. სუ­ლი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად მოძ­ლი­ერ­დე­ბით. მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას და ხში­რად გა­მო­ნა­ხავთ თბილ სი­ტყვებს გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მო­სახ­დე­ნად. გავ­ლე­ნი­ა­ნი ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც შეძ­ლებთ და კა­რი­ე­რულ წინსვლა­საც. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ანა­ლი­ტი­კო­სი­სა და ფსი­ქო­ლო­გის თვი­სე­ბე­ბი. აგ­რეთ­ვე ტაქ­ტი­კუ­რო­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა. ახ­ლობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ხში­რად გმარ­თებთ თავ­შე­კა­ვე­ბა. მო­უთ­მენ­ლო­ბამ და ემო­ცი­უ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­უ­გებ­რო­ბე­ბი წარ­მოშ­ვას. 25 ნო­ემ­ბრი­დან მე­ტად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, ზო­გი­ერთს ახალ სამ­სა­ხურ­ში ელის გა­დას­ვლა. თუმ­ცა, ნუ გა­ა­ფორ­მებთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, პარტნი­ო­რულ შე­თან­ხმე­ბებს. ნო­ემ­ბრის ბო­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რად აკონ­ტრო­ლეთ სი­ტყვე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი. კონ­ფლიქ­ტე­ბის, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა იმა­ტებს.

გახ­სოვ­დეთ, რომ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღი­დან მომ­დევ­ნო 12 დღე წე­ლი­წა­დის 12 თვეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. აკე­თეთ ის საქ­მე და გვერ­დით გყავ­დეთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­გა­ბედ­ნი­ე­რებთ. 22-30 ნო­ემ­ბერს მო­ე­რი­დეთ სპონ­ტა­ნურ, და­უ­ფიქ­რე­ბელ ქმე­დე­ბებს.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 2, 7, 11, 16, 20, 24, 30.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 5, 9, 13, 18, 22, 26.

  • მშვილ­დო­სა­ნი

მო­ე­რი­დეთ ავან­ტი­უ­რას, სა­რის­კო ქმე­დე­ბებს. ნო­ემ­ბე­რი შე­იძ­ლე­ბა თქვენ­თვის იმედ­გაც­რუ­ე­ბის თვედ იქ­ცეს. უმ­ჯო­ბე­სია, სად­მე შორს გა­ემ­გზავ­როთ და პა­სი­უ­რად და­ის­ვე­ნოთ. 25 ნო­ემ­ბრამ­დე და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. უფ­როს­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლეთ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხე­ბი. ზო­გი­ერთს და­წი­ნა­უ­რე­ბა, ახალ სამ­სა­ხურ­ში გა­დას­ვლა, სარ­ფი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ელის, შე­იძ­ლე­ბა ხელ­ფა­სი მო­გე­მა­ტოთ ან ფული ლა­ტა­რი­ა­ში მო­ი­გოთ. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას, გათ­ვლებ­ში, გაფრ­თხილ­დით, თქვე­ნი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია (მა­გა­ლი­თად, ბან­კის ბა­რა­თის კოდი) სხვის ხელ­ში არ მოხ­ვდეს.

თვის პირ­ველ კვი­რა­ში ნო­ემ­ბრის მშვილ­დოს­ნე­ბი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, გარ­თო­ბას და დას­ვე­ნე­ბას შეძ­ლე­ბენ.

7-9 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი მშვილ­დოს­ნე­ბის­თვის: მო­ეშ­ვით ღრუბ­ლებ­ში ფრე­ნას, და­ეშ­ვით მი­წა­ზე და აკე­თეთ საქ­მე. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ე­რი­დეთ ფი­ნან­სურ სპე­კუ­ლა­ცი­ებს, არ მი­ი­ღოთ მათ­რო­ბე­ლა და ალ­კოჰო­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი.

15-21 დე­კემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი მშვილ­დოს­ნე­ბის­თვის: მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შრო­მით შეძ­ლებთ კე­თილ­დღე­ო­ბის მო­პო­ვე­ბას. მო­ი­მა­ტებს ოპ­ტი­მიზ­მი და მუხლჩა­უხ­რე­ლად შრო­მას შეძ­ლებთ.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 5, 9, 14, 19, 23, 27.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 2, 7, 12, 16, 21, 25, 29.

  • თხის რქა

ნო­ემ­ბერ­ში შან­სი მო­გე­ცე­მათ მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ეს ეხე­ბა პუბ­ლი­ცისტ, მწე­რალ, მხატ­ვარ, ბიზ­ნეს­მენ და ნო­ვა­ტორ ნიშ­ნებს. მო­აგ­ვა­რებთ საქ­მე­ებს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. გახ­დე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი და იდე­ე­ბის (წარ­სულ­ში და­გეგ­მი­ლებ­საც) გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც შეძ­ლებთ. კარ­გად მო­ირ­გებთ შუ­ა­მავ­ლის, დამ­ხმა­რის რო­ლებს. მიხ­ვდე­ბით, რომ თქვე­ნი დრო მო­ვი­და, უნდა გა­ი­ღი­მოთ და აქ­ტი­უ­რად შე­უდ­გეთ მუ­შა­ო­ბას. ზო­გი­ერთს და­წი­ნა­უ­რე­ბა, სარ­ფი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა ელის. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ სპონ­სო­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის მო­ძი­ე­ბა, რე­ფორ­მა­ცია. ეს უკა­ნას­კნე­ლი რო­გორც სამ­სა­ხურ­ში, ისე ოჯა­ხურ და პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. თუმ­ცა, ასე მშვი­დად ყვე­ლა­ფე­რი არ ჩა­ივ­ლის, და­ქორ­წი­ნე­ბულ თხის რქებ­ში ემო­ცი­ურ ფონ­ზე მო­ი­მა­ტებს წყე­ნა, ურ­თი­ერ­თდა­და­ნა­შა­უ­ლე­ბა.

8-12 იან­ვარს და­ბა­დე­ბუ­ლი თხის რქე­ბის­თვის: მო­ე­რი­დეთ ფი­ზი­კურ და ნერ­ვულ გა­დაღ­ლი­ლო­ბას. გა­უფრ­თხილ­დით თავს, გულს, ხერ­ხე­მალს. შე­საძ­ლოა, შე­ზღუ­დუ­ლი იყოთ ფი­ნან­სებ­ში, მე­გობ­რებ­მა არ გა­მო­გი­წო­დონ დახ­მა­რე­ბის ხელი. თქვე­ნი მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი გახ­დეს ზო­გა­დი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხი.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 2, 6, 11, 17, 21, 24, 30.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 4, 9, 15, 19, 23, 28.

  • მერ­წყუ­ლი

მაქ­სი­მა­ლუ­რი მოთ­მი­ნე­ბით უნდა აღი­ჭურ­ვოთ, უამ­რა­ვი გა­მოც­და და პრობ­ლე­მა გექ­ნე­ბათ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. მხო­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებ­ზე უნდა მო­ახ­დი­ნოთ კონ­ცენ­ტრა­ცია. მო­ი­მა­ტებს უხა­სი­ა­თო­ბა და გა­დაღ­ლი­ლო­ბა. ნო­ემ­ბრის მე­ო­რე დე­კა­დი­დან შე­უ­დე­ქით ფი­ნან­სუ­რი და საქ­მი­ა­ნი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან და უფ­როს­თან საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას გა­გი­ად­ვი­ლებთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა გმარ­თებთ 5-16 ნო­ემ­ბრის პე­რი­ოდ­ში, მი­აღ­წევთ მი­ზანს, რო­მე­ლიც წლის და­სა­წყის­ში და­ი­სა­ხეთ. მო­ე­რი­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა დე­ფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს. 25 ნო­ემ­ბრი­დან რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით. შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოთ სამ­სა­ხუ­რი, კო­ლექ­ტი­ვი ან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - მე­გობ­რებ­თან, კო­ლე­გებ­თან, გა­გი­ტა­ცოთ ახალ­მა იდე­ებ­მა. ზო­გი­ერთს მო­უ­ლოდ­ნე­ლი შეხ­ვედ­რა ელის ყო­ფილ­თან პარტნი­ორ­თან. ამ ფაქ­ტმა შე­იძ­ლე­ბა კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვა­ლოს თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი.

22-26 ნო­ემ­ბერს და­ბა­დე­ბულ მერ­წყულ­თათ­ვის: შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ გეგ­მა, გამ­წვავ­დეს კონ­ფლიქ­ტე­ბი, მო­გი­წი­ოთ სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვამ.

იან­ვა­რის ბო­ლოს და­ბა­დე­ბულ მერ­წყუ­ლებს ნო­ემ­ბრის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და დას­ვე­ნე­ბა ელით. აგ­რეთ­ვე, სარ­ფი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბა.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 5, 10, 14, 18, 22, 27.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 1, 7, 12, 16, 20, 25, 29.

  • თევ­ზე­ბი

თევ­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის ნო­ემ­ბე­რი წლის სა­უ­კე­თე­სო თვე იქ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, შეძ­ლოთ დი­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცურ­ვა და სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე მორ­გე­ბა. კარ­გი თვეა ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სუ­ლი­ე­რი წო­ნას­წო­რო­ბის და­სა­ცა­ვად, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად. ზო­გი­ერ­თი მიხ­ვდე­ბა, რომ დროა, მი­ი­ღოს და­მა­ტე­ბი­თი ცოდ­ნა, გა­ნათ­ლე­ბა. ნო­ემ­ბრის პირ­ველ და მე­ო­რე დე­კა­და­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მო­გე­ცე­მათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ გეგ­მე­ბი, აი­წი­ოთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­ფე­ხურ­ზე. ზო­გი­ერ­თე­ბი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ მო­დის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბის სფე­რო­ებ­ში. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბა და­ი­წყონ/გა­აგ­რძე­ლონ სა­ზღვარ­გა­რეთ. 25 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, შე­იც­ვა­ლოთ სფე­რო, გა­რე­მო. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში მარ­ტო­ხე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­ბე­დოს შეხ­ვდეთ. თე­ბერ­ვლის თევ­ზებს მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბის იმე­დი უნდა ჰქონ­დეთ. შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის ჯგუფ­ში გა­წევ­რი­ან­დნენ.

4-7 მარტს და­ბა­დე­ბუ­ლი თევ­ზე­ბის­თვის: და­ი­ცა­ვით მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დო­ზი­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, ალ­კოჰო­ლის შემ­ცველ პრე­პა­რა­ტებ­ში. ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში მო­ე­რი­დეთ ფა­ნა­ტიზ­მის გა­მოვ­ლე­ნას.

10-14 მარტს და­ბა­დე­ბუ­ლი თევ­ზე­ბის­თვის: მო­ე­რი­დეთ ილუ­ზი­ებ­ში ცხოვ­რე­ბას, არ მო­ი­ტყუ­ით სა­კუ­თა­რი თავი. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ურ პრე­პა­რა­ტებ­თან, ჰიპ­ნოზ­თან, სპი­რი­ტიზ­მთან.

ნო­ემ­ბრის კარ­გი დღე­ე­ბი: 2, 6, 11, 17, 21, 25, 30.

ნო­ემ­ბრის ცუდი დღე­ე­ბი: 4, 9, 15, 23, 28.

ავტორი:

ნოემბრის თვის ასტროლოგიური  პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვის ელის ახალი სიყვარული და ფინანსური წარმატება

ნოემბრის თვის ასტროლოგიური  პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვის ელის ახალი სიყვარული და ფინანსური წარმატება

საშემოდგომო უგუნებობა ნოემბერში ჩვეულებრივი მოვლენაა, ადამიანი, ბუნების კვალდაკვალ, მეტად პასიური და მოწყენილი ხდება. მაგრამ როგორი იქნება ნოემბერი ასტროლოგიური თვალსაზრისით? რა სასიამოვნო თუ უსიამოვნო სურპრიზებს უმზადებს შემოდგომის ბოლო თვე ზოდიაქოს ნიშნებს?

ასტროლოგების თქმით, ნოემბერში ზოდიაქოს ყველა ნიშანს მეტი აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა მართებს, რათა წარმატებით შეძლოს საქმეების დაგვირგვინება და თავიდან აირიდოს პრობლემები.

სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და გრძელვადიან პროექტებს გვპირდება.

ახალგაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ, რადგან ისინი შესაძლოა აფერისტები და თაღლითები გამოდგნენ. ბიზნესში მეტი პრაქტიკულობა მოგეთხოვებათ, ფული რომ არ დაკარგოთ და პოზიციებიც შეინარჩუნოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფთა მიმართ მეტად გამოავლინოთ სულიერება და სირბილე.

აუცილებლად გამონახეთ დრო მეგობრული და რომანტიკული შეხვედრებისთვის, გართობისთვის. ფრთხილად იყავით, არავინ დაარღვიოს უხეშად თქვენი პირადი სივრცე და სიმყუდროვე, როცა განმარტოება მოგინდებათ. შანსი მოგეცემათ, იმ ადამიანების ყურადღება მიიქციოთ, ვინც გულწრფელად მოგწონთ.

ნოემბერში ორი მნიშვნელოვანი თარიღი გველოდება:

20 ნოემბრამდე (31 ოქტომბრიდან) პლანეტა მერკური რეტროგრადულია (უკანმავალი). ამ პერიოდში მოერიდეთ ინვესტირებას, შოპინგს, მივლინებას შორ მანძილზე. აგრეთვე, ახალი საქმეების, სწავლის დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას, პროფესიისა და სამსახურის შეცვლას. ეს პერიოდი დაუთმეთ თვითანალიზსა და იმ მოვლენების გაანალიზებას, რაც თქვენ გარშემო ხდება. აგრეთვე, დაასრულეთ უკვე დაწყებული საქმეები და პროექტები.

მეორე თარიღი გახლავთ 11 ნოემბერი. ამ დღეს, ორშაბათს ახალმთვარეობა გველის. მოერიდეთ ხალხმრავალ, ხმაურიან ადგილებს. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას, შინ ჰარმონიის შექმნას. მინიმუმამდე შეამცირეთ კონფლიქტები.

ყურადღებას ითხოვს 20-25 ნოემბრის პერიოდი. გახსოვდეთ ანდაზა: "შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი". 25 ნოემბერს ადამიანებში მოიმატებს აგრესია და უხეშობა. თუმცა, 28 ნოემბრიდან სიტუაცია დასტაბილურდება და უკეთესობისკენ შეიცვლება.

ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქის ნიშნებისთვის

  • ვერძი

სტაბილური და პროდუქტიული თვე გელით, მოაგვარეთ სამსახურის საქმეები. სხვათა შორის, რთულ ვალდებულებებსაც მარტივად გაართმევთ თავს, განსაკუთრებით 4-18 ნოემბრის პერიოდში. გავლენიანი მფარველი დაწინაურებაში დაგეხმარებათ. ტრანსფორმაციას ითხოვს კავშირები და ურთიერთობები. შეიძლება შეეჯახოთ ტყუილს, ღალატს. გააქტიურდნენ ფარული მტრები. მშვიდად და დიპლომატიურად დაიცავით თქვენი პოზიცია. მეტი დრო გამონახეთ პირადი გეგმების განსახორციელებლად, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილება ოჯახში. კარგ შედეგს მოგიტანთ ახალი ცოდნის დაუფლება. მოიმატებს თქვენი რეიტინგი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. ახალი რომანი იქნება ვნებიანი და დაუვიწყარი, ისეთი როგორც თქვენ გიყვართ, მაგრამ სამწუხაროდ, არა ხანგრძლივი. 25 ნოემბრის შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები გელით - ახალი პერსპექტივებისა და აღმოჩენის პერიოდი.

8-12 აპრილს დაბადებულ ვერძთათვის: ნოემბრის პირველ ნახევარში მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, გარშემო მყოფების განაწყენებას. ნუ დაუშვებთ შეცდომებს საქმეებსა და ურთიერთობებში.

ნოემბრის კარგი დღეები: 4, 9, 13, 18, 22, 26.

ნოემბრის ცუდი დღეები: 2, 6, 11, 16, 20, 24, 30.

  • კურო

მშვიდი, სტაბილური თვე გელით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. გამოგიჩნდებათ შანსები და საინტერესო შემოთავაზებები. კარიერაში წინსვლის პერსპექტივაც გელით. ზოგიერთი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს, ზოგი - პარტნიორის. შეიძლება აღადგინოთ გაწყვეტილი კავშირები. თანამოაზრებთან ერთად დაასრულოთ პროექტები. 20-25 ნოემბრის შუალედში არ შეგაშინოთ დროებითმა სირთულეებმა და შეფერხებება. გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე ნუ მიიღებთ. მარტოხელები თვის ბოლოს შეიძლება მგზავრობისას შეხვდეთ თქვენს მომავალ მეორე ნახევარს.

მაისის კუროებს პარტნიორებთან და ოპონენტებთან დისკუსიები ელით.

23-25 აპრილის შუალედში დაბადებულ კუროთათვის: შეიძლება დაუბრუნდეთ მაის-ივნისის თავგადასავლებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. მეტად გაუფრთხილდით გულს, აკონტროლეთ არტერიული წნევა, სიფრთხილე გმართებთ აალებად ნივთიერებებთან.

ნოემბრის კარგი დღეები: 2, 7, 12, 17, 21, 25, 29.

ნოემბრის ცუდი დღეები: 4, 10, 14, 19, 23, 27.

  • ტყუპი

მარტივად გაუმკლავდებით რთულ დავალებებს და ავტორიტეტსაც აიმაღლებთ. როგორც წესი, ერთდროულად რამდენიმე საქმესთან მოგიწევთ გამკლავება. მოიმატებს ნერვიულობა და გადაღლილობა. მოუგვარებელმა საკითხებმა შეიძლება გაგირთულოთ დამოკიდებულება პარტნიორთან. 5-16 ნოემბრის პერიოდში მაქსიმალურად თავდაჭერილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. გამორიცხული არაა საინტერესო და პერსპექტიული შემოთავაზებები მიიღოთ, ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოს პროფესია, სამსახური. ახალ მეგობრებს გაიჩენთ. მოიმატებს სასიყვარულო შეხვედრები. თუ მოინდომებთ, შეიძლება რომანტიკული შეხვედრა ხანგრძლივ რომანში გადაზარდოთ. თვის ბოლოს მოერიდეთ კონკურენტებთან აქტიურ დაპირისპირებას.

14-21 ივნისს დაბადებულ ტყუპთათვის: არაკომპეტენტურ და არაკეთილსინდისიერ პარტნიორებთან მუშაობისას მაქსიმალური თავშეკავება და დაკვირვება გმართებთ.

ნოემბრის კარგი დღეები: 5, 9, 13, 19, 22, 26.

ნოემბრის ცუდი დღეები: 2, 7, 11, 17, 20, 24, 29.

  • კირჩხიბი

ნოემბერში ენერგიით აღსავსე, ინიციატივიანი ხართ. საიმედო პარტნიორების დახმარებით გეგმების განხორციელებას შეძლებთ. განსაკუთრებით კარგი პერიოდი გელით 5-16 ნოემბრის შუალედში. იმდენად თავდაჯერებული ხართ საკუთარ ძალებში, რომ მთების გადადგმასაც კი არ შეუშინდებით. ზოგ შემთხვევაში იმდენადა კარგად იმუშავებთ, რომ "ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავთ". ზოგიერთი გარეგნობის, იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მოიმატებს რომანტიკულობა და თავგადასავლებისკენ გაგიწევთ გული. იმდენად დიპლომატიურად იმოქმედებთ, რომ კონკურენტებსაც კი მოკავშირეებად აქცევთ. უიმედო სიტუაციიდან კი "მშრალი" გამოხვალთ. 16-24 ნოემბრის პერიოდში აქტიურად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. მიიღეთ მონაწილეობა კოლექტიურ პროექტებში. ივლისის კირჩხიბებისთვის კარგი პერიოდია ნოემბრის პირველი ორი დეკადა, ხოლო ივნისში დაბადებულებს ფორტუნა ნოემბრის ბოლოს გაგიღიმებთ.

ნოემბრის კარგი დღეები: 2, 6, 12, 16, 21, 25, 29.

ნოემბრის ცუდი დღეები: 4, 10, 14, 18, 23, 27.

  • ლომი

თქვენი გენიალურობის გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. ახალი იდეებით საჭირო ადამიანებს დააინტერესებთ. კარგად შეძლებთ საქმეების ორგანიზებას, აიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში და ფინანსურადაც მოძლიერდებით. ჰარმონია და სტაბილურობა დაისადგურებს ოჯახურ ცხოვრებაში. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარემოცვასთან. განსაკუთრებით კარგი პერიოდი დაგიდგებათ 25 ნოემბრის შემდეგ. გააქტიურდებით სოციალურ სფეროში, ცხოვრება ნათელი ფერებით გაფერადდება.

25-28 ივლისს დაბადებულ ლომთათვის: მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ 24-27 ნოემბრის შუალედში. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, აკონტროლეთ არტერიული წნევა. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს და გზებზე ნუ შექმნით ავარიულ სიტუაციებს.

16-23 აგვისტოს დაბადებულ ლომთათვის: მოიმატებს წარმატების შანსები და თქვენი მომხიბვლელობა, ადვილად მიიქცევთ გარშემო მყოფთა ყურადღებას. კარგი პერიოდია მოგზაურობის, პოლიტიკური, პედაგოგიური და კულტურული მოღვაწეობისთვის.

ნოემბრის კარგი დღეები: 4, 10, 15, 19, 22, 28.

ნოემბრის ცუდი დღეები: 1, 6, 12, 17, 20, 25, 30.

  • ქალწული

საინტერესო და დასამახსოვრებელი ნოემბერი გელით. იდეების განხორციელების, თვითრეალიზაციის საშუალება მოგეცემათ. ენერგიული, აქტიური ხართ, სურვილი გაქვთ მიიღოთ ახალი ცოდნა, გაიცნოთ ახალი ადამიანები. საქმეების მოგვარება დაკვირვებას მოითხოვს. შეიძლება გართულდეს დოკუმენტებთან მუშაობა. აიმაღლებთ ავტორიტეტს, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. აღფრთოვანების მიზეზი შეიძლება სასიყვარულო და რომანტიკული გატაცება გახდეს. თვის ბოლოს მეტი ყურადღება მიაქციეთ ნათესავებს, შვილებს. ამავე პერიოდში ქალწულების უმეტესობა გადაწყვეტს ბინაში ინტერიერის შეცვლას, უძრავი ქონების შეძენას.

7-11 სექტემბერს დაბადებულ ქალწულთათვის: მეტად გაუფრთხილდით ნერვებს, მოერიდეთ ემოციურ გადაღლილობას.

16-22 სექტემბერს დაბადებულ ქალწულთათვის: აკონტროლეთ სიამაყე და სიზარმაცე. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული გარემოცვის მიმართ.

ნოემბრის კარგი დღეები: 2, 7, 11, 16, 20, 24, 29.

ნოემბრის ცუდი დღეები: 5, 9, 13, 18, 22, 26.

  • სასწორი

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა (შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდეთ) და დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. სამსახურში მეტად უნდა გამოავლინოთ მოხერხებულობა, მომხიბვლელობა. 25 ნოემბრიდან მოულოდნელი ცვლილებები გელით: შეხვედრები, საცხოვრებელი მისამართის შეცვლა, მგზავრობა.

26-29 სექტემბრის შუალედში დაბადებული სასწორებისთვის: თქვენი იდეების რეალიზებას შეძლებთ. ნოემბერSი დაწყებული პროექტები მინიმუმ 7 წელი გაგრძელდება.

12-23 ოქტომბრის შუალედში დაბადებული სასწორებისთვის: ნოემბრის პირველი სამი კვირის განმავლობაში აქტიურად მოგიწევთ მუშაობა. მაგრამ თანამდებობით ბოროტად არ ისარგებლოთ და არც უფლებამოსილებას არ გადააჭარბოთ. ნურც დასვენებას დაივიწყებთ.

ნოემბრის კარგი დღეები: 4, 10, 15, 19, 23, 28.

ნოემბრის ცუდი დღეები: 1, 6, 12, 17, 21, 25, 29.

  • მორიელი

წლის ყველაზე იღბლიანი თვე დაგიდგათ. სულიერად და ფიზიკურად მოძლიერდებით. მარტივად შეძლებთ წარმატების მიღწევას და ხშირად გამონახავთ თბილ სიტყვებს გარშემო მყოფებზე ზემოქმედების მოსახდენად. გავლენიანი ახლობლების დახმარებით, შემოქმედებითი იდეების განხორციელებასაც შეძლებთ და კარიერულ წინსვლასაც. მეტად გამოავლინეთ ანალიტიკოსისა და ფსიქოლოგის თვისებები. აგრეთვე ტაქტიკურობა და დიპლომატიურობა. ახლობლებთან ურთიერთობისას ხშირად გმართებთ თავშეკავება. მოუთმენლობამ და ემოციურობამ შეიძლება გაუგებრობები წარმოშვას. 25 ნოემბრიდან მეტად უნდა გააქტიურდეთ, ზოგიერთს ახალ სამსახურში ელის გადასვლა. თუმცა, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, პარტნიორულ შეთანხმებებს. ნოემბრის ბოლოს მაქსიმალურად აკონტროლეთ სიტყვები და ქმედებები. კონფლიქტების, უსიამოვნებების ალბათობა იმატებს.

გახსოვდეთ, რომ თქვენი დაბადების დღიდან მომდევნო 12 დღე წელიწადის 12 თვეს შეესაბამება. აკეთეთ ის საქმე და გვერდით გყავდეთ ის ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გაგაბედნიერებთ. 22-30 ნოემბერს მოერიდეთ სპონტანურ, დაუფიქრებელ ქმედებებს.

ნოემბრის კარგი დღეები: 2, 7, 11, 16, 20, 24, 30.

ნოემბრის ცუდი დღეები: 5, 9, 13, 18, 22, 26.

  • მშვილდოსანი

მოერიდეთ ავანტიურას, სარისკო ქმედებებს. ნოემბერი შეიძლება თქვენთვის იმედგაცრუების თვედ იქცეს. უმჯობესია, სადმე შორს გაემგზავროთ და პასიურად დაისვენოთ. 25 ნოემბრამდე დაასრულეთ დაწყებული საქმეები. უფროსთან ერთად განიხილეთ საჭირბოროტო საკითხები. ზოგიერთს დაწინაურება, ახალ სამსახურში გადასვლა, სარფიანი პროექტების ხელმძღვანელობა ელის, შეიძლება ხელფასი მოგემატოთ ან ფული ლატარიაში მოიგოთ. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას, გათვლებში, გაფრთხილდით, თქვენი კონფიდენციალური ინფორმაცია (მაგალითად, ბანკის ბარათის კოდი) სხვის ხელში არ მოხვდეს.

თვის პირველ კვირაში ნოემბრის მშვილდოსნები პირადი ურთიერთობის გაუმჯობესებას, გართობას და დასვენებას შეძლებენ.

7-9 დეკემბერს დაბადებული მშვილდოსნებისთვის: მოეშვით ღრუბლებში ფრენას, დაეშვით მიწაზე და აკეთეთ საქმე. მაქსიმალურად მოერიდეთ ფინანსურ სპეკულაციებს, არ მიიღოთ მათრობელა და ალკოჰოლური ნივთიერებები.

15-21 დეკემბერს დაბადებული მშვილდოსნებისთვის: მხოლოდ საკუთარი შრომით შეძლებთ კეთილდღეობის მოპოვებას. მოიმატებს ოპტიმიზმი და მუხლჩაუხრელად შრომას შეძლებთ.

ნოემბრის კარგი დღეები: 5, 9, 14, 19, 23, 27.

ნოემბრის ცუდი დღეები: 2, 7, 12, 16, 21, 25, 29.

  • თხის რქა

ნოემბერში შანსი მოგეცემათ მეტად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. ეს ეხება პუბლიცისტ, მწერალ, მხატვარ, ბიზნესმენ და ნოვატორ ნიშნებს. მოაგვარებთ საქმეებს, დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. გახდებით აქტუალური და იდეების (წარსულში დაგეგმილებსაც) განხორციელებასაც შეძლებთ. კარგად მოირგებთ შუამავლის, დამხმარის როლებს. მიხვდებით, რომ თქვენი დრო მოვიდა, უნდა გაიღიმოთ და აქტიურად შეუდგეთ მუშაობას. ზოგიერთს დაწინაურება, სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმება ელის. კარგ შედეგს მოგიტანთ სპონსორებისა და პარტნიორების მოძიება, რეფორმაცია. ეს უკანასკნელი როგორც სამსახურში, ისე ოჯახურ და პირად ურთიერთობებში. თუმცა, ასე მშვიდად ყველაფერი არ ჩაივლის, დაქორწინებულ თხის რქებში ემოციურ ფონზე მოიმატებს წყენა, ურთიერთდადანაშაულება.

8-12 იანვარს დაბადებული თხის რქებისთვის: მოერიდეთ ფიზიკურ და ნერვულ გადაღლილობას. გაუფრთხილდით თავს, გულს, ხერხემალს. შესაძლოა, შეზღუდული იყოთ ფინანსებში, მეგობრებმა არ გამოგიწოდონ დახმარების ხელი. თქვენი მოსაგვარებელი გახდეს ზოგადი საორგანიზაციო საკითხი.

ნოემბრის კარგი დღეები: 2, 6, 11, 17, 21, 24, 30.

ნოემბრის ცუდი დღეები: 4, 9, 15, 19, 23, 28.

  • მერწყული

მაქსიმალური მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, უამრავი გამოცდა და პრობლემა გექნებათ მოსაგვარებელი. მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებზე უნდა მოახდინოთ კონცენტრაცია. მოიმატებს უხასიათობა და გადაღლილობა. ნოემბრის მეორე დეკადიდან შეუდექით ფინანსური და საქმიანი საკითხების მოგვარებას. კარგი დამოკიდებულება კოლეგებთან და უფროსთან საქმეების მოგვარებას გაგიადვილებთ. განსაკუთრებული აქტიურობა გმართებთ 5-16 ნოემბრის პერიოდში, მიაღწევთ მიზანს, რომელიც წლის დასაწყისში დაისახეთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, ისინი შეიძლება დეფექტიანი აღმოჩნდეს. 25 ნოემბრიდან რადიკალური ცვლილებები გელით. შეიძლება შეიცვალოთ სამსახური, კოლექტივი ან საცხოვრებელი. დამოკიდებულება - მეგობრებთან, კოლეგებთან, გაგიტაცოთ ახალმა იდეებმა. ზოგიერთს მოულოდნელი შეხვედრა ელის ყოფილთან პარტნიორთან. ამ ფაქტმა შეიძლება კარდინალურად შეცვალოს თქვენი მომავალი.

22-26 ნოემბერს დაბადებულ მერწყულთათვის: შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა, გამწვავდეს კონფლიქტები, მოგიწიოთ საკუთარი პრინციპების დაცვამ.

იანვარის ბოლოს დაბადებულ მერწყულებს ნოემბრის პირველ ნახევარში მოგზაურობა და დასვენება ელით. აგრეთვე, სარფიანი ფინანსური გარიგება.

ნოემბრის კარგი დღეები: 5, 10, 14, 18, 22, 27.

ნოემბრის ცუდი დღეები: 1, 7, 12, 16, 20, 25, 29.

  • თევზები

თევზების უმეტესობისთვის ნოემბერი წლის საუკეთესო თვე იქნება. მთავარია, შეძლოთ დინების მიმართულებით ცურვა და სიტუაციებზე მორგება. კარგი თვეა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, სულიერი წონასწორობის დასაცავად, მოგზაურობისა და შთაბეჭდილებების მისაღებად. ზოგიერთი მიხვდება, რომ დროა, მიიღოს დამატებითი ცოდნა, განათლება. ნოემბრის პირველ და მეორე დეკადაში საშუალება მოგეცემათ განახორციელოთ გეგმები, აიწიოთ ინტელექტუალურ საფეხურზე. ზოგიერთები წარმატებას მიაღწევთ მოდის, ხელოვნებისა და გამომგონებლობის სფეროებში. ზოგიერთმა შეიძლება მუშაობა დაიწყონ/გააგრძელონ საზღვარგარეთ. 25 ნოემბრის შემდეგ შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულებები, შეიცვალოთ სფერო, გარემო. ამავე პერიოდში მარტოხელები შეიძლება საბედოს შეხვდეთ. თებერვლის თევზებს მეგობრების დახმარების იმედი უნდა ჰქონდეთ. შეიძლება თანამოაზრეების ჯგუფში გაწევრიანდნენ.

4-7 მარტს დაბადებული თევზებისთვის: დაიცავით მედიკამენტების დოზირება. განსაკუთრებით, ალკოჰოლის შემცველ პრეპარატებში. ნებისმიერ სფეროში მოერიდეთ ფანატიზმის გამოვლენას.

10-14 მარტს დაბადებული თევზებისთვის: მოერიდეთ ილუზიებში ცხოვრებას, არ მოიტყუით საკუთარი თავი. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ ჰალუცინაციურ პრეპარატებთან, ჰიპნოზთან, სპირიტიზმთან.

ნოემბრის კარგი დღეები: 2, 6, 11, 17, 21, 25, 30.

ნოემბრის ცუდი დღეები: 4, 9, 15, 23, 28.

ეს ხაზი ყველას არ აქვს, თუ ის აღმოაჩინეთ ხელის გულზე, ძალიან გაგიმართლათ - აი, რა უნდა იცოდეთ

რა უნდა იდოს 2020 წლის საახალწლო სუფრაზე და რისი გაკეთება არ შეიძლება

რა ხდება, როდესაც მამაკაცი ხელებს ხვევს ქალს - ეს უნდა იცოდეთ