კონფლიქტები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლები საქართველოში, სადაც არც ერთი ბავშვი სწავლობს და სასწავლებლები, სადაც თითო-თითო ბავშვი ირიცხება
სკოლები საქართველოში, სადაც არც ერთი ბავშვი სწავლობს და სასწავლებლები, სადაც თითო-თითო ბავშვი ირიცხება

სა­ქარ­თვე­ლო­ში ექვს სკო­ლას არც ერთი მოს­წავ­ლე არ ჰყავს, - და­ბალ­კონ­ტი­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მი­დან გა­მო­ი­თხო­ვა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს სკო­ლე­ბი ძი­რი­თა­დად მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ონ­ში, წყალ­ტუ­ბოს, ამ­ბრო­ლა­უ­რი­სა და ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც „0 ბავ­შვი ირი­ცხე­ბა“.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, არც ერთი მოს­წავ­ლე არ ჰყავს ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხო­ტე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლას, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ყვა­ვი­ლი­სა და სო­ფელ ხან­დოს სა­ჯა­რო სკო­ლას, თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩე­კუ­რა­ანთგო­რის სა­ჯა­რო სკო­ლას, ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ოჯო­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­სა და წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მექ­ვე­ნას სა­ჯა­რო სკო­ლას.

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მარ­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა­ში „ინ­ტერნპ­რეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­დეს, ექ­ვსი­ვე სკო­ლა ბავ­შვთა მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას გა­ნა­ახ­ლებს.

გარ­და ამი­სა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე­ობს 4 სკო­ლა, სა­დაც მხო­ლოდ ერთი მოს­წავ­ლე ირი­ცხე­ბა. ეს სკო­ლე­ბია: ამ­ბრო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­მა­ნე­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა, დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ი­შა­უ­რე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა, ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ონ­ჯო­ხე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა და ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ირ­მის სა­ჯა­რო სკო­ლა.

ასე­ვე, ჯამ­ში 30 მოს­წავ­ლე და ნაკ­ლე­ბი სწავ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 291 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სკოლები საქართველოში, სადაც არც ერთი ბავშვი სწავლობს და სასწავლებლები, სადაც თითო-თითო ბავშვი ირიცხება

სკოლები საქართველოში, სადაც არც ერთი ბავშვი სწავლობს და სასწავლებლები, სადაც თითო-თითო ბავშვი ირიცხება

საქართველოში ექვს სკოლას არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს, - დაბალკონტიგენტიანი სკოლების შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან გამოითხოვა.

ოფიციალური ინფორმაციით, ეს სკოლები ძირითადად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, წყალტუბოს, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს, სადაც „0 ბავშვი ირიცხება“.

უფრო კონკრეტულად, არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევის საჯარო სკოლას, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვავილისა და სოფელ ხანდოს საჯარო სკოლას, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩეკურაანთგორის საჯარო სკოლას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლის საჯარო სკოლასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენას საჯარო სკოლას.

როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში „ინტერნპრესნიუსს“ განუცხადეს, ექვსივე სკოლა ბავშვთა მიმართვიანობის შემთხვევაში, ფუნქციონირებას განაახლებს.

გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში მდებარეობს 4 სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლე ირიცხება. ეს სკოლებია: ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამანევის საჯარო სკოლა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურების საჯარო სკოლა, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლა და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმის საჯარო სკოლა.

ასევე, ჯამში 30 მოსწავლე და ნაკლები სწავლობს საქართველოს მასშტაბით 291 საჯარო სკოლაში.

ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს მონასტერში გაგზავნიან

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა - საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა და ექსპერტის შეფასება

ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტს ვადა გაუვიდა