პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გახმაურებული საქმეები, რომლებიც მოქალაქეებმა საქართველოს სტრასბურგში მოუგეს - მათ შორის, "კანონიერი ქურდის" საქმეცაა
გახმაურებული საქმეები, რომლებიც მოქალაქეებმა საქართველოს სტრასბურგში მოუგეს - მათ შორის, "კანონიერი ქურდის" საქმეცაა

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ უკვე მე­რამ­დე­ნედ და­ად­გი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე - "ბა­თი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. საქ­მე ეხე­ბა მომ­ჩი­ვან ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას სის­ხლის სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბი­სას, რო­მე­ლიც მის მი­მართ 2006 წელს და­ი­წყო კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში მოქ­მე­დი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის შე­საძ­ლო დახ­მა­რე­ბის გამო.

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ბა­თი­აშ­ვი­ლის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რის და­მონ­ტა­ჟე­ბა, რა­შიც სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა იყო ჩარ­თუ­ლი, და ამ ფორ­მით მო­ცე­მუ­ლი ჩა­ნა­წე­რის ტე­ლე­არ­ხით გავ­რცე­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და მომ­ჩივ­ნის დამ­ნა­შა­ვედ წარ­მო­ჩე­ნას მისი ბრა­ლის სა­სა­მარ­თლოს მიერ და­დას­ტუ­რე­ბამ­დე, რი­თაც და­ირ­ღვა მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია.

სა­სა­მარ­თლომ სა­ხელ­მწი­ფოს ბა­თი­აშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით 3 600 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­ზე, ცხა­დია, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­ი­ცე­მა. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის ხარ­ვე­ზე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ორ­მა­გად ზა­რალ­დე­ბი­ან.

AMBEBI.GE გა­გახ­სე­ნებთ იმ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ებს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლომ წა­ა­გო და ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბი გა­მო­ი­ყო.

ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე აღი­ა­რე­ბუ­ლი მსხვერ­პლე­ბი სა­მი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ჰყავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ხში­რად სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის ხელ­ყო­ფა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

  • ასა­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ

ამ საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 2004 წლის 8 აპ­რილს მი­ი­ღო. სტრას­ბურ­გმა თენ­გიზ ასა­ნი­ძე პო­ლიტ­პა­ტიმ­რად ცნო და სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით სო­ლი­დუ­რი თან­ხის გა­დახ­და და­ა­ვა­ლა.

თენ­გიზ ასა­ნი­ძე, ფოტო: "ბა­თუ­მე­ლე­ბი"

სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ასა­ნი­ძის მი­მართ და­ირ­ღვა პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს გან­ხილ­ვის უფ­ლე­ბა. სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს 150 000 ევ­როს გა­დახ­და ევა­ლე­ბო­და, თუმ­ცა წლე­ბის შემ­დეგ, ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბის­თვის და­რი­ცხუ­ლი სა­პო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის გამო, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით, ყო­ფილ­მა პო­ლიტ­პა­ტი­მარ­მა კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 340 000 ევრო მი­ი­ღო.

ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი მერი თენ­გიზ ასა­ნი­ძე ძმას­თან, ხელ­ვა­ჩა­უ­რის ყო­ფილ გამ­გე­ბელ თა­მაზ ასა­ნი­ძეს­თან ერ­თად 1993 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს აჭა­რის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს შე­ნო­ბა­ში და­ა­პა­ტიმ­რეს. მათ ას­ლან აბა­ში­ძე­ზე თავ­დას­ხმა ედე­ბო­დათ ბრა­ლად. ძმებს თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბა არ და­უ­დას­ტურ­დათ, თუმ­ცა მათ­ზე ან­გა­რიშს­წო­რე­ბა სხვა, ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვით და­ი­წყო. თა­მაზ ასა­ნი­ძე გა­ა­სა­მარ­თლეს და პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, შემ­დეგ კი, პა­ტიმ­რო­ბა სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზო­მით შე­უც­ვა­ლეს. სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი თა­მაზ ასა­ნი­ძე ცი­ხი­დან მო­მაკ­ვდა­ვი გა­მო­ვი­და და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა თენ­გიზ ასა­ნი­ძეს, ის 1999 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძემ შე­ი­წყა­ლა, თუმ­ცა შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბა აჭა­რის უმაღ­ლეს­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ა­უქ­მა.

სა­ბო­ლო­ოდ, თენ­გიზ ასა­ნი­ძეს ძმის­გან გან­სხვა­ვე­ბით გა­უ­მარ­თლა და სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ მო­უს­წრო. 90-იან წლებ­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის ფაქ­ტობ­რი­ვი არარ­სე­ბო­ბის გამო, კლა­ნურ მმარ­თვე­ლო­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბამ ერთი ძმის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა, ხოლო მე­ო­რე გა­დარ­ჩა და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას და­უბ­რუნ­და.

  • მა­ხა­რა­ძე და სი­ხა­რუ­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ

ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ნიკო მა­ხა­რა­ძის საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ზე 2012 წლის 22 ნო­ემ­ბერს გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ მა­ხა­რა­ძის მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლომ და­არ­ღვია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 (სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა) და 34-ე მუხ­ლი (ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დი). რო­გორც ად­ვო­კა­ტი ბე­სიკ ქარ­ცი­ვა­ძე AMBEBI.GE-ს უამ­ბობს, სა­ხელ­მწი­ფომ მა­ხა­რა­ძის მე­უღ­ლეს, დალი სი­ხა­რუ­ლი­ძეს კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 10 000 ევრო გა­და­უ­ხა­და.

"უზე­ნა­ეს­მა გა­ნუ­ხილ­ვე­ლად და­ტო­ვა ჩვე­ნი სარ­ჩე­ლი და მივ­მარ­თეთ სტრას­ბურგს. თა­ვად მა­ხა­რა­ძემ შე­ი­ტა­ნა სარ­ჩე­ლი სტრას­ბურ­გში. და­ახ­ლო­ე­ბით რვა წლის შემ­დეგ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სტრას­ბურ­გი­დან. დად­გინ­და, რომ იყო არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა, რომ ბრა­ლი იყო და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი და მთლი­ა­ნო­ბა­ში თქვა, რომ იუ­რი­პუ­დენ­ცი­ა­ში გჭირ­დე­ბათ გა­ნათ­ლე­ბა და კა­ნო­ნის მარ­თე­ბუ­ლად წარ­მოდ­გე­ნაო.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ე.წ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დზე რომ ეს რე­ა­ლო­ბა დად­გა, სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა ამით სტრას­ბურ­გმა. მა­ხა­რა­ძე უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ ჩა­მო­ვი­და. ის ბო­ლოს მშრალ შიმ­ში­ლო­ბა­ზე იყო, გა­უს­კდა ფილ­ტვი და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით მეშ­ვი­დე საპ­რო­ბი­ლე­ში გარ­და­იც­ვა­ლა" - გვიყ­ვე­ბა ად­ვო­კა­ტი.

ნიკო მა­ხა­რა­ძე 2006 წლის 14 მარტს, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, აბას­თუ­მან­ში და­ა­კა­ვეს. საქ­მე აღიძ­რა ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბა/კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის მუხ­ლით. მა­ხა­რა­ძეს ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს და მეშ­ვი­დე სა­პყრო­ბი­ლე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე იყო და საქ­მის ად­ვო­კა­ტი პა­ტიმ­რის ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას ითხოვ­და.

ბე­სიკ ქარ­ცი­ვა­ძე იხ­სე­ნებს, რომ მისი დაც­ვის ქვე­ში მყო­ფი ამ დრო­ის­თვის უკვე იყო მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი, პენ­სი­ო­ნე­რი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ბოლო სტა­დი­ით და არ ჰქონ­და ცალი ფილ­ტვი, მე­ო­რე 60%-ით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი წა­რუდ­გი­ნა ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, მეშ­ვი­დე სა­პყრო­ბი­ლის მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რის მე­გის ქარ­და­ვას­გან მი­ი­ღო წე­რი­ლო­ბი­თი უარი პა­ტიმ­რის ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე, რა­მაც მა­ხა­რა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა.

ად­ვო­კა­ტი ბე­სიკ ქარ­ცი­ვა­ძე

2007 წლის 27 მარტს, ცი­ხის ცნო­ბი­ლი ბუნ­ტის და­წყე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, რამ­დე­ნი­მე ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მყო­ფი მა­ხა­რა­ძე ისევ მეშ­ვი­დე სა­პყრო­ბი­ლე­ში და­აბ­რუ­ნეს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას ცი­ხის ბუნ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი.

ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლო­ში პირ­ვე­ლი სარ­ჩე­ლი უშუ­ა­ლოდ ნიკო მა­ხა­რა­ძემ გაგ­ზავ­ნა, რომ­ლის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა მისი სი­ცო­ცხლის დაც­ვა იყო. სა­სა­მარ­თლომ სა­ჩი­ვა­რი გა­ნი­ხი­ლა და 2008 წლის ნო­ემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­ლა, მა­ხა­რა­ძე სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, თუმ­ცა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქარ­თულ­მა მხა­რემ არაფ­რად ჩა­აგ­დო.

როცა მე­ო­რე სარ­ჩელ­ზე "მა­ხა­რა­ძე და სი­ხა­რუ­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ", სტრას­ბურ­გმა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მა­ხა­რა­ძე უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. რო­გორც ად­ვო­კა­ტი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ხა­რა­ძე ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თაც კი, და­უ­ყო­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და ჯან­მრთე­ლო­ბის უკი­დუ­რე­სად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, იგი სის­ტე­მის მხრი­დან წა­მე­ბი­სა არა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვეპრლი გახ­და.

  • სა­ღი­ნა­ძე და სხვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კი­დევ ერთი უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­რო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ბათუ სა­ღი­ნა­ძე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ 2010 წელს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო და მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ა­ვა­ლა, ბათუ სა­ღი­ნა­ძეს გა­და­უ­ხა­დოს 15 000 ევრო და და­უბ­რუ­ნოს ის სახ­ლი, სა­დაც ოჯახ­თან ერ­თად 1994 წლი­დან ცხოვ­რობ­და და სა­ი­და­ნაც უკა­ნო­ნოდ გა­ა­სახ­ლეს. სა­ხელ­მწი­ფომ ეს და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლა.

სა­ღი­ნა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 2006 წლის მარ­ტში აღიძ­რა. მას ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად პი­რის იძუ­ლე­ბა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­სა­კუთ­რე­ბა-გა­და­მალ­ვა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა ედე­ბო­და ბრა­ლად. 2007 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­სა­მარ­თლომ 73 წლის ბათუ სა­ღი­ნა­ძე დამ­ნა­შა­ვედ ცნო და შვიდ­წ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

რო­გორც საქ­მის ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ თო­დუა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, სა­ღი­ნა­ძის მი­მართ ან­გა­რიშს­წო­რე­ბის და­წყე­ბა ლე­ვან კა­ლა­ძის გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს­თან იყო კავ­შირ­ში.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ღი­ნა­ძე ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბე­ლი იყო. მას ჰქონ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ვერ­სია კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც არ ემ­თხვე­ო­და შს სა­მი­ნის­ტროს ვერ­სი­ას. სა­ღი­ნა­ძე ამ­ბობ­და, რომ შე­ეძ­ლო საქ­მის გახ­სნა და ჰქონ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მიგ­ნე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც ბევ­რი რამ გა­მო­აშ­კა­რავ­დე­ბო­და.

საქ­მის აღ­ძვრის პა­რა­ლე­ლუ­ლად მის ოჯახ­ზეც და­ი­წყეს იე­რი­შის მი­ტა­ნა - სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რებ­ლი­დან გა­მო­ა­სახ­ლეს, რო­მე­ლიც მას, რო­გორც დევ­ნილს და რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელს, ჯერ კი­დევ 1994 წელს მის­ცეს. ოჯა­ხი ქუ­ჩა­ში და­ტო­ვეს, რაც გა­აჩ­ნდა, ყვე­ლა­ფე­რი ქუ­ჩა­ში გა­მო­უ­ყა­რეს. ეს სა­კი­თხი პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბო­და კა­ლა­ძის საქ­მეს" - გვი­თხრა ად­ვო­კატ­მა.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ ერთი სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვის შემ­დეგ, უკა­ნო­ნოდ ცნო მისი გა­მო­სახ­ლე­ბა, ხოლო მე­ო­რე სარ­ჩელ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დად­გინ­და, რომ სა­სა­მარ­თლოს მიერ სა­ღი­ნა­ძის­თვის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა უკა­ნო­ნო იყო.

  • ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და შა­ნა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ

ე.წ. კორ­ტე­ბის საქ­მე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მეა, რომ­ლი­თაც სტრას­ბურ­გმა, ფაქ­ტობ­რი­ვად, თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი იყო. მოკ­ლუ­ლი ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მშობ­ლებ­მა - იური ვა­ზა­გაშ­ვილ­მა და ცი­ა­ლა შა­ნა­ვამ, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს 2007 წლის 20 ოქ­ტომ­ბერს მას შემ­დეგ მი­მარ­თეს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს საქ­მე და­ხუ­რუ­ლად ისე გა­მო­ცხად­და, რომ ე.წ. კორ­ტე­ბის საქ­მე­ზე ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე არა­ვინ დას­ჯი­ლა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 50 000 ევ­როს გა­დახ­და და­ე­კის­რა, თუმ­ცა რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის­თვის ამ თან­ხი­დან ჯერ არც ერთი თეთ­რი არ გა­და­უხ­დიათ.

ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მათი სარ­ჩე­ლი და და­ად­გი­ნა, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის (სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა) არ­სე­ბით და პრო­ცე­დუ­რულ დარ­ღვე­ვას. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ძალა იყო არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი და არ იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ვა­ზა­გაშ­ვილს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 8 ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ხუ­ბუ­ლოვს - 9.

ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და საშა ხუ­ბუ­ლო­ვი 2006 წლის 2 მა­ისს თბი­ლის­ში, ყო­ფი­ლი კორ­ტე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მარ­თლდამ­ცა­ვე­ბის მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრლეს. მათ­თან მყო­ფი ერთი ახალ­გაზ­რდა კი და­იჭ­რა. ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ცი­დენ­ტი­დან სამ დღე­ში და­ი­წყო, მაგ­რამ 2007 წლის აპ­რილ­ში და­ი­ხუ­რა. მა­შინ პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ "ყა­ჩა­ღუ­რი ჯგუ­ფის" წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ა­ტა­რა სპე­ცო­პე­რა­ცია. ამ ვერ­სი­ას ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ოჯახ­მა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს და პო­ლი­ცი­ელ­თა დას­ჯას მო­ი­თხოვ­დნენ.

საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა 2012 წლის ბო­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო. ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მამა, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თით­ქმის ცხრა წელი იბ­რძო­და სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აკ­რი­ტი­კებ­და, 2015 წლის 20 იან­ვარს სა­კუ­თა­რი შვი­ლის საფ­ლავ­ზე აა­ფეთ­ქეს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ, "კორ­ტე­ბის საქ­მე­ზე" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ხუთი თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ე­ცა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში. მათ შო­რის, შსს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­ძებ­რო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ცა­ა­ძე - მათ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის­თვის 12-12 წელი შე­ე­ფარ­დათ.

  • გირ­გვლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ

სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე დარ­ღვე­უ­ლად ცნო ევ­რო­კონ­ვენ­ცი­ის მე­ო­რე მუხ­ლი - სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა.

სა­სა­მარ­თლომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მეს არას­წო­რად იძი­ებ­და, არა­ე­ფექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სა სა­სა­მარ­თლო გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სიც. ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა გირ­გვლი­ა­ნის მა­მის მო­თხოვ­ნა და სა­ხელ­მწი­ფოს მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მიზ­ნით ოჯა­ხის­თვის 50 ათა­სი ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ბან­კის" სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, 28 წლის სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი 2006 წლის 28 იან­ვარს თბი­ლი­სის გა­რეთ გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს მრა­ვალ­ჯე­რა­დი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მა­შინ­დელ უფ­როს­თან, გუ­რამ დო­ნა­ძეს­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი შარ­დენ­ზე მდე­ბა­რე ბარ­ში მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან მი­ვი­და, სა­დაც მას დახ­ვდა ში­ნა­გან საქ­მე­თა მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე თაკო სა­ლა­ყა­ია და რამ­დე­ნი­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი.

გირ­გვლი­ან­სა და სუფ­რას­თან მსხდო­მებს შო­რის უსი­ა­მოვ­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა, რის შემ­დე­გაც იგი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ქა­ლა­ქი­დან გა­იყ­ვა­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სას­ტი­კად ნა­წა­მე­ბი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს.

  • ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ

რა­ო­დენ ირო­ნი­უ­ლიც არ უნდა იყოს, "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან უსა­მარ­თლო მო­პყრო­ბის "მსხვერ­პლი" გახ­და ყო­ფი­ლი შს მი­ნის­ტრი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" "ხერ­ხე­მა­ლი" ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლიც. საქ­მე ეხე­ბა საკ­ნი­დან მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ვა­რა­უ­დო გაყ­ვა­ნის ეპი­ზოდს - სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს პა­ლა­ტამ 2016 წლის 14 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის მე-18 მუხ­ლის დარ­ღვე­ვა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და მას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის მო­რა­ლუ­რი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით, 12 000 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

2016 წლის 14 ივ­ნისს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პა­ლა­ტამ, 7 მო­სა­მარ­თლის შე­მად­გენ­ლო­ბით, მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე. სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან კონ­ვენ­ცი­ის ორი მუხ­ლის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა. საქ­მე ეხე­ბა ნორ­მებს, რომ­ლე­ბიც არე­გუ­ლი­რებს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის სხვა მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბის აკ­რძალ­ვას (მე-18) და წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბი­სას მისი სა­ფუძ­ვლი­ა­ნო­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვის უფ­ლე­ბას სა­სა­მარ­თლოს მიერ.

სტრას­ბურ­გმა და­ად­გი­ნა, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს იმ­ჟა­მინ­დე­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ფარ­ცხა­ლა­ძის სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით აი­ძუ­ლებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მას გან­ყე­ნე­ბულ საქ­მე­ებ­ზე (ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას სიკ­ვდილ­თან და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ბან­კო ან­გა­რიშ­თან და­კავ­ში­რე­ბით).

სა­ხელ­მწი­ფომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რა. რის შემ­დე­გაც სა­კი­თხი დიდი პა­ლა­ტის 17 მო­სა­მარ­თლის შე­მად­გენ­ლო­ბით იქნა გან­ხი­ლუ­ლი. დიდ­მა პა­ლა­ტამ 2017 წლის 28 ნო­ემ­ბერს მი­ი­ღო სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ინ­სტან­ცი­ამ თა­ვის მხრივ მი­იჩ­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ნამ­დვი­ლად იყო დარ­ღვე­უ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-18 მუხ­ლი.

დიდ­მა პა­ლა­ტამ და­ად­გი­ნა, რომ ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მი­მართ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა ლე­გი­ტი­მურ მიზ­ნებ­თან ერ­თად, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს სხვა, არა­ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნის­თვი­საც, კერ­ძოდ, მას­ზე ზე­წო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით მი­ე­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის და ასე­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ დარ­ღვე­ვე­ბის გამო, სტრას­ბურ­გის და­ვა­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფომ მე­რა­ბიშ­ვილს კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 4 000 ევრო გა­და­უ­ხა­და.

ავტორი:

გახმაურებული საქმეები, რომლებიც მოქალაქეებმა საქართველოს სტრასბურგში მოუგეს - მათ შორის, "კანონიერი ქურდის" საქმეცაა

გახმაურებული საქმეები, რომლებიც მოქალაქეებმა საქართველოს სტრასბურგში მოუგეს - მათ შორის, "კანონიერი ქურდის" საქმეცაა

სტრასბურგის სასამართლომ უკვე მერამდენედ დაადგინა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

რამდენიმე დღის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - "ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმე ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სასამართლომ სახელმწიფოს ბათიაშვილის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 600 ევროს გადახდა დააკისრა.

კომპენსაციები დაზარალებულებზე, ცხადია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა. რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზების გამო საქართველოში მოქალაქეები ორმაგად ზარალდებიან.

AMBEBI.GE გაგახსენებთ იმ გახმაურებულ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველომ წააგო და ზიანის ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები გამოიყო.

ქართულ მართლმსაჯულებას, საერთაშორისო დონეზე აღიარებული მსხვერპლები სამივე ხელისუფლების დროს ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს ყველაზე ხშირად სიცოცხლის უფლების ხელყოფაში ადანაშაულებს.

  • ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ

ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ გადაწყვეტილება 2004 წლის 8 აპრილს მიიღო. სტრასბურგმა თენგიზ ასანიძე პოლიტპატიმრად ცნო და საქართველოს კომპენსაციის სახით სოლიდური თანხის გადახდა დაავალა.

თენგიზ ასანიძე, ფოტო: "ბათუმელები"

სასამართლომ დაადგინა, რომ ასანიძის მიმართ დაირღვა პიროვნული თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება და სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება. სტრასბურგის გადაწყვეტილებით, საქართველოს 150 000 ევროს გადახდა ევალებოდა, თუმცა წლების შემდეგ, ვადაგადაცილებისთვის დარიცხული საპოცენტო განაკვეთის გამო, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, ყოფილმა პოლიტპატიმარმა კომპენსაციის სახით 340 000 ევრო მიიღო.

ბათუმის ყოფილი მერი თენგიზ ასანიძე ძმასთან, ხელვაჩაურის ყოფილ გამგებელ თამაზ ასანიძესთან ერთად 1993 წლის 4 ოქტომბერს აჭარის უზენაესი საბჭოს შენობაში დააპატიმრეს. მათ ასლან აბაშიძეზე თავდასხმა ედებოდათ ბრალად. ძმებს თავდასხმის ბრალდება არ დაუდასტურდათ, თუმცა მათზე ანგარიშსწორება სხვა, ეკონომიკური დანაშაულის მოტივით დაიწყო. თამაზ ასანიძე გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ კი, პატიმრობა სასჯელის უმაღლესი ზომით შეუცვალეს. სიკვდილით დასჯის გაუქმების შემდეგ, სამუდამო პატიმრობაში მყოფი თამაზ ასანიძე ციხიდან მომაკვდავი გამოვიდა და გათავისუფლებიდან მალევე გარდაიცვალა.

რაც შეეხება თენგიზ ასანიძეს, ის 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა, თუმცა შეწყალების შესახებ პრეზიდენტის განკარგულება აჭარის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა.

საბოლოოდ, თენგიზ ასანიძეს ძმისგან განსხვავებით გაუმართლა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მოუსწრო. 90-იან წლებში მართლმსაჯულების სისტემის ფაქტობრივი არარსებობის გამო, კლანურ მმართველობასთან დაპირისპირებამ ერთი ძმის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო მეორე გადარჩა და ბიზნესსაქმიანობას დაუბრუნდა.

  • მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ

ე.წ. კანონიერი ქურდის ნიკო მახარაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეზე 2012 წლის 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მახარაძის მიმართ, საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და 34-ე მუხლი (ინდივიდუალური განაცხადი). როგორც ადვოკატი ბესიკ ქარცივაძე AMBEBI.GE-ს უამბობს, სახელმწიფომ მახარაძის მეუღლეს, დალი სიხარულიძეს კომპენსაციის სახით 10 000 ევრო გადაუხადა.

"უზენაესმა განუხილველად დატოვა ჩვენი სარჩელი და მივმართეთ სტრასბურგს. თავად მახარაძემ შეიტანა სარჩელი სტრასბურგში. დაახლოებით რვა წლის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან. დადგინდა, რომ იყო არასათანადო მოპყრობა, რომ ბრალი იყო დაუსაბუთებელი და მთლიანობაში თქვა, რომ იურიპუდენციაში გჭირდებათ განათლება და კანონის მართებულად წარმოდგენაო.

წარმოიდგინეთ, ე.წ კანონიერ ქურდზე რომ ეს რეალობა დადგა, სახელმწიფოს მიმართ როგორი დამოკიდებულება დააფიქსირა ამით სტრასბურგმა. მახარაძე უკვე გარდაცვლილი იყო გადაწყვეტილება რომ ჩამოვიდა. ის ბოლოს მშრალ შიმშილობაზე იყო, გაუსკდა ფილტვი და სისხლჩაქცევებით მეშვიდე საპრობილეში გარდაიცვალა" - გვიყვება ადვოკატი.

ნიკო მახარაძე 2006 წლის 14 მარტს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ გახორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, აბასთუმანში დააკავეს. საქმე აღიძრა ნარკოტიკების შეძენა-შენახვა და ქურდული სამყაროს წევრობა/კანონიერი ქურდობის მუხლით. მახარაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და მეშვიდე საპყრობილეში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და საქმის ადვოკატი პატიმრის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა.

ბესიკ ქარცივაძე იხსენებს, რომ მისი დაცვის ქვეში მყოფი ამ დროისთვის უკვე იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი, პენსიონერი. აბსოლუტურად სმენადაქვეითებული, ტუბერკულოზის ბოლო სტადიით და არ ჰქონდა ცალი ფილტვი, მეორე 60%-ით ფუნქციონირებდა. მიუხედავად იმისა, რომ უფლებადამცველმა ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინა ციხის ადმინისტრაციას, მეშვიდე საპყრობილის მაშინდელი დირექტორის მეგის ქარდავასგან მიიღო წერილობითი უარი პატიმრის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე, რამაც მახარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ადვოკატი ბესიკ ქარცივაძე

2007 წლის 27 მარტს, ციხის ცნობილი ბუნტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი მახარაძე ისევ მეშვიდე საპყრობილეში დააბრუნეს და მოგვიანებით მას ციხის ბუნტის ორგანიზებაში დასდეს ბრალი.

ევროპის სასამართლოში პირველი სარჩელი უშუალოდ ნიკო მახარაძემ გაგზავნა, რომლის მთავარი მოთხოვნა მისი სიცოცხლის დაცვა იყო. სასამართლომ საჩივარი განიხილა და 2008 წლის ნოემბერში საქართველოს დაავალა, მახარაძე სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ არაფრად ჩააგდო.

როცა მეორე სარჩელზე "მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს წინააღმდეგ", სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო, მახარაძე უკვე გარდაცვლილი იყო. როგორც ადვოკატი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მახარაძე ქართული კანონმდებლობითაც კი, დაუყონებლივ გათავისუფლებას ექვემდებარებოდა ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო, იგი სისტემის მხრიდან წამებისა არადამიანური მოპყრობის მსხვეპრლი გახდა.

  • საღინაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ

"ნაციონალური" ხელისუფლების კიდევ ერთი უკანონო პატიმარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ყოფილი გამომძიებელი ბათუ საღინაძე სტრასბურგის სასამართლომ 2010 წელს უდანაშაულოდ ცნო და მისი გათავისუფლება მოითხოვა. ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დაავალა, ბათუ საღინაძეს გადაუხადოს 15 000 ევრო და დაუბრუნოს ის სახლი, სადაც ოჯახთან ერთად 1994 წლიდან ცხოვრობდა და საიდანაც უკანონოდ გაასახლეს. სახელმწიფომ ეს დავალება შეასრულა.

საღინაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2006 წლის მარტში აღიძრა. მას ჩვენების მისაცემად პირის იძულება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, საიდუმლო დოკუმენტების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება-გადამალვა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად. 2007 წლის თებერვალში სასამართლომ 73 წლის ბათუ საღინაძე დამნაშავედ ცნო და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც საქმის ადვოკატი ზურაბ თოდუა AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, საღინაძის მიმართ ანგარიშსწორების დაწყება ლევან კალაძის გახმაურებულ საქმესთან იყო კავშირში.

"მოგეხსენებათ, საღინაძე ლევან კალაძის საქმის გამოძიებელი იყო. მას ჰქონდა განსხვავებული და საინტერესო ვერსია კალაძის გატაცებისა და მკვლელობის შესახებ, რომელიც არ ემთხვეოდა შს სამინისტროს ვერსიას. საღინაძე ამბობდა, რომ შეეძლო საქმის გახსნა და ჰქონდა ძალიან საინტერესო მიგნებები, რომლითაც ბევრი რამ გამოაშკარავდებოდა.

საქმის აღძვრის პარალელულად მის ოჯახზეც დაიწყეს იერიშის მიტანა - საკუთარი საცხოვრებლიდან გამოასახლეს, რომელიც მას, როგორც დევნილს და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ჯერ კიდევ 1994 წელს მისცეს. ოჯახი ქუჩაში დატოვეს, რაც გააჩნდა, ყველაფერი ქუჩაში გამოუყარეს. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდებოდა კალაძის საქმეს" - გვითხრა ადვოკატმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთი სარჩელის განხილვის შემდეგ, უკანონოდ ცნო მისი გამოსახლება, ხოლო მეორე სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სასამართლოს მიერ საღინაძისთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივება უკანონო იყო.

  • ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ

ე.წ. კორტების საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა, რომლითაც სტრასბურგმა, ფაქტობრივად, თქვა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება მიკერძოებული იყო. მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მშობლებმა - იური ვაზაგაშვილმა და ციალა შანავამ, სტრასბურგის სასამართლოს 2007 წლის 20 ოქტომბერს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოში ეს საქმე დახურულად ისე გამოცხადდა, რომ ე.წ. კორტების საქმეზე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე არავინ დასჯილა.

საქართველოს სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა, თუმცა როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ვაზაგაშვილებისთვის ამ თანხიდან ჯერ არც ერთი თეთრი არ გადაუხდიათ.

ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა მათი სარჩელი და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებით და პროცედურულ დარღვევას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული და არ იყო აუცილებელი. ვაზაგაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ხუბულოვს - 9.

ზურა ვაზაგაშვილი და საშა ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართლდამცავების მანქანაში ჩაცხრლეს. მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა. ძალის გადამეტების შესახებ გამოძიება ინციდენტიდან სამ დღეში დაიწყო, მაგრამ 2007 წლის აპრილში დაიხურა. მაშინ პოლიციამ განაცხადა, რომ "ყაჩაღური ჯგუფის" წინააღმდეგ ჩაატარა სპეცოპერაცია. ამ ვერსიას ვაზაგაშვილის ოჯახმა და უფლებადამცველებმა უნდობლობა გამოუცხადეს და პოლიციელთა დასჯას მოითხოვდნენ.

საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო. ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც თითქმის ცხრა წელი იბრძოდა სიმართლის დასადგენად და ხელისუფლებას აკრიტიკებდა, 2015 წლის 20 იანვარს საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, "კორტების საქმეზე" შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთი თანამშრომელი მიეცა პასუხისგებაში. მათ შორის, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე - მათ განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წელი შეეფარდათ.

  • გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მეორე მუხლი - სიცოცხლის უფლება.

სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა საქმეს არასწორად იძიებდა, არაეფექტურად შეაფასა სასამართლო გამოძიების პროცესიც. ევროსასამართლომ დააკმაყოფილა გირგვლიანის მამის მოთხოვნა და სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

"გაერთიანებული ქართული ბანკის" საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ გარდაცვლილი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.

გირგვლიანის მკვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მაშინდელ უფროსთან, გურამ დონაძესთან შელაპარაკებას უკავშირდება. საქმის მასალების მიხედვით, სანდრო გირგვლიანი შარდენზე მდებარე ბარში მეგობარ გოგონასთან მივიდა, სადაც მას დახვდა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია და რამდენიმე მაღალჩინოსანი.

გირგვლიანსა და სუფრასთან მსხდომებს შორის უსიამოვნო საუბარი შედგა, რის შემდეგაც იგი სამართალდამცველებმა ქალაქიდან გაიყვანეს. მოგვიანებით, სასტიკად ნაწამები სანდრო გირგვლიანის ცხედარი იპოვეს.

  • ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ

რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან უსამართლო მოპყრობის "მსხვერპლი" გახდა ყოფილი შს მინისტრი, "ნაციონალური მოძრაობის" "ხერხემალი" ვანო მერაბიშვილიც. საქმე ეხება საკნიდან მერაბიშვილის სავარაუდო გაყვანის ეპიზოდს - სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 2016 წლის 14 ივნისს საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა და მას დაზარალებულისთვის მორალური კომპენსაციის სახით, 12 000 ევროს გადახდა დააკისრა.

2016 წლის 14 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის საქმეზე. სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან კონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება ნორმებს, რომლებიც არეგულირებს წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვას (მე-18) და წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობისას მისი საფუძვლიანობის საკითხის განხილვის უფლებას სასამართლოს მიერ.

სტრასბურგმა დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილს იმჟამინდელი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის სავარაუდო მონაწილეობით აიძულებდნენ ინფორმაციის გაცემას განყენებულ საქმეებზე (ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშთან დაკავშირებით).

სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. რის შემდეგაც საკითხი დიდი პალატის 17 მოსამართლის შემადგენლობით იქნა განხილული. დიდმა პალატამ 2017 წლის 28 ნოემბერს მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ინსტანციამ თავის მხრივ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ნამდვილად იყო დარღვეული კონვენციის მე-18 მუხლი.

დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის მიმართ წინასწარი პატიმრობა ლეგიტიმურ მიზნებთან ერთად, სახელმწიფო ორგანოებმა გამოიყენეს სხვა, არალეგიტიმური მიზნისთვისაც, კერძოდ, მასზე ზეწოლის განხორციელებით მიეღოთ ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და ასევე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით.

საბოლოო ჯამში, ამ დარღვევების გამო, სტრასბურგის დავალებით სახელმწიფომ მერაბიშვილს კომპენსაციის სახით 4 000 ევრო გადაუხადა.

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხა - შსს-ს განცხადება

"რთული პაროლი ექნებოდა... საიდუმლო თუ ჰქონდა, კომპიუტერში არ შეინახავდა" - რას ამბობს კიბერტექნოლოგიების სპეციალისტი წაშლილ ფაილებზე

"ყველა ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება" - რაზე მიიღო პასუხი აშშ-დან ბაჩალიაშვილის ოჯახმა