სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შილდაში სამეფო ღვინის ახალი ბრენდის - "პრინცი იოანე ბაგრატიონის" წარდგენა გაიმართა
შილდაში სამეფო ღვინის ახალი ბრენდის - "პრინცი იოანე ბაგრატიონის" წარდგენა გაიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც 8 000-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის ღვი­ნის სამ­შობ­ლოს, უკვე მთე­ლი მსოფ­ლიო აღი­ა­რებს. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მეღ­ვი­ნე­ო­ბის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან ის­ტო­რი­ას თან ერ­თვის ყუ­რძნის ჯი­შე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 500-მდე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყუ­რძნის ჯი­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

ღვი­ნის მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ კომ­პა­ნი­ებს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი­დევ ერთი შე­ე­მა­ტა - სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, პრინცმა იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ­მა, კომ­პა­ნია „შილ­დას­თან“ ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­მე­ფო ღვი­ნის ახა­ლი კო­ლექ­ცია წა­რუდ­გი­ნა. ღვი­ნო, სა­ხე­ლად "7" შვი­დი სხვა­დას­ხვა ქარ­თუ­ლი ჯი­შის სა­უ­კე­თე­სო ყუ­რძენს აერ­თი­ა­ნებს და მათი ერ­თად და­ვარ­გე­ბით მი­ი­ღე­ბა. სა­კო­ლექ­ციო ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბი­სას სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ, ჰარ­მო­ნი­ულ და სა­ხა­სი­ა­თო გე­მოს შე­იგ­რძნობთ.

პრინცმა იო­ა­ნემ, კა­ხეთ­ში, „მეღ­ვი­ნე­ო­ბა შილ­და­ში“ მი­პა­ტი­ჟე­ბულ სტუმ­რებს თა­ვი­სი სა­კო­ლექ­ციო ღვი­ნო თა­ვად წა­რუდ­გი­ნა:

„ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია აქ თქვენს გვერ­დით ყოფ­ნა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ჩემ ფეს­ვებ­თან დაბ­რუ­ნე­ბა. ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ დღე­ვან­დე­ლი დღით. ჩვენ ამ ღვი­ნო­ზე დიდი ხა­ნია ვმუ­შა­ობ­დით და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ დღეს ეს ახა­ლი კო­ლექ­ცია წარ­გიდ­გი­ნეთ.

იმე­დი მაქვს, ეს ღვი­ნო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ელჩი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ“ - გა­ნა­ცხა­და პრინცმა იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ონ­მა.

პრინ­ცი იო­ა­ნე­სა და მისი მე­უღ­ლის ქრის­ტი­ნეს მიერ მო­წყო­ბილ ღო­ნის­ძი­ე­ბას უამ­რავ სტუ­მარ­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ელჩი.

სტუმ­რებს შე­ეძ­ლოთ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში და­ე­გე­მოვ­ნე­ბი­ათ ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი, ქარ­თუ­ლი ყვე­ლი და სა­კო­ლექ­ციო ღვი­ნო. სა­ღა­მოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი კი ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტი და­ვით ალა­დაშ­ვი­ლი განხდათ, რო­მელ­მაც ორ­კესტრთან და ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი შე­ას­რუ­ლა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დახ­ვე­წი­ლი, წარ­სუ­ლის ინო­ვა­ცი­უ­რი ხედ­ვით შთა­გო­ნე­ბუ­ლი “პრინ­ცი იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნის” პრე­მი­უმ კლა­სის ღვი­ნო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და წმინ­და ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის სიმ­ბო­ლოდ შე­იქ­მნა.

ავ­ტო­რი: ეკა­ტე­რი­ნე გა­და­ხა­ბა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

შილდაში სამეფო ღვინის ახალი ბრენდის - "პრინცი იოანე ბაგრატიონის" წარდგენა გაიმართა

შილდაში სამეფო ღვინის ახალი ბრენდის - "პრინცი იოანე ბაგრატიონის" წარდგენა გაიმართა

საქართველოს, როგორც 8 000-წლიანი ისტორიის ღვინის სამშობლოს, უკვე მთელი მსოფლიო აღიარებს. ჩვენს ქვეყანაში მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას თან ერთვის ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნება. როგორც ცნობილია, საქართველოს ტერიტორიაზე 500-მდე განსხვავებული ყურძნის ჯიშია გავრცელებული.

ღვინის მსოფლიო ბაზარზე არსებულ კომპანიებს, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი შეემატა - საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა, პრინცმა იოანე ბაგრატიონმა, კომპანია „შილდასთან“ ერთად საზოგადოებას სამეფო ღვინის ახალი კოლექცია წარუდგინა. ღვინო, სახელად "7" შვიდი სხვადასხვა ქართული ჯიშის საუკეთესო ყურძენს აერთიანებს და მათი ერთად დავარგებით მიიღება. საკოლექციო ღვინის დაგემოვნებისას სრულიად განსხვავებულ, ჰარმონიულ და სახასიათო გემოს შეიგრძნობთ.

პრინცმა იოანემ, კახეთში, „მეღვინეობა შილდაში“ მიპატიჟებულ სტუმრებს თავისი საკოლექციო ღვინო თავად წარუდგინა:

„ჩემთვის დიდი პატივია აქ თქვენს გვერდით ყოფნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში, ჩემ ფესვებთან დაბრუნება. ძალიან ამაყი ვარ დღევანდელი დღით. ჩვენ ამ ღვინოზე დიდი ხანია ვმუშაობდით და მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ახალი კოლექცია წარგიდგინეთ.

იმედი მაქვს, ეს ღვინო იქნება ჩვენი ელჩი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“ - განაცხადა პრინცმა იოანე ბაგრატიონმა.

პრინცი იოანესა და მისი მეუღლის ქრისტინეს მიერ მოწყობილ ღონისძიებას უამრავ სტუმართან ერთად ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქართველი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და სხვადასხვა ქვეყნის ელჩი.

სტუმრებს შეეძლოთ სასიამოვნო გარემოში დაეგემოვნებიათ ტრადიციული ქართული კერძები, ქართული ყველი და საკოლექციო ღვინო. საღამოს სპეციალური სტუმარი კი ცნობილი პიანისტი დავით ალადაშვილი განხდათ, რომელმაც ორკესტრთან და ნატალია ქუთათელაძესთან ერთად რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ დახვეწილი, წარსულის ინოვაციური ხედვით შთაგონებული “პრინცი იოანე ბაგრატიონის” პრემიუმ კლასის ღვინო მემკვიდრეობის სიყვარულისა და წმინდა ტრადიციების პატივისცემის სიმბოლოდ შეიქმნა.

ავტორი: ეკატერინე გადახაბაძე

პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ - რა დაარქვეს სამეფო ოჯახის ახალ წევრს? (ფოტო)

დათოვლილი ბათუმი - ულამაზესი ფოტოები აჭარიდან

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?