საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
80 წლის ასაკში მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა - რას იხსენებდა რეჟისორი შვილის დახვრეტაზე
80 წლის ასაკში მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა - რას იხსენებდა რეჟისორი შვილის დახვრეტაზე

"ქოლ­გა", "ქორ­წი­ლი", "მუ­სი­კო­სე­ბი" - იშ­ვი­ა­თად მო­ი­ძებ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ­მე, მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძის ეს მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბი რომ არ ჰქონ­დეს ნა­ნა­ხი. "მე­ამ­ბო­ხე" რე­ჟი­სორ­მა, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის მსხვერ­პლი გახ­და, 30 წელ­ზე მეტი გა­ა­ტა­რა პა­რიზ­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­დად­რო ჩა­მო­დი­ო­და.

მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძე 13 ოქ­ტომ­ბერს, 80 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

ის 6 მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის ავ­ტო­რია, ხში­რად თა­ვა­დაც თა­მა­შობ­და თა­ვის ფილ­მებ­ში. რე­ჟი­სორ­მა და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­კავ­ში­რო სა­ხელ­მწი­ფო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტის კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი 1965 წელს.

ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა 1961 წლი­დან, სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყო. გა­და­ი­ღო მოლ­კე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბი: "ახალ­გაზ­რდა სიყ­ვა­რუ­ლი" (1961) და "კა­რუ­სე­ლი" (1962). 1964 წელს გა­და­ღე­ბულ­მა სა­დიპ­ლო­მო ფილმმა "ქორ­წი­ლი" ობერ­ჰა­უ­ზე­ნის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე სამი პრი­ზი მი­ი­ღო (ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი პრი­ზი, კი­ნოჟურ­ნა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის პრი­ზი, "სა­ერ­თა­შო­რი­სო ევან­გე­ლის­ტუ­რი კი­ნო­ცენ­ტრის პრი­ზი").

1967 წელს გა­და­ი­ღო ფილ­მი "ქოლ­გა", ფილმმა 1967 წელს მთა­ვა­რი პრი­ზი და "ფიპ­რე­სის" პრი­ზი აიღო კრა­კო­ვის (პო­ლო­ნე­თი) სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე. 1969 წელს რე­ჟი­სორ­მა გა­და­ი­ღო 14 წუ­თი­ა­ნი ფილ­მი "მუ­სი­კო­სე­ბი". "მუ­სი­კო­სე­ბის" გა­და­ღე­ბის შემ­დეგ რე­ჟი­სორს პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო. საბ­ჭო­თა იდე­ო­ლო­გი­ის­თვის სა­ში­ში გახ­და ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, რო­მელ­საც კო­ბა­ხი­ძე ქა­და­გებ­და - ნონ­კონ­ფორ­მიზ­მი, ამ­ბო­ხე­ბის უნა­რი, და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი. მოს­კო­ვის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტის თავ­ჯდო­მა­რის ალექ­სან­დრე რო­მა­ნო­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბით მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძეს და­მო­უ­კი­დებ­ლად ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა აეკ­რძა­ლა.

ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბე­ბის აკ­რძალ­ვის შემ­დეგ რე­ჟი­სორ­მა სცე­ნა­რე­ბი და­წე­რა მულ­ტფილ­მე­ბი­სათ­ვის: "ჩი­ბუ­ხი" (1976), "ზღვა­ზე" (1980). ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი 1996 წლი­დან საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს. 1996 წელს ვე­ნე­ცი­ის კო­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე მო­ე­წყო რე­ჟი­სო­რის ფილ­მე­ბის რეტ­როს­პექ­ტი­ვა.

33-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, კინო სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძემ საფ­რან­გეთ­ში გა­ნა­ახ­ლა. 2001 წელს საფ­რან­გეთ­ში მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძემ გა­და­ი­ღო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი "გზა­ზე".

"კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში, რე­ჟი­სო­რი ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მეს პე­რი­ოდს - მისი ვა­ჟის, გეგა კო­ბა­ხი­ძის დახ­ვრე­ტას იხ­სე­ნებს:

"გე­გას, ჩემს შვილს, ისე­თი რამ შე­ემ­თხვა, რომ არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია, წუ­ხი­ლი­სა და გან­ცდის გარ­და. გეგა ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და საყ­ვა­რე­ლი ბიჭი იყო. კა­ტას­ტრო­ფა, რო­მელ­მაც ამ ახალ­გაზ­რდებს თავ­ზე გა­და­უ­ა­რა, ბე­დის­წე­რას ჰგავ­და. მეც ყო­ველ­თვის მინ­დო­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გაქ­ცე­ვა და სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია, ახალ­გაზ­რდებს რომ მო­უნ­დათ აქე­დან წას­ვლა. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ჯო­ჯო­ხე­თი იყო. ბევ­რი მის­ტი­რის - მა­შინ კა­რა­ქი იაფი ღირ­და და პური თით­ქმის უფა­სო იყოო, მაგ­რამ ცი­ხე­ში რა­ნა­ი­რი პუ­რიც უნდა მო­გი­ტა­ნონ და რო­გორც უნდა გა­ათ­ბონ, მა­ინც ცი­ხეა.

როცა ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვას გა­და­წყვეტ, რა­დაც უნდა და­გიჯ­დეს, უნდა გა­იქ­ცე. არც ჩემს შვილს და არც იმ ახალ­გაზ­რდებს, ვინც მას­თან ერ­თად იყ­ვნენ, არ ეგო­ნათ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე გან­ვი­თარ­დე­ბო­და. ია­რა­ღი მფრი­ნა­ვე­ბის შე­სა­ში­ნებ­ლად ჰქონ­დათ, რათა სა­ზღვარს იქით გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. სა­უ­ბე­დუ­როდ, ყვე­ლა­ფე­რი ტრა­გი­კუ­ლად დას­რულ­და. მათ არა­ვინ მო­უკ­ლავთ, არა­ვის­თვის ზი­ა­ნი არ მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ. თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ გაქ­ცე­ვი­სას ფორ­მა­ზე აღარ ფიქ­რობ...

ბი­ჭე­ბის დახ­ვრე­ტა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. ჩვენ ისი­ნი ცო­ცხლე­ბი გვე­გო­ნა. როცა გა­ვი­გეთ, გა­ნა­ჩე­ნი აღ­სრულ­დაო, მა­ინც არ გვჯე­რო­და. ამ ახალ­გაზ­რდებ­მა ზედ­მი­წევ­ნით ადა­მი­ა­ნუ­რად, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით წარ­მარ­თეს სა­სა­მარ­თლო, არა­ვინ უკან არ და­ი­ხია, არა­ვინ არა­ვის არა­ფე­რი გა­და­აბ­რა­ლა. ბა­ბუ­ის, გერ­მა­ნე კო­ბა­ხი­ძი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ბე­რი­ას მო­ე­დან­ზე დას­ჯას გა­და­ურ­ჩა, ოც­და­ა­თი წლის შემ­დეგ სწო­რედ მის შვი­ლიშ­ვილს, გე­გას გა­მო­უ­ტა­ნეს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი..." - იხ­სე­ნებ­და ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძე წა­ი­კი­თხეთ ვრცლად ინ­ტერ­ვიუ

წყა­რო: სა­ქარ­თვე­ლოს ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ლექ­სი­კო­ნი

მთა­ვა­რი ფოტო: კად­რი ლაშა ოთხმე­ზუ­რის და ვახო ვა­რა­ზის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი­დან "და­კარ­გუ­ლი რვა­ნა­ხე­ვა­რი"

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
1

მეც მსურდა ამ ციხიდან გაქცევაო! ანუ მამისისის დამსახურება ყოფილა რაც მოხდა, აუბნია თავგზა პატარა ბიჭს და იმან თავის მხრივ მეგობრებს! შე დალოცვილო ის ტუ ციხე იყო და მონები იყავიტ ახლა რას დააქრევდი ჩვენს მდგომარეობას?! ახლა ერტის მონა კი არა მრავალის მონა ვართ! თავად ტურქიც კი მბრზანბელად ვყავს და ვიღა არა! აი ტქვენ რომ ყველა წასულიყავიტ ამრიკაში რას მიაღწევდით? არც არაფერს! იქნბოდიტ ბუჩქის როლში და აქ კი ვარსკვლავები იყავით და უფრო მეტი გახდებოდა გეგა! ერთი უჩაინეიშვილის შვილი(დამავიწრდა სახელი) გახდა დიდი ვარსკვლავი და მეორე თქვენ გახდებოდით! მას მხოლოდ ბუჩქის როლში ათამაშებენ რუსი კრიმინალის ან გამყოიდველის, არა ბიჭო მთავარ როლს შესთავაზებენ! აი ამან დაგღუპათ თქვემ და თწვენ საკუთარი შვილი მომიტევეტ

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

80 წლის ასაკში მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა - რას იხსენებდა რეჟისორი შვილის დახვრეტაზე

80 წლის ასაკში მიხეილ კობახიძე გარდაიცვალა - რას იხსენებდა რეჟისორი შვილის დახვრეტაზე

"ქოლგა", "ქორწილი", "მუსიკოსები" - იშვიათად მოიძებნება საქართველოში ვინმე, მიხეილ კობახიძის ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები რომ არ ჰქონდეს ნანახი. "მეამბოხე" რეჟისორმა, რომელიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი გახდა, 30 წელზე მეტი გაატარა პარიზში და საქართველოში დროდადრო ჩამოდიოდა.

მიხეილ კობახიძე 13 ოქტომბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა...

ის 6 მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორია, ხშირად თავადაც თამაშობდა თავის ფილმებში. რეჟისორმა დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1965 წელს.

ფილმების გადაღება 1961 წლიდან, სტუდენტობის პერიოდიდან დაიწყო. გადაიღო მოლკემეტრაჟიანი ფილმები: "ახალგაზრდა სიყვარული" (1961) და "კარუსელი" (1962). 1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა "ქორწილი" ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამი პრიზი მიიღო (ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი, "საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი").

1967 წელს გადაიღო ფილმი "ქოლგა", ფილმმა 1967 წელს მთავარი პრიზი და "ფიპრესის" პრიზი აიღო კრაკოვის (პოლონეთი) საერთაშორისო კინოფესტივალზე. 1969 წელს რეჟისორმა გადაიღო 14 წუთიანი ფილმი "მუსიკოსები". "მუსიკოსების" გადაღების შემდეგ რეჟისორს პრობლემები დაეწყო. საბჭოთა იდეოლოგიისთვის საშიში გახდა ის ფასეულობები, რომელსაც კობახიძე ქადაგებდა - ნონკონფორმიზმი, ამბოხების უნარი, დაუმორჩილებლობა, ინდივიდუალიზმი. მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის ალექსანდრე რომანოვის განკარგულებით მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა.

ფილმების გადაღებების აკრძალვის შემდეგ რეჟისორმა სცენარები დაწერა მულტფილმებისათვის: "ჩიბუხი" (1976), "ზღვაზე" (1980). ქართველი რეჟისორი 1996 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 1996 წელს ვენეციის კონოფესტივალზე მოეწყო რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა.

33-წლიანი პაუზის შემდეგ, კინო სფეროში მოღვაწეობა მიხეილ კობახიძემ საფრანგეთში განაახლა. 2001 წელს საფრანგეთში მიხეილ კობახიძემ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "გზაზე".

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, რეჟისორი ცხოვრების უმძიმეს პერიოდს - მისი ვაჟის, გეგა კობახიძის დახვრეტას იხსენებს:

"გეგას, ჩემს შვილს, ისეთი რამ შეემთხვა, რომ არაფრის თქმა არ შემიძლია, წუხილისა და განცდის გარდა. გეგა ძალიან ნიჭიერი და საყვარელი ბიჭი იყო. კატასტროფა, რომელმაც ამ ახალგაზრდებს თავზე გადაუარა, ბედისწერას ჰგავდა. მეც ყოველთვის მინდოდა საბჭოთა კავშირიდან გაქცევა და სრულიად გასაგებია, ახალგაზრდებს რომ მოუნდათ აქედან წასვლა. საბჭოთა კავშირი ჯოჯოხეთი იყო. ბევრი მისტირის - მაშინ კარაქი იაფი ღირდა და პური თითქმის უფასო იყოო, მაგრამ ციხეში რანაირი პურიც უნდა მოგიტანონ და როგორც უნდა გაათბონ, მაინც ციხეა.

როცა ციხიდან გაქცევას გადაწყვეტ, რადაც უნდა დაგიჯდეს, უნდა გაიქცე. არც ჩემს შვილს და არც იმ ახალგაზრდებს, ვინც მასთან ერთად იყვნენ, არ ეგონათ, რომ ყველაფერი ასე განვითარდებოდა. იარაღი მფრინავების შესაშინებლად ჰქონდათ, რათა საზღვარს იქით გადასულიყვნენ. საუბედუროდ, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. მათ არავინ მოუკლავთ, არავისთვის ზიანი არ მიუყენებიათ. თვითმფრინავის გატაცება დანაშაულია, მაგრამ გაქცევისას ფორმაზე აღარ ფიქრობ...

ბიჭების დახვრეტა გასაიდუმლოებული იყო. ჩვენ ისინი ცოცხლები გვეგონა. როცა გავიგეთ, განაჩენი აღსრულდაო, მაინც არ გვჯეროდა. ამ ახალგაზრდებმა ზედმიწევნით ადამიანურად, დიდი სიყვარულით წარმართეს სასამართლო, არავინ უკან არ დაიხია, არავინ არავის არაფერი გადააბრალა. ბაბუის, გერმანე კობახიძისაგან განსხვავებით, რომელიც თავის დროზე ბერიას მოედანზე დასჯას გადაურჩა, ოცდაათი წლის შემდეგ სწორედ მის შვილიშვილს, გეგას გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი..." - იხსენებდა ინტერვიუში მიხეილ კობახიძე წაიკითხეთ ვრცლად ინტერვიუ

წყარო: საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი

მთავარი ფოტო: კადრი ლაშა ოთხმეზურის და ვახო ვარაზის დოკუმენტური ფილმიდან "დაკარგული რვანახევარი"

"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

ცნობილი სერიალის წყევლა - Glee-ს მსახიობი სავარაუდოდ, ტბაში დაიხრჩო, მისი 4 წლის შვილი კი ნავში იპოვეს