პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემ სიძეს ვკითხეთ, რა ბედი ეწია მუმლაძეს და გვითხრა: ის უკვე აღარ არსებობსო..." - რას ყვება 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ბრალდებული პოლიციელი ჩვენებაში
"ჩემ სიძეს ვკითხეთ, რა ბედი ეწია მუმლაძეს და გვითხრა: ის უკვე აღარ არსებობსო..." - რას ყვება 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ბრალდებული პოლიციელი ჩვენებაში

გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" ექ­სკლუ­ზი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს იმ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სკან­და­ლურ ჩვე­ნე­ბებს, რომ­ლე­ბიც 35 წლის და­ვით მუმ­ლა­ძის (ზუ­რაბ და­დე­შე­ლის) გა­ტა­ცე­ბა­ში არი­ან ბრალ­დე­ბულ­ნი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოქ­მე­დი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი - და­ვით მი­რო­ტა­ძე და მი­ხე­ილ ღე­ბი­ა­ნუ­რი, ასე­ვე მათი მე­გო­ბა­რი, ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი დი­მიტ­რი დუ­ღაშ­ვი­ლი კრი­მი­ნა­ლებს გა­უ­რიგ­დნენ და პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლებ­მა ზუ­რაბ და­დე­შე­ლი გა­ი­ტა­ცეს, რუს­თავ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს და ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი იმ კრი­მი­ნა­ლებს გა­დას­ცეს, რომ­ლე­ბიც და­დე­შე­ლის მკვლე­ლო­ბას გეგ­მავ­დნენ. ზუ­რაბ და­დე­შელს და­ნით 30 ჭრილ­ობა მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ კი მტკვარ­ში გა­და­აგ­დეს. ცხე­და­რი 5-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ წყალ­მა გა­მო­რი­ყა.

რუს­თავ­ში მცხოვ­რე­ბი 38 წლის და­ვით მი­რო­ტა­ძე ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და. ის კრი­მი­ნალ სი­ძეს, დის ქმარს, ზუ­რაბ ჯღარ­კა­ვას გა­უ­რიგ­და, რომ და­დე­შელს გა­ი­ტა­ცებ­და მე­გობ­რებ­თან ერ­თად და სა­სურ­ველ ად­გი­ლას მი­უყ­ვან­და.

აი, რას ყვე­ბა მი­რო­ტა­ძე ჩვე­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რამ" ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა:

მი­ხე­ილ ღე­ბი­ა­ნუ­რი, და­ვით მი­რო­ტა­ძე და ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი დი­მიტ­რი დუ­ღაშ­ვი­ლი

"2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ჩემი სიძე მო­ვი­და რუს­თავ­ში და მი­თხრა, რომ ერთ პი­როვ­ნე­ბას­თან, რო­მე­ლიც მისი რა­ი­ო­ნე­ლი­ იყო, და­ვით მუმ­ლა­ძეს­თან (იგი­ვე ზუ­რაბ და­დე­შე­ლი) ჰქონ­და და­ძა­ბუ­ლო­ბა და მთხო­ვა დახ­მა­რე­ბა. მი­თხრა, რომ ემუქ­რე­ბო­და მას და მის ოჯახს... შევ­თან­ხმდით, რომ ოქ­ტომ­ბრის პირ­ველ რი­ცხვებ­ში ჩა­ვი­დო­დი თბი­ლის­ში, შევ­ხვდე­ბო­დი ჩემი სი­ძის მე­გო­ბარს, გი­ორ­გი გე­თაშ­ვილს, რო­მე­ლიც ჩა­ის­ვამ­და მან­ქა­ნა­ში ზუ­რაბ და­დე­შელს, ამის შემ­დეგ ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად იძუ­ლე­ბით ჩავ­სვამ­დით ჩვენს მან­ქა­ნა­ში და წა­ვიყ­ვან­დით რუს­თავ­ში. იქ გა­დავ­სვამ­დით ჩემი სი­ძის მან­ქა­ნა­ში...

ჩემს ყო­ფილ კო­ლე­გას, დიტო დუ­ღაშ­ვილს ვე­სა­უბ­რე ჩემი სი­ძის პრობ­ლე­მებ­ზე. ავუხ­სე­ნი, რომ და­დე­შე­ლი ოჯახს მოკ­ვლით ემუქ­რე­ბო­და და ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად მე­სა­ჭი­რო­ე­ბო­და დახ­მა­რე­ბა... ისიც ავუხ­სე­ნი, ჩემი სი­ძის მე­გო­ბა­რი გე­თაშ­ვი­ლი ჩა­ის­ვამ­და მან­ქა­ნა­ში, ამის შემ­დეგ ჩვენ მივ­ვარ­დე­ბო­დით, გა­დავ­სვამ­დით ჩვენს მან­ქა­ნა­ში და გა­და­ვა­ბა­რებ­დით ჩემს სი­ძეს, ის ცო­ტას წა­მო­არ­ტყამ­და და ჭკუ­ა­ზე­ მო­იყ­ვან­და.

დუ­ღაშ­ვი­ლი დამ­თან­ხმდა... შემ­დეგ და­ვუ­კავ­შირ­დი მი­ხე­ილ ღე­ბი­ა­ნურს, რო­მე­ლიც ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლია და შეხ­ვედ­რა ვთხო­ვე. მა­საც ვუ­ამ­ბე ყვე­ლა­ფე­რი და ისიც დამ­თან­ხმდა... 1-ლ ოქ­ტომ­ბერს დი­ლით ჩემს სახ­ლთან მო­ვი­და დიტო დუ­ღაშ­ვი­ლი შავი ფე­რის ბმვ-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით და გა­ვე­მარ­თეთ სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. იქ გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა, მოვხსე­ნით სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი და და­ვუ­ყე­ნეთ ე.წ. ტრან­ზი­ტუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი. მი­ხე­ილ ღე­ბი­ა­ნურს სახ­ლში მი­ვა­კი­თხეთ. ისიც ჩაგ­ვიჯ­და მან­ქა­ნა­ში და წა­ვე­დით თბი­ლი­სის­კენ. სა­მი­ვეს გვეც­ვა პო­ლი­ცი­ის ფორ­მა.

თბი­ლის­ში, ცინ­ცა­ძის ქუ­ჩა­ზე გავ­ჩერ­დით და იქ მო­ვი­და გე­თაშ­ვი­ლი­ თეთ­რი ბმვ X 6-ით, გვერ­დით გი­ორ­გი ასათ­იანი ეჯდა. მე, გე­თაშ­ვილ­მა და ასა­თი­ანმა ვი­სა­უბ­რეთ, რო­გორ უნდა მოგ­ვეხ­დი­ნა მუმ­ლა­ძის შე­პყრო­ბა, გა­ნი­ა­რა­ღე­ბა და შემ­დგომ რუს­თავ­ში წაყ­ვა­ნა. ეს სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა გა­ე­გო ღე­ბი­ა­ნურ­სა და დუ­ღაშ­ვილ­საც, რად­გან მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩვენს ავ­ტო­მან­ქა­ნას­თან ახ­ლოს იყო.

ამ სა­უბ­რის შემ­დეგ ისი­ნი ჩას­ხდნენ თა­ვი­ანთ მან­ქა­ნა­ში და წა­ვიდ­ნენ, ხოლო მე დავ­ჯე­ქი­ ჩვე­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან და გავ­ყე­ვით მათ უკან. ცოტა ხან­ში გა­და­ვას­წა­რით. გზა­ში ვუ­თხა­რი­ ბი­ჭებს, რომ ახლა ჩა­ის­ვამ­და გე­თაშ­ვი­ლი მუმ­ლა­ძეს და გლ­დან­ში მო­იყ­ვან­და. ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ისევ წა­მოგ­ვე­წია ეს მან­ქა­ნა­, ამ­ჯე­რად მარ­ტო იყო გე­თაშ­ვი­ლი,­ მა­ნიშ­ნა, რომ გავ­ყო­ლო­დით. ასა­თი­ა­ნი რო­დის ჩა­მო­ვი­და მან­ქა­ნი­დან, არ ვიცი. მუ­ხი­ა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვე­დით, გე­თაშ­ვილ­მა გა­ა­ჩე­რა მან­ქა­ნა, ჩვენ გავ­ცდით და ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით გავ­ჩერ­დით. მალე ჩაგ­ვი­ა­რა გვერ­დით გე­თაშ­ვილ­მა, უკვე იჯდა მუმ­ლა­ძე.

გლ­და­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გე­თაშ­ვილ­მა მან­ქა­ნა ისევ გა­ა­ჩე­რა და გად­მო­ვი­და. ამ დროს სა­მი­ვემ სწრა­ფად შევ­ბო­ჭეთ მუმ­ლა­ძე, მას "მა­კა­რო­ვი" ამო­უ­ღო ღე­ბი­ა­ნურ­მა..." წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჩემ სიძეს ვკითხეთ, რა ბედი ეწია მუმლაძეს და გვითხრა: ის უკვე აღარ არსებობსო..." - რას ყვება 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ბრალდებული პოლიციელი ჩვენებაში

"ჩემ სიძეს ვკითხეთ, რა ბედი ეწია მუმლაძეს და გვითხრა: ის უკვე აღარ არსებობსო..." - რას ყვება 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ბრალდებული პოლიციელი ჩვენებაში

გაზეთი "კვირის პალიტრა" ექსკლუზიურად აქვეყნებს იმ პოლიციელების სკანდალურ ჩვენებებს, რომლებიც 35 წლის დავით მუმლაძის (ზურაბ დადეშელის) გატაცებაში არიან ბრალდებულნი.

გამოძიების ინფორმაციით, მოქმედი პოლიციელები - დავით მიროტაძე და მიხეილ ღებიანური, ასევე მათი მეგობარი, ყოფილი პოლიციელი დიმიტრი დუღაშვილი კრიმინალებს გაურიგდნენ და პოლიციის ფორმაში ჩაცმულებმა ზურაბ დადეშელი გაიტაცეს, რუსთავში ჩაიყვანეს და ბორკილდადებული იმ კრიმინალებს გადასცეს, რომლებიც დადეშელის მკვლელობას გეგმავდნენ. ზურაბ დადეშელს დანით 30 ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი მტკვარში გადააგდეს. ცხედარი 5-დღიანი ძებნის შემდეგ წყალმა გამორიყა.

რუსთავში მცხოვრები 38 წლის დავით მიროტაძე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. ის კრიმინალ სიძეს, დის ქმარს, ზურაბ ჯღარკავას გაურიგდა, რომ დადეშელს გაიტაცებდა მეგობრებთან ერთად და სასურველ ადგილას მიუყვანდა.

აი, რას ყვება მიროტაძე ჩვენებაში, რომელიც "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა:

მიხეილ ღებიანური, დავით მიროტაძე და ყოფილი პოლიციელი დიმიტრი დუღაშვილი

"2019 წლის სექტემბერში ჩემი სიძე მოვიდა რუსთავში და მითხრა, რომ ერთ პიროვნებასთან, რომელიც მისი რაიონელი იყო, დავით მუმლაძესთან (იგივე ზურაბ დადეშელი) ჰქონდა დაძაბულობა და მთხოვა დახმარება. მითხრა, რომ ემუქრებოდა მას და მის ოჯახს... შევთანხმდით, რომ ოქტომბრის პირველ რიცხვებში ჩავიდოდი თბილისში, შევხვდებოდი ჩემი სიძის მეგობარს, გიორგი გეთაშვილს, რომელიც ჩაისვამდა მანქანაში ზურაბ დადეშელს, ამის შემდეგ ჩემს მეგობრებთან ერთად იძულებით ჩავსვამდით ჩვენს მანქანაში და წავიყვანდით რუსთავში. იქ გადავსვამდით ჩემი სიძის მანქანაში...

ჩემს ყოფილ კოლეგას, დიტო დუღაშვილს ვესაუბრე ჩემი სიძის პრობლემებზე. ავუხსენი, რომ დადეშელი ოჯახს მოკვლით ემუქრებოდა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მესაჭიროებოდა დახმარება... ისიც ავუხსენი, ჩემი სიძის მეგობარი გეთაშვილი ჩაისვამდა მანქანაში, ამის შემდეგ ჩვენ მივვარდებოდით, გადავსვამდით ჩვენს მანქანაში და გადავაბარებდით ჩემს სიძეს, ის ცოტას წამოარტყამდა და ჭკუაზე მოიყვანდა.

დუღაშვილი დამთანხმდა... შემდეგ დავუკავშირდი მიხეილ ღებიანურს, რომელიც ჩემი თანამშრომელია და შეხვედრა ვთხოვე. მასაც ვუამბე ყველაფერი და ისიც დამთანხმდა... 1-ლ ოქტომბერს დილით ჩემს სახლთან მოვიდა დიტო დუღაშვილი შავი ფერის ბმვ-ს მარკის ავტომანქანით და გავემართეთ სასაფლაოების მიმართულებით. იქ გააჩერა მანქანა, მოვხსენით სანომრე ნიშნები და დავუყენეთ ე.წ. ტრანზიტული სანომრე ნიშნები. მიხეილ ღებიანურს სახლში მივაკითხეთ. ისიც ჩაგვიჯდა მანქანაში და წავედით თბილისისკენ. სამივეს გვეცვა პოლიციის ფორმა.

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე გავჩერდით და იქ მოვიდა გეთაშვილი თეთრი ბმვ X 6-ით, გვერდით გიორგი ასათიანი ეჯდა. მე, გეთაშვილმა და ასათიანმა ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოგვეხდინა მუმლაძის შეპყრობა, განიარაღება და შემდგომ რუსთავში წაყვანა. ეს საუბარი შეიძლება გაეგო ღებიანურსა და დუღაშვილსაც, რადგან მოლაპარაკება ჩვენს ავტომანქანასთან ახლოს იყო.

ამ საუბრის შემდეგ ისინი ჩასხდნენ თავიანთ მანქანაში და წავიდნენ, ხოლო მე დავჯექი ჩვენი ავტომანქანის საჭესთან და გავყევით მათ უკან. ცოტა ხანში გადავასწარით. გზაში ვუთხარი ბიჭებს, რომ ახლა ჩაისვამდა გეთაშვილი მუმლაძეს და გლდანში მოიყვანდა. ბელიაშვილის ქუჩაზე ისევ წამოგვეწია ეს მანქანა, ამჯერად მარტო იყო გეთაშვილი, მანიშნა, რომ გავყოლოდით. ასათიანი როდის ჩამოვიდა მანქანიდან, არ ვიცი. მუხიანის მიმართულებით წავედით, გეთაშვილმა გააჩერა მანქანა, ჩვენ გავცდით და ოდნავ მოშორებით გავჩერდით. მალე ჩაგვიარა გვერდით გეთაშვილმა, უკვე იჯდა მუმლაძე.

გლდანის ტერიტორიაზე გეთაშვილმა მანქანა ისევ გააჩერა და გადმოვიდა. ამ დროს სამივემ სწრაფად შევბოჭეთ მუმლაძე, მას "მაკაროვი" ამოუღო ღებიანურმა..." წაიკითხეთ ვრცლად

"სოფლის სასაფლაოსთან მოუკლავს... მოკლული ცოლი მანქანაში ჰყავდა" - ბოლნისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

გლდანში დაჭრილ მოზარდს კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება - დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

მუხრან ფანგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს