საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება - "ადგილობრივებთან არანაირი შემხებლობა არ ექნება"
პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება - "ადგილობრივებთან არანაირი შემხებლობა არ ექნება"

პან­კის­ში ახა­ლი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა იწყე­ბა. 27 მე­გა­ვა­ტი­ა­ნი ჰე­სის - „სამ­ყუ­რის­წყა­ლი 2“-ის მშე­ნებ­ლო­ბა ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა და მას კომ­პა­ნია „ფერი" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

რო­გორც ფე­რის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ლაშა იორ­და­ნიშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, 27 მე­გა­ვა­ტი­ა­ნი ჰესი სოფ­ლი­დან 15 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით იქ­ნე­ბა.

„სამ­ყუ­რის­წყა­ლი 2“-ის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა უკვე აღე­ბუ­ლი გვაქვს და პრო­ცესს ნო­ემ­ბრი­დან აუ­ცი­ლებ­ლად და­ვი­წყებთ“, - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად ელო­დე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პრო­ტესტს 27 მე­გა­ვა­ტი­ა­ნი ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, ისე­ვე რო­გორც ეს კი­დევ ერთი ჰე­სის - „ხა­დო­რი - 3“-ის მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბი­სას მოხ­და, იორ­და­ნიშ­ვი­ლის თქმით, „კონ­კრე­ტუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან კვლავ მო­სა­ლოდ­ნე­ლია დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი“, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ჰესი სოფ­ლი­დან 15 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ ექ­ნე­ბა.

„ად­გი­ლობ­რი­ვებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არც არას­დროს ჰქო­ნი­ათ, თუმ­ცა ჩემ­მა „მე­გობ­რებ­მა“ შე­იძ­ლე­ბა კი­დევ რა­ღაც დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. მო­სახ­ლე­ო­ბა შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნონ, რომ თქვენ დას­ხივ­დე­ბით, გა­და­გა­სახ­ლე­ბენ... არას­დროს მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი არ ყო­ფი­ლა. პან­კის­ში ორი სად­გუ­რი გვაქვს აშე­ნე­ბუ­ლი და პი­რი­ქით, ყო­ველ­თვის მე­გობ­რუ­ლად და კე­თილ­გან­წყო­ბით იყ­ვნენ, ჩვენ­თან არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არ ჰქო­ნი­ათ და არც ექ­ნე­ბათ რა­ი­მე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, მი­თუ­მე­ტეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა რა­ღაც სი­კე­თე­ებს ელო­დე­ბა, სო­ფელ­ზე გა­მა­ვა­ლი არ­სე­ბუ­ლი ხაზი უნდა გა­და­ვი­დეს, და­საქმდე­ბი­ან, მეტი არე­ა­ლი მი­ე­ცე­მათ სა­ძოვ­რე­ბის­თვის, რო­დე­საც გზას ავიყ­ვანთ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. რა­ტომ უნდა იყ­ვნენ წი­ნა­აღ­მდე­გი, რო­დე­საც სა­ერ­თოდ მათ არც კი ვე­ხე­ბით? ბოლო სახ­ლი­დან 15 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი. ასე რომ, მათ­თან არა­ნა­ი­რი გა­დაკ­ვე­თა არაა,“ - გა­ნა­ცხა­და „ფე­რის“ დი­რექ­ტორ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 21 აპ­რილს პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, 5 მე­გა­ვა­ტი­ა­ნი ჰე­სის „ხა­დო­რი - 3“-ის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება - "ადგილობრივებთან არანაირი შემხებლობა არ ექნება"

პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება - "ადგილობრივებთან არანაირი შემხებლობა არ ექნება"

პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება. 27 მეგავატიანი ჰესის - „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობა ნოემბრიდან დაიწყება და მას კომპანია „ფერი" განახორციელებს.

როგორც ფერის გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, 27 მეგავატიანი ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრის მოშორებით იქნება.

„სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობის ნებართვა უკვე აღებული გვაქვს და პროცესს ნოემბრიდან აუცილებლად დავიწყებთ“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რამდენად ელოდებიან ადგილობრივების პროტესტს 27 მეგავატიანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც ეს კიდევ ერთი ჰესის - „ხადორი - 3“-ის მშენებლობის დაწყებისას მოხდა, იორდანიშვილის თქმით, „კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კვლავ მოსალოდნელია დესტრუქციული ქმედებები“, თუმცა აღნიშნული ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული და ადგილობრივებთან არანაირი შემხებლობა არ ექნება.

„ადგილობრივებს წინააღმდეგობა არც არასდროს ჰქონიათ, თუმცა ჩემმა „მეგობრებმა“ შეიძლება კიდევ რაღაც დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ. მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ, რომ თქვენ დასხივდებით, გადაგასახლებენ... არასდროს მსგავსი პრობლემები არ ყოფილა. პანკისში ორი სადგური გვაქვს აშენებული და პირიქით, ყოველთვის მეგობრულად და კეთილგანწყობით იყვნენ, ჩვენთან არიან დასაქმებულები ადგილობრივები. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ არ ჰქონიათ და არც ექნებათ რაიმე წინააღმდეგობა, მითუმეტეს, რომ მოსახლეობა რაღაც სიკეთეებს ელოდება, სოფელზე გამავალი არსებული ხაზი უნდა გადავიდეს, დასაქმდებიან, მეტი არეალი მიეცემათ საძოვრებისთვის, როდესაც გზას ავიყვანთ იმ ტერიტორიაზე. რატომ უნდა იყვნენ წინააღმდეგი, როდესაც საერთოდ მათ არც კი ვეხებით? ბოლო სახლიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული ჰიდროელექტროსადგური. ასე რომ, მათთან არანაირი გადაკვეთა არაა,“ - განაცხადა „ფერის“ დირექტორმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში, 5 მეგავატიანი ჰესის „ხადორი - 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"ბაკურიანი ჩაკეტილია ხომ?! თუმცა რეალობა სხვაა, ბაკურიანი არის სავსე. იყო "თეთრი ეკონომიკა" და გადავედით შავზე" - რას ითხოვს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი

"სავაჭრო ცენტრები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება" - "თბილისი ცენტრალის" დირექტორი

რა დაფინანსება და ხარჯები აქვს ფონდ "ქართუს“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ქონების ნაწილი გადაუფორმა