საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეით მიდლტონი აღმოსავლური კაბით - წყვილისთვის ყველაზე რთული ვიზიტი დაიწყო, პაკისტანში მათ 1000 პოლიციელი დაიცავს
ქეით მიდლტონი აღმოსავლური კაბით - წყვილისთვის ყველაზე რთული ვიზიტი დაიწყო, პაკისტანში მათ 1000 პოლიციელი დაიცავს

პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და ქეით მიდლტო­ნი პა­კის­ტან­ში ჩაფ­რინ­დნენ - წყვი­ლის­თვის ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თუ­ლი და რთუ­ლი ვი­ზი­ტია, მათ შო­რის - უსაფრ­თხო­ე­ბე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც.

ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ჩაფ­რე­ნი­სას ქე­ითს ვი­ზი­ტის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­კე­რი­ლი ცის­ფე­რი კაბა და იმა­ვე ნაჭ­რის შარ­ვა­ლი ეცვა. ქე­ი­თის ჩაც­მუ­ლო­ბა ძა­ლი­ან ჰგავ­და პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას კა­ბას, რო­მე­ლიც მას 1996 წელს პა­კის­ტან­ში ვი­ზი­ტი­სას ეცვა.

კემ­ბრი­ჯის ჰერ­ცოგ­მა და ჰერ­ცო­გი­ნი­ამ დღე­ი­დან შეხ­ვედ­რე­ბი და­ი­წყეს - სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ის­ლა­მა­ბა­დის გო­გო­ნა­თა კო­ლეჯს ეს­ტუმრნენ, და­ათ­ვა­ლი­ე­რეს საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი და ბავ­შვებ­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბიც გა­და­ი­ღეს.

კო­ლე­ჯში ქე­ი­თი ლურ­ჯი, ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სით გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მის­თვის პა­კის­ტა­ნელ­მა დი­ზა­ი­ერ­მა მა­ჰინ ხან­მა შე­კე­რა.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის დახ­მა­რე­ბით 2011 წლი­დან დღემ­დე 6 მი­ლი­ო­ნამ­დე გო­გო­ნა იღებს გა­ნათ­ლე­ბას - მათი უმე­ტე­სო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ქე­ით­მა და უი­ლი­ამ­მა მოს­წავ­ლე­ებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზეც ისა­უბ­რეს :

„გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში ვცდი­ლობთ, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა გა­ნათ­ლე­ბის ნა­წი­ლი იყოს,“ - უთხრა უი­ლი­ამ­მა მას­წავ­ლე­ბელს.

ბრი­ტა­ნე­თის მო­მა­ვა­ლი მეფე ცოლ­თან ერ­თად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ იმ­რან ხან­საც ეს­ტუმ­რე­ბა, სა­ღა­მო კი მი­ღე­ბაა და­გეგ­მი­ლი, სა­დაც უი­ლი­ა­მი სი­ტყვით გა­მო­ვა.

ხუთ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტის მი­ზა­ნია, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კავ­ში­რი კი­დევ უფრო გან­მტკიც­დეს. დიდი ბრი­ტა­ნე­თი ბრექ­სი­ტის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ცდი­ლობს, პა­კის­ტანს კი იმე­დი აქვს, რომ ქვეყ­ნის ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის წარ­მო­ჩე­ნას შეძ­ლებს.

სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს, ათას­ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი და­ი­ცავს.

ავტორი:

ქეით მიდლტონი აღმოსავლური კაბით - წყვილისთვის ყველაზე რთული ვიზიტი დაიწყო, პაკისტანში მათ 1000 პოლიციელი დაიცავს

ქეით მიდლტონი აღმოსავლური კაბით - წყვილისთვის ყველაზე რთული ვიზიტი დაიწყო, პაკისტანში მათ 1000 პოლიციელი დაიცავს

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი პაკისტანში ჩაფრინდნენ - წყვილისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და რთული ვიზიტია, მათ შორის - უსაფრთხოებების გარემოებების გათვალისწინებითაც.

ქვეყნის დედაქალაქში ჩაფრენისას ქეითს ვიზიტისთვის სპეციალურად შეკერილი ცისფერი კაბა და იმავე ნაჭრის შარვალი ეცვა. ქეითის ჩაცმულობა ძალიან ჰგავდა პრინცესა დაიანას კაბას, რომელიც მას 1996 წელს პაკისტანში ვიზიტისას ეცვა.

კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ დღეიდან შეხვედრები დაიწყეს - სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ისლამაბადის გოგონათა კოლეჯს ესტუმრნენ, დაათვალიერეს საკლასო ოთახები და ბავშვებთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს.

კოლეჯში ქეითი ლურჯი, ტრადიციული სამოსით გამოჩნდა, რომელიც მისთვის პაკისტანელმა დიზაიერმა მაჰინ ხანმა შეკერა.

დიდი ბრიტანეთის დახმარებით 2011 წლიდან დღემდე 6 მილიონამდე გოგონა იღებს განათლებას - მათი უმეტესობა სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელია. ქეითმა და უილიამმა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს :

„გაერთიანებულ სამეფოში ვცდილობთ, ფსიქიკური ჯანმრთელობა განათლების ნაწილი იყოს,“ - უთხრა უილიამმა მასწავლებელს.

ბრიტანეთის მომავალი მეფე ცოლთან ერთად პრემიერ-მინისტრ იმრან ხანსაც ესტუმრება, საღამო კი მიღებაა დაგეგმილი, სადაც უილიამი სიტყვით გამოვა.

ხუთდღიანი ვიზიტის მიზანია, ორ ქვეყანას შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდეს. დიდი ბრიტანეთი ბრექსიტის მოახლოებასთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს, პაკისტანს კი იმედი აქვს, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას შეძლებს.

სამეფო ოჯახის წარმომადგენლების უსაფრთხოებას, ქვეყანაში მოგზაურობის დროს, ათასზე მეტი პოლიციელი დაიცავს.

"აგვისტოს ბოლოსთვის "დელტა" ვარიანტის წილი ევროკავშირში გავრცელებულ კორონავირუსის ყველა ვარიანტს შორის 90% იქნება" - "ევროპის წამლების სააგენტო"

დღის ფოტო: მუსლიმებს ღმერთისთვის შესაწირი ძროხა ამწეთი სახურავზე აჰყავთ

"კოლია არასდროს იქნება ჩემი მემკვიდრე... ის ყველაზე ახლობელია, ვინც მყავს. მას პუტინიც ძალიან კარგად ექცევა, ის ხომ მის თვალწინ გაიზარდა" - ვინ არიან ლუკაშენკოს ვაჟები?