პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამყარო იმეორებს თქვენს აზრებს, მოქმედებებს და გარკვეული დროის შემდეგ გიბრუნებთ" - როგორია ასტროლოგ რამაზ გიგაურის წარმატების ფორმულა
"სამყარო იმეორებს თქვენს აზრებს, მოქმედებებს და გარკვეული დროის შემდეგ გიბრუნებთ" - როგორია ასტროლოგ რამაზ გიგაურის წარმატების ფორმულა

იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი, აის­რუ­ლო სურ­ვი­ლე­ბი, მი­აღ­წიო და­სა­ხულ მიზ­ნებს, ეს ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს უნდა, - ზოგს ეს მარ­ტი­ვად გა­მოს­დის, ზოგს - რთუ­ლად, ან სა­ერ­თოდ არა, რა­საც შემ­დგომ სა­კუ­თარ უიღ­ბლო­ბას მი­ა­წერს... არა­და, არც კი იცი­ან, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისევ მათ ხელ­თაა და სამ­ყა­როს თა­ვის­კენ შე­მობ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლი­ათ...

სწო­რედ ამი­ტომ, „წარ­მა­ტე­ბის 365 გა­სა­ღე­ბი“ - ასე და­არ­ქვა ავ­ტორ­მა თა­ვის წიგნს, რომ­ლის გა­მო­ცე­მაც „პა­ლიტ­რა L“-მა და­ი­წყო (წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მკი­თხვე­ლი სე­რი­უ­ლად ამ სა­ხელ­წო­დე­ბით 12 წიგნს მი­ი­ღებს). რო­გორც რა­მაზ გი­გა­უ­რი ამ­ბობს, ამ პრო­ექ­ტზე 12 წელი ფიქ­რობ­და, თუმ­ცა ერთ წე­ლი­წად­ში და­წე­რა. ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც მკი­თხველს ბევრ რა­მე­ზე აფიქ­რებს, აზ­რებს მხო­ლოდ და­დე­ბი­თის­კენ უც­ვლის და ას­წავ­ლის, რო­გორ უნდა ია­როს სწო­რად ცხოვ­რე­ბის გზა­ზე...

ამის არ­ერ­თი რე­ცეპ­ტი ავ­ტორს წიგნ­ში რამ­დე­ნი­მე „გა­სა­ღებ­ში“, ანუ თავ­ში აქვს გან­ხი­ლუ­ლი.

ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­ცე­მუ­ლია წიგ­ნის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი, სა­დაც მკი­თხვე­ლი „30 გა­სა­ღე­ბის“ პრაქ­ტი­კულ მე­თოდს იპო­ვის და მათი გა­მო­ყე­ნე­ბით რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას და­ი­წყებს... ჩვენ ამ­ჟა­მად მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე შე­ვარ­ჩი­ეთ.

და­ი­წყეთ დილა ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბით

რა­ტომ არის სა­ჭი­რო, დილა ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბით და­ვი­წყოთ, ამა­ზე რა­მაზ გი­გა­უ­რის პა­სუ­ხი ასე­თია: „დილა ბევრ მო­ძღვრე­ბა­ში, მი­თო­ლო­გი­ა­სა თუ რე­ლი­გი­ა­ში დღის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნაკ­ვე­თია. დი­ლის ლოც­ვას, რი­ტუ­ალს, ვარ­ჯიშს უდი­დე­სი დატ­ვირ­თვა აქვს. და­სავ­ლეთ­ში ახა­ლი დღე ღა­მის 12 სა­ათ­ზე იწყე­ბა, აღ­მო­სავ­ლე­თის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში კი ახა­ლი დღე მზის ამოს­ვლი­სას დგე­ბა. მზის ამოს­ვლა უდი­დე­სი სას­წა­უ­ლია, რად­გან ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­დან­ვე მი­აჩ­ნდათ, რომ მზის ამოს­ვლას მათ­თვის ახა­ლი სი­ცო­ცხლე, ახა­ლი შან­სი და გა­მარ­ჯვე­ბა მოჰ­ქონ­და.

რო­დე­საც მეღ­ვი­ძე­ბა, სა­კუ­თარ თავს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ხოლ­მე - დღის ასე­თი და­წყე­ბა ჩემ­თვის ერ­თგვა­რი რი­ტუ­ა­ლი გახ­და. ყო­ველ დღეს ამა­ღელ­ვე­ბე­ლი გან­წყო­ბი­თა და იმის რწმე­ნით ვი­წყებ, რომ ეს დღე უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას მო­მი­ტანს... ყო­ველ დი­ლას, რო­დე­საც სა­წო­ლი­დან ვდგე­ბი, სარ­კე­ში ვი­ხე­დე­ბი და ღი­მი­ლი­თა და რწმე­ნით ვამ­ბობ: „დღეს უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა მე­ლის!“

სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ რაც მას შემ­დეგ ასე და­ვი­წყე გაღ­ვი­ძე­ბა, ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა ეტა­პობ­რი­ვად მო­წეს­რიგ­და. ეს სას­წა­ლია? არა, რა თქმა უნდა, მაგ­რამ, უნდა ით­ქვას, რომ კა­ნონ­ზო­მი­ე­რი სას­წა­უ­ლი. ასე რომ:

გახ­სოვ­დეთ დილა დღის კა­რიბ­ჭეა, ამი­ტომ, რო­გორც „შეხ­ვალთ“ ამ კა­რიბ­ჭე­ში, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ გან­წყო­ბით იქ­ნე­ბით“.

სამ­ყა­რო დიდი სარ­კეა

„სამ­ყა­რო დიდი სარ­კეა, ის ადა­მი­ა­ნის აზ­რებს, სი­ტყვებს, მოქ­მე­დე­ბებს ირეკ­ლავს, უკან უბ­რუ­ნებს“ - გვე­უბ­ნე­ბა ავ­ტო­რი. ეს „დაბ­რუ­ნე­ბა“ მა­შინ­ვე არ ხდე­ბა, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ ადა­მი­ანს მარ­თებს გა­აც­ნო­ბი­ე­როს სამ­ყა­როს სარ­კუ­ლი პრინ­ცი­პი, ისე­ვე რო­გორც, არ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ სარ­კე­ში ჩა­ხედ­ვა ცუდი გან­წყო­ბით და სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბის კრი­ტი­კა, ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია ცუდ გან­წყო­ბა­ზე ყოფ­ნა და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა თუ სხვე­ბის კრი­ტი­კა, რად­გა­ნაც სამ­ყა­რო ყვე­ლა­ფერს სარ­კი­სე­ბუ­რად ირეკ­ლავს...

„მი­წა­ში და­თე­სი­ლი ხორ­ბლის მარ­ცვლის­გან ხორ­ბა­ლი წარ­მო­ი­შო­ბა, სა­რე­ვე­ლას თეს­ლის­გან - სა­რე­ვე­ლა. ასეა ადა­მი­ა­ნის ფიქ­რე­ბის, სი­ტყვე­ბის, ემო­ცი­ე­ბი­სა და მოქ­მე­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. ამ პრინ­ცი­პის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა ადა­მი­ანს უდი­დეს დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს... გახ­სოვ­დეთ, რო­გორც უყუ­რებთ სამ­ყა­როს - ის ისე­ვე გი­ყუ­რებთ თქვენ! იმე­ო­რებს თქვენს აზ­რებს, სი­ტყვებს, მოქ­მე­დე­ბას და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ გიბ­რუ­ნებთ. გჯე­რო­დეთ უკე­თე­სი მო­მავ­ლის და სამ­ყა­როც და­ი­ჯე­რებს თქვენს უკე­თეს მო­მა­ვალს“ - აღ­ნიშ­ნავს რა­მაზ გი­გა­უ­რი და დას­ძენს, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სარ­კე­ში იმ­ზი­რე­ბა, უნდა გა­ი­აზ­როს, რომ იქი­დან მისი თავი შე­მოჰ­ყუ­რებს. ის ანა­რეკ­ლი კი „მზად არის“, მისი მოძ­რა­ო­ბე­ბი გა­ი­მე­ო­როს.

„სამ­ყა­როს სარ­კეც“ მზად არის გა­ი­მე­ო­როს არა მხო­ლოდ თქვე­ნი მოძ­რა­ო­ბე­ბი, არა­მედ თქვე­ნი სი­ტყვე­ბი და აზ­რე­ბიც კი. სარ­კე­ში ყო­ვე­ლი ჩა­ხედ­ვი­სას გა­უ­ღი­მეთ თავს, შე­ხე­დეთ რო­გორც წარ­მა­ტე­ბულ და ბედ­ნი­ერს ადა­მი­ანს!“

ის­წავ­ლეთ ფი­ნან­სე­ბის მარ­თვა

ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ არის და წიგნ­ში ამ „გა­სა­ღებს“ სე­რი­ო­ზუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია, რა­ზეც ავ­ტო­რი ამ­ბობს:

„ფული კი ენერ­გი­ის ერთ-ერთი ფორ­მაა და მას ისე­ვე სჭირ­დე­ბა მარ­თვა და კონ­ტრო­ლი, რო­გორც სხვა, თუნ­დაც, ფი­ზი­კურ ენერ­გი­ას. ფი­ზი­კუ­რად სუსტ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, სწო­რი და შე­უ­პო­ვა­რი ვარ­ჯი­შით სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლი ძლი­ე­რი, მოქ­ნი­ლი და ლა­მა­ზი გა­ხა­დოს. ასე­თი­ვე პრინ­ცი­პი მოქ­მე­დებს ფი­ნან­სურ სამ­ყა­რო­ში, - სწო­რი და შუ­პო­ვა­რი ფი­ნან­სუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბით, ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სი­ღა­ტა­კე სიმ­დიდ­რედ გა­და­აქ­ცი­ოს, იყოს ღა­ტა­კი, მაგ­რამ გამ­დიდ­რდეს. ძა­ლი­ან ბევ­რი მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა ამის მა­გა­ლი­თია.

მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ღა­რი­ბი და­ი­ბა­და. პი­როვ­ნე­ბა, ვიდ­რე ფი­ზი­კურ ვარ­ჯიშს და­ი­წყებს, მის­თვის მი­სა­ღებ სა­ვარ­ჯი­შო სის­ტე­მას, სპორ­ტულ დარ­ბაზს თუ მწვრთნელს ეძებს. ცდი­ლობს, ამ ყვე­ლაფ­რის დახ­მა­რე­ბით მი­აღ­წი­ოს მი­ზანს - გა­იძ­ლი­ე­როს ფი­ზი­კუ­რი კონ­დი­ცი­ე­ბი, გახ­დეს ჩემ­პი­ო­ნი, და­ი­პყროს სპორ­ტუ­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბი... ზუს­ტად ასე­ვეა ფი­ნან­სურ სამ­ყა­რო­ში:

ვინც ყო­ველ­დღი­უ­რად ცდი­ლობს, გახ­დეს უფრო ძლი­ე­რი და ამის­თვის ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით რა­ღაც ახალს სწავ­ლობს, არა­თუ თავს და­აღ­წევს სი­ღა­რი­ბეს, არა­მედ აუ­ცი­ლებ­ლად გამ­დიდ­რდე­ბა.

თუ თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი საქ­მე­ე­ბი არ­ცთუ კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მა­შინ, უპირ­ვე­ლე­სად უნდა მი­ი­ღოთ ცოდ­ნა, რო­მე­ლიც ფნან­სუ­რი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­სა და ამ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. არ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან არც ერთი შან­სი, მეტი ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად, ფი­ნან­სე­ბის მარ­თვი­სა თუ, სა­ერ­თოდ, ფუ­ლის ენერ­გი­ის მარ­თის შე­სა­ხებ. თუ უკ­მა­ყო­ფი­ლო ხართ თქვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით, მა­შინ უფრო მეტი ენერ­გი­ი­თა და მი­ზან­სწრაფ­ვით უნდა მოჰ­კი­დოთ ხელი სა­კუ­თარ ფი­ნან­სურ გა­ნათ­ლე­ბას.

ეძე­ბეთ ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მა, ფი­ნან­სუ­რი გეგ­მა, წიგ­ნე­ბი თუ ფილ­მე­ბი ფი­ნან­სე­ბის მარ­თვის შე­სა­ხებ. ეძე­ბეთ პი­რა­დი „ფი­ნან­სუ­რი მწვრთნე­ლი“ „დამ­რი­გე­ბე­ლი“, „ტრე­ნე­რი“, ვის­გა­ნაც ამ ყვე­ლაფ­რის მარ­თვის შე­სა­ხებ ფას­და­უ­დე­ბელ რჩე­ვებს მი­ი­ღებთ, ვინც გა­გი­ზი­ა­რებთ სა­კუ­თარ ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას.

მო­ი­ძი­ეთ და შე­ი­ძი­ნეთ მი­ნი­მუმ სამი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ფულს, ფი­ნან­სე­ბის მარ­თვას ეხე­ბა და გას­წავ­ლით შე­მო­სავ­ლე­ბი­სა თუ გა­სავ­ლე­ბის კონ­ტროლს. თი­თო­ე­უ­ლი წიგ­ნი­დან ამო­წე­რეთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აზ­რე­ბი, გა­ა­ტა­რეთ ისი­ნი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. გახ­სოვ­დეთ, ფი­ნან­სე­ბის მარ­თვის სწავ­ლა შე­საძ­ლებ­ლია!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"სამყარო იმეორებს თქვენს აზრებს, მოქმედებებს და გარკვეული დროის შემდეგ გიბრუნებთ" - როგორია ასტროლოგ რამაზ გიგაურის წარმატების ფორმულა

"სამყარო იმეორებს თქვენს აზრებს, მოქმედებებს და გარკვეული დროის შემდეგ გიბრუნებთ" - როგორია ასტროლოგ რამაზ გიგაურის წარმატების ფორმულა

იყო წარმატებული, აისრულო სურვილები, მიაღწიო დასახულ მიზნებს, ეს ალბათ ნებისმიერ ადამიანს უნდა, - ზოგს ეს მარტივად გამოსდის, ზოგს - რთულად, ან საერთოდ არა, რასაც შემდგომ საკუთარ უიღბლობას მიაწერს... არადა, არც კი იციან, რომ ყველაფერი ისევ მათ ხელთაა და სამყაროს თავისკენ შემობრუნება შეუძლიათ...

სწორედ ამიტომ, „წარმატების 365 გასაღები“ - ასე დაარქვა ავტორმა თავის წიგნს, რომლის გამოცემაც „პალიტრა L“-მა დაიწყო (წლის განმავლობაში მკითხველი სერიულად ამ სახელწოდებით 12 წიგნს მიიღებს). როგორც რამაზ გიგაური ამბობს, ამ პროექტზე 12 წელი ფიქრობდა, თუმცა ერთ წელიწადში დაწერა. ეს არის წიგნი, რომელიც მკითხველს ბევრ რამეზე აფიქრებს, აზრებს მხოლოდ დადებითისკენ უცვლის და ასწავლის, როგორ უნდა იაროს სწორად ცხოვრების გზაზე...

ამის არერთი რეცეპტი ავტორს წიგნში რამდენიმე „გასაღებში“, ანუ თავში აქვს განხილული.

ჯერჯერობით გამოცემულია წიგნის პირველი ნაწილი, სადაც მკითხველი „30 გასაღების“ პრაქტიკულ მეთოდს იპოვის და მათი გამოყენებით რეალური ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს... ჩვენ ამჟამად მხოლოდ რამდენიმე შევარჩიეთ.

დაიწყეთ დილა ამაღლებული განწყობით

რატომ არის საჭირო, დილა ამაღლებული განწყობით დავიწყოთ, ამაზე რამაზ გიგაურის პასუხი ასეთია: „დილა ბევრ მოძღვრებაში, მითოლოგიასა თუ რელიგიაში დღის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია. დილის ლოცვას, რიტუალს, ვარჯიშს უდიდესი დატვირთვა აქვს. დასავლეთში ახალი დღე ღამის 12 საათზე იწყება, აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში კი ახალი დღე მზის ამოსვლისას დგება. მზის ამოსვლა უდიდესი სასწაულია, რადგან ადამიანებს თავიდანვე მიაჩნდათ, რომ მზის ამოსვლას მათთვის ახალი სიცოცხლე, ახალი შანსი და გამარჯვება მოჰქონდა.

როდესაც მეღვიძება, საკუთარ თავს წარმატებას ვუსურვებ ხოლმე - დღის ასეთი დაწყება ჩემთვის ერთგვარი რიტუალი გახდა. ყოველ დღეს ამაღელვებელი განწყობითა და იმის რწმენით ვიწყებ, რომ ეს დღე უდიდეს წარმატებას მომიტანს... ყოველ დილას, როდესაც საწოლიდან ვდგები, სარკეში ვიხედები და ღიმილითა და რწმენით ვამბობ: „დღეს უდიდესი წარმატება მელის!“

საოცარია, მაგრამ რაც მას შემდეგ ასე დავიწყე გაღვიძება, ჩემი ცხოვრების ყველა მიმართულება ეტაპობრივად მოწესრიგდა. ეს სასწალია? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ კანონზომიერი სასწაული. ასე რომ:

გახსოვდეთ დილა დღის კარიბჭეა, ამიტომ, როგორც „შეხვალთ“ ამ კარიბჭეში, დღის განმავლობაში იმ განწყობით იქნებით“.

სამყარო დიდი სარკეა

„სამყარო დიდი სარკეა, ის ადამიანის აზრებს, სიტყვებს, მოქმედებებს ირეკლავს, უკან უბრუნებს“ - გვეუბნება ავტორი. ეს „დაბრუნება“ მაშინვე არ ხდება, თუმცა აუცილებლად მოხდება. სწორედ ამიტომ ადამიანს მართებს გააცნობიეროს სამყაროს სარკული პრინციპი, ისევე როგორც, არ შეიძლება ჩვეულებრივ სარკეში ჩახედვა ცუდი განწყობით და საკუთარი გარეგნობის კრიტიკა, ასევე დაუშვებელია ცუდ განწყობაზე ყოფნა და საკუთარი თავისა თუ სხვების კრიტიკა, რადგანაც სამყარო ყველაფერს სარკისებურად ირეკლავს...

„მიწაში დათესილი ხორბლის მარცვლისგან ხორბალი წარმოიშობა, სარეველას თესლისგან - სარეველა. ასეა ადამიანის ფიქრების, სიტყვების, ემოციებისა და მოქმედებების შემთხვევაშიც. ამ პრინციპის გაცნობიერება და გამოყენება ადამიანს უდიდეს დახმარებას გაუწევს... გახსოვდეთ, როგორც უყურებთ სამყაროს - ის ისევე გიყურებთ თქვენ! იმეორებს თქვენს აზრებს, სიტყვებს, მოქმედებას და გარკვეული დროის შემდეგ გიბრუნებთ. გჯეროდეთ უკეთესი მომავლის და სამყაროც დაიჯერებს თქვენს უკეთეს მომავალს“ - აღნიშნავს რამაზ გიგაური და დასძენს, რომ როდესაც ადამიანი სარკეში იმზირება, უნდა გაიაზროს, რომ იქიდან მისი თავი შემოჰყურებს. ის ანარეკლი კი „მზად არის“, მისი მოძრაობები გაიმეოროს.

„სამყაროს სარკეც“ მზად არის გაიმეოროს არა მხოლოდ თქვენი მოძრაობები, არამედ თქვენი სიტყვები და აზრებიც კი. სარკეში ყოველი ჩახედვისას გაუღიმეთ თავს, შეხედეთ როგორც წარმატებულ და ბედნიერს ადამიანს!“

ისწავლეთ ფინანსების მართვა

ადამიანის ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვანი რამ არის და წიგნში ამ „გასაღებს“ სერიოზული ადგილი უკავია, რაზეც ავტორი ამბობს:

„ფული კი ენერგიის ერთ-ერთი ფორმაა და მას ისევე სჭირდება მართვა და კონტროლი, როგორც სხვა, თუნდაც, ფიზიკურ ენერგიას. ფიზიკურად სუსტ ადამიანს შეუძლია, სწორი და შეუპოვარი ვარჯიშით საკუთარი სხეული ძლიერი, მოქნილი და ლამაზი გახადოს. ასეთივე პრინციპი მოქმედებს ფინანსურ სამყაროში, - სწორი და შუპოვარი ფინანსური მოქმედებებით, ადამიანს შეუძლია სიღატაკე სიმდიდრედ გადააქციოს, იყოს ღატაკი, მაგრამ გამდიდრდეს. ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანის ცხოვრება ამის მაგალითია.

მდიდარი ადამიანების უმეტესობა ღარიბი დაიბადა. პიროვნება, ვიდრე ფიზიკურ ვარჯიშს დაიწყებს, მისთვის მისაღებ სავარჯიშო სისტემას, სპორტულ დარბაზს თუ მწვრთნელს ეძებს. ცდილობს, ამ ყველაფრის დახმარებით მიაღწიოს მიზანს - გაიძლიეროს ფიზიკური კონდიციები, გახდეს ჩემპიონი, დაიპყროს სპორტული სიმაღლეები... ზუსტად ასევეა ფინანსურ სამყაროში:

ვინც ყოველდღიურად ცდილობს, გახდეს უფრო ძლიერი და ამისთვის ფინანსური კუთხით რაღაც ახალს სწავლობს, არათუ თავს დააღწევს სიღარიბეს, არამედ აუცილებლად გამდიდრდება.

თუ თქვენი ფინანსური საქმეები არცთუ კარგად მიმდინარეობს, მაშინ, უპირველესად უნდა მიიღოთ ცოდნა, რომელიც ფნანსური საქმეების მოგვარებასა და ამ სფეროში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. არ გაუშვათ ხელიდან არც ერთი შანსი, მეტი ცოდნის მისაღებად, ფინანსების მართვისა თუ, საერთოდ, ფულის ენერგიის მართის შესახებ. თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი ფინანსური მდგომარეობით, მაშინ უფრო მეტი ენერგიითა და მიზანსწრაფვით უნდა მოჰკიდოთ ხელი საკუთარ ფინანსურ განათლებას.

ეძებეთ ფინანსური სისტემა, ფინანსური გეგმა, წიგნები თუ ფილმები ფინანსების მართვის შესახებ. ეძებეთ პირადი „ფინანსური მწვრთნელი“ „დამრიგებელი“, „ტრენერი“, ვისგანაც ამ ყველაფრის მართვის შესახებ ფასდაუდებელ რჩევებს მიიღებთ, ვინც გაგიზიარებთ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.

მოიძიეთ და შეიძინეთ მინიმუმ სამი წიგნი, რომელიც ფულს, ფინანსების მართვას ეხება და გასწავლით შემოსავლებისა თუ გასავლების კონტროლს. თითოეული წიგნიდან ამოწერეთ თქვენთვის საინტერესო აზრები, გაატარეთ ისინი თქვენს ცხოვრებაში. გახსოვდეთ, ფინანსების მართვის სწავლა შესაძლებლია!"

რატომ დაემსგავსა ჩემი ქვეყანა საქათმეს?!

პატრონისგან მიტოვებული ძაღლი, რომლის ვიდეომ "ფეისბუქი" შეძრა, მანჩო გიორგობიანმა შეიფარა - "ჩემს შვილსაც ძალიან უყვარდა ცხოველები..."

უბნები თბილისში, სადაც გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის გამო, აფეთქებები ყველაზე ხშირად ხდება