საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნების სერია, რომელიც ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს
წიგნების სერია, რომელიც ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს

და­ა­ვა­დე­ბებ­სა და მათ გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი მარ­ტი­ვი, რო­გორც დღე­საა, რად­გან ციფ­რულ ერა­ში ვცხოვ­რობთ და ინ­ტერ­ნე­ტი უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვთა­ვა­ზობს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის რის­კი იმ­დე­ნად დი­დია, რომ უმ­ჯო­ბე­სია, სპე­ცი­ა­ლის­ტთან ვი­ზი­ტის გა­რე­შე სა­კუ­თარ თავს დი­აგ­ნო­ზი მა­ინც არ და­ვუს­ვათ.

ექიმ­თან ვი­ზი­ტის შემ­დეგ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა კი თა­ვა­დაც კარ­გად უნდა შე­ვის­წავ­ლოთ, რომ მისი მარ­თვა შევ­ძლოთ. იმის გამო, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის საფრ­თხის ქვეშ ვართ, უმ­ჯო­ბე­სია, სან­დო წყა­რო­ე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ. აშშ-სა და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ამის ტრა­დი­ცია დიდი ხა­ნია, დამ­კვიდ­რდა.

აშშ-ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ჰარ­ვარ­დის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის ექი­მე­ბის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი გზამ­კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მკი­თხველს და­ა­ვა­დე­ბის შეს­წავ­ლა­სა და მარ­თვა­ში ეხ­მა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნულ­მა წიგ­ნებ­მა იმ­დე­ნად დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რომ იტა­ლი­უ­რად, ეს­პა­ნუ­რად და პორ­ტუ­გა­ლი­უ­რა­დაც ითარ­გმნა და ევ­რო­პა­ში დიდი ტი­რა­ჟით გა­მო­ი­ცე­მა. მალე, გზამ­კვლე­ვის 8 ტომი ქარ­თულ ენა­ზეც გა­მო­ი­ცე­მა და მკი­თხველს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, კარ­დი­ო­ლო­გი­ურ და გულ­სის­ხლძარ­ღვთა პრობ­ლე­მებს, დეპ­რე­სი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას და 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბულ სხვა და­ა­ვა­დე­ბებს დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნოს, მათი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი და მარ­თვის პრო­ცე­სი შე­ის­წავ­ლოს.

გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ ტო­მე­უ­ლე­ბის გა­მო­სა­ცე­მად უკვე ემ­ზა­დე­ბა. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი 11 ნო­ემ­ბერს „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ვა და სრუ­ლად მი­ე­ძღვნე­ბა გუ­ლის პრობ­ლე­მებს, რაც გა­მომ­ცემ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის თინა ასა­თი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე უფრო მტკივ­ნე­უ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა.

მისი თქმით, მო­ხა­რუ­ლია, რომ ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ტო­მე­უ­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა. წიგ­ნე­ბის თარ­გმნის ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბას დრო დას­ჭირ­და. ასე­ვე სა­ჭი­რო იყო „ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ლი­ცენ­ზია მისი ლო­გო­სა და სა­ხე­ლის გა­მო­ე­ყე­ნე­ბით­ვის, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ყვე­ლა ეს უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა.

„თი­თო­ე­ულ წიგნ­ზე „ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის“ 30-დან 50-მდე სპე­ცი­ა­ლის­ტი მუ­შა­ობს. ამას­თან, ისი­ნი პრაქ­ტი­კო­სი ექი­მე­ბი არი­ან. აშშ-სა და ევ­რო­პა­ში წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს გზამ­კვლე­ვი ქარ­თვე­ლი აუ­დი­ტო­რი­ის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და. გა­მო­ცე­მა სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლია იმით, რომ ყვე­ლა პრობ­ლე­მა მარ­ტი­ვი, გა­სა­გე­ბი ენით არის ახ­სნი­ლი. ეს წიგ­ნე­ბი უფრო პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, მათი ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი და არა ექი­მე­ბის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­კუ­თარ და­ა­ვა­დე­ბას პა­ცი­ენ­ტი კარ­გად იც­ნობ­დეს, რომ უკეთ გა­უმკლავ­დეს მას“, - გან­მარ­ტავს თინა ასა­თი­ა­ნი.

„პა­ლიტ­რა L-ის“ დი­რექ­ტო­რის თქმით, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­და­პი­რი რჩე­ვე­ბი კი არ გა­ი­ცე­მა, არა­მედ გან­ხი­ლუ­ლია სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­კი­თხი და მათი ეფექ­ტუ­რო­ბა. თინა ასა­თი­ა­ნი გან­მარ­ტავს, რომ ქარ­თუ­ლად ნა­თარ­გმნი ნი­მუ­შე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად ექი­მებს გა­აც­ნეს და და­სა­ბეჭ­დად მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­ამ­ზა­დეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის 100%-ით ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნათ.

„თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­ვა­კე­თეთ სა­ნი­მუ­შო თარ­გმა­ნე­ბი, გა­ვა­ცა­ნით ექი­მებს, კონ­სულ­ტან­ტე­ბი ჩავ­რთეთ სხვა­დას­ხვა სფე­რო­დან და მხო­ლოდ მათი შე­ფა­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს სე­რია და­სა­ბეჭ­დად აგ­ვე­ღო. სე­რი­ა­ში არის ბევ­რი წიგ­ნი, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე შე­ვარ­ჩი­ეთ 8 და­სა­ხე­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც მო­ი­ცავს მსოფ­ლი­ო­ში და, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც ყვე­ლა­ზე უფრო გავ­რცე­ლე­ბულ პრობ­ლე­მებს. ეს არის გუ­ლი­სა და წნე­ვის პრობ­ლე­მე­ბი, დეპ­რე­სია, დი­ა­ბე­ტი, წო­ნის კლე­ბა და საკ­ვე­ბი­სად­მი მგრძნო­ბე­ლო­ბა, ალერ­გი­ე­ბი, შფოთ­ვა და ფო­ბი­ე­ბი“, - გან­მარ­ტავს ის.

სა­მე­დი­ცი­ნო გზამ­კვლე­ვი სამ ნა­წი­ლად არის და­ყო­ფი­ლი. პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი სრუ­ლად დი­აგ­ნოზს აღ­წერს - მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე კარ­დი­ო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბას, მე­ო­რე ნა­წი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­რა­მებს ეხე­ბა, ხოლო მე­სა­მე ნა­წი­ლი უშუ­ა­ლოდ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებს.

გზამ­კვლე­ვე­ბის თარ­გმან­ზე გა­მოც­დი­ლი მთარ­გმნე­ლე­ბი ნინო მესტვი­რიშ­ვი­ლი და ნინო ბელ­თა­ძე მუ­შა­ობ­დნენ. ნინო მესტვი­რიშ­ვი­ლის­თვის ეს საქ­მე გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო აღ­მოჩ­ნდა. მისი თქმით, თარ­გმნი­სას ყვე­ლა დე­ტა­ლი და ყვე­ლა ტერ­მი­ნი სან­დო წყა­რო­ებ­თან არის გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი.

„ვფიქ­რობ, ასე­თი მარ­ტი­ვი ენით და­წე­რი­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, თან სა­მე­დი­ცი­ნო თე­მა­ტი­კა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვფიქ­რობთ, რომ ეს გზამ­კვლე­ვი ოჯა­ხებს და­ეხ­მა­რე­ბა, თა­ვი­ან­თი პრობ­ლე­მე­ბის პირ­ვე­ლა­დი კონ­სულ­ტა­ცია, პირ­ვე­ლა­დი გან­ხილ­ვა მო­ახ­დი­ნონ, რათა და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და მარ­თვის­კენ გა­დად­გან ნა­ბი­ჯე­ბი“, - გან­მარ­ტავს ნინო მესტვი­რიშ­ვი­ლი.

მისი თქმით, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­მე­დი­ცი­ნო თე­მა­ტი­კის წიგ­ნე­ბი აქამ­დეც არა­ერ­თხელ უთარ­გმნია, კონ­კრე­ტუ­ლად, ეს სე­რია ყვე­ლა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

„აქ ისე­თი პრობ­ლე­მე­ბია გან­ხი­ლუ­ლი, რომ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­ურ ყო­ფა­ში ვა­წყდე­ბით. კონ­კრე­ტუ­ლად, ეს გა­მო­ცე­მა არის „ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის“ მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ამი­ტომ ჩვენ მას „ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის გზამ­კვლე­ვი“ ვუ­წო­დეთ. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს წიგ­ნი შე­იძ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გახ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი მკი­თხვე­ლის­თვის, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ამა თუ იმ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა სურს. სე­რი­ის პირ­ვე­ლი წიგ­ნი, ზო­გა­დად, გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ პა­თო­ლო­გი­ებს მო­ი­ცავს, ისე­თებს, რო­გო­რე­ბი­ცაა გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, გულ­სის­ხლძარ­ღვთა ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, არით­მია, ინ­ფარ­ქტი და ინ­სულ­ტი.

რაც მთა­ვა­რია, კარ­დი­ო­ლო­გი­ურ ტომ­ში შეგ­ხვდე­ბათ კი­თხვა­რი და პი­რა­დი ანამ­ნე­ზის სა­ფუძ­ველ­ზე შეძ­ლებთ გა­არ­კვი­ოთ, მომ­დევ­ნო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კის ქვეშ რამ­დე­ნად ხართ. ვფიქ­რობ, რომ ესეც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­აა“, - გან­მარ­ტა ნინო მესტვი­რიშ­ვილ­მა.

„ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლის გზამ­კვლე­ვი“ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად ყო­ველ­თვი­უ­რად გა­მო­ვა. პირ­ვე­ლი წიგ­ნი - კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გზამ­კვლე­ვი - 11 ნო­ემ­ბერს გა­მოჩ­ნდე­ბა, მომ­დევ­ნო ტო­მებს კი მკი­თხვე­ლი მომ­დევ­ნო 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იხი­ლავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

წიგნების სერია, რომელიც ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს

წიგნების სერია, რომელიც ყველაზე გავრცელებული დაავადებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს

დაავადებებსა და მათ გამომწვევ მიზეზებზე ინფორმაციის მიღება არასდროს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორც დღესაა, რადგან ციფრულ ერაში ვცხოვრობთ და ინტერნეტი უსაზღვრო შესაძლებლობებს გვთავაზობს. მიუხედავად ამისა, არასწორი ინფორმაციის მიღების რისკი იმდენად დიდია, რომ უმჯობესია, სპეციალისტთან ვიზიტის გარეშე საკუთარ თავს დიაგნოზი მაინც არ დავუსვათ.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ აღმოჩენილი ნებისმიერი ჯანმრთელობის პრობლემა კი თავადაც კარგად უნდა შევისწავლოთ, რომ მისი მართვა შევძლოთ. იმის გამო, რომ ინტერნეტში დაუზუსტებელი ინფორმაციის მიღების საფრთხის ქვეშ ვართ, უმჯობესია, სანდო წყაროები გამოვიყენოთ. აშშ-სა და დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ამის ტრადიცია დიდი ხანია, დამკვიდრდა.

აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჰარვარდის მედიცინის სკოლის ექიმების მიერ გამოცემული გზამკვლევები, რომლებიც მკითხველს დაავადების შესწავლასა და მართვაში ეხმარება. აღნიშნულმა წიგნებმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ იტალიურად, ესპანურად და პორტუგალიურადაც ითარგმნა და ევროპაში დიდი ტირაჟით გამოიცემა. მალე, გზამკვლევის 8 ტომი ქართულ ენაზეც გამოიცემა და მკითხველს საშუალება ექნება, კარდიოლოგიურ და გულსისხლძარღვთა პრობლემებს, დეპრესიის მნიშვნელობას და 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით გააქტიურებულ სხვა დაავადებებს დეტალურად გაეცნოს, მათი მკურნალობის მეთოდები და მართვის პროცესი შეისწავლოს.

გამომცემლობა „პალიტრა L“ ტომეულების გამოსაცემად უკვე ემზადება. პირველი ნაწილი 11 ნოემბერს „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა და სრულად მიეძღვნება გულის პრობლემებს, რაც გამომცემლობის ხელმძღვანელის თინა ასათიანის განმარტებით, საზოგადოებისთვის ყველაზე უფრო მტკივნეული და საინტერესო თემაა.

მისი თქმით, მოხარულია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე აღნიშნული ტომეული აღმოაჩინა. წიგნების თარგმნის ლიცენზიის მოპოვებას დრო დასჭირდა. ასევე საჭირო იყო „ჰარვარდის უნივერსიტეტის“ ლიცენზია მისი ლოგოსა და სახელის გამოეყენებითვის, თუმცა, საბოლოოდ, გამომცემლობამ ყველა ეს უფლება მოიპოვა.

„თითოეულ წიგნზე „ჰარვარდის სამედიცინო სკოლის“ 30-დან 50-მდე სპეციალისტი მუშაობს. ამასთან, ისინი პრაქტიკოსი ექიმები არიან. აშშ-სა და ევროპაში წარმატების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ეს გზამკვლევი ქართველი აუდიტორიისთვისაც საინტერესო იქნებოდა. გამოცემა საინტერესო და მიმზიდველია იმით, რომ ყველა პრობლემა მარტივი, გასაგები ენით არის ახსნილი. ეს წიგნები უფრო პაციენტებისთვის, მათი ინფორმირებისთვისაა განკუთვნილი და არა ექიმებისთვის. მნიშვნელოვანია, საკუთარ დაავადებას პაციენტი კარგად იცნობდეს, რომ უკეთ გაუმკლავდეს მას“, - განმარტავს თინა ასათიანი.

„პალიტრა L-ის“ დირექტორის თქმით, სახელმძღვანელოებში მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით პირდაპირი რჩევები კი არ გაიცემა, არამედ განხილულია სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტების საკითხი და მათი ეფექტურობა. თინა ასათიანი განმარტავს, რომ ქართულად ნათარგმნი ნიმუშები თავდაპირველად ექიმებს გააცნეს და დასაბეჭდად მხოლოდ ამის შემდეგ გაამზადეს, რომ მოსახლეობისთვის 100%-ით ზუსტი ინფორმაცია მიეწოდებინათ.

„თავდაპირველად, გავაკეთეთ სანიმუშო თარგმანები, გავაცანით ექიმებს, კონსულტანტები ჩავრთეთ სხვადასხვა სფეროდან და მხოლოდ მათი შეფასებების მიხედვით გადავწყვიტეთ, რომ ეს სერია დასაბეჭდად აგვეღო. სერიაში არის ბევრი წიგნი, თუმცა ამ ეტაპზე შევარჩიეთ 8 დასახელება, რომლებიც მოიცავს მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც ყველაზე უფრო გავრცელებულ პრობლემებს. ეს არის გულისა და წნევის პრობლემები, დეპრესია, დიაბეტი, წონის კლება და საკვებისადმი მგრძნობელობა, ალერგიები, შფოთვა და ფობიები“, - განმარტავს ის.

სამედიცინო გზამკვლევი სამ ნაწილად არის დაყოფილი. პირველი ნაწილი სრულად დიაგნოზს აღწერს - მაგალითად, რომელიმე კარდიოლოგიურ დაავადებას, მეორე ნაწილი ჯანმრთელობის პროგრამებს ეხება, ხოლო მესამე ნაწილი უშუალოდ მკურნალობის მეთოდებს.

გზამკვლევების თარგმანზე გამოცდილი მთარგმნელები ნინო მესტვირიშვილი და ნინო ბელთაძე მუშაობდნენ. ნინო მესტვირიშვილისთვის ეს საქმე განსაკუთრებით საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. მისი თქმით, თარგმნისას ყველა დეტალი და ყველა ტერმინი სანდო წყაროებთან არის გადამოწმებული.

„ვფიქრობ, ასეთი მარტივი ენით დაწერილი სახელმძღვანელოები, თან სამედიცინო თემატიკაზე, საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ ეს გზამკვლევი ოჯახებს დაეხმარება, თავიანთი პრობლემების პირველადი კონსულტაცია, პირველადი განხილვა მოახდინონ, რათა დაავადების აღმოჩენისა და მართვისკენ გადადგან ნაბიჯები“, - განმარტავს ნინო მესტვირიშვილი.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო თემატიკის წიგნები აქამდეც არაერთხელ უთარგმნია, კონკრეტულად, ეს სერია ყველაზე ინფორმაციული აღმოჩნდა.

„აქ ისეთი პრობლემებია განხილული, რომლებსაც ყოველდღიურ ყოფაში ვაწყდებით. კონკრეტულად, ეს გამოცემა არის „ჰარვარდის სამედიცინო სკოლის“ მიერ შემუშავებული, ამიტომ ჩვენ მას „ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გზამკვლევი“ ვუწოდეთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს წიგნი შეიძლება პრაქტიკული სახელმძღვანელო გახდეს ნებისმიერი მკითხველისთვის, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ამა თუ იმ პრობლემის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მოძიება სურს. სერიის პირველი წიგნი, ზოგადად, გულსისხლძარღვთა სისტემის ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებს მოიცავს, ისეთებს, როგორებიცაა გულის უკმარისობა, გულსისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაზიანება, არითმია, ინფარქტი და ინსულტი.

რაც მთავარია, კარდიოლოგიურ ტომში შეგხვდებათ კითხვარი და პირადი ანამნეზის საფუძველზე შეძლებთ გაარკვიოთ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის ქვეშ რამდენად ხართ. ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა“, - განმარტა ნინო მესტვირიშვილმა.

„ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გზამკვლევი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად ყოველთვიურად გამოვა. პირველი წიგნი - კარდიოლოგიური დაავადებების გზამკვლევი - 11 ნოემბერს გამოჩნდება, მომდევნო ტომებს კი მკითხველი მომდევნო 7 თვის განმავლობაში იხილავს.

"ჟიურიმ პირველივე ცდაზე შეგვარჩია" - რას ნიშნავს თბილისისთვის წიგნის დედაქალაქის სტატუსი და რას მოუტანს ქართველ მწერლებს

საქართველოს ისტორიის ოთხტომეული შევსებული, განახლებული და გადამუშავებული ბრუნდება

უნიკალური გამოცემის - "ბიბლია განმარტებებით"  მეორე ტომი 21 ოქტომბერს გამოიცემა