მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
170 წლის მეგრული ოდა, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს - "სახლში სტუმრად იაკობ გოგებაშვილიც ყოფილა..."
170 წლის მეგრული ოდა, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს - "სახლში სტუმრად იაკობ გოგებაშვილიც ყოფილა..."

ჩხო­რო­წყუ­ში, სო­ფელ ახუთ­ში მდე­ბა­რე კუ­ხა­ლაშ­ვი­ლე­ბის ოდა არ­სე­ბო­ბის 170 წელ­ზე მეტს ით­ვლის. ხის უძ­ვე­ლეს სახ­ლს, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. თუ სა­ი­დან იწყე­ბა დროს­თან მებ­რძო­ლი კუ­ხა­ლაშ­ვი­ლე­ბის ოდის ის­ტო­რია, ამის შე­სა­ხებ shin.ge-ს სახ­ლის მე­აპტ­რო­ნე ზუ­რაბ კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი თა­ვად უყ­ვე­ბა.

- ეს ეზო-კარი, რო­მე­ლიც ახლა მნახ­ვე­ლე­ბის გან­ცვიფ­რე­ბას იწ­ვევს, მღვდელს - და­ვით პა­პას­კირს ეკუთ­ვნო­და. მას სახ­ლი თა­ვის დრო­ზე და­დი­ა­ნე­ბის ერთ-ერთი შტოს­გან შე­უ­ძე­ნია, და­ახ­ლო­ე­ბით მე-19 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. თა­ვად და­დი­ა­ნებ­მა რო­დის აა­გეს ეს სახ­ლი ახუთ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს.

- კუ­ხა­ლაშ­ვი­ლებ­თან რა კავ­ში­რი აქვს სახ­ლს?

- და­ვით პა­პას­კირს ჰყავ­და ორი ვაჟი, გი­ორ­გი და ან­ტო­ნი. ან­ტო­ნი იყო ძა­ლი­ან დიდი პი­როვ­ნე­ბა. იგი გახ­ლდათ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის თა­ნა­მებ­რძო­ლი და მის გა­ზეთ­შიც აქ­ტი­უ­რად აქ­ვეყ­ნებ­და წე­რი­ლებს. ან­ტონს ჰყავ­და 4 ქა­ლიშ­ვი­ლი. ამ ოთხი ქა­ლიშ­ვი­ლი­დან ერთ-ერთი, მავ­რა, გა­თხოვ­და ამ­ბრო­სი კუ­ხა­ლაშ­ვილ­ზე, რო­მე­ლიც პა­პას­კი­რებს ჩა­ე­სი­ძა. ამ­ბრო­სი ხო­ნი­დან გახ­ლდათ, მისი შთა­მო­მა­ვა­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლი ვარ მე და ამ ოდა სახ­ლს დღემ­დე ჩვენ ვპატ­რო­ნობთ. მა­მა­ჩემს სახ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. იგი ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო. ზუგ­დიდ­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­ბი­ნა­ტის ქარ­ხნის მთა­ვა­რი ინ­ჟი­ნე­რი და სტა­ლი­ნუ­რი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­ლდათ.

- სახ­ლი რა მა­სა­ლის­გან არის აშე­ნე­ბუ­ლი, ამ­დენ ხანს რომ გაძ­ლო?

- წაბ­ლის, თე­ლის, წიფ­ლის და მუ­ხის მა­სა­ლის­გან არის აგე­ბუ­ლი. ოთხი ოთა­ხის­გან შედ­გე­ბა. თი­თო­ე­ულ ოთახ­ში ბუ­ხა­რია. ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვპირ­დე­ბი­ან სახ­ლის გა­და­ხურ­ვას. ახლა გა­და­ხუ­რუ­ლი არის ში­ფე­რით, მაგ­რამ ავ­თენ­ტუ­რი არ არის. უნდა გა­და­ი­ხუ­როს ან კრა­მი­ტით, ან ყა­ვა­რით... ამ სახ­ლის მოვ­ლა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ად­ვი­ლი არ იყო. ახლა ოდა­ში ცხოვ­რობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას უვ­ლის. მისი მი­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

170 წლის მეგრული ოდა, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს - "სახლში სტუმრად იაკობ გოგებაშვილიც ყოფილა..."

170 წლის მეგრული ოდა, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს - "სახლში სტუმრად იაკობ გოგებაშვილიც ყოფილა..."

ჩხოროწყუში, სოფელ ახუთში მდებარე კუხალაშვილების ოდა არსებობის 170 წელზე მეტს ითვლის. ხის უძველეს სახლს, რომელიც ისტორიული მნიშვნელობისაა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. თუ საიდან იწყება დროსთან მებრძოლი კუხალაშვილების ოდის ისტორია, ამის შესახებ shin.ge-ს სახლის მეაპტრონე ზურაბ კუხალაშვილი თავად უყვება.

- ეს ეზო-კარი, რომელიც ახლა მნახველების განცვიფრებას იწვევს, მღვდელს - დავით პაპასკირს ეკუთვნოდა. მას სახლი თავის დროზე დადიანების ერთ-ერთი შტოსგან შეუძენია, დაახლოებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. თავად დადიანებმა როდის ააგეს ეს სახლი ახუთში, სამწუხაროდ, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს.

- კუხალაშვილებთან რა კავშირი აქვს სახლს?

- დავით პაპასკირს ჰყავდა ორი ვაჟი, გიორგი და ანტონი. ანტონი იყო ძალიან დიდი პიროვნება. იგი გახლდათ ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი და მის გაზეთშიც აქტიურად აქვეყნებდა წერილებს. ანტონს ჰყავდა 4 ქალიშვილი. ამ ოთხი ქალიშვილიდან ერთ-ერთი, მავრა, გათხოვდა ამბროსი კუხალაშვილზე, რომელიც პაპასკირებს ჩაესიძა. ამბროსი ხონიდან გახლდათ, მისი შთამომავალი, შვილიშვილი ვარ მე და ამ ოდა სახლს დღემდე ჩვენ ვპატრონობთ. მამაჩემს სახლის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის. იგი ძალიან განათლებული პიროვნება იყო. ზუგდიდში არსებული კომბინატის ქარხნის მთავარი ინჟინერი და სტალინური პრემიის ლაურეატი გახლდათ.

- სახლი რა მასალისგან არის აშენებული, ამდენ ხანს რომ გაძლო?

- წაბლის, თელის, წიფლის და მუხის მასალისგან არის აგებული. ოთხი ოთახისგან შედგება. თითოეულ ოთახში ბუხარია. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები გვპირდებიან სახლის გადახურვას. ახლა გადახურული არის შიფერით, მაგრამ ავთენტური არ არის. უნდა გადაიხუროს ან კრამიტით, ან ყავარით... ამ სახლის მოვლა და შენარჩუნება ადვილი არ იყო. ახლა ოდაში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც მას უვლის. მისი მიტოვება არ შეიძლება...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით პარაოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები ყოველთვიურად 1000 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

შატილში ერთადერთი საჯარო სკოლა იწვის