სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისლამური სახელმწიფოს" წევრები ციხეებიდან გარბიან - ქურთი ოფიციალური პირები საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ
"ისლამური სახელმწიფოს" წევრები ციხეებიდან გარბიან - ქურთი ოფიციალური პირები საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ

ქურ­თი მებ­რძო­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან მი­აღ­წი­ეს შე­თან­ხმე­ბას, რომ სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბი თურ­ქე­თის სა­ზღვარ­თან გა­და­იყ­ვა­ნონ - ინ­ფორ­მა­ცი­ას „ევ­რო­ნი­უ­სი“ ავ­რცე­ლებს.

სი­რი­ის სა­ხელ­მწი­ფო მე­დია კი უკვე იტყო­ბი­ნე­ბა, რომ სი­რი­ის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლი.

ამას­თან, აშშ-ს თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნი, მაიკ ეს­პე­რი აცხა­დებს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სი­რი­ი­დან დარ­ჩე­ნილ 1000 ჯა­რის­კაცს გა­იყ­ვანს.

„ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თურ­ქე­ბი სამ­ხრე­თი­სა და და­სავ­ლე­თის­კენ თავ­დას­ხმის გა­ფარ­თო­ე­ბას აპი­რე­ბენ“, - გა­ნუ­ცხა­და CBS-ს ეს­პერ­მა.

მისი გან­ცხა­დე­ბით, სი­რი­ა­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, აშშ-ის ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის თავ­დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა და ის ამ სა­კი­თხზე პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც აშშ-ის სამ­ხედ­რო­ე­ბის ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ი­დან გაყ­ვა­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა.

თურ­ქეთ­მა ჩრდი­ლო­ეთ სი­რი­ა­ზე თავ­დას­ხმა გა­სულ კვი­რას და­ი­წყო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ქურ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-ს მო­კავ­ში­რე­ე­ბი იყ­ვნენ „ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან“ ბრძო­ლა­ში, ტე­რო­რის­ტე­ბი არი­ან. თავ­დას­ხმა კი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც დო­ნალდ ტრამპმა ტე­რი­ტო­რი­ი­დან ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გაყ­ვა­ნის ბრძა­ნე­ბა გას­ცა.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი სი­რი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე­ობს, ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმებ­მა ქა­ლაქ რას-ალი­ა­ინ­ში 14 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. თურ­ქე­თის სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბი­დან კი სულ 64 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქეა გარ­დაც­ვლი­ლი.

გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, სახ­ლი 130 ათას­მა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა, ლტოლ­ვილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, კი­დევ გა­იზ­რდე­ბა.

ქურ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, ბა­ნა­კი­დან, სა­დაც „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ მებ­რძო­ლე­ბის უახ­ლო­ე­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი, 800-მდე ადა­მი­ა­ნი გა­იქ­ცა. მათ შექ­მნი­ლი ქა­ო­სით ისარ­გებ­ლეს და ჭიშ­კრე­ბის გა­ღე­ბა შეძ­ლეს.

თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „ანა­დო­ლუ“ კი პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს - რე­ჯეპ ტაიპ ერ­დო­ღა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ას სიც­რუ­ეს უწო­დებს.

ბავ­შვთა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია აცხა­დებს, რომ ბა­ნაკ­ში 249 ქალი და 700 ბავ­შვი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, შექ­მნი­ლი ქა­ო­სის დროს კი სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ბავ­შვე­ბი, შე­საძ­ლოა, უკ­ვა­ლოდ და­ი­კარ­გონ.

ამას გარ­და, ქურ­თი მებ­რძო­ლე­ბის­გან შემ­დგა­რი სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცი­ხი­დან ტყვე­ო­ბას თავი და­აღ­წი­ეს თა­ვად „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წევ­რებ­მაც.

„თურ­ქე­თის არ­მი­ის სა­მიზ­ნე რამ­დე­ნი­მე ცი­ხეა, მათ შო­რის - ჩარ­კი­ნის ციხე, რო­მე­ლიც ქა­მიშ­ლის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს,“ - ამ­ბობს სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ფრთის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჰიკ­მატ ჰა­ბი­ბი.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცი­ხი­დან სულ მცი­რე ხუთი ტე­რო­რის­ტი გა­იქ­ცა.

„ჩვენ ჯერ კი­დევ ვი­ცავთ ცი­ხე­ებს, სა­დაც „ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ მებ­რძო­ლე­ბი არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა თუ ომი გაგ­რძელ­დე­ბა, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, მთე­ლი ჩვე­ნი ძა­ლე­ბი სამ­შობ­ლო­სა და ოჯა­ხე­ბის და­სა­ცა­ვად მივ­მარ­თოთ,“ - აღ­ნიშ­ნა კიჰ­მატ ჰა­ბიბ­მა.

ავტორი:

"ისლამური სახელმწიფოს" წევრები ციხეებიდან გარბიან - ქურთი ოფიციალური პირები საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ

"ისლამური სახელმწიფოს" წევრები ციხეებიდან გარბიან - ქურთი ოფიციალური პირები საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ

ქურთი მებრძოლების განცხადებით, სირიის ხელისუფლებასთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომ სამთავრობო ძალები თურქეთის საზღვართან გადაიყვანონ - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

სირიის სახელმწიფო მედია კი უკვე იტყობინება, რომ სირიის სამთავრობო ძალები კონფლიქტის ზონაში არიან განლაგებული.

ამასთან, აშშ-ს თავდაცვის მდივანი, მაიკ ესპერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები სირიიდან დარჩენილ 1000 ჯარისკაცს გაიყვანს.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თურქები სამხრეთისა და დასავლეთისკენ თავდასხმის გაფართოებას აპირებენ“, - განუცხადა CBS-ს ესპერმა.

მისი განცხადებით, სირიაში შექმნილი სიტუაციის გამო, აშშ-ის ჯარისკაცებისთვის თავდაცვა შეუძლებელი ხდება და ის ამ საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა, რომელმაც აშშ-ის სამხედროების ჩრდილოეთ სირიიდან გაყვანის განკარგულება გასცა.

თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაზე თავდასხმა გასულ კვირას დაიწყო. ოფიციალური პირების განცხადებით, ქურთები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს მოკავშირეები იყვნენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, ტერორისტები არიან. თავდასხმა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის ბრძანება გასცა.

ადამიანის უფლებადამცველი სირიული ორგანიზაცია, რომელიც ლონდონში მდებარეობს, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საჰაერო თავდასხმებმა ქალაქ რას-ალიაინში 14 ადამიანი იმსხვერპლა. თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან კი სულ 64 მშვიდობიანი მოქალაქეა გარდაცვლილი.

გაეროს მონაცემებით, სახლი 130 ათასმა ადამიანმა დატოვა, ლტოლვილთა რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

ქურთი ოფიციალური პირების თქმით, ბანაკიდან, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების უახლოესი ოჯახის წევრები ჰყავდათ დაკავებული, 800-მდე ადამიანი გაიქცა. მათ შექმნილი ქაოსით ისარგებლეს და ჭიშკრების გაღება შეძლეს.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ კი პრეზიდენტის განცხადებას ავრცელებს - რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბანაკში 249 ქალი და 700 ბავშვი იყო მოთავსებული, შექმნილი ქაოსის დროს კი სხვადასხვა ეროვნების ბავშვები, შესაძლოა, უკვალოდ დაიკარგონ.

ამას გარდა, ქურთი მებრძოლებისგან შემდგარი სირიის დემოკრატიული ძალების ინფორმაციით, ციხიდან ტყვეობას თავი დააღწიეს თავად „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმაც.

„თურქეთის არმიის სამიზნე რამდენიმე ციხეა, მათ შორის - ჩარკინის ციხე, რომელიც ქამიშლის დასავლეთით მდებარეობს,“ - ამბობს სირიის დემოკრატიული ძალების პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელი ჰიკმატ ჰაბიბი.

მისი ინფორმაციით, ციხიდან სულ მცირე ხუთი ტერორისტი გაიქცა.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვიცავთ ციხეებს, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები არიან მოთავსებული, თუმცა თუ ომი გაგრძელდება, იძულებულები ვიქნებით, მთელი ჩვენი ძალები სამშობლოსა და ოჯახების დასაცავად მივმართოთ,“ - აღნიშნა კიჰმატ ჰაბიბმა.

იტალიაში კორონავირუსით 4 ბავშვი დაინფიცირდა

თეთრ სახლში კორონავირუსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის  საგანგებო პრესკონფერენცია ჩაინიშნა

11 ჩაკეტილი ქალაქი, 229 ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - ბოლო ცნობები იტალიიდან, სადაც კორონავირუსმა იფეთქა