სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი ქალი, რომელიც სირიაში წამებით მოკლეს
ვინ იყო 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი ქალი, რომელიც სირიაში წამებით მოკლეს
სტა­ტია შე­ი­ცავს მძი­მე კად­რებს

სი­რი­ა­ში ქურ­თი პო­ლი­ტი­კო­სი ჰევ­რინ ხა­ლა­ფი მოკ­ლეს. დიდი ალ­ბა­თო­ბით, 35 წლის ქალი პო­ლი­ტი­კო­სი არ იქ­ნე­ბა უკა­ნას­კნე­ლი მსხვერ­პლი იმ სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ი­სა, რო­მე­ლიც თურ­ქეთ­მა სი­რი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ი­წყო - უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბამ უკვე 38-ს მი­აღ­წია.

შა­ბათს სი­რი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ ტალ აბა­ი­ად­ში თურ­ქე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა ძა­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რეს, მათ შო­რის იყო „სი­რი­ის მო­მავ­ლის პარ­ტი­ის“ გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ჰევ­რინ ხა­ლა­ფის მან­ქა­ნა. სამ­ხედ­რო ძა­ლებ­მა პო­ლი­ტი­კო­სი და მისი მძღო­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს და სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კოს­თან ერ­თად იმ დღეს კი­დევ 9 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­სა­ჯეს სიკ­ვდი­ლით, მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტი კი ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ი­ღეს და ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ავ­რცე­ლეს.

ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რულ ადა­მი­ა­ნებს თურ­ქე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ბო­ე­ვი­კე­ბი. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­მოთ­ქვეს ვა­რა­უ­დი, რომ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი აუ­თენ­ტუ­რია.

"ეს ცხა­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა, რომ თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგ­რძე­ლებს კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ტი­კას შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ" - გა­ნა­ცხა­დეს სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

35 წლის ჰევ­რინ ხა­ლა­ფი გა­ნათ­ლე­ბით ინ­ჟი­ნერ-მშე­ნე­ბე­ლი იყო. პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა მან სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შექ­მნილ ქურ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ წარ­მო­ნაქ­მნ რო­ჟა­ვა­ში და­ი­წყო. ცოტა ხან­ში სი­რი­ის მო­მავ­ლის პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი გახ­და და თა­ვის პარ­ტი­ას­თან ერ­თად ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ში ვი­თა­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მას შემ­დეგ, რაც ქა­ლა­ქი რაქა, ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­გან" და­იხ­სნეს.

ქურ­თე­ბის პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტის მუ­თ­ლუ ჯი­ვი­რ­ოღ­ლუს თქმით, ახალ­გაზ­რდა პო­ლი­ტი­კოსს გა­მორ­ჩე­უ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უნა­რე­ბი ჰქონ­და და ხში­რად იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ამე­რი­კე­ლებ­თან, ფრან­გებ­თან და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გა­ცი­ებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში. ჯი­ვი­რ­ოღ­ლუმ ჰევ­რინ ხა­ლა­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბა დიდ და­ნა­კარ­გად შე­ა­ფა­სა.

"სი­რი­ის მო­მავ­ლის პარ­ტია დიდი მწუ­ხა­რე­ბით გლო­ვობს მო­წა­მე­ობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით გარ­დაც­ვლილ ჰევ­რინ ხა­ლაფს - სი­რი­ის მო­მავ­ლის პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს. ის გარ­და­იც­ვა­ლა მა­შინ, რო­დე­საც პატ­რი­ო­ტულ და პო­ლი­ტი­კურ მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და" - ნათ­ქვა­მია პარ­ტი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ: ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი სახ­ლებს ტო­ვებს, გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის 9 თვის ბავ­შვიც არის - სი­რი­ა­ში კვლავ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბია

ეთ­ნი­კუ­რი ქურ­თე­ბი ოთხ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ: ირან­ში, ერაყ­ში, თურ­ქეთ­სა და სი­რი­ა­ში. სი­რი­ა­ში ისი­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 7-10%-ს შე­ად­გე­ნენ. მათი უფ­ლე­ბე­ბი სი­რი­ა­ში ხში­რად ირ­ღვე­ო­და, ქურ­თე­ბი რო­გორც წესი ხდე­ბოდ­ნენ შე­ვიწ­რო­ვე­ბი­სა და დევ­ნის მსხვერ­პლნი, მათ წი­ნა­აღ­მდეგ გან­სა­კუთ­რე­ბით მკაც­რი პო­ლი­ტი­კა მოქ­მე­დებ­და ბა­შარ ალ ასა­დის მა­მის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა თურ­ქეთს, ამ ქვე­ყა­ნას­თან სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბა უკვე რამ­დე­ნი­მე ათე­ულ წელს ით­ვლის, გა­მოწ­ვე­უ­ლი მსხვერ­პლი კი რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ათა­სია. ოფი­ცი­ა­ლურ ან­კა­რას უკვე დიდი ხა­ნია გა­ცხა­დე­ბუ­ლი აქვს მი­ზა­ნი - გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია "სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ და შექ­მნას ე.წ უსაფრ­თხო ზონა, რომ­ლის სიგ­რძე სი­რი­ას­თან სა­ზღვრის გას­წვრივ 480 კი­ლო­მეტ­რი იქ­ნე­ბა, სი­გა­ნე კი 32 კი­ლო­მეტ­რი სი­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

უსაფრ­თხო ზო­ნის შექ­მნის მი­ზა­ნი ქურ­თუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბის მო­სა­ზღვრე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან გან­დევ­ნაა, რად­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ან­კა­რა ამ ძა­ლებს ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლად მი­იჩ­ნევს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2015 წელს სა­ხალ­ხო დაც­ვის ქურ­თუ­ლი შე­ნა­ერ­თე­ბი ქურ­თულ-არა­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ალი­ან­სის - "სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის" შექ­მნის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვინ იყო 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი ქალი, რომელიც სირიაში წამებით მოკლეს

ვინ იყო 35 წლის ქურთი პოლიტიკოსი ქალი, რომელიც სირიაში წამებით მოკლეს
სტატია შეიცავს მძიმე კადრებს

სირიაში ქურთი პოლიტიკოსი ჰევრინ ხალაფი მოკლეს. დიდი ალბათობით, 35 წლის ქალი პოლიტიკოსი არ იქნება უკანასკნელი მსხვერპლი იმ სახმელეთო ოპერაციისა, რომელიც თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე დღის წინ დაიწყო - უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობამ უკვე 38-ს მიაღწია.

შაბათს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ტალ აბაიადში თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა რამდენიმე მანქანა გააჩერეს, მათ შორის იყო „სირიის მომავლის პარტიის“ გენერალური მდივნის ჰევრინ ხალაფის მანქანა. სამხედრო ძალებმა პოლიტიკოსი და მისი მძღოლი მანქანიდან გადმოიყვანეს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

უფლებადამცველთა ინფორმაციით, ახალგაზრდა პოლიტიკოსთან ერთად იმ დღეს კიდევ 9 სამოქალაქო პირი დასაჯეს სიკვდილით, მკვლელობის მომენტი კი ტელეფონით გადაიღეს და ინტერნეტში გაავრცელეს.

ვიდეოში ჩანს, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას სასიკვდილოდ განწირულ ადამიანებს თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ბოევიკები. ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ვიდეოჩანაწერი აუთენტურია.

#BREAKING:
Kurdish Human right activist & The secretary-general of the Future Syria Party,Ms #Hervin_Khalaf ,has been raped & then stoned to death by #Turkey backed Jihadists near #Hasakah during Turkey's ethnic cleansing operation against #Kurds in Syria. @brett_mcgurk #amnesty pic.twitter.com/tQDUjmaZDe
— Botin Kurdistani (@kurdistannews24) October 13, 2019

"ეს ცხადი მტკიცებულებაა, რომ თურქეთის ხელისუფლება აგრძელებს კრიმინალურ პოლიტიკას შეუიარაღებელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ" - განაცხადეს სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენლებმა.

35 წლის ჰევრინ ხალაფი განათლებით ინჟინერ-მშენებელი იყო. პოლიტიკური კარიერა მან სირიის ტერიტორიაზე შექმნილ ქურთულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნ როჟავაში დაიწყო. ცოტა ხანში სირიის მომავლის პარტიის გენერალური მდივანი გახდა და თავის პარტიასთან ერთად ჩრდილოეთ სირიაში ვითარების მოწესრიგებაში იღებდა მონაწილეობას მას შემდეგ, რაც ქალაქი რაქა, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" დაიხსნეს.

ქურთების პოლიტიკის ექსპერტის მუთლუ ჯივიროღლუს თქმით, ახალგაზრდა პოლიტიკოსს გამორჩეული დიპლომატიური უნარები ჰქონდა და ხშირად იღებდა მონაწილეობას ამერიკელებთან, ფრანგებთან და სხვა საერთაშორისო დელეგაციებთან მოლაპარაკებაში. ჯივიროღლუმ ჰევრინ ხალაფის გარდაცვალება დიდ დანაკარგად შეაფასა.

"სირიის მომავლის პარტია დიდი მწუხარებით გლოვობს მოწამეობრივი სიკვდილით გარდაცვლილ ჰევრინ ხალაფს - სირიის მომავლის პარტიის გენერალურ მდივანს. ის გარდაიცვალა მაშინ, როდესაც პატრიოტულ და პოლიტიკურ მოვალეობას ასრულებდა" - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წაიკითხეთ: ათასობით ადამიანი სახლებს ტოვებს, გარდაცვლილებს შორის 9 თვის ბავშვიც არის - სირიაში კვლავ საბრძოლო მოქმედებებია

ეთნიკური ქურთები ოთხ ქვეყანაში ცხოვრობენ: ირანში, ერაყში, თურქეთსა და სირიაში. სირიაში ისინი ქვეყნის მოსახლეობის 7-10%-ს შეადგენენ. მათი უფლებები სირიაში ხშირად ირღვეოდა, ქურთები როგორც წესი ხდებოდნენ შევიწროვებისა და დევნის მსხვერპლნი, მათ წინააღმდეგ განსაკუთრებით მკაცრი პოლიტიკა მოქმედებდა ბაშარ ალ ასადის მამის მმართველობის პერიოდში.

რაც შეეხება თურქეთს, ამ ქვეყანასთან სამხედრო დაპირისპირება უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის, გამოწვეული მსხვერპლი კი რამდენიმე ასეულ ათასია. ოფიციალურ ანკარას უკვე დიდი ხანია გაცხადებული აქვს მიზანი - განახორციელოს სამხედრო ოპერაცია "სირიის დემოკრატიული ძალების“ წინააღმდეგ და შექმნას ე.წ უსაფრთხო ზონა, რომლის სიგრძე სირიასთან საზღვრის გასწვრივ 480 კილომეტრი იქნება, სიგანე კი 32 კილომეტრი სირიის ტერიტორიის მიმართულებით.

უსაფრთხო ზონის შექმნის მიზანი ქურთული შენაერთების მოსაზღვრე ტერიტორიებიდან განდევნაა, რადგან ოფიციალური ანკარა ამ ძალებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს სახალხო დაცვის ქურთული შენაერთები ქურთულ-არაბული სამხედრო ალიანსის - "სირიის დემოკრატიული ძალების" შექმნის საფუძველი გახდა.

ისრაელში შექმნილმა წამალმა კორონავირუსისგან კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი განკურნა - რა ვიცით ახალ პრეპარატზე

"მოდური ქალბატონიდან ასმა გადაიქცა ორგანიზებული დანაშაულის ლიდერად“ -  აღმოსავლურ სამყაროში ბაშარ ასადის მეუღლის შესაძლო პრეზიდენტობაზე ალაპარაკდნენ

"ის მხარს უჭერდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომს და დონბასში რუსი ნაციონალისტების მოქმედებას" - რატომ დაუპირისპირდა იავლინსკი ნავალნის

Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"